Skip to content

ჩემი ქორწილი

January 23, 2011

პაპიკო, გინდა ემი პირველი ღამის შესახებ მოგიყვე?

მომაორეთ ეს ბავვი, გადამიყვანა ამხელა კაცი ჭკუიდან.
ეს იყო, დაახლოებით 8-9 წლის წინ. დასამალი რა მაქვს და გეტყვით, რომ ხშირად მიოცნებია ჩემს გრანდიოზულ ქორწილზე, 400 კაციან ქორწილზე, ულამაზეს კაბა გამოწყობილი, როგორ შევფიცავდი სამუდამო სიყვარულს ჩემს რჩეულს. მოკლედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები ბიჭებს და სიყვარულს მაინც ვერასდროს ვერ გაცდება.
ცოტა ხნის წინ, რომელიღაც საიტზე წავაწყდი ქალის ჩანაწერებს, თავისი ქორწილის შესახებ. სათაური რომ წავიკიხე ავეთნე, მოვემზადე, ყურთსასმენები მოვირგე თავზე, ბოლომდე მოვუჭირე ხელები, რომ გარშემომყოფთა ხმაურს არ შევეწუხებინე და დავიწყე კითხვა. ისე  უემოციოდ, უსიხარულოდ და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენააო წერდა, გავოცდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვინმეს თუ ეეძლო საკუთარ ქორწილზე ასე უბრალოდ საუბარი. შემდეგ სურათები დავათვალიერე, რომ გითხრათ დიდად აღვფრთოვანდიმეთქი მოგატყუებთ, მაგრამ ასე მათ უნდოდათ, თუმცა არცერთს სურათ ნეფეპატარძალს გაღიმებული და გახარებული სახე არ ჰქონია. დავიზაფრე, არ მომეწონა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს საოცნებო ქორწილზე დავწერო, შეიძლება ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც.
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ სტუმრების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ  ჩამოუვარდება 500 კაცს, აქედან გამომდინარე ქორწილი იქნება უზარმაზარი და გრანდიოზული. თუ მატერიალურმა ესაძლებლობამ ხელი არ შეგვიწყო, მაშინ უბრალოდ ჯვარს დავიწერთ და შემდეგ ჩვენივე გამომუშავებული ფულიგადავიხდით ისექორწილს, რომელზეც სულ ვოცნებობ. ჩემს მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ ეცმევა შავი შარვალკოსტუმი. დიდი სურვილი მექნება, რომ არც სტუმრებს ეცვათ შავებში, მნივნელობა არ აქვს გინდ ქალს, გინდ კაცს. არანაირი მოწყენილი სახე, ყველა ბოლომდე გაკრეწილი უნდა იყოს, მოკლედ ჰოლივუდის ღიმილით შემკობილები. ჩემს ჩაცმულობაცს რაც შეეხება, მეცვევა უზარმაზარი, ულამაზესი, მიმზიდველი და ძალიან ძვირასი საქორწინო კაბა, აუცილებელი არაა თეთრი იყოს. ღია, ძალიან ღია კაკაოსფერი, ან ღია ვარდისფერ კაბაზეც არ ვიტყოდი უარს. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაბიდან გამომდინარე სტილი იგივე იქნება. ფატას რაც შეეხება, არ ცი როგორი მინდა, მაგის მოსაფიქრებლად დრო ჯერ მაქვს. ქორწილი გაიმართება უზარმაზარ რესტორანში, საშინლად დიდ. სხვა თუ არაფერი 500 კაცს პატარა, მიჭუჭყულ ადგილას ვერ ატევ. სკამებზე, მაგიდებზე და მოკლედ ყველგან სულ გულები და ბაფთები იქნება, ყველაფერი ცოცხალ და პასტელისფერებში, არანაირი კაკაოსფერი და მაგდაგვარი დამთრგუნავი შეფერილობა. ვიცი, მომავალი მეუღლე არ მომცეს ჭყეტელა ფერებირესტორნის მორთვის უფლებას, ამიტომ ნათელ და ნაზ ფერებს ვჯერდები. იქნება ქართულხალხური  საცეკვაო სიმღრები, და, რა თქმა უნდა, ჩემი აობისაც, ისე არ შეიძლება. ჰო, ახლა ჯვირსწერას რაც შეეხება, ძალიან მინდა, ვგიჯდები ისე მინდა, კათოლიკეები როგორც იწერენ ჯვარს ეკლესიაში მეც ეგრე გავაკეთო, ნუ ჩვენი ქრისტიანული ადათწესებით იქნება, მაგრამ სტილი მათითაიგულივერც კი წარმოვიდგენ როგორი ლამაზი, უცხო და გრანდიოზული უნდა იყოს.
აი, ახლა გული ლამისაა საგულედან ამომიხტეს.
ისეთი უნდა იყოს, სტურები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ საუბრობდნენ, ასეთი არასდროს გვინახავსო.
თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მინდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებ.
ესეც ასე, ზე-გადასარევი და ზე-ბედნიერი ქორწილი იქნება ძალიან მალე. ჰო, ძალიან მალე.
თუ ბლოგის წარმოებას კიდევ დიდხანს გავაგრძელებ, მაშინ გპირდებით, რომ უზარმაზარ, ძაალიან დიდ პოსტს გაჩუქებთ ჩემი ქორწილის შესახებ.❤
23 Comments leave one →
  1. January 23, 2011 12:55 pm

    ბავშვობაში ვოცნებობდი დიდ ქორწილზე, დიდ თეთრ კაბაზე და ფატაზე…

    ეხლა აღარ, არ მინდა ქორწილი,მითუმეტეს დიდი და უზარმაზარი 🙂

    10–წლის მერე რა იქნება არ ვიცი🙂

  2. January 23, 2011 1:09 pm

    მე 11-12 წელია ვოცნებობ, აქამდე არ გამიარა და არ მგონია, ოდესმე გამიაროს, ნუ როდესაც გავთხოვდები, მერე, რა თქმა უნდა.
    10 წლის მერე ქმარი და ბევრი შვილი იქნება. ^^

  3. January 23, 2011 1:27 pm

    მე კი ქორწილები არ მიყვარს… მითუმეტეს დიდი ქორწილები….😦

  4. January 23, 2011 1:30 pm

    დიდი, გრანდიოზული, შესანიშნავი..
    არ მესმის, როგორ არ უნდა გიყვარდეს?!
    ე.ი. შენ არც ხალხმრავლობა და არც ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარს, მართალია?

  5. January 23, 2011 1:36 pm

    რა მაგარი იყო😀
    ისე აბსოლიტურად განსხვავებული საოცნებო ქორწილის გეგმა გვაქვს😀 500 კაცს ქორწილში ვერ ავიტან,დიდი-დიდი 100 ავიტანო.არც დიდი ფარფატა კაბაა ჩემი სტილი და არც ფერად-ფერადი ბაფთები )ერთფეროვნება მირჩევნია სუფევდეს. მყუდრო,სადა და მშვიდი ქორწილი მირჩევნია და თანაც ღია ცის ქვეშ,ზაფხულში ალბათ❤

    • May 19, 2011 1:27 pm

      ჰარმონია ხარ, ჰო, ჰარმონია..
      თეთრი, მშვიდი, პატარა? წტფ? ო,O ბოდიშიტ.. ჩემი ქორწილი ვერანაირად ვერ იქნება მშვიდი, თეთრი და პატარა.. უუუუუსაშინლესად, გასაოცრად გასაოცარი უნდა იყოს….
      ლალალა..
      აუცილებლად ილაპარაკებენ ჩემს ქორწილზე დიდი ხანი.. ^^

  6. January 23, 2011 1:40 pm

    yess
    chemikorwili sulsapirispiro ikneba
    racsheidzleba patara da racsheidzleba aratetrkabian imaini

    da
    zalian male gatxovebashi raigulisxmeba vitom?

    • May 19, 2011 1:29 pm

      ოჰ, ნია, შემოიჭერი და აურ-დაურიე ხომ ჩემი ბლოგის კომენტარები? კი არადა..😀
      აჰა, ვიცი, შენი იქნება აფრიკაში.. ლომებთან და ზანგ ბავშვებთან ერთად.. ^^
      ისეთი არაფერი :ლალალა:

  7. January 23, 2011 6:27 pm

    მაციი რა ერთნაირი ოცნებები გვქონიაა ))) სულ ასეთი ქორწილი მინდოდა დიიიდიიი გრამდიოზულიი აახლა უკვე ცოტა სხვანაირად მინდა მაგრამ მაინც გავს რა😛

    • May 19, 2011 1:29 pm

      მმ, ვერი გუდ..
      გამიხარდა, ერთი ჩემნაირი ოცნებების მქონე ადამიანი რომ ვნახე, უფრო სწორედ ოცნების.. ^^
      ჰოდა, გრანდიოზული აღარ გინდა? : სს

  8. January 28, 2011 6:28 pm

    საყვარელო მჯერა რომ აგისრულდება ეს ლამაზი ოცნება..🙂 მართლა კარგია,სხვის დიდ და ლამაზ ქორწილებს რომ ვიყურებ მომწონს..მაგრამ საკუთარი ვერ წარმომიდგენია ასე..სიმშვიდე და სიმყუდროვე მიყვარს…ხალხმრავლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ მომწონს.აი ,ანიმ რომ თქვა ღია ცის ქვეშ
    ,პატარა და მყუდრო ქორწილი მინდა.ჯვრისწერაზე კი ძალიან მომწონს ქართული,ეროვნული სამოსი რომ აცვიათ…

    • May 19, 2011 1:31 pm

      მმ, შენც გულებიანი ანასნაირი ჰარმონია იქნები..
      რავიცი…
      ვფიქრობ, ცხოვრებაშიც ძალიან მშვიდი იქნები.. ჰოდა, იმ ჩვეულებრივი დღეებისგან რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს ჩემი აზრით შენი ქორწილი.. ^^

  9. January 31, 2011 6:58 pm

    ძალიან დიდი მადლობა, რუსა.❤

  10. February 16, 2011 1:02 pm

    : )))))) ბევრი ბევრი თბილი ღიმილები შენ.. მართლა მომეწონა, ,,დაჟე” მომინდა.. : >

  11. February 16, 2011 1:09 pm

    თიკა, გამიხარდა. პირველი ხარ, ვისაც ასეთი ქორწილი მოუნდა.. ^^

  12. February 17, 2011 11:22 pm

    არასდროს მიოცნებია ქორწილზე, მაგრამ რაც დრო გადის უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე.🙂 ჩემი ქორწილი ცოცხალი მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია, დღისით – რაიმე ბენდი, ღამით – დიჯეი. სასურველია იყოს ორდღიანი – პირველ დღეს ბევრი სტუმარი იყოს, მეორე დღეს – მხოლოდ ახლო მეგობრები. ყველაფერი, დაწყებული დანა-ჩანგლით დამთავრებული დარბაზით, უნდა იყოს ძალიან ლამაზად გაფორმებული. თამადა და მსგავსი სადღეგრძელოები “ამ ჭიქით სამშობლოს გაუმარჯოს” არ იქნება. სასურველია უმრავლესობა სტუმრებისა იყოს ახალგაზრდა, ასე ვფიქრობ, რომ მოხუცებს არ გაუსწორდებათ :ს :დ

  13. February 17, 2011 11:24 pm

    ხო კიდევ მთავარი: პატარძალი და საქმრო უნდა იყვნენ ულამაზესები და უბედნიერესები :))

  14. February 17, 2011 11:26 pm

    უი მგონი გაქრა ჩემი პირველი კომენტარი :შ

  15. February 19, 2011 1:23 pm

    დრიმერ, რა მშვენიერი ქორწილის გეგმაა. აშკარად, შენც ჩემსავით გრანდიოზული გინდა.
    მე ვფიქრობ, რომ ყველას ისეთი ქორწილი ექნება, როგორზეც ოცნებობს.. ^^

  16. Anonymous permalink
    March 8, 2011 8:31 am

    რა კარგია🙂 ძალიან ლამაზი სანახავი იქნება და უბედნიერესი დღე შენს ცხოვრებაში🙂
    მე ვოცნებობ რომ ჩემი ქორწილი ზღვის სანაპიროზე გაიმართოს ან გემზე!!!🙂
    Violet Blogger

  17. March 8, 2011 4:00 pm

    Violet, მადლობა დიდი საყვარელო. :*

  18. May 8, 2011 9:06 pm

    ვაიმე რა მშვენიერი გეგმები გაქვს. ნუ მეც მაქვს უკვე დიდი ხანია დაგეგმილი ყველაფერი.. დაქალები დამცინიან ერთი სიძე გაკლია და დანარჩენი მზად გაქვს…. :)))
    მომეწონააააააააააააააა

    • May 9, 2011 3:33 pm

      ჯესიკო, ჰომ მოხვალ ჩემს ქორწილში?
      იმედია, შენიც ძააალიან ხმაურიანი, დიდი და ლამაზი იქნება.
      მმ, სიძის მოძებნას ვიწყებთ? ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: