Skip to content

ირი,

December 1, 2010
 დღეს სკოლაში არ წავედი. ჰომდა, მთელი დღე ნოსტალგიებში გავატარე. ხან რა გავიხსენე, ხან რა. ყველაზე მეტი ნოსტალგია – ჩემი ძველი სკოლისა და კლასის გახსენებამ მომიტანა. აი, ხომ სულ ვჩხუბობდი,  სულ გავყვიროდი, მაგრამ მაშინ და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მათზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე ლამაზი, კარგი და თბილი 9 წელი გავატარე 160-ე სკოლაში, ხოლო 5 წელი, IX მეოთხეში. ყველა უსაზღვროდ მიყვარს და მენატრება. უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ისევე, როგორც კლასი, თუ გუნდი. როგორც ყველა კლასსა, თუ მეგობრების წერს მოსდის ხოლმე ჩხუბი, ისე მოგვდიოდია ჩვენც. თუმცა ვიცი, რომ ყველას მაინც ძალიან უყვარს ერთმანეთი და ჩხუბის შემდეგ გულში რეჩხი ჰქონდათ ხოლმე დარჩენილი.  კლასიდან რამდენიმე ადამიანი მენატრება ყველაზე მეტად. დღეს ერთ გოგონაზე მოვყვები, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დიახაც, ჩემი მეორე ნახევარია, ჩემი სულის ნათელი წერტილი. ყველაზე მეტად, რომ მიყვარს და ყველაზე მეტად რომ ვაფასებ. ყველაზე ბევრი რომ ეთქმის ჩემთან, ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე. ვინც  მიცნობს მიხვდება, რომ ირინკაზე – ჩემს გულის ფეთქვაზე მაქვს საუბარი.
ირინა – სრულიად, სრულიად ჩვეულებრივი 15 წლის გოგო. ძალიან ლამაზი, კარგი, თბილი, საყვარელი და ჩემთვის სულ ყველაზე ახლო პიროვნება. თავიდან სასტიკად არ მომწონდა, ყოყოჩობდა. მე კი ჩემნაირ ყოყოჩებს ვერ ვიტან და ამიტომ ჩვენს კლასში რომ გადმოვიდა, პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, ამას თავის ადგილს მივუჩენ-მეთქი. თუმცა ისე არ წავიდა საქმე, როგორც მოველოდი. ირი ჩემზე  უარესი აღმოჩნდა. რომ მივხვდი, ვერაფერს ვერ გავხდებოდი, შევეშვი. მეთქი-ეგ თავისთვის, მე ჩემთვის.
ერთ დღეს, მათემატიკის მასწავლებელმა ირინკასთან გადამსვა. მე უკან ვიჯექი ხოლმე, ირინკა კი  წინ.  ირინკა მაშინ არ სწავლობდა კარგად და რაღაც მკითხა, მეც ვუპასუხე. მერე ლაპარაკში შევყევით ერთმანეთს და მოკლედ, რაღაც საერთო ვიპოვე. მეორე დღეს, მშვენივრად მომესალმა.
 მეექსვე, თუ მეშვიდე კლასში, არ მახსოვს ზუსტად, ირინკასთან დამსვით-მეთქი მოვითხოვე.  დამრიგებელმა დამსვა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩემს ძველ ადგილას მიმაბრუნეს. იმის თქმა მინდოდა, რომ მე და ირინკა უკვე ძალიან ახლოს ვიყავი. დროდადრო ჩვენი ურთიერთიბა უფრო მტკიცე ხდებოდა. + და – რომ ვიყავით, უფრო სწორად რომ ვართ იმიტომ შევეწყვეთ ასე კარგად. რადიკალურად განვსხვავდებით მე და ირი ერთმანეთისგან. მე – ხმაურიანი, შემაწუხებელი, ბუზღუნა, ბუტია, შარიანი. ირინკა – ჩუმი, მორცხვი, თავმდაბალი, კეთილი, თბილი. თუმცა ამისდა მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მართალია, ადრე ყოველ მეორე დღეს ვჩხუბობდით და მერე ორ წუთში ვრიგდებოდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი ისაა, რომ მე მასთან ურთიერთობა ყოველთვის მსიამოვნედბა და ახლაც უდოზოდ მსიამოვნებს.
მოკლედ, ისე დავახლოვდით, რომ ირინკამ თავისთან დამპატიჟა – ყვარელში.
აი, ორი, თუ სამი ზე-კვირა გავატარე. თბილი, ტკბილი, დადებითი ემოციებით სავსე. მარტო იმიტომ ღირდა იქ წასლა, რომ ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი მამიდა გამეცნო.  ბევრ თინეიჯერზე უფრო თინეიჯერი, საოცრად ლამაზი, ყურადღებიანი. მოკლედ, ძალიან შემაყვარა თავი.  ჰოდა, რას ვამბობდი. მოკლედ, ყვარელმა კიარადა, ერთად გატარებულამ ორმა კვირამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს ურთიერთობა, ოღონდ დადებითად. აი, უფრო მეტად დავახლოვდით. ფანტასტიური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
მე ამ წელს სხვა სკოლაში გადავედი.  ბევრი რამ შეიცვალა ჩემსა და ირუს მეგობრობაში. ირინკა აღარ მწერს, აღარ მკითხულობს, ჩემთან აღარ ამოდის. კვირები ისე გავა, არც გავახსენდები. რომ ვთქვა, მეც ამ ბოლო დროს ხშირად ვწერ და ვურეკავ-მეთქი არა, თუმცა ადრე ხან მესიჯი მივწერე, ხან დავრეკე, თუმცა რავიცი, ან ანგარიშზე არ ჰქონდა, ან… მე და ირინჩიტო ჩამოვშორდით ერთმანეთს. ახლა რაიმე რომ მიჭირს დარეკვა მეუხერხულება. არ მინდა, რომ იფიქროს, მარტო მაშინ ვახსენდები, როცა ვჭირდებიო და ამიტომ ისევ ჩემს თავს ვესაუბრები ხოლმე.
მოკლედ, რატომ ვწერ არ ვიცი, მაგრამ… უბრალოდ მინდოდა…
ჰოდა, ვიცი, ირინკა ასი წელი არ წაიკითხავს ამას და უფრო იმიტომაც დავწერე. ჰომდა, მიყვარხააააააააააარ!
14 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    February 18, 2011 9:04 am

    მეც ეგეთ პონტში ვიყავი ადრე
    მაგრამ მერე ყველაფერი კარგად გაგრძელდა.
    კარგი გოგოა ირინა შენც კარგი ხარ.

  2. February 18, 2011 9:14 am

    ჰო, ჩვენთან მგონი უკვე ყველაფერი მოგვარდა.
    ნამდვილად კარგი ადამიანია.
    დიდი მადლობა.

  3. irina permalink
    March 20, 2011 11:03 am

    maacikoo :*:*:* miiyvarxaar maac dzaliaaan :*:* xoo daa boloo suul sisuleleebi daweraa ar daujeroot : P

  4. March 20, 2011 1:55 pm

    ირინა, მოგკლავ.. არასდროს შემოდიოდი ბლოგზე და რაღა ახლა მესტუმრე.. ^^ : პ : ს
    ააა, აღარ მინდა მე ბლოგი..
    აღარ დავწერ მე შენზე არაფერს.. : სსსსსს
    ვსო
    ვსო
    ვსო
    😀
    სისულელე რა დავწერე?
    მმ, ლამაზი რო ხარ? -ჰო, ეგ სისულელეა..😀😛
    მეც მიყვარხარ ძააააააააააააააააააააააალიან..❤

  5. Anonymous permalink
    March 20, 2011 1:58 pm

    macaco dagerxa. vicodi ro am dgeebshi shemoabijebda genacvalt orives dzaan miyvaxart. dato var. (hug) :*

  6. March 20, 2011 4:28 pm

    დათო, მეც მიყვარხარ ძალიან..❤

  7. January 24, 2012 8:17 am

    ლა ა ტ სა უ უ ა ა ლა .

  8. February 13, 2012 12:25 am

    რრქრრრრ, არლანრრლრსორ.

  9. February 17, 2012 1:36 pm

    რა საყვარლები ხართ მეც მყავს ზუსტად ასეთი მეგობარი

    • February 17, 2012 1:38 pm

      გაიხარე, ჩემო საყვარელო!
      გისურვებ არასდროს დაგემთავრებინოთ ურთიერთობა და მუდამ ისე ყოფილიყავით, როგორც ახლა ხართ! :*

  10. February 18, 2012 11:26 am

    მეგობრობიდან მეგობრობამდე მხოლოდ მეგობრობაა xD. კარგები ხართ,❤ ცუდებიც😉 პირდაპირი გაგებით, იმ ურთ-ცივ-დამოკიდებულებისათვის, რომელსაც ალბათ სიშორე იწვევს და ა.შ. გიყვარდეთ მუდამ-OoOoO ერთმანეთი არ დაკარგოთ-OoOoO, გახსოვდეთ ვისი სკოლისა ხართ-OoOO, ხD… მოკლედ საყვარელბი ხართ და ლამაზები. = )))

    • February 19, 2012 3:10 pm

      ჰო, მართალია. არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი.. უფრო სწორედ, არ უნდა დაგვეკარგა.
      მადლობა, ვან!❤ =*

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: