Skip to content

ბავშვობის მოგონებები

October 8, 2010
ადამიანი იბადება, იზრდება და შემდეგ კვდება. კაცმა რომ მკითხოს, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო მაინც – ბავშვობაა. იმ სიცელქესა და სილაღეს რა სჯობს, რასაც ბავშვობაში აკეთებ, თუ განიცდი. არასდროს მიოცნებია დიდი ვყოფილიყავი. პირიქით, ჭირივით მეზიზღებოდა ჩემი დაბადების დღე, თუმცა, ამისდა მიუხედავად, 29 აპრილს, დაბადების დღის მომდევნო დღეს ვადგენდი მომავალ წელს ვის დავპატიჟებდი. ბავშვობაში დიდივით საუბარი მიყვარდა. არა იმიტომ, რომ დიდობა მომწონდა, ან რაიმე, უბრალოდ მინდოდა, რომ სხვებს ეთქვათ: აი, ნახე რა პატარაა და რა კარგად საუბრობსო. ამან ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა, რომ ზეორიგინალური სიტყვებით დავიწყე 10-11 წლიდან საუბარი. ყოველთვის ვიცინი, როდესაც ბავშვობის დღიურებს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი 8 წლის ასაკში დაწერილი “ჩემ შესახებ” მომწონს. ჩემი მაცოობა ამ ჩანაწერში მშვენივრად ჩანს(პუნქტუაციის ნიშნები ნუ დაგაბნევთ):

მე ვარ მარიამ ხაჭაპურიძე, მე ვარ 8 წლის დაბადებული, ვარ 1995 წლის 28 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნით ვარ კურო. მე ვსწავლობ 160-ე საშვალო სკოლაში, მე მაქვს მწვანე თვალები და ქერა თმები მე ჩემი ასაკისთვის დიდი ვარ სიმალღლით, მე საერთოდ მიყვარს თოჯინებით  მე ბევრი თოჯინა გამომიცვლია და ერთი თოჯინა დამრჩა. მისი სახელია სუზანა ავალია ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი თოჯინაა. ხანდახან ჩემი მეგობრები მეუბნებიან რა დროს შენ თოჯინებით თამაშიაო მაგრამ მე ვეუბნები მე მიყვარს თოჯინები და თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები თოჯინებით აღარ ვითამაშებ, მაგრამ თოჯინები მიყვარს მე! ნახვამდის.

დარწმუნებული ვარ, ყველას თუ არა, ბევრს მაინც გაგიჩნდათ კითხვა, რატომ აქვს დაუმთავრებელ სიტყვას(„…ავალია...“) ხაზი გადასმული?! დღიურიდან სრული COPY-PASTE გავაკეთე. ამით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა ძალიან მიყვარს ბიჭები ბავშვობიდან. კარგად მახსოვს, ყველაფრის მიზანი, რასაც კი ოდესმე ვაკეთებდი  ბიჭისთვის თავის მომეწონება, ან ვინმე ახლის გაცნობა იყო. შეიძლება, 7-8 წლის ბავშვები გამუდმებით ბიჭებზე ლაპარაკობდეს? შეიძლება, 7-8 წლის ბავშვი მუდამ ბიჭებთან დაკავშირებულ სიზმრებს ნახულობდეს? შეიძლება, 7-8 წლის ბავშვის მთავარი მიზანი იყოს, მალე გათხოვდეს და ბევრი შვილი ჰყავდეს? რატომ ვიყავი ასეთი დღემდე არ მესმის. ოჯახში, ან სანათესაოში მეკაცთანე ვინმე რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, ბავშვი რასაც ხედავს იგივეს იმეორებს, ან ყოველშემთხვევაში სულ მცირე მცდელობა მაინც აქვს, მაგრამ მე? მე რატომ ვარ ასეთი? არ გაიგოთ ისე, თითქოს ასეთი რომ ვიყავი ახლა არ მომწონს, უბრალოდ რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?!
ახლა უშუალოდ ‘ნამდვილ’ დღიურზე გადავალ. ძალიან სასაცილოა, როდესაც ფურცლების მეშვეობით იხსენებ ბავშვობის განვლილ წლებს. ერთხელ ვიღაცისგან გავიგე, – დიდი რომ გაიზრდები, მერე საინტერესო იქნება შენი დღიურის წაკითხვაო და მეც გადავწყვიტე დღიური მეწარმოებინა. ^^ ათობით დღიური ადასტურებს, რომ მცდელობა პირადი ჩანაწერების  წარმოებისა საკმაო რაოდენბის იყო, მაგრამ…
თვალი გადავავლე და ყველაზე ადვილად, რომელიც იკითხება იმას შემოგთავაზებთ:
ჩვენ რომ გავიღვიძეთ მე ჩემ დასთან გადავედი ლოგინში მაგრამ ნიამ არ ჩამაწვინა ძალიან გული დამწყდა რადგან არნოლდის ყურება მინდოდა. ავდეგით, ბებომაც დარეკა და საყიდლებზე წავედით ძალიან ციოდა სახლში რომ მივედი ლევანი ბიძიას ამხანაგი შემხვდა და კარტს თამაშობდნენ მერე დედიკომ რაღაცის ცხობა დაიწყო ჩვენ ეკლესიაში წავედით და წირვას რომ დავესწარით სახლში დავბრუნდით დედიკომ სუფრის გაშლა დაგვავალა მერე რომ ვჭამეთ ყველანი სახლში წავიდნენ მანამდე თამილამ მომცა თეთრი ფურცლები და ჩემმა დამ მითხრა რომ მე მომცა თამილამო ჩემ დას დაავალეს ჭურიჭლის გარეცხა და დალაგება არნოლდს ვუყურებდით მე დამ ცოცხის და ნაგვიასაღების მოტანა მსთხოვა მერე სახლში გადავედით და ტკბილად დავიძინეთ.

სულ ასეთი რაღაცები წერია, უბრალოდ გაუგებარ ენაზე.
ესეც ასე. 

10 Comments leave one →
  1. October 9, 2010 7:54 am

    მაცო,ნესი ვარ:) ძაან მომეწონა ეს პოსტი:* საერთოდ მეც 7-8 წლისა ვწერდი დღიურებს და გავაფრინე რა უბედურებები მიწერია:დ

    • May 2, 2011 6:12 pm

      ნეეეესი, საააყვარელო. :*
      დიდი მადლობა..**
      ერთხელ შენც დადე ჩანაწერების ამონარიდები.. ^^

  2. October 9, 2010 9:19 am

    რაკაიპოსტი იყო <3
    მეც მაქვს ძვეელი დღიურები მარა ჯერჯერობიით თავსვიკავებ დაპოსტვისგან : PPP
    ააა, შეძალიანსაყვარელო ♥
    დზალზედ კარგი პოსტიიყო ♥ ♥ ♥

    • May 2, 2011 6:13 pm

      სალიომე, ზიადი მადლობა შენ.. :*
      თეთრო და ლამაზო.. :*
      ვიცი, ეს პოსტი რომ გიყვარს.. ^^
      დადე რა პოსტები.. ^^

  3. October 9, 2010 10:36 am

    არვიცი.. : PP
    რიგსვიცავ )) სხვა პოსტები მაქვს გამოსაქვეყნებელი ჯერ.. ^^

    • May 2, 2011 6:14 pm

      გადი ერთი, შენი დადებული პოსტი აგერ უკვე თვეებია აღარ მინახავს.. :*

  4. CHARLEY permalink
    March 6, 2011 12:28 pm

    MAGARI XAR DZAAAN
    GENACVALE GULSHI

    • May 2, 2011 6:14 pm

      ჩააარლი, როგორ მომენატრა შენი საყვარელი კომენტარები.
      ყველა ჩემი საქციელი მოგწონს და თან სულ მაქებ. ^^

  5. May 25, 2011 10:20 pm

    მაცო, სულ ღიმილით ჩავიკითხე: )

    მეც ძალიან მიყვარს ძველი ჩანაწერების კითხვა, თითქოს ყველაფერი ცოცხლდება…
    გამიხარდა.. ასეთი პოსტი რომ წავიკითხე: )

    • May 26, 2011 7:06 am

      ნინიტო, მიხარია, თუ პოსტი მოგეწონა და ასოების კრებულმა გაგაღიმა. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: