Skip to content

პაექრობა წვიმასა და თოვლს შორის

January 30, 2011
წვიმს. როგორი ბედნიერი ვარ. მართალია წვიმა მუდამ დამთრგუნველი განწყობის მომტანია, მაგრამ ახლა რა დამემართა არ ვიცი. მთელი დღეა გიჟივივიცინი და ვცეკვავ. შაკირას სამი სიმღერა ამოვიჩემე, ვდგავარ და ვმერი. აშკარად დედაც შევაწუხე და დაც, მაგრამ ისე ვარ, რამდენი ენიშვნაც არ უნდა მომცენ მაინც არ გავჩუმდები.
წვიმა დიდად არასდროს მიყვარდა, რადგან თოვლის მტერი იყო. მუდამ ჩხუბობდნენრა ექნა თოვლს, არ მოსწონდა წვიმის სევდიანი და ტრაგიკული ამბები, მასაც ცუდ განწყობაზე აყენებდა. საბოლოოდ მაინც დამპალი წვიმა იმარჯვებდა. ყოველთვის თოვლი მეცოდებოდა და ამიტომ მის მხარეს ვიყავი ხოლმე. ერადერთხელ გაიმარჯვა თოვლმა წვიმაზე, ეგეც იმიტომ რომ დიდხანს ითოვა, დაღლილ თოვლის ფანტელებს, მისი თანამოაზრეები შეუერთდნენ  და ასე დაამარცხეს წვეთების გროვა. იმდენად ამპარტავანი აღმოჩნდა წვიმა, რომ სისუსტე არ დაგვანახა და არც კი  წამოუტრებია ისე დაგვტოვა, საზიზღარმა ნაკვალევი მაინც დაამჩნია. ისე ძალიანაც მესიამოვნა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს შემეცოდა, ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას დაეტყობა ზედმეტად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა წვეთების ბუკეტი , მისი მკითხველები და მსმენელები, ჰოდა, იმ ერთ დღეში ისე მოემზადნენ, მეორე დილას თოვლი სულ მიწასთან გაასწორეს. მახსოვს, თოვლან ერთად ჩემი განწყობაც როგორ ნადგურდებოდა. დავიფიცე, არასდროს არ ვიქნებოდი წვიმის კარგი მასპინძელი და მსმენელი. ეტყობა ჩიტმა ამბავი მიუტანა და ეწყინა, ჩემიზედმეტად შემაწუხებელი და დრამატური ამბების მოსმენა,როგორ თუ არ მოსწონსო და ამიტომ გაიბუტა. მისი გაბუსხვა 1წელს გაგრძელდა, მერე ძალიანაც რომ მოგვანატრა თავი, თავისი უცნაური ამბების მოყოლთ და შემდეგ ცრემლად დაღვრი, მიხვდა სტუმრობის დრო იყო. ასეთმა რა ბზიკმა უკბინა არ ვიცი, ფანებთან ერთად მოულოდნელდად დაგვატყდა თავს, თან ეტყობა ვინ მიგდიაო ჩემზე გაიფიქრა, და ურისძიება მოუნდა გრინჩივით. არც მთლად ისეთი უგულო აღმოვჩნდი, როგორაც ილაპარაკებდა ჭორიკანა წვიმა ჩემზე, და ამიტომ ძალიან კარგი განწყობით დავხვდი, ესეც იმიტომ რომ სტუმრებმონატრებული ვარ.
იმედია, ახლა ამ პოსტს არ კიხულობს და არ აპირებს თავისი წასვლით ისე დამწყვიტოს გული , როგორც წინა წელს თავისი მოსვლით.
17 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    January 30, 2011 5:22 pm

    საყვარლად წერ

  2. January 30, 2011 5:31 pm

    წვიმა,თოვლი.. როგორ დაუუწყვეტია მაგ წვიმას შენთვის გული ))
    იმედია ახლაც ასე არ დაგტოვებს..

  3. January 30, 2011 5:35 pm

    ძალიან დიდ მადლობა, Anonymous.
    ჰო, იმედია, ანა.

  4. Anonymous permalink
    January 30, 2011 5:54 pm

    რა კარგად წერ.
    დიდი ხანია ვკიტხულობ სენს ნაწერებს და მომწონს.
    ნიცა ვარ.

  5. January 30, 2011 6:03 pm

    ნიცაააა, ჩემი პატარა გოგო.. :*
    დიდ მადლობა. როგორ მომენატრე.❤

  6. January 30, 2011 6:57 pm

    ho dgevandeli dge dzaan paeqroba iyo.. megona tovli mougebda

  7. January 31, 2011 4:30 pm

    წვიმა,თოვლი გულს გტკენს,სამაგიეროდ მალე მზე გაგათბობს :*

  8. January 31, 2011 7:35 pm

    რა საყვარელი ხარ მაცი *
    ბავშვურად და სახალისოდ წერ,
    თბილად მეღიმება შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ.
    მე არც წვიმა მიყვარს, არც თოვლი, სითბო მიყვარს და რა ვქნა?:))
    და კიდევ ძალიან მომწონს შენი ახალი “ავატარი”

    • May 15, 2011 5:40 pm

      კიწი, მადლობა. უზომოდ კარგი ხარ. :*

  9. February 1, 2011 2:27 am

    წვიმა ყოველთვის მაგარ ხასიათზე მაყენებს. ბევრს ამის გამო სულელი ვგონივარ. მიყვარს წვიმაააა!🙂

    • May 15, 2011 5:41 pm

      რეზი, და სულელი რატომ? ადამიანის ბუნებას გააჩნია, ზოგისთვის წვიმა დამთრგუნველია, ზოგისთვის კი პირიქით. : ))

  10. February 1, 2011 1:50 pm

    ილარია, ჰო, მაგ დღეს მეც მეგონა, მაგრამ არ ახლა დათმო წვიმამ, საზიზღარი.

    შეშლილო, ჰო, თუმცა მე მზე დიდად არ მიყვარს, წვიმაც კი ბევრად მირჩევნია.

  11. February 1, 2011 7:55 pm

    :*:*:*

  12. Anonymous permalink
    March 7, 2011 6:49 am

    dzaan kargad wer, maci.
    menatreba dzveli dro
    giorgim mitxra macis blogi aqvso da naxeo
    vnaxe da momewona magrad
    miyvarxar lamazo
    sofi var :*

  13. March 7, 2011 7:59 am

    გმადლობ, სოფი. სამწუხაროდ ვერ გიცანი. (((

  14. ✿ Teeo ✿ permalink
    April 21, 2011 7:58 am

    ✿ kide dawere eseti motxrobebi. wera shegidzlia rato ar iyeneb? ✿

  15. April 21, 2011 8:11 am

    ✿ Teeo ✿, რავიცი, არ მგონია, ეს მოთხრობა იყოს, არც ჩანახატის ფუნქციას მივანიჭებდი..
    წერა შემიძლია? -ჰო, რავიცი.. მემგონი, ვწერ, არა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: