Skip to content

ყრუ-მუნჯი მაცო

December 11, 2010

ძალიან ადრე, სულ პირველად, ბლოგოსფეროში მოღვაწეობდა რომ დავიწყე, ვიცოდი, დღიურში მხოლოდ ამა, თუ იმ დღის შესახებ მოგიყვებოდი, თუმცა ეს ბოლო თვეებია იმდენი საინტერესო თემა აღმოვაჩინე, რომ… მოკლედ, ბევრი ზედმეტი კომენტარისა და ჩემი წუწუნის (როგორ ცუდად ვარ) გარეშე, გადავალ საქმეზე და მოგიყვებით დღევანდელ დღეზე, რომელიც აბსოლუტურად გამოირჩევა იმ უინტერესო, თუ საინტერესო დღეებისგან, რომელიც ადრე მქონია. გუშინ, ჩემი დეიდაშვილების ბაბუის წლისთავზე ვიყავი. გამიკვირდა, დაძაბული სიტუაცია რომ არ იყო, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. ამისდა მიუხედავად, ნისლში ჩაფლულ სოფელში იმდენად მომაბეზრებელი სიჩუმე იდგა, რომ ისევ ტვინისამატკიებელი ხმაური მერჩივნა. ასე იყო, თუ ისე საკმაოდ ციოდა. მეც მეტი რა მინდოდა და  გავცდივდი. გუშინ საღამოს, რაც სახლში დავბრუნდი, ლოგინიდან არ ავმდგარვარ, თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ არაყი მქონდა საკმაოდ ბევრი დალეული და ყველაფერი, 10-ად თუ არა, ორად მაინც მეჩვენებოდა. ღამე საკმაოდ მშვიდი იყო.

დილას, ჩემდა გასაკვირად შედარებით უკეთ ვიყავი. სკოლაში მისვლისთანავე მერხზე მოვკალათდი და იქიდან ფეხიც არ მომიცვლია.

საკმაოდ უჩვეულოდ, მშვიდად და შეუმჩნევრად ჩაიარა სკოლის საათებმა. ერთ-ერთ გაკვეთილზე კლასელმა დაიწუწუნა:

-აუ, რა დამღლელი დღე იყო რა.

-მოიცა კაცო, ჯერ სად ხარ.

შევეცადე მეთანაგრო. მან კი თავს ძალა დაატანა და ღიმილნარევად მიპასუხა:
-რაღა დარჩა, 10-15 წუთი და მეშვიდე გაკვეთილიც დამთავრდება.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არ მეგონა, დროს ასეთი სისწრაფე თუ ჰქონდა. რაღაც მხრივ გამიხარდა. იმის გაფიქრებამ, რომ მალე დავაღწევდი თავს სკოლის კედლებს შვება და ამავდროული სიახარულიც მომგვარა, თუმცა მაინც, პატიოსნად რომ ვთქვა, ისევ 7-ივე გაცნობიერებული საათი მერჩივნა, ხმაწართმეულ, სმენადაქვეითებულ, მუცელმტკივან და თავმტკივან მდგომარეობაში ყოფნას.
4 Comments leave one →
  1. CHARLEY permalink
    March 6, 2011 12:26 pm

    SIMGERA SUL ARAFER SHUASHIA AM POSTTAT
    MAGRAD WER MARTLA

  2. March 6, 2011 5:38 pm

    უბრალოდ იმ დროს მომწონდა და დავდე.. ჰო, ვიცი, რომ არაფერ შუაშია. )))
    მადლობა ძალიან დიდი. : )))

  3. MickeY permalink
    April 1, 2011 2:11 pm

    MaR Rogor SheicVale Ise. ME Giji UfRo MoMwondI. MiYvvArRrXaAar patarav. (hug) :*:*

  4. April 1, 2011 2:17 pm

    @MickeY
    პატარა კიდე მე ვარ? საყვარელო.. :*
    ჰო, ვხვდები, რომ ძალიან შევიცვალე, თუმცა სიმართლე თუ გინდა, მაშინ – ასეთი უფრო მომწონს საკუთარი თავი.
    მენატრები.❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: