Skip to content

ჩემი მეორე სპეკტაკლი – სიყვარული ძვირი ღირს

September 10, 2010

 

არც მთლად ისეთი უპასუხიმგებლო აღმოვჩნდი, როგორც ზოგ-ზოგიერთები ამბობენ. ვასრულებ ჩემს დანაპირებს, და მეორე სპეკტაკლის შესახებ გიყვებით.

 

ალბათ გახსოვს პოსტი: „აუაუ, თქვენ შუა ქალაქში არ თამაშობდით?!“ , სადაც მოგითხრობდით ჩემს პირველ დღეს „თეატრალურ სტუდიაში“. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა. რამდენიმე კაციც შემოგვემატა. 3-4 თვის განმავლობაში, მეტყველებას, ემოციების განაწილებას, შინაგან მონოლოგს და რას აღარ ვსწავლობდით. მოკლედ, როგორც მასწავლებელმა თქვა:

 

-მგონი, მზად ხართ, სპეკტაკლისთვის მუშაობა დავიწყოთ.

 

ჩვენც მეტი რა გვინდოდა. უდიდესი მონდომებითა და ოპტიმიზმით დავიწყეთ ახალ სპეკტალზე მუშაობა. 
თავიდან, სულ-სულ თავიდან, მასწავლებელმა შემოგვთავაზა ცხოველებზე გაგვეკეთებინა ოთხი – 15 წუთიანი ეტიუდი. მართალია დიდად არ გვინდოდა, თუმცა უარს ვერ ვიტყოდით. თანაც, დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ არც ისე ცუდად გამოგვდიოდა: ძაღლივით – ყეფა, ქათამივით – კაკანი. მაგრამ ეტყობა ამას მხოლოდ ჩვენ ვფიქრობდით, ამის დასტურად, მასწავლებელმა გვითხრა, რომ დასთან უკვე დიდი ხანი იყო, რაც სპეკტაკლს დგამდა და რაღაც იდეა ჰქონდა ჩვენთან დაკავშირებით. თხოვნებისა და მუდარების მიუხედავად, მაინც არაფერი გვითხრა და თავის დაძვრენის მიზნით, ხვალ მოდით, დასს გაგაცნობთ და ჩემი იდეის შესახებაც მოგიყვებითო.

 

დადგა ჩვენი სანატრელი სამშაბათი დღეც. თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ დასის წევრები.  ცოტა გვიან მოგვიწია მე და ირინკას მისვლა. ბავშვებს უკვე ჰყავდათ ერთმანეთი განცობილი. გიორგი, ყველა ადით სცენაზეო. საკუთარ თავრი თავი რამდენიმე წინადადებით უნდა აღგვეწერა. „ბიოგრაფიების“ გაცვლის შემდეგ, გიორგიმ გვითხრა, ჯერ ესენი სპეკტაკლს გაჩვენებენ, და მერე მე გეტყვით, რა დროს, რა უნდა გააკეთოთო. დიდი მონდომებითა და დაკვირვებით ვისრუტავდით ყველა იმ ქმედებასა და ფრაზას, რაც სცენაზე ჟღერდებოდა. როგორც ყოველთვის, ჩვენი აზრი გაგვიჩნდა თითოეულ მოთამაშეზე. ზოგი გავთათხეთ, ზოგი კი კომპლიმენტებით შევამკეთ. პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, გიორგიმ ჩვენი მოვალეობები გაგვაცნო. გვითხრა, ვინ ვიყავით, რა დროს უნდა გამოვსულიყავით, რა უნდა გაგკვეკეთებინა და რა უნდა გვეთქვა. თუმცა დღემდე ვერაფერით ვერ გავიგე, ვინ , თუ რა ვიყავი. არადა პრემიერა უკვე შედგა. რომ მეკითხებიან რა როლი გქონდაო, პირი მიშრება და ხმას ვეღარ ვიღებ.

 

გიორგი რასაც გვეუნებოდა, ყველაფერს ვასრულებდით. თუმცა, ვაი-  მაგ შესრულებას. წესიერად ჩვენ ვერ ვიცინოდით, ვერ ვტიროდით, ვერ დავიდოით, ვერ ვიმახსოვრებდით, რა დროს უნდა გამოვსულიყავით. მოკლედ,  ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სრული იდიოტებივით დავტანტალებით სცენაზე. უნიჭოობის მიუხედავად, მაინც კმაყოფილები ვიყავით ბავშვები ჩვენი თამაშით. დროთა განმავლობაში ვიხვეწებოდით თეატრალურ წარმოდგენასთან ერთად. თიტქმის აღარ გვეშლებოდა ქმედებები, არ გავიწყდებოდა ფრაზები.. მოკლედ, ვყოჩაღობდით ბავშვები.

 

სპეკტაკლამდე ერთი დღით ადრე, რეპეტიციის გავლის შემდეგ, აშკარად მივხვდი, რომ პომიდორებისა და კვერცხების შტორმისგან თავს ვერ დავაღწევდით.

 

21 ოვნისიც დადგა, ორშაბათი  დღე. დილით 10სთ-დან უკვე თეატრალურ სტუდიაში ვიყავი. თითოეული დეტალი კიდევ ერთხელ გადავაზუსტეთ და დავიშალეთ იმ პირობით, რომ ორ საათში უკან დავბრუნდებოდით.

 

საათნახევარში მე და ირწიკო დანიშნულების ადგილას დავერჭვეთ. ჯერ განათება დააყენეს, მერე დარჩენილი ტექნიკური პრობლემები. ამ ყველაფერს, ნახევარ სააათში მორჩნენ და დავიწყეთ გენერალური რეპეტიციაც. არ მეგონა, ყველა ასე მოდომებული თუ იქნებოდა.  რომ დავამთავრეთ ჭკუაზე არ  ვიყავი. ვყვიროდი, ვხტუნაობდი, ვწიოდი.. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. როგორც ყოველთვის ბიჭებსა და განსაკუთრებით კვატოს ნერვებს ვუშლიდი. შვიდის ნახევარზე ყველანი მზად ვიყავით. ნერვიულობის პიკი დაგვეწყო მაშინ, ხუთი წუთი რომ რჩებოდა სპეკტაკლის დაწყებამდე. გიორგიმ გვითხრა, რომ მაყურებილკსენ არავითარ შემთხვევაში არ გაიხედოთო. სალოს არაყი ჰქონდა მოტანილი და…

 

აუდიტორიამ დაიკავა ადგილი და დაიწყო, რაც დაიწყო. პირველივე სცენაზე მე უნდა გამოვსულიყავი საღამურებით. გიორგის რჩევა გავითვალისწინე და დამსწრეებისკენ თვალი არც კი გამპარვია. შემდეგ იყო, კლუდისა და მიშლინის სცენა – გადასარევ. დომინიკისა და მიშლინის სცენა – გადასარევ. დედესა და მიშლინის სცენა – გადასარევ. ნუ მერე ჩვენი სცენა – იდეალურ! ყველაფერი იმდენად კარგი იყო, ნამდვილად არ ველოდი. მთელი სპეკტაკლის მიმდინარეობის დროს, ძალიან ვნერვიულობდი. გავდიოდი და გამოვდიოდი კულისებში.. ვერაფრით ვისვენებდი. ძალიან ზე გამოვიდა ყველაფერი. სპეკტაკლი რომ დამთარდა, ვინ ვის ეხუტებოდა, ვინ ვის ულოცავდა და ა.შ. არ მახსოვს.

 

ეს სპეკტაკლი ხუთშაბათს ვითამაშეთ მეორედ. მერე გასტროლებზეც მივდივართ. აუცილებლად დავწერ ჩემი შემდეგი სპეკტაკლების შესახებ.  

 

 

 

პროგრამა:

თეატრ-სტუდია ART – ერი

 მარსელ ბარკიე მარინიე –

სიყვარული ძვირი ღირს



მოქმედი პირნი:

კლუდი – გიორგი გიორგობიანი

მიშლინი – სალომე ბენია, თამთა ჩუმაშვილი

დომინიკი – გიორგი ძოწენიძე

დედე შაპაკლიაკი – ლაშა კვატანია

ბავშვები:

  • ირინა სეფაშვილი,
  • მარიამ ხაჭაპურიძე,
  • თეა რთველაძე,
  • ქეთი პეპინაშვილი.


3 Comments leave one →
  1. CHARLEY permalink
    January 26, 2011 10:41 am

    DAPIREBAS RATOM AGAR ASRULEB? XOM GVITXARI, KIDEV DAVWERO.
    ABA SAD GIWERIA? DIDI SIAMOVNEBIT VNAXAVDI SHEN NATAMASHEB SPEKTAKLS.

  2. February 11, 2011 1:00 pm

    აუცილებლად დაგპატიჟებ, ნუ თუ გინდა. : ))

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: