Skip to content

გავაუქმო ბლოგი?

December 31, 2010

 გამარჯობათ! რამდენიმე კვირა გავიდა, რაც ბლოგს პოსტი არ ღირსებია და ვფიქრობ, დიდხანს გაგრძელდება ასე. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, გავაუქმო თუ არა ბლოგი, გავაგრძელო თუ არა წერა, იშვიათად ვწერო თუ სისტემატიურად? ბევრი, ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებს. მეგობრებს რომ ვუთხარი, ბლოგის გაუქმებას ვაპირებ-მეთქი, ცუდად ხომ არ ხარო  მკითხეს; ბლოგის მკითხველებს რომ ვუთხარი, უფრო სწორედ ვკითხე, რა ვქნა-მეთქი, მიპასუხეს რა უნდა ქნა და წერა უნდა გააგრძელო, რა იდეები გაწუხებსო.

ვეღარ გავიგე რა ვქნა. სკოლის გამო ვეღარ ვიცლი და ვეღაც ვპოსტავ. ღამე მომდის მუზა, გონებაში ვაწყობ და დილას რომ ვიღვიძებ ის კი არა რა უნდა დავწერო, არამედ რაზე უნდა დავწერო ისიც კი არ მახსოვს ხოლმე. ბევრჯერ მიფიქრია, ლეპტოპს ავიღებ და დავწერ-მეთქი, მაგრამ იმდენად გადაღლილი ვარ, რომ არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. ასე რომ ბევრი, ძალიან ბევრი პოსტი დააკლდა ბლოგს.
ასევე ბევრი, ძალიან ბევრი ასე 30-მდე პოსტი მქონდა გამოსაქვეყნებელი, მაგრამ ვერადა ვერ ვაღირსე შესაფერისი პერიოდი და ვერ დავდე, ხან რა პრობლემა შემექმნა, ხან რა. ბოლოს, საერთოდ წავშალე 20 და ახლა მხოლოდ 10 დამრჩა, იმ ათსაც არ ვიცი რა ვუყო. ვიცი, რომ როგორც იმ 20-ის წაშლის შემდეგ, რაღაც ჩამწყდა, ასევე იქნება ამ 10-ზე.
საერთო პრობლემად მაინც მიმაჩნია, რომ ვერ ვწერ კარგად. პოსტი ერთი გარკვეული მიმართულებით ვერ მიმყავს, გზაში თუ რაღაც გამახსენდება, იმაზე ვიწყებ წერას , მერე სულ მავიწყდება რა უნდა დავწერო, საბოლოოდ კი ძალიან აბლაბუდა პოსტი გამომდის, რაც ძალიან არ მომწონს. თავიდან არც ვუკვირდებოდი, როგორ ვწერდი და ბევრად მომწონს თავდაპირველი პოსტები, ახლანდელებთან შედარებით. ახლა ყველა სიტყვასა თუ წინადადებას ვუკვირდები. ისევ და ისევ საბოლოოდ გამომდის, რომ პოსტის რაღაც ნაწილი საკმაოდ აჩხაბაჩხაა და დანარჩენი მაღალფარდოვანი სიტყვების კორიანთელით სავსე კარგი პოსტის შექმნის მცდელობის, რომელიც საინტერესოზე და ღრმაზე უფრო ბევრად სასაცილოა.
ბოლო და სსაერთოდ ყველაზე ამაზრზენი პრობლემა ისაა, რომ პერიოდს ვერ ვარჩევ. ეს პოსტია სწორედ ამ მიზეზის დამასადტურებელი დოკუმენტი, თუ რაცაა.
დღეს ახალი წელი დგება, მე კი რაზე ვმსჯელობ: გავაუქმნო თუ არა ბლოგი, ოღმერთო ჩემო.
ჰოდა, ხალხნო, რაღაც სასტიკი პოსტი გამოვიდა, არა იმიტომ რომ განვრცობილი ტექსტია ცუდად დალაგებული, ან რაიმე ამდაგვარი,უბრალოდ თემაა შემაწუხებელი.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაყბო, წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს. ყველაფერს, სრულიად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! სულ ბედნიერები და გახარებულები მენახეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მრავალს დაესწარით!
6 Comments leave one →
  1. December 31, 2010 6:22 pm

    შენ რაც გაგისწორდება და საჭიროდ როგორც ჩათვლი, ისე უნდა გააკეთო. შენ ადგილას ბლოგს დავტოვებდი, მერე რა რო შეიძლება დიდი ხანი ვერ, ან არ დაწერო?! რამის დაწერა მოგინდება და მერე დაწერ. მთავარია წერა მოგწონდეს და წერდე იმიტომ რომ მოგწონს და არა იმიტომ რომ ბლოგი გქონდეს.
    ჩემი რჩევა ეს იქნება. თუ რამეა და მაინც გადაწყვეტ წაშლას, მაშინ გირჩევ, რო პოსტები შეინახო. იქნება აღდგენა მოგინდეს, ან უბრალოდ წაკითხვა… შენი ნაწერებია და არ დაკარგო. დალშე შენ იცი. იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ

  2. December 31, 2010 7:32 pm

    კი, პოსტებს შევინახავ. ძველი ბლოგის პოსტები ყველა შენახული მაქვს, ახლა რომ ვკითხულობ ხოლმე ისეთი სასიამოვნოა. ვნახოთ, ვნახოთ.. ჯერ კიდევ მაქვს დრო, სანამ სწავლა დაიწყება.
    საქმეც სწორედ მაგაშია, ვწერ იმიტომ რომ მსიამოვნებს და არა იმიტომ რომ ბლოგმა იარსებობს და თვე არ ჩავაგდო, მაგრამ არც იმ ბლოგის არსებობის აზრი მესმის, სადაც ახალი პოსტები არ იწერება და დიზაინი არ ახლდება; მთავარი პრობლემაც ესაა, ვფიქრობ.
    გმადლობ რჩევისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ. :*

  3. January 14, 2011 7:19 pm

    ბლოგი უნდა გააუქმო თუ არა, არვიცი. მაგრამ ძალიან სახალისო დიზაინი კი გაქვს. :))

    • May 2, 2011 6:11 pm

      ამამამამამა..
      ძველიდიზაინი..
      ჰო, ბლოგსპოტის.. ^^

  4. January 20, 2011 8:16 pm

    მაცო :* ეხლა შემთხვევთ ვნახე შენი ბლოგი და ძალიან გამიხარდა :* კაია რომ აქ მაინც გნახე :*

    • May 2, 2011 6:11 pm

      მარიტ, მარიტ, მარიტ..
      :*
      მეც გამიხარდა თავის დროზე.. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: