Skip to content

თქვენ, ყველამ დამღალეთ, და ჩემმა თავმა უფრომეტად დამღალა!

October 29, 2010
გამარჯობათ, მკითხველებო! ვერ გეტყვით დაგიბრუნდით-მეთქი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემატიურად დავიწყებ წერას ბლოგზე, ასე კი არ იქნება, მშვენიერი ტემპით მივდივარ. ჯერჯერობით, არცერთი თვე არ ჩამიგდია. მოკლედ, ახლა არ ვაპირებ კონკრეტულად ამ თემაზე საუბარს.
არ მინდა, ვინმე შევაწუხო ჩემი წუწუნით, თუმცა რავიცი, მინდა რომ მოვიშორო ეს დაძაბულობა, ან რაც გინდათ ის დაარქვით. მოკლედ, რაშია საქმე. ამ ბოლო დროს, ძალიან აგრესიული გავხდი. არ მეუბნებიან, რადგან იციან, რომ აუცილებლად შევეწინააღმდეგები, უფრო სწორედ, მე კი არა, არამედ ჩემი „თავმოყვარეობა“.
უკვე რამდენი ხანია, რაც სულ ვჩხუბობ, სულ ვბუზღნებ, სულ საყვედურებს ვიძლევი, სულ ვიღაცას ვაკრიტიკებ, მოკლედ, კარგს არც არაფერს ვაკეთებ და არც ვამბობ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? დავიღალე: ყოველდღე სასტიკ ხასიათზე ყოფნით, დედაჩემთან, მეგობრებთან და საერთოდ ნაცნობებთან ჩხუბით, და კიდევ ბევრი, ბევრი – უამრავი. ოდესმე მოეღება ამ ჩემს „ხასიათს“ ბოლო? უკვე მერამდენედ გამიფუჭდა ადამიანთან  ურთიერთობა, უკვე რამდენი მეგობარი ჩამომშორდა, უკვე რამდენჯერ მომივიდა დედაჩემთან სასტიკი ჩხუბი, უკვე მერამდენე თვეა, რაც სულ „ჩამჟავებული“ ხასიათით ვმოძრაობ, და კიდევ კიდევ – უამრავი. ისე მაწუხებს ეს ყველაფერი, მეტი არ შეიძლება. ძალიან, ძალიან ვცდილობ შევიცვალო. ძალიან, ძალიან ვცდილობ, სხვების დაუნურმა და ამაზრზენმა საქციელებმა არ გამაღიზიანოს და უბრალოდ დავიკიდო, არ გავუკეთო კომენტარი ყველაფერს, არ გამამწაროს სხვების ბოროტულმა ქცევებმა; არ გამაღიზიანოს იმან, რაც მე სრულებით არ მეხება.
ეს ერთი უკიდურესობა, ახლა მეორეზე გადავალ:
დავიღალე იმის მოსმენით, რომ ძალიან ემოციური ვარ და ეს ყველაფერი ამის ბრალია, დავიღალე იმის მოსმენით, რომ თუ არ შევიცვლები ხასიათში გამიჯდება ეს ფსიხობა და მერე მეყოლე კარგად, დავიღალე იმის მოსმენით, რომ ეს ბოლო ორი წელია სასტიკად შევიცვალე და ვეღარავინ ვერ მცნობს, დავიღალე ამდენი საყვედურით, დავიღალე ამდენი ჭორაობით, დამღალა ასეთმა უაზრო ცხვრებამ, სადაც ვერაფერს ვერ ხვდება კაცი, ნუ მე.. იცით, ყველაფრით დავიღალე.. თქვენც, ყველამ დამღალეთ და ჩემმა თავმა უფრომეტად დამღალა. ვერ გავიგე, რას მოვითხოვ, ან თქვენგან, ამ ჩემი თავისგან. ამ სკოლამ კიდე დაჭკვიანების მაგივრად გამომადებილა. ისე ვიღლები ისე, მეტიც არ შეიძლება.. ფფ..
მოკლედ, მინდა, ძალიან მინდა, რომ დამეხმაროთ ძველი მაცო დაბრუნდეს, აიაიაი, დედაჩემმა მითხრა რამდენიმე დღის წინ: აი, მე ასეთი მაცო მომენატრაო და ძლივს შევიკავე თავი. მეც მინდა, ძალიან მინდა ძველი მაცო, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს.. : ს
მოკლედ, რისთვის დავწერე ეს არ ვიცი, ვერაფერს ვერ გაიგებთ ვიცი, მაგრამ მინდოდა.
6 Comments leave one →
  1. CHARLEY permalink
    January 26, 2011 7:31 am

    VICI, AXLA RASAC GEYVI AR MOGEWONEBA, GAIFIQREB YVELA UFROSI MAGAS MEUBNEBAO, MAGRAM ASEA.
    ASAKIS BRALIA, GARDATEXIS ASAKIS.
    SHENS POSTEBS ROM VKITXULOB MGONIA, YVELAFERI KARGISKEN SHEMOBRUNDA.
    WARMATEBEBI, PATARAV.

  2. January 26, 2011 11:04 am

    ჰო, მაგისი ბრალია.
    ოღონდ პატარა არ ვარ. : ))

  3. February 18, 2011 10:53 am

    აი მეც ზუსტად ეგრე ვარ . აი ზუსტად ეგრე . ერთი პერიოდი გადავწყვიტე რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი მეშინია არ გავგიჟდე მაგრამ გადავიფიქრე . დაიკიდე ყველა და ყველაფერი და შენს თავს მიხედე და უფროსების ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ . რავიცი მე მშველის და ვწყნარდები და .🙂
    ისე კარგი ბლოგია . საყვარელი ხარ ძალიან .

  4. February 19, 2011 1:21 pm

    მარი, როგორ მესმის შენი მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება.
    ჰო, მეც ეგრე მოვიქეცი, და ახლა მგონი, უკეთესობიეკსნეაა ბევრი რამ.
    ძალიან დიდი მადლობა, მარ. :*

  5. February 21, 2011 11:54 am

    ჰაჰ..:)) უბრალოდ შემპირდი, რომ ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ შეეცდები და გაიღიმებ, იმიტომ რომ გავა რამდენიმე წელი და არც დაგჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, ისე გაგეღიმება შენს პოსტზე..:):** ზუსტად ვიცი :**

  6. February 21, 2011 7:29 pm

    თიკა, ახლა არა იმიტომ გამეღიმა, რომ შენი დანაპირები სისრულეში მოვიყვანე, არამედ იმიტომ რომ, საყვარელი ხარ და კარგი.. ^^
    იმედია, ახდება ყველაფერი.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: