Skip to content

წერილები

January 18, 2011
წერილები, წერილები. ბევრი, ძალიან ბევრი. ზოგი როგორი გაფორმებით, ზოგი როგორი ფურცლის და  პასტის ფერის, ზოგი როგორი ასოებით დაწერილი. რა საინტერესოა. განსხვავებულები, რადიკალურად განსხვავებულები, მაგრამ მნიშვნელობიერთნაირები. დიდი ხანია ვოცნებობ, ვინმემ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ,მთავარია ვინმემ, გამომიგზავნოს ფოსტით წერილი. შიგნი, თუდნაც ერთი მძიმე, ან წერტილი იყოს, მთავარია იქნება წერილი. არც ბაფთიანი მინდა და არც მაინც და მაინც წითელი ფერის, არც ჭრელაჭრულა და არც ლამაზი ასოებით დაწერილი, უბრალო, სრულიად უბრალო წერილი. რაღაც ძალიან რომანტიულია. საერთოდ ძალიან მიყარს ფურცლის საშუალებითადამიანთან ურთიერთობა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, მე და ჩემი მეგობარი დავსხდებოდით და ერმანეთს წერილების საშუალებივუყვებოდით ამბებს. დიდი ხანი ვინახავდი, მაგრამ  მერეროგორ მიყვარს ძველი, ლამაზი ფილმები. იქ ძირითადად წერილებით კონტაქტობენ. ყველაზე მეტად მაინც კონვერტის გახევის შემდეგ, ფურცლის გახსნის ხმა მიყვარს, რაღაცნაირი ტკაცუნა და მიმზიდველია.
დღეს სკოლაში ქეთი თავის ბლოკნოტში რაღაცას ეძებდა და უცებ ფურცელი გადმოუვარდა. შევხედე, თვალებგაბრწყინებული მიყურებდა. მერე გაიხედა, მის მზერას თვალი გავაყოლე, იმ თაბახის ფურცელს ხსნიდა, აშკარად ვიცანი ბევრი, ძალიან ბევრი, გულით გავსებული ქაღალდი . მეორე მხარესჩემი წერილი იყო..
მააააც, ეს წერილი რომ მომწერე გახსოვს?
ისეთი სახე მივიღე, აშკარად მიხვდა, უნდა გაჩუმებულიყოსკოლა რომ დაიწყო, ერთ თვეში დავუწერე და დღემდე ინახავს. უკვე დაახლოებით X წერილს ვითვლი. მეც მსიამოვნებს და მასაც. ხანდახან ისე მეცინება, სხვებს წაკიხა უნდათ, მაგრამ ქეთიარაფრის დიდებით რომ არ თმობს. ძველ კლასში ერხელ მიკიმ მომწერა წერილი,დღემდე ვინახავ. ირინკამ კი სალფეტკზე დამიწერა და დამიხატა რაღაცები, სულ თან დამაქვს.
სულ პატარა, ძალიან პატარა ნივსაც კი , მართლა როგორი ბედნიერების მონიჭება შეუძლია.   
გემშვიდობებათ მაცო და BLOGSPOT-ი კეთილი სურვილებით!

პ.ს. წერილებზე გამახსენდა. ერთ კარგ კინოს გირჩევთ, LETTERS TO JULIET. მჯერა, ძალიან მოგეწონებათ. აი, ლინკი: D O W N L O A D!
6 Comments leave one →
  1. January 20, 2011 10:03 am

    ვგიჟდები ძველი წერილების გადაკითხვაზე <3
    ძალიან ბევრს ვიცინიხოლმე
    :”>

  2. January 21, 2011 2:28 pm

    ჰო, ჰო..
    ძველი წერილები..
    მაინც ტკაცუნები და მშვენიერები არიან.❤

  3. January 25, 2011 7:54 am

    ეჰ, კაია წერილები. ერთადერთხელ მივიღე ცხოვრებაში :X

  4. February 5, 2011 11:13 am

    დიდი ფასი ექნება შენთვის..

  5. Emma permalink
    April 15, 2011 4:31 pm

    ძალიან მიყვარს წერილების წერა. (:)

  6. April 15, 2011 5:04 pm

    Emma, ძალიანაც კარგია.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: