Skip to content

2010 წელი

December 31, 2010
გამარჯობათ – დღეს მეორეჯერ, მაგრამ ამ წელს ბოლოჯერ! წეღან ვფიქრობდი რაღაცებზე სამზარეულოში ფუსფუსის დროს და მივხვდი, რომ არ უნდა იყოს 2010 წლის ბოლო პოსტი ‘საჯღაპნელზე’ ისეთი, რომლის მთავარი თემაა: გაუქმნდეს თუ არა scribbly. მგონი, ყველაზე ლოგიკური და ამავდროულად საინტერესო, 2010 წლის ყველაზე კარგი და გულდასაწყვეტი მოვლენების შესახებ გავაკეთო, კიარადა შევქმნა მსუქანი პოსტი. მოკლედ, დავიწყე:

იანვარი – შედგა ჩემი პირველი სპეკტაკლის პრემიერა. ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ აი, ლინკი: “სიცოცხლისათვის საშიში”
 
თებერვალი – პირადად გავიცანი ლიზუნიკუნა, თამჩი, ელულიკო და ერმილე(რამდენიმე თვის შემდეგ გუჩმაჩი და რამდენიმე წლის უკან გიუნა). 6 ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი ჩემთვის, 6 ყველაზე, ყველაზე ახლო და გოჭი ადამიანი, 6 ყველაზე twinkle, twinkle ადამიანი. ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ გყავს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები გვერდით, ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ ყოველთვის ყოველ წუთს შეგიძლია მიწერო, ან დაურეკო და ყოველთვის, მუდამ ძალიან თბილად დაგელაპარაკებიან, მართალია ახლა ეს ყველაფერი ნაკლებადაა, მაგრამ მაინც ეს 6-ეული ჩემს გულშია.
 
მარტი, მარტი – დიდი ბედნიერებით და სილაღით არ გამოირჩევა. 
 
აპრილი – ჩემს სულთან, სხეულთან და ზოგადად  მაცოსაც ყველაზე ახლო თვე, მე ხომ 28 აპრილს დავიბადე. 27-ში ჩემს მეგობარი იყო იუბილარი და შესანიშნავად გავერთეთ, 28-ში მე, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი, იყო რა.
 
მაისი – არაფერი საინტერესო თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გავიცანი, ძააააალიან ბევრი. ბევრს დავუმეგობრდი, ბევრთან კი მალევე დავამთავრე ურთიერთობა.
 
ივნისი – ყველაზე ცუდი და  ყველაზე კარგი თვე, რაც კი ოდესმე მქონია. ნია ამერიკაში იყო და პირადად ვერ მივულოცე 8 ივნისს დაბადების დღე, დეიდაშვილს კი, რომელსაც 16-ში აქვს სულ დამავიწყდა და გამინაწყენდა კიდეც. 25-ში ნია ჩამოვიდა, რა ბედნიერი ვიყავი. ამავე დღეს შედგა ჩემი მეორე სპეკტაკლის პრემიერა.
 
ივლისი – ზე-გადასარევი თვე, დღეგამოშვებით ვნახულობდი ჩემს twnikle, twinkle-ბს და ზეეე-გადასარევად ვერთობოდით, რაგოჭობაა..❤
 
აგვისტო – მამიკოს გარდაცვალების თვე, ზაზუკას წლისთავი, ბებიკოს გარდაცვალების თვე.  ირინკასთან ორი კვირა  ყვარელში, ყველაზე ბედნიერი და სახალისო ორი კვირა, რა ბედნიერება იყო. თუმცა ჩემს ექვსეულთან გამიფუჭდა ურთიერთობა.
 
სექტემბერი – სკოლა დაიწყო. საშინლებაა, თუმცა იმდენი მშვენიერი ბავშვი გავიცანი, იმდენთან დავიწყე მეგობრობა. ბაჭიკო, ანი, ნინი, სოფო.❤
 
ოქტომბერი – სწავლა. ძალიან ბევრ რამეს მოეფინა ნათელი.
 
ნოემბერი – სწავლა.
 
დეკემბერი – ანის დაბადების დღე, ძალიან კარგად გავატარეთ დრო. ახალი წელი, რომელიც რამდენიმე საათში დადგება.
 
ნომინაციები:
2010 წლი ყველაზე გულიანი ბლოგი: საჯღაპნელი.. ^^.
2010 წლის ყველაზე, ყველაზე ადამიანი: ირინკა..❤.
 
4 Comments leave one →
  1. January 9, 2011 2:53 pm

    პრივეტ, შეგიძლია მასწავლო მეც , როგორ გავაკეთო სრულად წაკითხვა.
    (ანუ სრულად წასაკითხათ დააჭირეთ აქ რომ გიწერია :))

  2. January 11, 2011 6:58 pm

    ხომ იცი, ლინკი როგორც უნდა ჩასვა?
    ჩასვი, სადაც ვრცლად წერია იმ გვერდის ლინკი, და სათაურად Read More >> დააწერე, ხოლო ამ ლინკის შემდეგ, INSERT JUMP BREAK-ით ჩამოაჭერისავით მეორე ნაწილი..

  3. CHARLEY permalink
    March 8, 2011 5:20 pm

    MAGARI XAR
    ME MAG WELIWADSHI RO GAGECANI YVELAZE MAGARI BICHIS STATUS MOMCEMDI

  4. March 18, 2011 8:54 am

    ჰაჰა.. ))
    არ მოგცემდი მაგ სტატუსს. ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: