Skip to content

ახალი წელი და მაცოს კურიოზები

January 16, 2011
როგორ ემზადებოდი ახალი წლისთვის და როგორ გაატარეთ ეს დღესასწაული?
რადგანაც ამინდი ნაკლებად იწყობდა ხელს, შესაბამისად არც განწყობა ქონდა მთლად საახალწლო. 31-ში გავაცნობიერესავი, რომ ხვალ ახალი წელი იქნებოდა. მე და ნიამ(ავტ. შენ. მაცოს და) დედას მეთხუთმეტე თხოვნაზე ნება ვიბოძეთ და ნაძვისხის გაშლა დავიწყეთ. მე გემოვნება საერთოდ არ მაქვს, ამიტომ ნიას მივანდე. ნამდვილ დომხალი გამოვიდა.(იცინის) გავშალეთ სუფრა, 12-ის შემდეგ ჭიქები მივაჭახუნე, დავილოცეთ, ასე ტკბილად დამიბერდი ვუთხარი გოზინაყით მომარჯვებულებმა  ერმანეთს, მაგიდა ავალაგეთ და წავედით დასაძინელბლად. რა საინტერესოა, არა?

რაიმე კურიოზი ხომ არ გახსოვს ახალ წელთან დაკავშირებით?
მე იუმორთან ცოტა მწყრალად ვარ. რაც სასაცილო სულაც არაა იმაზე მეცინება და სხვები სიცილი რომ კვდებიან, შეიძლება სულ არ გამეღიმოს. ამ ახალ წელს იყო პრიკოლი. 12 ხდებოდა საჭირო ახში რომ მომინდა, ნია კომპიუტერთან იჯდა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა. უცებ მესმის დედას ყვირილი: სწრაფააად, დადგა მგონი ახალი წელიო, ელვისებური სისწრაფით  გამოვვარდი, ნიაც ადგა კომპიუტერიდან. მივაჭახუნეთ ჭიქები, დავილოცეთ, შევხედეთ ტელევიზორს, ვიღაც კნაოდა. მერე ნიას ტელეფონზე ვნახე 23:59 იყო, სასწრაფოდ დავისხით შამპანური და გახდა 24:00. ისევ დავილოცეთ და ჭიქები მივაჭახუნეთ, მერე ტელევიზორს შევხედეთკნაოდნენმერე ჩემს მობილურზე ვნახეთ, 23:59 იყო. თავიდან დავისხი, გახდა 12სთ, მივუახუნეთ, დავილოცეთ. ევხედეთ ტელევიზორს, შენც არ მომიკვდედაახლოებით 1წუთში ტელევიზორში საათი გამოჩნდა და მივხვდით უკვე დრო იყო, მოკედ, სიცილხარხარში შევხვდით ახალ 2011 წელს.

თოვლის ბაბუის არსებობის რა ასაკამდე გჯეროდათ?
ჩემზე 4 წლით უფროსი ბიძაშვილი მყავდაზაზა. ბავსვობაში, მთელი ოჯახიმამაჩემის მხრიდან, ჩვენს სოფელქვაბისხევში ვხვდებოდი. ასეც იყო 2001 წელს. ამ დროს მე ექვსი წლის ვიყავი, გასაკვირი არაა, რომ ჯერ კიდევ მჯეროდა თოვლის ბაბუის. ახალი წელს,  ლოცავაააავთ, მრავალს დაესწარიიიით, ასე ტკბილად დამიბერდიი , და .. რომ შევხვდით.  ზაზა მეგობრებან გავიდა .. “ბირჟაზე”. მე, ნია და ანა დასაძინებლად წავედით, თოვლის ბაბუამ არ გაგვასწროსო. ამ დროს ზაზაც სახლში დაბრუნდა, უფროსები სადაც იყვნენ იმ ოთახში შევარდნილა და უკითხავს:
ნატო ბიცოლა, თოვლის ბაბუამ ხომ არ გამასწრო?
არა.
დედაჩემს ღიმილნარევად უპასუხია. პაპაჩემის მამიდავილსჟულიას თავი გაუგიჟებია 10 წლის კაცს, თოვლის ბაბუის არსებობის როგორ უნდა სჯეროდესო, ჰოდა, მეორე დღეს ზაზას დაელაპარაკნენ. ზაზამ კიდე ჩვენ მოგვიყვა. ანუ, დაალოებით 6-7 წლის რომ ვიყავი, თოვლის ბაბუის არსებობის აღარ მჯეროდა. უი, ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ წელს, დედაჩემს შეეშალა და ალბომზე 2001 წლის მაგივრად, 20001 დაწერა.

თოვლის ბაბუას წერილებს წერდი, თუ მშობლებს აბარებდი რომ გადაეცათ?
წერილებს როგორ დავწერდი, 7 წლისამ ძლივს მასწავლეს წერაკითხვა. თუ ბლოგს თხულობ, ამ კითხვას არ დამისვამდი.

მაცო, დღესასწაულმა წონასთან დაკავშირებით მცირე პროპლემები ხომ არ შეგქმნია?
იმდენად მიყვარს ტკბილეული, რომ მხოლოდ წონასთან კი არა, კბილებთანაც საინელი პრობლემები მაქვს. ამ წელს დედამ მთხოვა ძველითახალ წლამდე მაინც იმყოფინე ამდენი შოკოლადიო( 10 კილოზე ნაკლები არ იქნებოდა). ჯერჯერობი, კიდევ არის რამდენიმე დარჩენილი.

მეკვლეობის ტრადიციაზე რა აზრის ხარ?
რავიცი. ერთხელ ვიყავი მეკვლე, და ეგეც ღრმა ბავვობაში. საერთოდ ამ ტრადიციის არსებობის აზრი არ მესმის. რომ გავიზრდები, არ მექნება მეკვლეებზე ყურადღება გამახვილებული.

როგორ შეაფასებ გასულ წელს პირადი მოვლენების თვალსაზრისით?
აა, როგორ და მშვენირად არა მარტო პირადულს, არამედ პროფესიულსაც. სამ სპეკტაკლში ვითამაშე და ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე. ხოდა, პირადს რაც შეეხება, ბევრი ბავშვი გავიცანი, ბევრი მეგობარი შევიძინე. როგორც ყველა ახალი წელი, ესეც სხვებთან ედარებით ბევრად ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ შობაახალ წელს.


7 Comments leave one →
  1. January 21, 2011 2:27 pm

    ოჰ, სალომე, შენ ცოტა ჭკუა და მე ბევრი ფული. :დ
    სალიომე..❤

  2. CHARLEY permalink
    February 14, 2011 1:27 pm

    MAGARI TIPI XAR.
    ROGOR MOIFIQRE INTERVIU CHAGEWERA SHEN TAVTAN?

  3. February 14, 2011 1:31 pm

    როგორ და მირიქალის ჟურნალს რომ ვაწარმოებდი, იქიდან. :დ
    გმადლობ. :დ

  4. Emma permalink
    April 15, 2011 4:32 pm

    კიდე დადე რა ამისთანა თემები. (:) ძაან კარგი იყო. (:)

  5. April 15, 2011 5:05 pm

    Emma, ჰო, დავდებ ასეთ პოსტებს, თემები არ ჰქვიათ.
    დიდი მადლობა. ))

Trackbacks

  1. Cos I love you more than Rock N Roll « საჯღაპნელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: