Skip to content

„მაცო, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ არ უყვარდა“

March 30, 2010
დღეს გემრიელად წავიკითხე „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და მომინდა ბლოგზე დამეწერა, „მაცო, რომელსაც ლიტერატურა ბავშვობაში ძლიერ არ უყვარდა“.. 
  დედაჩემი დღემდე ამბობს:
– ასეთი უცნაური რატომ ხარ? მამაშენს კითხვა უყვარდა, მეც მიყვარს. ოჯახში არავინ იყო ისეთი, რომელსაც კითხვა არ ჰყვარებოდა. ერთი შენ იყავი  გამონაკლისი. 
   ჩემივე ასაკის ნათესავებიდან ყველა 5-ოსანი იყო, ერთი მე ვიყავი ოროსანი. 3-ი რომ მიმეღო, ანდაც გამომყოლდა- დედაჩემი სიხარულით ცას ეწეოდა ხოლმე. ერთხელ გამომყვა ქართულში 4-ი[დაწყებითებში], ესეც იმიტომ რომ დედიკო დამპირდა, ყოველდღე პერაშკებს გიყიდიო და ძალაუნებურად მიწევდა ლექსების ზუთხვა.
  ისე არასდროს გამოდიოდა _ ლექსების სწავლა.. ნეტა ვის დავემსგავსე ამისთანა უნიჭო? :D თეატრალურის მასწაველებლი გაგიჟებულია, კაცმა პატარა ლექსი, როგორ ვერ უნდა ისწავლოსო, მაგრამ რავიცი, არ შემიძლია და. თუმცა ერთი რამ ძალიან, ძალიან მახარებს- „ვეფხისტყაოსანს“ საკმაოდ ადვილად ვსწავლობ.
ესთეიგი, წიგნის კითხვას ეზოში მეგობრებთან ერთად თამაში მერჩივნა.  ვერ ვიტანდი ძველი წიგნის სუნს. ისე მაღიზიანებდა ნია რომ სუნავდა ხოლმე, გაგიჟებას ვიყავი.. ჰომდა, არვიცი, რომელმა ბზიკმა მიკბინა, მაგრამ კი გაახარებს ღმერთი წიგნის კითხვა რომ შემაყვარა. ახლა ისე ვნანობ, დედაჩემი ადრე რომ მეუბნებოდა და არ ვუჯერებდი: 

-მაცო, გაიზარდები და ინანებ. მერე დრო აღარ გექნება
მეკიდე, როგორც ყოველთვის ერთსა და იმავეს გავიძახდი: 
-რად მინდა, წერა-კითხვის სწავლა, ლაპარაკიც შვენივრად ვიცი.
რამდენი საინტერესო წიგნია. წამეკითხა ადრე – „დათა თუთაშხია“, ხომ დავაფასებდი წიგნს. მაგრამ ეტყობა ყველაფერს საკუთარი დრო აქვს. 
ისე რომ ვთქვა, მთლად უწიგნური ვიყავი IV_VII-ე კლასამდე-მეთქი მოგატყუებთ, რადგანაც დეტექტივებს რაც თავი მახსოვს სულ ვკითხულობ. მიზიდავდა მკვლელობები, გამოძიებები, ხერხები _ რომლითაც ადგენენ სიმართლეს, ამიტომაც ერთი პერიოდი გამომძიებლობა მინდოდა, უფრო კრიმინალისტობა.. СSI, რომ გადიოდა თუ გახსოვთ, მაგ სერიალს სისტემატიურად ვუყურებდი. რამდენჯერ წარმომიდგენია თავი გამომძიებლის როლში.. 😀 ჰოკიდე, ადვოკატობა  „ქერათმიანი ადვოკატის“ გამო მინდოდა. ერთხელ სიზმაშიც კი ვნახე, მაგრამ დედას რომ ვუთხარი არ დამიჯერა, რადგანაც ბავშვობაში დიდი მატყუარობით გამოვირჩეოდი. როგორც დედა მიყვებოდა, ტყუილს „ცუდად“ არ ვამბობდი, უფრო ამბების გაფორმება მიყვარდა. რწყილიდან, სპილოს ვქმნიდი ხოლმე   მოკლედ, ძალიან გადავუხვიე. ესთეიგი, ძალიან მომწონს „ცხოვრებისეული“ წიგნები. ძალიან, ძალიან საინტერესოა. უფრო ის მხიბლავს, რომ სხვის ცხოვრებას ვეცნობი და მის დაშვებულ შეცდომებზე მე ვსწავლობ. ბევრმა მითხრა, სხვაზე ხარ დამოკიდებული ასე გამოდისო, მაგრამ სულაც არა, უბრალოდ მეშინია შეცდომის დაშვების. ჰოკიდე, დეტექტივები მიყვარს, უკვე ვთქვი მგონი, მაგრამ რავიცი მაინც. ძალიან მიყვარს, აგათა კრისტი – უძლიერესი მწერალია.  წუბ, წუბ.. :* კონანდოილიც ძალიან კარგია, მაგრამ რავიცი..X

  გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, უბრალოდ ახლა გამიჩნდა სურვილი, რომ მისი ლესების მხატვრულად წაკითხვა ვისწავლო. რატომ? პირველ რიგში, ამით მე მივიღებ სიამოვნებას და ალბათ მსმენელიც. ნიკო გომელაურიც მიყვარს. აი, ისეთი ლექსები აქვს: ერთ ტაეპს რომ წაიკითხავ და იმ წამსვე იტყვი, გომელაურისააო. თუნდაც, „მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები“. რატომღაც, ეს ტაეპი ძალიან, ძალიან მომწონს. ჰოკიდე, „როცა მომმართე, ენა დამება. შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?“ მოკლედ, ნიჭიერია რა ეს კაცი. :*
   ხელოვნებასთან დაკავშირებული პოსტი გამომივიდა და მაშინ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილზე – მუსიკაზეც მოგახსენებ ერთ-ორ სიტყვას. ინგლისურ ფრაზას ვიხმარ და გეტყვი:
-„Music Is My Boyfriend”.
 მართლა ასეა. შეუძლებელია ქუჩაში სიარულისას სიმღერას არ მოვუსმინო. სახლში გაკვეთილების მომზადებისას, ცენტრი არ იყოს ჩართული..
 როგორც უმეტესობას, ასევე მეც მყავს ჩემი რჩეული – ჯგუფი, მომღერალი. თავიდან, ირაკლი ჩარკვიანზე, რომ არ ვქვა საკუთარ თავს არ ვაპატიებ. კაცი ენერგია, კაცი სიცოცხლე, კაცი ნიჭი, კაცი ემოცია.. ზ-კაცი. მიყვარს, მიყვარს.. როგორი ხმა აქვს. ვერ შევძლებ ემოციები, აზრები, ფიქრები სიტყვით გადმოვცე. ის სიყვარული, რაც მასთან მაკავშირებს ჩემშია.
 შემდგომ, Muse.. აქაც გაურკვევლობაა.. უბრალოდ მიყვარს. ხომ შეიძლება ვიღაც უბრალოდ გიყვარდეს, ყველაფრის გარეშე? ჰომდა, ასე მიყვარს. მისი თითოეული სიმღერა ცხოვრებაზე მაფიქრებს, უცნაურად მაფიქრებს. არა, არა ძალიან უცანურად. თითქოს ის მეხმარება ყველაფრის გაანალიზებაში. სიმღერის ტექსტები იმდენად ღრმაა..  
  მემგონი, პოსტი რაზეც დავიწყე, სულ არ ემთხვევა შემდგომ განვრცობილ ტექსტს.  


გკოცნით და გეხვევით, თქვენი მაცო და Blogspot-ი!
14 Comments leave one →
  1. March 30, 2010 1:18 pm

    amxelebs rogor wer :user:

    • May 17, 2011 3:20 pm

      მმ, შეიძლება ითქვას – კოხტად. ))

  2. October 1, 2010 7:54 am

    ესპოსტი მიყვარს ყველაზე ძალიან <3
    ძალიანძალიან საყვარელია..

  3. February 11, 2011 12:57 pm

    სალიომეეე, კარგო ძალიან..❤
    ლავლავლავ უუ..❤

  4. Anonymous permalink
    March 8, 2011 11:57 am

    ra geshveleba :&

  5. March 8, 2011 5:26 pm

    უკაცრავად?
    რაღაც ზედმეტად აქტიურობ, უცნობო, თან არასასიამოვნო კომენტარებს მიტოვებ.. შენს მიერ შექმნილი უკვე მეშვიდე წერილი წავშალე.. : ))

  6. May 7, 2011 8:18 am

    macoooo, mec shens pontshi var zustad, da 12 motxroba maqvs wasakitxi maisistvis :(:(

    • May 7, 2011 8:21 am

      უი, მერე რა. თუ საინტერსოა, ახლა ჩაუჯექი და წაიკითხე. რა იცი, იქნებ ისე ძალიან მოგეწონოს, თითოეული ორჯერ, ან სამჯერ წაიკითხო.
      წარმატებები. **

  7. May 8, 2011 1:50 pm

    mec mindoda advokatoba mag filmis gamo..tan sul yvelas veubnebodi rogor mgavs garegnulad,me var albat da ar maxsovstqo =))

    • May 8, 2011 3:51 pm

      ჰაჰა, რა საყვარელი ხარ.
      მეც ძალიან მომწონდა. ახლა რომ მკითხო, მოგწონს თუ არაო, დიდ არა-ს ვიტყვი.
      ისე, ვიზრდები და გემოვნeბa რადიკალურად მეცვლება, ადრე რომ მომწონდა, ახლა ვფიქრობ, რამ მომაწონა-მეთქი.😀

      • May 8, 2011 5:40 pm

        მეც..ფილმი დღემდე მომწონს,თუნდაც მოგონებების გამო მაგრამ ადვოკატობის რა მოგახსენოთ..მაინც პრეზიდენტობისკენ ვიხრები რა =))

        • May 17, 2011 3:20 pm

          ჰაჰა, პრეზიდენტობისკენ?
          მშვენიერია..
          ნია მომავალი პრეზიდენტია – რა კარგად ჟღერს. ))

  8. girliekiddy permalink
    May 8, 2011 2:01 pm

    mm,me megona tavidanve giyvarda wignis kitxva

    • May 8, 2011 3:56 pm

      ამ, არა, ერთადერთი წიგნი -ფაციკო მქონდა წაკითხული და ეგეც იმდენჯერ, რომ საბოლოოდ თავისით შემომესწავლა.
      ისე, არც ახლა მაქვს ბევრი წიგნი წაკითხული. საერთოდაც იმდენად მწირია ჩემი ბიბლიოთეკა, რომ მიკვირს, წინადადებას წინადადებაზე როგორ ვაბამ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: