Skip to content

ჩემო ინტერნეტ-მეგობარო,

თებერვალი 9, 2011

ნიკა, უზომოდ ბევრჯერ მითხარი, დაწერე რამე ჩემზეო, მაგრამ ხან აზრების დაულაგებლობამ შემიშალა ხელი, ხან მეზარებოდა და საერთოდ ვერც ვერასდროს ვერ ვფიქრობდი, რა შეიძლება შენზე დამეწერა.. ახლა რომ ვუფიქრდები,ისევ ნაკლებად მაქვს შენზე სათქმელი. უკვე, მესამე? ჰო, მესამე-მეოთხე წელია, რაც ვმეგობრობთ. გახსოვს, სულ პირველად რომ გაგიცანი? მე არა. ისე  მახსოვს, ფანიზე მომწერე, კიარადა სკაიპში დამიმატე, მითხარი გიცნობო. 4-5 თვის შემდეგ, ცოლობა მთხოვე, მე უარით გაგისტუმრე, მაშინ გათხოვილი ვიყავი. ერთ წელიწადში 700-ჯერ მომწერე, ნუ ხარ შტერი და დებილი, გამომყევი ცოლადო. მე არ მოგყვებოდი. მერე ჯანდაბა შენს თავს, დავშორდი ქმარს და..

შემხვდიო, არა-მეთქი, გეხვეწებიო, კიდევ არა გითხარი.. მერე მარუსამაც მომწერა, ყოველდღე მწერდა, ბოლოს იკო უნდა მენახა და შენც გნახეთ მე და ნიამ.. მერე, ჩემი დაბადების დღე იყო.. 13-ის ვხდებოდი, შენ კიდე სრულიად მოულოდნელად დამატყდი თავს და, დიდი, უზარმზარი დათუნია? თუ ძაღლია? მოკლედ, ალუკარდი მაჩუქე.. მახსოვს, ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც როგორც მეგობარს ისე ცდილობდი შემოგეხედა და არასდროს ზედმეტი არ დაგცდენია..
დრო გადიოდა, ჩვენი მეგობრობა უფრო მტკიცდებოდა.  
სულ იმას ვამბობდი, ერთადერთი ადამიანი იყავი, ვინც ჩემს წიკებსა და საზიზღარ ქცევებს იტანდა ჩუმად. არასდროს არ მსაყვედურობდი, რომ არ გწერდი პირველი; არც მაშინ მითხარი არაფერი, როცა მოგწერე, გიორგი მომწონს-მეთქი, მაშინვე მიპასუხე მე დაგეხმარებიო.
რამდენმა ადამიანმა ჩაიარა, რამდენი ადამიანი ჩამომშორდა, ან ჩამოგვშორდა, მაგრამ ჩვენ მუდამ დიდ მეგობრებობას  ვინარჩუნებდით.
მერე რაღაც მოხდა, არ ვიცი რა, მაგრამ ცოტახანი, არა დაახლოებით 4-5 თვე საერთოდ არ ვსაუბრობდით, არც მოგიწერია და არც მე მომიკითხიხარ.
მე მოგწერე, მოგიკითხე, შენ უხეშად მიპასუხე, აღარც მომიწერია. შემდეგ დღეებში შენ მწერდი, მივხვდი, ნაწყენი ისე აღარ იყავი,  როგორც ადრე.
მერე რთული პერიოდი დამეწყო, შენ იმდენი გამიძელი, რამდენიც ირინკამ 6 წლის განმავლობში ვერ მოახერხა. როგორც არ უნდა მეპასუხა, მაინც მუდამ თბილად მპასუხობდი.
გახსოვს, როგორ დამახასიათე?

„ჭკვიანი ხარ ბევრ ასპექტში შეიძლება ითქვას ზედმეტად ჭკვიანიც კი. შრომის მოყვარე, ცოტატი კონსერვატიულიც ხარ, მაგრამ მომწონს იმიტომ რომ ბევრი ძაან გაუზრდელებულია, ნუ იუმორის გრძნობა გაქვს ძალიან კარგი, კეთილი თბილი, ზედმეტად მიამიტიც(მაგრამ ჩემ მიმართებაში ყველა შეილება ჩაითვალოს ასეთად), ნუ მოთმინება გაკლია ანუ ვინმემ რამე ისეთი რო ქნას ყელს გამოჭრი, მუსიკის გემოვნება არ მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცუდ მუსიკას უსმენ, გულმავიწყიც ხარ.“

ზუსტად, ძალიან ზუსტად დამახასიათე და მივხვდი, რომ კარგად მიცნობ, ზედმეტად კარგადაც კი.
ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, უზომოდ მიყვარხარ და გაფასებ, მეგობარო.
ვინც კი აქამდე გამიცნია ინტერნეტით, მათ შორის ყველაზე დიდი შენაძენი ხარ!
Advertisements
35 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    თებერვალი 9, 2011 2:18 PM

    LAMAZI SULIS ADAMIANI XAR.

  2. თებერვალი 9, 2011 2:21 PM

    დიდი მადლობა.
    თუმცა მაინც ვერ გავიგე, ჩემი სულის სილამაზე სად დაინახეთ. : )

  3. თებერვალი 9, 2011 3:39 PM

    🙂 ra lamazi istoriaa.. erti wutit shemshurda kidec

  4. თებერვალი 9, 2011 3:40 PM

    surats AR XSNIS

  5. თებერვალი 9, 2011 4:18 PM

    <3

  6. თებერვალი 10, 2011 1:52 PM

    ილარია, დიდი მადლობა. :* ახლავე შევასწორებ, კიდევ გმადლობ.
    თაწი.. ❤

  7. თებერვალი 11, 2011 1:36 AM

    ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო ბლოგია მთელს საბლოგეთში. 🙂

  8. თებერვალი 11, 2011 9:45 AM

    ნიკა ვარ. შემთხვევით შემოვიხედე და გამიხარდა ჩემზე რომ დავინახე პოსტი. :უსერ:
    სურათს არ ხსნის და იმედია ჩემი სურათი არარის რამე 😀

  9. თებერვალი 11, 2011 12:54 PM

    აქსიომა, უდიდესი მადლობა, კარგოვ… :*
    ნიყა, ნიყა..
    არა, შენი სურათი არაა, ძამია, დამშვიდდი. ^^

  10. თებერვალი 12, 2011 6:02 PM

    ჰმ )) მომეწონა ისტორია…
    ინტერნეტ–მეგობარი აღარ ყოფილა.. ცოტა მეტია, მგონი შენთვის 🙂

  11. თებერვალი 14, 2011 5:08 AM

    ინტერნეტ-მეგობარი რატომ აღარ ყოფილა?
    ინტერნეტი, მეგობრის მნიშვნელობას ამცირებს, თუ?
    ნიკა ინტერნეტით გავიცანი, ამიტომაა ჩემი ინტერნეტ-მეგობარი.

  12. თებერვალი 15, 2011 1:35 PM

    მომეწონა.. ვეთანხმები კნუტს მემგონი ცოტა მეტია ვიდრე ინტერნეტ–მეგობარი

  13. თებერვალი 15, 2011 2:36 PM

    კი, მაგრამ ნიკა ინტერნეტით გავიცანი. ჰოდა, ინტერნეტ-მეგობარი არ გამოდის?
    დიდი მადლობა.

  14. თებერვალი 18, 2011 11:34 AM

    მამამ ენაცვალოს კაი ბიჭია, კაი.

  15. თებერვალი 18, 2011 11:47 AM

    შენ ის გიუშა ხარ? ^^
    ჰო, კარგია ძალიან.. :დ

  16. თებერვალი 21, 2011 11:49 AM

    როგორი სასიამოვნო და ნაცნობი სიტუაციაა,
    არც ისეთი ცუდია ეს ვირტუალური მეგობრობა:))

    პ.ს. მოკლედ, ბლოგს რა უქენი, გადასარევი ფერი იყო! 😐

  17. თებერვალი 21, 2011 5:45 PM

    უი, ეს დიზაინი არ მოგწონს, თიიკ?
    არადა, რაღაცნაირად კარგია თითქოს..
    ძველი დავაყენო? :*

  18. თებერვალი 24, 2011 1:26 PM

    მმმ… თბილი პოსტია. ^_^

  19. თებერვალი 24, 2011 1:30 PM

    kvichxi, დიდი მადლობა.. ^_^

    რაღაცნაირად მიყვარს ეს პოსტი.. რომ ვკითხულობ, სულ მეღიმება..
    და საერთოდ, მე ნიკა მიყვარს.. ❤

  20. თებერვალი 28, 2011 5:03 PM

    ნიკასაც უყვარხარ ❤

  21. მარტი 1, 2011 1:46 PM

    შოკოლადებიც უყვარს მაცო, ძმაო… :დ

  22. მარტი 1, 2011 3:10 PM

    გეხვერწები გიყიდი შოკოლადს და არაო, დაო :ს

  23. Anonymous permalink
    მარტი 8, 2011 4:10 PM

    meti emocia tusheidzleba !

  24. მარტი 8, 2011 5:10 PM

    კონკრეტულად?
    კალტ\თები დავიგლიჯო, თუ ზე-აღმატებული ფრაზებით ვისაუბრო? ))))

  25. მარტი 8, 2011 7:34 PM

    mariam nu xar aseti agresiuli 😀
    chemiania sxva pontshi dawera, agixsni mere.

  26. მარტი 9, 2011 12:35 PM

    არ ვარ აგრესიული, უბრალოდ რაღაც ზემდეტები ჰგონიათ.
    ჰო, ამიხსენი.

  27. Anonymous permalink
    მარტი 23, 2011 8:29 PM

    ეს ისაა gilmor-ი?

  28. მარტი 23, 2011 8:36 PM

    დიახ, ის არის, უბრალოდ გილმოური.. ^^

  29. Anonymous permalink
    აპრილი 15, 2011 9:11 PM

    internet moacile

  30. აპრილი 15, 2011 9:13 PM

    სულ მაგაზე როგორ უნდა მიდიოდეს საუბარი?
    ინტერნეტით გავიცანი და იქნება – ინტერნეტ.
    ვსო, წავშლი იმ კომენტარს, სადაც ეგ ეწერება. )))

  31. madcap permalink
    იანვარი 5, 2012 2:17 PM

    მე არ მარცხვენს ეს ინტერნეტ მეგობარი რო წერია და ჩემს მაგივრად რატო წუხდებით?

    • იანვარი 5, 2012 2:21 PM

      გაჩერდი კაცო შენ.. შენს მაგივრად შესტკივათ გული.. 😀

      • madcap permalink
        იანვარი 5, 2012 2:31 PM

        ზრუნავენ ჩემზე ❤ ვინ არის ის მაინც დაეწერა მადლობას ვეტყოდი

        • იანვარი 5, 2012 6:28 PM

          მხოლოდ მას არ დაუწერია.. წინა კომენტარებიც ნახე, რამდენიმემ იგივე აღნიშნა.. : ]]]

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: