ტრიშ ბიდლი | Trish Biddle


ამ რამდენიმე დღის წინათ, ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქელი მეგობრის პროფილის სურათებს ვათვალიერებდი და ერთმა ძალიან მშვენიერმა სურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ძალიან მომეწონა და ვკითხე, ხომ არ იცოდა, თუ ვისი ნამუშევარი იყო. სამწუხაროდ, მისგან უარყოფითი პასუხი მივიღე.

რამდენიმე დღე  ვეძებდი ინტერნეტში. ხან როგორი აღწერა დავურთე სურათს, ხანაც როგორი, თუმცა მცდელობას შედეგი არ გამოუღია. ჩემს დას, ნიას იმდენი ვეწუწუნე, იქნებ, შენ მაინც გამირკვიო, თუ ვისი ნახატია-მეთქი, რომ მითხრა, აბა სურათს დააკვირდი, წარწერაც აქვსო. დაიმედებული დავაცქერდი სურათს. Ctrl+ ავაფეთქე. მივაახლოვე ზუმით, თუმცა მაინც ვერაფრით ამოვიკითხე. ჯერ მეგონა, რომ Teagh Biddle იყო, შემდეგ – Teash Biddle. ამ მონაცემების ადამიანი გუგლში სულ ვერ ვიპოვე. ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ არა ნიას დაკვირვებული ორი ლამაზი თვალი, მე მგონი, Trish Biddle წერია, აბა ნახეო. ჩავწერე გუგლში და ჩემი აღფრთოვანებული სახე უნდა გენახათ, როდესაც მისი პირადი გვერდი ამომიგდო.
სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს, ასეთივე ნამუშევრები აქვს.
ფერთა ფანტასტიური შეხამება… სილამაზე… სინაზე და რომანტიზმი.. სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული სურათები.
მინდა, რომ თქვენც ჩემსავით აღგაფრთოვანოთ ტრიშ ბიდლის ნამუშევრებმა. წინ დიდი სიამოვნება გელით ნამდვილად.

ძალიან გამიხარდება, თუ ერთ პატარა აღმოჩენას გააკეთებთ ნახატების დათვალიერების დროს და გამიზიარებთ. 

This slideshow requires JavaScript.

72 comments on “ტრიშ ბიდლი | Trish Biddle

    • ნამდვილად ძალიან კარგი ნახატებია. მიხარია, რომ შენც აღფრთოვანდი. ფანტასტიიიურ! <3

  1. ოჰო, რა საოცრებაა. მეც ავღფრთოვანდი.

    ჯერ არც ერთი მხატვრის ნამუშევარი არ მომწონებია ისე ძალიან როგორც ეს :)

  2. ვაიმე, არც ვიცოდი ეს მხატვარი ჩემს გარდა ვინმეს კიდევ თუ მოსწონდა. <3 ჩემთვის გეთქვა, მხატვრობის "ფანი" ვარ! ძალიან მიყვარს და ყველგან დავძვრები. ძალიან კარგი მხატვარია, თუ არ ვცდები ხელოვნების წიგნში იყო მისი ნამუშევრები. ჩემ კლასელებს არ მოეწონათ :/
    უი ჰო, მაცო ერთი თანამედროვე მხატვარი ვიცი, ვატყობ მოგეწონება ^_^
    http://marcusgoldson.co.uk/gallery.htm :)

    • ძალიან მიხარია, თუ ორივეს მოგვწონს ტრიშ ბიდლის ნამუშევრები. ამის მერე, თუ კიდევ დამჭირდა რომელიმე მხატვრის შესახებ ან დამატებითი ინფორმაცია, ან თუნდაც ნახატის შემსრულებელს ვერ მივაკვლიე, აუცილებლად შეგეხმიანები და გარკვეულ დახმარებასაც გთხოვ. დიდ მადლობა ამისთვის!
      ახლა ვნახავ მარკუსის ნახატებს. ნამდვილად პირველად გავიგე. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!

    • ქეთუსი, რატომღაც ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. რამდენიმე ქალური და დახვეწეილი ნახატი შენთან გავაიგივე.

    • მიხარია!
      რა კარგი სახელი და ავატარი გაქვს.. გესტუმრები აუცილებლად.

    • ნამდვილად!
      ალბათ ყველაზე მეტად ეს ნამუშევარი მეჩვენება დახვეწილად
      აი

    • თვითონ ქალიც საკმაოდ დახვეწეილია. მისი რამდენიმე სურათი ვნახე და დავრწმუნდი, ასეთი გარეგნობის ქალს, სხვანაირი ნამუშევრების შექმნა ალბათ, არც შეეძლო…
      ფანტასტიურია!

      • ნახატებს რომ ვუყურებ, მინდა რომ იქ ვიყო, სასიამოვნო შეგრძნებებს აღვიძებს..კარგი აღმოჩენაა :)

  3. მაცო მეც ძალიან მომეწონა ფერში არაჩვეულებრივად მუშაობს!იქნებ მითხრა წარმოშვებით ეს ქალი ფრანგი ხომ არ არის?:)

    • ძალიან მიხარია, თუ შენც მოგეწონა.
      არა, ფრანგი ნამდვილად არ არის. ამერიკაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. თუ გაინტერესებს მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შემიძლია, მისი პირადი გვერდის მისამართი დაგილინკო, მარიამ. =**

  4. ძალიან ლამაზია ნამდვილად. ყოჩაღ რომ ასეთი ლამაზი რამ გაგვაცნე. ნამდვილად არ ვიცოდი

  5. მართლაც ძალიან დახვეწილი და სასიამოვნო ნამუშევრებია… :) ) ძაან მომეწონა. მიყვარს რა ეს თანამედროვე მხატვრობა,…. :) ))))))))

  6. მშვენიერი სურათებია… :) სამუხაროა ამ მხატვრის შესახებ არაფერი რომ არ ვიცოდი.. :(

    • ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბლოგის მეშვეობით შეიტყვე ტრიშ ბიდლის შესახებ და რაც მთავარია, მოგეწონა.

  7. მართლაც რომ მშვენიერი ნახატებია <3 თვალიერების პროცესში ვარ

    • კიწუნია, რამდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ, სულ დამივიწყე. = (

  8. რა ძალიან ლამაზი ნახატებია, აღფრთოვანებული ვარ! <3
    p.s. ძალიან მომწონს ახალი დიზაინი <3

  9. ძალიან მომეწონა ნამუშევრები,შესამჩნევი კი,ალბათ,ის არის,რომ სახეებს არ ხატავს მხატვარი.

  10. დახვეწილი ნამუშევრები ჰქონია. სწორედ ასე აღმოვაჩინე ბრი ლიმანი :)

  11. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ნახატებია.. მეც აღვფრთოვანდი. როგორ მიყვარს ასეთი სტილის სურათები.. რა კარგია რომ დადე. შენი წყალობით გავეცანი ამ მხატვარს.. :* :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s