Skip to content

მოგზაურობა ძველ დროში

January 24, 2011
დე, რა კარგი იქნებოდა, XVI, ან XVII საუკუნეში რო ვცხოვრობდე, არა?
დავიჯერო კომპიუტერს შეელეოდი?
კი, კი..  როგორი მიმზიდველია მარაოთი სიარული.
მალევე მოგბეზრდებოდა.
არა, რაღაც რომანტიულია ის კაბები რომ აცვიათ, უკან კორსეტით აქვ ხოლმე მოჭერილები. რა მაგარი იქნებოდა.
დედამ ერთი შემომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ჰო, ნამდვილად ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, წინა საუკუნეებში რომ მეცხოვრა. ცოტა ხნის წინმადამ ბოვარისკითხვა დავიწყე და საოცრად მომინდა იმ დროში ცხოვრება.
ლამაზი, წელ გამოყვანილი ფუშფუშა კაბები, ზედმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. დიდი, მბრწყინავი საყურეები და მისივე სტილის ყელსაბამი. ხელზე სპილოსძვლისფერი იდაყვანდე ხელთამანი; ხელ კი მარაო, ლამაზი მოქსოვილი მარაო. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც ისეთივე ლამაზი და ღია კანისფერი იქნება, როგორიც კაბა. მამაკაცებს ფრაკი ეცმევათ, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძალიან მომწონს იმ დროინდელი ადათწესები, საზოგადოებაში მოქცევის კულტურა. ეტლით გადაადგილება, მეეტლეებს ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული სამოსი აქვთ, საინტერესოა და ერთგვარად მიმზიდველი. თუმცა ახლა სახელი არ მახსოვს.
ეს პოსტი ავსტრიაში ყოფნის 14-15 დღეს ეხება. თუ წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ შონ ბრუნის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს მეფის შვილის ოთახი, ემდეგ მისი ტანსაცმელი. მაშინაც ძალიან მომწონდა ძველ საუკუნეებში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობა. ემოგვთავაზეს ჩაგვეცვა, სურათები გადააგვეღო, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვების და დიდი ქალების იყო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ სარკესთან პოზიორობით მაინც ვიჯერე გული.


25 Comments leave one →
  1. January 24, 2011 2:48 pm

    shens asakshi mec xshirad gamchenia igive survili

    • May 15, 2011 5:42 pm

      მმმ, მერედა როგორ დაიოკე და დააწყნარე ეს მოუსვენარი სურვილები?
      ხანდახან როგორი მომაბეზრებლები არიან. ^^

  2. January 24, 2011 4:41 pm

    მეც მინდოდა ხოლმე ძელ დროში ცხოვრება.. ახლაც მინდა.. თუმცა მაქსიმუმ 2 კვირა😀 მერე მომბეზრდება ეს მუდმივად გაღიმებული სახე და ეტიკეტი😀

    • May 15, 2011 5:44 pm

      მუდმივად გაღიმებული სახე? ვერ მივხვდი, რა იგულისხმე.
      იმ დროში მუდვილად გაღიმებულები დადიოდნენ?
      glitter-graphics.com
      ოჰ, ეს კინოები. : ს

  3. January 25, 2011 12:15 pm

    მუდმივად შევძლებდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ვერა მაგრამ ისე რამოდენიმე ხნით საინტერესო იქნებოდა ))

    • May 15, 2011 5:45 pm

      კი, საკმაოდ საინტერესო. თავისებური ხიბლი აქვს ამ ყველაფერს. იმ დაძაბულობსაც. ^^

  4. January 26, 2011 11:37 am

    არამგონია დიდხანს გავძლო ძველ დროში. არც კაბები მიყვარს არც ფრაკიანი მამაკაცები ^^ ჯინსი და მისი ჯანი :))

    • May 15, 2011 5:47 pm

      მმ, ლამაზი, მოხდენილი კაბა..
      მოტკეცილი, მამაკაცური, მომხიბვლელი ფრაკი.. ^^
      აამ, გამაჟრჟოლა. ამაზე უკეთესი რა უნდა ნახო კაცმა, ვერ წარმომიდგენია.

  5. January 26, 2011 3:28 pm

    იყო დრო,როცა ვგიჟდებოდა ამ კაბებზეც,აღორძინების დროინდელ არქიტექტურაზეც და მათ წოდებებზე.. მოკლედ,რომ ვთქვა ყვეალფერზე,რაც გასულ საუკუნეებთან იყო კავშირში.. მაგრამ,რომ მივხვდი კედებში,ჯინსებში,მაისურებში და მოკლე კაბებში და შორტებში უკეთესად ვგრძნობ თავს,ეგ სურვილიც გახუნდა.. )

    • May 15, 2011 5:48 pm

      საინტერესოა.
      მე რომ მკითხონ, იმ გამობზეკილგვერდებიან კაბებშიც მშვენივრად ვიგრძნობდი თავს.
      აი,

    • May 15, 2011 5:49 pm

      საინტერესოა.
      მე რომ მკითხონ, იმ გამობზეკილ გვერდებიან კაბებშიც მშვენივრად ვიგრძნობდი თავს.
      აი, ზეზეზედმეტად საინტერესო ხიბლი აქვს.

  6. Anonymous permalink
    January 26, 2011 10:03 pm

    მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. სერიოზულ სტიმულს მაძლევთ შენ და შენნაირი მოაზროვნე ადამიანები ბლოგის წარმოებისთვის (წერისთვის). მიხარია მასეთი რომ ხარ- როგორიც ხარ. შენი ნებართვით ჩემი მეგობარი ბლოგერების სიაში დაგამატებ. მომწონს შენი “საჯღაპნელი” და დღეიდან სტაბილურად ვკითხულობ.:*
    აXიომა😉

    • May 15, 2011 5:49 pm

      აქსიომაა..
      ლალალალა..
      შე ანონიმურო, შენა..
      როგორ მომწონს ძველი კომენტარების კითხვა..
      მსუქანია, საყვარელი, საინტერესო და შენებური..❤

  7. January 27, 2011 6:36 pm

    გამიხარდა, გამიხარდა რომ ჩემნაირი ადამიანები სტიმულს ვინმეს მაინც აძლევენ. :*

  8. January 28, 2011 6:09 pm

    იცი,როგორ მომეწონა?
    მეც სულ ძველ დროში მინდოდა ცხოვრება..მთელი ბავშვობა ვფანტაზიორობდი,ასეთ გაშლილ კაბებს ვხატავდი ,ზღაპრებს ვწერდი შუა საუკუნეების ეპოქაზე…თავს იმ გმირების ადგილას წარმოვიდგენდი და ასე ვერთობოდი :)ძველი ინგლისის პროვინციაში მინდოდა ცხოვრება,სადაც საკუთარი სასახლე მექნებოდა😀 მინდოდა კაროლინა მრქმეოდა..
    მართალია გავიზარდე და ასეთ რამეებზე აღარ ვოცნებობ,მაგრამ ახლაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროში და ასე მგონია ოდნავადაც არ მომწყინდებოდა😀

  9. January 31, 2011 6:58 pm

    მე სახელზე არასდროს მიფიქრია, უფრო სწორედ, არცერთი სახელი არ მომწონდა. ისეთს ვეძებდი, ხმამაღლა წარმოთქმის დროს ლამაზი, ქერა ქალი რომ წარმოგიდგებოდა თვალწინ.
    პირველად გი დე მოპასანის – ლამაზი მეგობარი რომ წავიკითხე, კლოტილდა უცნაურად ჩამრჩა გულში. მართალია, რასაც ის აკეთებდა, ჩემთვის ზედმეტად მიუღებელი იყო, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სწორედ კლოტილდა ზედმეტად მომიხდებოდა.

  10. April 7, 2011 8:46 pm

    შონ ბრუნში მხოლოდ გარეთა მხირდან ვარ ნამყოფი და ვერ ავღწერ როგორ მწყდება გული😦

    მეც მქონდა ბავშვობაში ასეთი სურვილი, უფრო მეტიც, დღემდე ვფქირობ ამაზე.,მართალია 17-18-19 საუკუნეებში ვერ გადვბარგდები, მაგრამ აქტიურად ვკითხულობ მაგ პერიოდის ნაწარმოებებს და ასე ვივსებ სურვილს და ცნობისმოყვარეობას.

  11. April 8, 2011 1:36 pm

    გარედან შესანიშნავზე უფრო შესანიშნავია, აი, შიგნიდან რაღაც საოცრება..😀 :*
    აი, იმ დროინდელი ნაწარმოებების კითხვაზე რა მოგახსენო..😀 ძველ დროზე გადაღებულ ფილმებს უფრო ინტენსიურად ვუყურებ.. ))

  12. May 8, 2011 9:13 pm

    იმ დროს რომ დაბადებულვიყავი ან ცეცხლზე დამწყვავდნენ ან ჩმოქოლავდნენ. ქალბატონი და ლედი თუ რაც იყო ვერ გავხდებოდი.. მასეთი კაბები და უბედურება და ეტიკეტი არ არის საჩემო.. კიდევ კაი ახლა ვცხოვრობ ^__^
    პოსტი მშვენიერია

    • May 9, 2011 3:34 pm

      ჯესიკო, ძიაძი გმადლობა შენ..❤
      მმ, აი, მე კი საკუთარ თავს სწორედ იმ წელში გამოყვანილ და დიდ თეძოებიან კაბებში ვხედავ საკუთარ თავს. მშვენიერია.
      დიდი მადლობა. :*

  13. May 15, 2011 6:06 pm

    მეც მიყვარს ის, ძველი დრო, მაშინდელი კულტურა, ეტიკეტი… კომპიუტერს კი არა საყვარელ ჯინსებსაც შეველეოდი და ჩავიცმევდი იმ გრძელ ფუშფუშა კაბებს და თავსაც მოვიკლავდი კორსეტის ტარებით :)))))

    • May 15, 2011 6:14 pm

      ნინაკა, სახელი მომწონს, ბლოგი მომწონს, პოსტები მომწონს.. ძალიან მომწონხარ. **

      • May 15, 2011 6:25 pm

        :)))) მადლობა Mallorie :* :* მეც მომწონხარ ძალიან ძალიან.🙂 და აქაურობაც ძალიან მომწონს. ♥

        • May 15, 2011 6:26 pm

          ninaka, mixaria, rom mogwonvar da aqaurobac mogwons.. :*
          lalala..❤

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: