Skip to content

ჩემი პირველი სპეკტაკლი

February 8, 2010

გადავწყვიტე, ჩემი I სპეკტალის შესახებ მოგიყვეთ. ესთეიგი, მასწავლებელმა უხსოვარ დროში განაცხადა, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სპეკტაკლის სცენარი დაეწერა. მეორე დღეს, მარის უკვე დაწერილი ჰქონდა. ჰოოდა, შევუდექით საქმეს. თავიდან, ‘ქასთინგის’ მოწყობა გადავწყვიტეთ, თუმცა იმდენს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ ასარჩევად ყოჶილიყო საქმე. მე დედის როლზე დამამტკიცეს. თავიდან, სასტიკად გავაპროტესტე, რომელი დედა მე მნახეთ-მეთქი, მაგრამ..

პირველი რეპეტიცია კოშმარი იყო.. ყველას გვეცინებოდა, ტექსტი არ ვიცოდით; თან სასტიკად გამოუცდელები ვიყავით. მოკლედ, დროთა განმავლობაში ვიხვეწებოდით სპეკტაკლთან ერთად. ძალიან მალე, თეატრალური წარმოდგენის სრული სახე გვქონდა.. კლასელებმა ეს რომ შეამჩნიეს, მთავარი როლის დასაკუთრება მოუნდათ, მაგრამ მე რისი მაცო ვიქნებოდი, მათთვის რომ დამეთმო..
სპეკტაკლამდე ერთი თვით ადრე, ყველა ერთდროულად გავცივდით.. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ სკოლაში გამოვცხადდით. რეპეტიცია გავიარეთ. აღმოჩნდა, რომ სრული დებილიზმი იყო..
რაღას ვიზამდით, ისევ თავიდან მოგვიწია ოჶლად დაღვრა.. საბოლოოდ, იმდენი ვქენით, რომ იმაზე მაგარი გამოვიდა ვიდრე ჩვენ გვეგონა. სპეკტაკლამდე ერთი კვირით ადრე დავიწყეთ ჩაცმულობაზე ჶიქრი.. რასაც ჰქვია ნერვები აღარ მქონდა.. ხან რა ვიჶიქრე, ხან რა.. ახლა, ამ გაფურჩქვნის ასაკში მყოფ გოგონას, გარდირობში 35-39 წლის ქალის ტანსაცმელი მექნებოდა? – რა თქმა უნდა, არა.  ბოლოს   აღმოვაჩინე – მოკლე, შალის სარაჶანა, რომელიც შავ-ნაცრისჶერ ჶერში იყო. გავიხარე, და რა გავიხარე..

სპეკტაკლის წინა დღეა, ბავშვები ვნერვიულობთ, ვძაგძაგებთ. ღამე თითქმის არცერთს არ გვეძინა. ხოლო დილით, იმის შიშით, რომ გენერალურ რეპეტიციაზე არ დამეგვიანებინა, 8სთ-ზე გამეღვიძა.. 9-ზე უკვე მარისთან ვიყავი, თმა გავუკეთე. მერე ირინკაც შემოგვიერთდა და გავქროლდით დარბაზისკენ.. ჶეხები სამივეს გვიკანკალებდა. ვფიქრობდით, ნეტავ რა მოხდება, ხალხმა რომ დაგვიწუნოსო, მაგრამ ამაზე დარდი, სკოლაში ჩამოგლეჯილმა სპეკტაკლის „პლაკატმა“ დაგვავიწყდა.. სამჯერ გავაკარით, მაგრამ სამივეჯერ ჩამოხიეს. ბოლოს კი უზრდელური სიტყვებით შეგვამკეს – პლაკატზე წარწერით.

   ჯერ სხვა ბავშვებმა ირეპეტიციეს. ზოგი მღეროდა, ზოგი კი ცეკვავდა. ჩვენ კი ზედმეტი ნერვიულობისგან  წნევა გვიწევდა. დადგა გენერალური რეპეტიციის დროც. ნერვიულობის დროს ყოველთვის პირჯვარს ვიწერ ხოლმე. ჰოდა, ახლაც ასევე მოვიქეცი… საქმეს შევუდექით. სცენაზე რომ ავედი, ყველაფერი გადამავიწყდა. ვისღა ახსოვდა შენი ნერვიულობა. ყველა გაბადრული სახით გვიყურებდა.

ყველაზე რთული სცენის გადალახვის შემდეგ,  ვიცოდით, რომ უმაგრესი გამოვიდოდა. თუმცა რეპეტიციას რომ მოვრჩით, ერთ გოგოს ჰკითხეს, როგორ მოგეწონაო; მან კი უპასუხა, არ ვარგოდაო. აი, მაშინ დამეწყო ნერვიულობის პიკი.. ლამის ვიტირე. მაგრამ, რადგანაც 2-ის ნახევრსიკენ ხალხმა ნელ-ნელა მოსვლა დაიწყო, და მათ შორის დედაჩემიც აღმოვაჩინე, მალევე დავწყნარდი. აუდიტორიამ ადგილი დაიკავა. ჩვენი რეჟისორი – ლია ყანჩაშვილი გამოვიდა და მოკლე შესავალი გააკეთა. მოკლედ დაიწყო. ჯერ ერთი პროგრამა დასრულდა, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და აი, დადგა ჩვენი დროც. ნერვიულობა გვიმძაფრდებოდა… ბოლო, მეშვიდე ნომერი რომ სრულდებოდა, ყველას სასტიკად მოვთხოვე, მამაო ჩვენოს თქმა და შემდგომ პირჯვრის გადაწერა. ეტყობა მათაც უნდოდათ და ვერ ბედავდნენ, ჰოდა, ბიძგი რომ მივეცი…
14:45 სთ-ზე რეჟისორმა გამოაცხადა: „ტრალალალალ….წარმოგიდგენთ სპეკტაკლს „სიცოცხლისათვის საშიში’“.  ავიდნენ სცენაზე ჯიმი და თამო.. საკმაოდ კარგად შეასრულეს. ახლა მეორე სცენის დროც დგებოდა, სადაც მე უნდა მეთამაშა.. ფეხების კანკალით ავდგი სცენაზე ფეხი და წამში ყველაფერი გადამეკეტა. მხოლოდ ჩემს ორ შვილს ვამჩნევდი, რომლებსაც სახეზე ჶერი აღარ ედოთ. დავიკავეთ ჩვენ-ჩვენი ადგილები და შევუდექით საქმეს.. ყველანაირად შევეცადე ბუნებრივი ვყოჶილიყავი. ჩვენმა სცენამაც გადასარევი მოწონება დაიმსახურა. ძლივს ჩამოვედი სცენიდან, კიდევ მინდოდა გაჩერება, მაგრამ რას ვიზამთ. 

  ერთ-ერთ სცენაზე, აბსოლუტურად ყველა ჩავიკეცეთ: ირინკა ადის ბიჭებთან, ხედავს რომ ისინი წამალს იკეთებენ და უყვირის:”რას აკეთებთ ბიჭებო. გაგიჟდით? …ბლაბლაბლაბ… ცეჰეპატიტი ხომ გარანტირებულია.. ” რა სასაცილოა, არა? არა? კარგი. 
 ბოლო სცენის დრო დგებოდა, რომელიც სპეკტაკლის სენსაციაა[ასე ვუწოდეთ ბავშვებმა]. ის რომ კარგი არ გამოსულიყო, მთელი სპეკტაკლი ჩავარდებოდა. მე და ირინა, რომელსაც ბოლო სცენაში ჩემთან ერთად უნდა ეთამაშა, იმდენად ვნერვიულობდით, რომ მხოლოდ ერთმანეთთან ჩახუტებაღა მოვიფიქრეთ. ორი წუთი ასე ვიყავით და.. უცებ გაისმა ხმა: “ვაიმეე, ლუკა რა დაგემართა, ბიჭო, რატო გვაშინებ? ხმა ამოიღე, ლუკა, რა დაგემართა?“ აი, ეს სიტყვები იმის მანიშნებელი იყო, რომ ირინკა სცენაზე უნდა ასულიყო, მე კი მალევე უნდა მივყოლოდი.. ირის წარმატებები ვუსურვე, და ჰერი-ჰერი სცენისკენ. ავარდა და..  რა სისატიკე იყო, მორთო ტირილი… მოთქვამს, მოთქვამს.. თან რას მოთქვამს.. მალევე „მიშველეეეეთ“ რომ იყვირა, მე ავვარდი[ლამის ჶეხები მოვიმტვრიე] სცენაზე. უცებ ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ვხედავდი ჩემს „მკვდარ“ შვილს, უბრალოდ სახეზე ადამიანის ჶერი ჰქონდა. ჰოოდა, ამ დროს ისტერიკაში ჩავვარდი, იმისთანა ვიყვირე, ჩემი ხმის მე შემეშინდა.. [ახლა, რომ ვიხსენებ თითოეულ სიტყვას, რომელიც მაშინ ვუთხარი, სულ ჟრუანტელი მივლის.] კანკალი ამიტყდა. ვიდეოს ყურებისას, ნერვები მეშლება, როგორ უცბად გავჩერდი, არ მაცადეს რა.. მოკლედ, დავტიროდი ჩემს შვილს, რომელიც ცოცხალი აღარ იყო.  რა საინტერესოა! დღემდე მიკვირს, ლუკამ[ჩემი შვილი] თავი როგორ შეიკავა, სიცილი რომ არ აუტყდა. 
ჰოდა, ბოლოს მარიამი გამოვიდა და ირაკლი ჩარკვიანის, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი წაიკითხა. მართალია მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ რავიცი..😀
სპეტკალი დამთავრდა.აუდიტორია შეირხა და რა შეირხა… 
ჰიოდა, მარიამ ხაჭაპურიძეც გამოაცახდეს… რა გამისწორდა ხალხმა უზარამზარი აპლოდისმენტებით რომ შემამკო..თან, ხალხმა ჟივილ-ხივილი რომ ატეხა, თავი მაიკლ ჯექსონის კონცერტზე მეგონა. : Dსცენიდან რომ ჩამოვდიოდი, უცებ გამახსენდა რეჟისორითვის მადლობა გადამეხადა. მივვარდი და ჩავეკონე. აღარ ვუშვებდი, მერე მასწავლებელმა თქვა: -მიდი გოგო, ხალხი გეძახისო, და წავეგდე… აუაუ, უცნობები მეხუტებოდნენ.. ოჰ, კიდავიღალე, მაგრამ ღირდა..დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და ბავშვებმა კომპლიმენტებით ამავსო. ზოგი, რას მეუბნებოდა, ზოგი რას.. დედაჩემი კიდე იდგა და დამცინოდა..😀სახლში, როდესაც მივედი, დედაჩემმა მითხრა: ‘თავიდან ტირილი რომ დაიწყე, შემეშინდა თავი რეალობაშო ხომ არ ჰგონიაო.“

პ.ს. უჰ, რა გამისწორდა ეს რომ მითხრა. ^^

მმ, იმედია მალე იხილავთ ჩემს პოსტს, სხვა სპეკტაკლებზეც!

13 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    January 29, 2011 7:47 pm

    dzalian sakvarlad wer, gogo. mari var.

  2. February 11, 2011 1:00 pm

    გმადლობ.
    რომელი მარი? :დ

  3. CHARLEY permalink
    March 1, 2011 2:55 pm

    MAGARI GOGO XAR DZAAAN

  4. March 6, 2011 12:44 pm

    CHARLEY, გმადლობ. )))

  5. May 5, 2011 8:34 pm

    ჩვენი მომავალი ვარსკვლავი :*

    • May 6, 2011 12:36 pm

      jeesiko, აი, ახლა ეს პოსტი რომ წაიკითხე რა განცდა დაგეუფლა?
      ან კითხვის პროცესში ცოტა მაინც ნერვიულობდი?
      მართა, მართლა.. :*
      ჩეემი ჯესიკო..❤

      • May 6, 2011 1:11 pm

        .აი ფილმებში რომ არის ხოლმე.ჯერ რომ თითქოს არაფერი გამოდის მერე გამოდის დ მერე მთავარი მოქმედი გმირი 150%ზე ასრულებს თავის როლს… აი ძალიან ემცოიურად წერ..და წარმომიდგენია როგორ ამაშობ.. და ნამდვილად ყველაფერი ეს წარმოვიდგინე და მინდა იმ ვიდეოს ნახვა….მეც მინდა გისურვო ბევრი მასეტი პოსტიიი (ანუ სპექტაკლების შემაჯამებელ პოსტს ვგულსიხმობ)… :))

        • May 6, 2011 1:13 pm

          აჰა, ე.ი. მარტო მე არ ვნერვიულობ და ფეხები არ მიკანკალებს რამდენჯერაც არ უნდას წავიკითხო ეს პოსტი..
          ჰოჰოჰოჰო, აი, ვწერ იმას, რასაც განვიცდი. ვთამაშობ და გადმოვცემ იმ ემოციას რასაც შინაგანი ენერგია მაძლევს..
          მმ, ვიდეოებში მიდევს ჶეისბუქზე.. ერთ-ერთი რეპეტიცია არის გადაღებული.. :*
          ნახე, და მითხარი შეფასება.. :* კარგი? :*

  6. October 3, 2011 1:18 pm

    მაგარიააააა🙂

    • October 3, 2011 2:14 pm

      vaa…<3333
      დამიჯერე, ჩემთვის ის უფროა მაგარია, ჩემი პირველი პოსტი რომ წაიკითხე, რადგან, როგორც ყოველთვის, ხალხი ბოლო პოსტებიდან იწყებს ხოლმე ბლოგის შეფასებას. )))
      დიდი მადლობა. :-*

  7. February 10, 2012 2:17 pm

    აუ მაც დედას გეფიცები რო ვკითხულობდი ჟრუანტელი მივლიდა, ოღონდ მართლა! აი არ ვიცი რაა, უძალიანმაგრესი პოსტი იყო, ავღშფრთოვანდი😀

    • February 10, 2012 2:21 pm

      ნათიკო, როგორ გამახარე!!!
      მე რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, იმდენჯერ მივლის ტანში ჟრუანტელი.. მიხარია, რომ ერთსა და იმავეს ვგრძნობთ!
      გკოცნი. =**

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: