Skip to content

ამოალაგე ჩანთა

January 29, 2011
ცოტა ხნის წინ რაღაცას ვეძებდი. სახლის ყველა კუთხეკუნჭული გადავატრიალე, ჯანდაბა მაგის თავს, მაინც ვერსად ვნახე. მერე ჩანთებთან მივედი, თიქმის ყველა ამოვაპირქვავე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. საბოლოოდ ვერც ვერაფერი ვიპოვე, და საქმეც გავიჩინესახლი და ჩანთებიდან გადმოყრილი ნივთების დალაგება. გამახსენდა ბლოგერების თაგ თამაშიამოალაგე ჩანთა. ერთი კი გავიფიქრე, თუ როგორ დაამშვენებდა ჩემი პოსტი, უფრო სწორედ თაგ თამაშებში ჩემი პირველი პოსტი ბლოგსა და მკითხველების მეხსიერებას, მაგრამ მერე მომერიდა ამდენი სისულელისთვის და  უადგილო ადგილას ჩაყრილი ნივთებისთვის სურათების გადაღება, თუმცა მე ხომ მაცო ვარ, ასე რომ არ მგონია ამ აურზაურმა დიდად გაგაოცოთ და მკითხოთ, ამდენი რამ ანთა როგორ გეტევა, ან მძიმე არ არისო?
საკმ რაოდენობის ჩან მაქვს. ყველანაირი სიტუაციისთვის შესაფერისი.მათი ზომა მაკმაყოფილებს რაც მთავარია.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ დავიწყებ სურათების დადებას და მცირე აღწერის მიმატებასაც.

საფულე – იმდენად საზიზღარი ფერი მიიღო ხმარებაში, ხანდახან დღის სინათლესაც არ ვაღირსებ ხოლმე. ყველანაირი პასტის ფერით აქვს ჭრილობები, კიარადა ხაზები. ორი სათავსო აქვს, ერთი ფულის, მეორე ბარათების, პირადობის მოწმობის და აიპოდის, თუმცა მობილურის ჩასადებს უფრო ჰგავს.
სათამაშო – ჩემი ლომუკა, სამი წლის წინ მაჩუქა მეგობარმა. არ ვიცოდი, თურმე დღემდე სულ თან დავატარებ.
ჩიპი – რა ლამაზი და საყვარელია. დიდი აღწერა და ა.შ. არ უნდა.
ბლოკნოტი – ორი(მესამის კუთხე ჩანს), უზარმაზარი და უმძიმესი, მაგრამ შიგნით იმდენი საინტერესო რამ წერია.. თან ყოველდღე ვამატებ ახალ ინფორმაციებს.
აიპოდი და მისი ჩასადები – პატარა, უსაყვარლესი და ჩემნაირი გემოვნების მქონე, აიპოდზე ვამბობ. მის ჩასადებს რაც შეეხება, საყურეებისა და ყელსაბამების სათავსოდ უფრო მაქვს ქცეული. ყველა კომფორტულია, თან არც მეშინია რომ გამიტყდეს, ან ჩანთაში ჩამიცვივდეს სამკაულები. სხვა ზარდახშები დიდებია, ფაიფურისებისაც არის, ამიტომ არსად არ დამაქვს.
ბარათი – ჩემი სკოლის, კიარადა ბუფეტის ბარათი, ყველაზე ძვირიანი ნივთი მთელ ჩემს ჩანთაში, საფულეზეც კი.

სავარცხელი – ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი შეიძლება იყოს. დაახლოებით 10-11 წლის იქნება. იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის სულ ჩემთან ერთად არის, მაინც მუდამ გაბურძგნული და დაუვარცხნელი დავდივარ.
ტუჩსაცხი – ჰოჰ, ყველაზე ლამაზები და მიმზიდველები.
სანტავიკი – არასდროს არაფერს არ ვიჭრი, ნუ ზამთრის პერიოდში მაინც, თუმცა ჩემს გარშემო ბევრია – ზედმეტად ხიფათა ხალხი.
ბლოკნოტი – ყველაზე ჭკვიანი და განათლებული მთელ ჩემს ჩანთაში.

წიგნი – ახლა მადამ ბოვარს ვკითხულობ, და ამიტომ დამაქვს ყველგან, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოვიცალე მის წასაკითხად, ეგეც ტრანსპორტში უსაქმურად ჯდომის დროს.
პასტები – მაგათ ვენაცვალე მე, ეგენი რომ არა, რა მეშველებოდა.
ელემენტი – ციფრულის ელემენტია, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა საშველი დავაყენე და ვიპოვე.
ბარათი – ვაიი, როგორ მიყვარს და რა დიდ პატივს ვცემ. მისი მადლიდან ვერასდროს ვერ ამოვალ, ყველაზე გულუხვი ნივთია მთელ მსოფლიოში.

ესეც ჩანთები, ყველას საკმაოდ ხშირად ვხმარობ.
20 Comments leave one →
  1. ♥ K u s ♥ permalink
    January 29, 2011 6:14 pm

    maxsovs skolashi sul mag bloknotebit ro dadiodi xolme.
    momenatre, marikuna.

    • September 13, 2011 5:25 pm

      კუუუუს, რომელი ხარ? მმ, სამწუხაროდ ვერ გიცანი. ))

  2. January 29, 2011 6:22 pm

    dz magari fleshka gaqvs :*

    • September 13, 2011 5:25 pm

      საკო, ჰოო, მეც ძალიან მომწონს, ვარდისფერია და უზომოდ ლამაზი.

  3. January 29, 2011 6:42 pm

    მართლაც,რამდენი რაღაც გიდევს თურმე ჩანთაში )) მე ძირითადად წიგნებით,კალმებით,საფულით და სხვა წვრილმანი რამდენიმე ნივთით შემოვიფარგლები.

  4. January 29, 2011 6:51 pm

    ანა, არც შენ გქონია ცოტა ნივთი ჩანთაში.

  5. January 29, 2011 6:53 pm

    saintereso iyo😀😀

  6. January 30, 2011 7:18 pm

    ვგიჟდები ჩანთების ამოლაგება-დასუფთავებაზე :”> და რა ვქნაა, მშვენიერი პოსტია🙂

    • September 13, 2011 5:26 pm

      კიწუნია, მე კიდე ვერ ვიტან ჩალაგება-ამოლაგების პროცესს.. :*
      დიდი მადლობა, კიწუნია..❤

  7. February 1, 2011 3:24 am

    მაგაზეა ნათქვამი– მიჩვენე შენი ჩანთა და გეტყვი ვინ ხარ შენ–ო. ვისიამოვნე, სასიამოვნო პოსტია.🙂

  8. April 11, 2011 2:50 pm

    აქსიომ, რა კარგი ედარება გამოვიდა..
    გაიხარე.. ^^
    :*

  9. Anonymous permalink
    April 13, 2011 12:46 pm

    mtavar suratze chanta romaa eg shenia? fleshka momewona dzaan. pataraa da konfortuli. sheni mtavari suratis rveuli maqvs.

  10. April 13, 2011 12:58 pm

    არა, ინტერნეტში ვნახე ეგ სურათი. ისე, ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი.
    კი, ძალიან საყვარელია, მაგრამ ხშირად მეკარგება ჶლეშკა.
    ვაა, მართლა? რა მაგარია.. ჩემს დასაც აქვს ზუსტად მაგისი რვეული.. მმ, რაღაცნაირად გამიხარდა. ^^

  11. Anonymous permalink
    April 20, 2011 2:13 pm

    ertnairi safule gvqonia

  12. April 20, 2011 3:27 pm

    :ტაში:
    :კვინტრიში:

  13. April 21, 2011 1:24 am

    chemi chantebi ufro bevria vidre chantashi chalagebuli nivtebi))
    shen martla bevr rames daatareb..

  14. April 21, 2011 7:03 am

    კი, ფაიფურის ანგელოზო, საკმაოდ ბევრს, თუმცა ვერ ვიტყი რომ მძიმეა, ან ყოველდღიურად მჭირდება თითოეული მათგანი.. ^^

  15. January 22, 2012 12:58 pm

    მააც შეიძლება მეც გავაგრძელოო? :*:*

    • January 23, 2012 3:28 pm

      რა თქმა უნდა, შეგიძლია, ნათიკო. =**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: