Skip to content

მე და ბავშვობა ♥

November 22, 2010


კი

ნამდვილად გვეღირსა მე და ჩემს ბლოგს პოსტი. ეს ლუის დამსახურებაა, უფრო სწორედ, იმ მულტიპლიკაციური ფილმებისა, რომლის ყურებითაც ბავშვობაში ვირთობდი ხოლმე თავს. ჰმ, ჰმ.. რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა? – არ ვიცი, უბრალოდ.. მოკლედ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ იმ თემებზე, ან უფრო სწორედ იმაზე, რომელიც პოსტის მთავარ თემას სრულებით არ ეხება, მაგრამ ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია, აი, კიდევ ერთი უაზრობა. მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ე.ი. რაშია საქმე, ძალიან, ძაააალიან ბევრჯერ მომიყოლია თქვენთვის ჩემი ბავშვობის თავგადასავლების, სიყვარულების და ა.შ. ამბების შესახებ, თუმცა არაფერი მითქვამს, ხელოვნებასთან დაკავშირებული ნივთები და ინფორმაციები როგორ მიზიდავდა.

გარდა ექთნობისა, ასევე ვოცნებობდი: ადვოკატობაზე, ჟურნალისტობაზე, გამყიდველობაზე, კლოუნობაზე და რაც მთავარია მსახიობობაზე. უბრალოდ, სრულიად უბრალოდ, სიტყვა “მსახიობის“, ან „თეატრის“ გაგონებაზე გადავვარდებოდი ხოლმე ოცნებებში. ყოველთვის წარმომედგინა ჩემი თავი ჩარლი ჩაპლინის ადგილას. მუდამ მინდოდა, მასსავით ვეღიარებინე ხალხს, და რომ არ დაგიმალოთ ყველაზე მეტად, მაინც პოპულარობა მხიბლავდა. 8-9 წლის ასაკში ვუყურე კინოს, სადაც ძალიან პატარა, ლამაზი გოგონა თამაშობდა. ფილმი ეძღვნებოდა ვიღაც ცნობილ მსახიობს, რომელმაც თავისი “გრანდიოზული” კარიერის შექმნა 16 წლიდან დაიწყო. მეტი რა მინდოდა მეც, დიდი იმედებით ველოდებოდი ჩემს 14 წლის იუბილეს, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი, და როგორც შემეძლო, ხან რას ვთამაშობდი, ხან რას… ნიამ და ანამ გადაწყვიტეს, რადგანაც ნიჭიერი გვყავს მაცო, სპეკტაკლები უნდა დავდგათო. მეც მეტი რა მინდოდა. სოფელში როდესაც ჩავდიოდით ხოლმე, მთელი, ნამდვილად მთელი სოფლის ბავშვები, ან უბრალოდ ჩამოსულები ვიკრიბებოდით, და ხან რას ვთამაშობდით, ხან რას.. ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი, მაინც სპეკტაკლების და კინოების ყურება იქნებოდა. ფილმებს კი ვუყურებდი, მაგრამ აი, სპეკტაკლებზე რა მოგახსენოთ. V-ე კლასიდან დავყავდით, მოზარდ-მაყურებელთა თეათრში, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური არც სპეკტაკლი მინახავს და არც მსახიობი.

დადგა 14 წელი, და აი, უკვე 15-იც თუმცა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე, არაფერი წარმატებისთვის არ მიმიღწევია ამ სფეროში. ისევ გადავუხვიე, მოკლედ, ბავშვობაში გარდა კინოების სისტემატიური ყურებით, ასევე მულტიპლიკაციური ფილმებითაც ვიყავი დაინტერესებული:

1.        1. “Hey, Arnold”


ყველაზე კარგი, თბილი და ზე-გადასარევად საყურებელი. აბსოლუტურად ყველა სერია მაქვს ნანახი. ბოლოს იქამდე მივედი, რომ რაღაც დიალოგები ზეპირად ვიცოდი(არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, რუსულის გაგებაში რომ არ ვარ და საწყალი დედაჩემი, ჩემს ხელში სასტიკად რომ იტანჯება). მოკლედ,არის ერთი ზე-სიმპატიური ბიჭი, სახელად – არნოლდი. მშობლები არ ჰყავს და ამიტომ იზრდება ბებია-ბაბუასთან, რომლებსაც საკუთარი სასტუმრო აქვთ. ესთეიგი, არის ერთი გოგო ჰელგა, რომელსაც არნოლდი უყვარს, თუმცა არნოლდი ამას ვერ ხვდება. მიხვედრა, არ მიხვედრაზე რომ არ ვისაუბროთ, ერთ სერიაში ისე ჩანს თითქოს მოსწონს, მეორეში არა, მოკლედ,  გაუგებრობაა. კარგი ის არის, რომ სერია, სერიას არ მიჰყვება. ანუ თითოეულ სერიას აქვს დასაწყისი და დასასრული, ნუ თუ ძალიან დიდია, ან უბრალოდ ასე უნდოდათ  – ორ-სამ-ოთხ ნაწილად იყოფა. ჩემს შვილს აუცილებლად დავაზეპირებინებ ამ მულტიპლიკაციური ფილმის ყველა სერიას. მე მიყვარს არნოლდი. პ.ს. ის უნდა გითხრათ კიდევ, რომ 8 წლის ასაკში ქერა ვიყავი. ბიჭი, რომელიც მომწონდა ისიც ზე-ქერა იყო, ჰოდა, პარალელს ვავლებდი ხოლმე, ჰელგა-არნოლდს და ჩვენს შორის. 



2.        2. “CatDog”

პარარარა, კარგი იყო ძალიან. სულ მომწონდა; სულ კივილ-წივილით მივრბოდი ტელევიზორთან, როდესაც კოტპიოსის დაწყებას გამოაცხადებდნენ ხოლმე. ე.ი. რახდება. კატა და ძაღლი გადაბმულები არიან. არავისთვის არ არის უცნობი, რომ კატა და ძაღლი ერთმანეთს ემტერება, უფრო სწორედ ძაღლები ემტერებიან საზიზღარ კატებს. აქაც ასეა, უფრო სწორედ, აქ არ არის. ერთმანეთს საკმაოდ შეეჩვივნენ, უბრალოდ ერთია, რომ ორივეს საკმაოდ განსხვავებული გემოვნება აქვს და სულ ერთსა და იმავეზე ჩხუბობენ – აქ წავიდნენ, თუ იქ; ის გააკეთონ, თუ ეს.. მოკლედ, გარდა რჩევისა, რომ უყუროთ კოტპიოსს, სხვა რაღაშემიძლია. ^^           





3.        3. “The Kids from 402 Room”

უყურეთ. ყველაზე საინტერესო, ყველაზე სასაცილო, ყველაზე შესაყვარებელი და მოკლედ ყველაზე პოლი მულტიპლიკაციური ფილმი. პ.ს. პოლის კოვზები არ დაივიწყოთ და არც მისი თხები. პ.ს.II. ცელქ ბავშვებს გამოგადგებათ სკოლისთვის. აი, მე მაგალითად ბევრი რამ ჩამიდენია სკოლაში, აქედან აღებული. ნუ ახლა, მართალია, სამაგიეროდაც დავჯილვარ, მაგრამ იმ წუთის სიამოვნებას რა სჯობს, როდესაც შენც ამ მულტიპლიკაციურ ფილმში მოქმედი გმირების მსგავსად განიცდი ‘დასჯისგან’ მიღებულ სიამოვნებას. ჰოკიდე, ყველა ძალიან სახასიათო ტიპაჟია, ასე რომ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არც ერთი სერია არ არის. კარგი იქნება, თუ ორიგინალში უყურებთ HD ხარისხით.

4.        


4. “Doodlez”

   

ე.ი. ეს ვინცხა მხატვარი ხატავს ამ კაცს, თავისი მოქმედებებითურთ, ისე ხატვის პროცესი ბევრად საინტერესოა, განვითარებულ მოვლენებთან შედარებით. მე მაინც ძალიან მიყვარს და მუდამ დიდი სიამოვნებით ვუყურებ.  კიდევ უფრო მეტად იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს მეგობარს ჰქვია დოდლზი.. პ.ს. ორივე ერთმანეთზე უარესი დაბნეულია. 



5.  “Life With Louie”


და სულ ბოლოს-  მეხუთე, უფრო სწორედ ჩემს გულში პირველი, მაგრამ მგონი სჯობს ბოლოსთვის შემომენახა – ლუი. ოიიიი, ჩემი ლიუ. რა კარგი, საყვარელი და მოსაჩქმეტი ლოყების მქონე არსება. ერთი პატარა, ნამდვილი ლუი მეც მყავს სახლში, რომელსაც ანდრია ჰქვია. ბავშვობაში იმდენად ჰგავდა, რომ ერთი ჩემი „მეგობარი“ ლუის ეძახდა, ამ სულელს კიდე სულ სწყინდა და ტიროდა ხოლმე. ახლა ისე უყვარს ეს მულტფილმი რომ… მოკლედ, ეს დაშორებული კბილები როგორ უხდება, ეს სიდაბლე და სიპუტკუნე როგორ უხდება… ვაიმე, ვაიმე.. ჩასაყლაპი რამეა.. ბუზღუნა ხასიათი და “მააააააააააამ”; “დეეეეეეეეეედ”- რა ზეურად ამბობს.. ძალიან გოჭია.. შებრაწული, ზე-გემრიელად შესახრამუნებელი გოჭი..  აჰო, დამავწიყდა მეთქვა, რომ ეს მულტიპლიკაციური ფილმი ამ ზე -არსების ცხოვრების შესახებაა.. ჰყავს უამრავი და-ძმა, ზე მამა და ჩვეულებრივი [იშვიათად არაჩვეულებრივი] დედა.. 

12 Comments leave one →
  1. November 23, 2010 10:31 am

    The Kids from 402 Room

    es zalian miyvars

    • May 17, 2011 3:33 pm

      პოლი, პოლის თხა და კოვზები..
      პოლის საოცრად წიკვინა ხმა..
      პოლი..❤

  2. November 27, 2010 9:36 am

    აუუ <3 ლუიი <3
    როგორმიყვააარს ^.^

    • May 17, 2011 3:34 pm

      ლუიიიი..
      მააამ, დეეედ…
      სალ, შენ გაგაცანი მგონი ჩემი პატარა ლუი..❤

  3. January 5, 2011 10:16 pm

    bavshvoba gamaxsenda mec da tbilad gamegima🙂
    mec xelovani var🙂

  4. February 2, 2011 7:09 pm

    ძალიან კარგია.. ^^

  5. CHARLEY permalink
    March 17, 2011 6:29 pm

    MAPATIE YVELAFERI. DZAAN MIYVARXAR GEFICEBI.

  6. March 17, 2011 6:33 pm

    გაპატიო? -კი, მაგრამ რა?
    ისევ კუდს აბამ.

  7. May 18, 2011 8:59 pm

    louie vgijdebi.

    louiee :))DD ra saocrad edzaxis mamamisi,
    da dedas ra qvia? dora tu nora Oo

    • May 19, 2011 1:16 pm

      ნტ, არც ერთი.
      ორა ჰქვია.. ^^

  8. April 20, 2012 4:29 pm

    ბავშვები 402-ე დან რა გაქ გაკეთებული? ძაან მაინტერესებს😀
    ლუიც ძაან საყვარელია : ) )

    • April 20, 2012 5:06 pm

      რა ძველი პოსტი წაგიკითხავს, ლაშიკო… =* ჰო, ლუი უსაყვარლესია. : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: