Skip to content

მა, ყველაზე მეტად მენატრები

თებერვალი 15, 2011

ყველაზე მეტად მენატრები.

თვალის, თმისა და კანის ფერი არ მახსოვს, არც თითების ფორმა, შენს გარეგნობად თვალწინ ვერასდროს ვხედავ ნათლად.
მხოლოდ ერთი-ორი მოგონება თუ შემომრჩა, სადაც შენ ხარ, მათაც ძალიან სათუთად და იშვიათად ვიხსენებ, მეშინია ერთ დღესაც არ გახუნდეს.
ხშირად მიფიქრია, მთელ ცხოვრებას დავთმობდი, ოღონდ კიდევ ერთხელ მენახე, მხოლოდ ერთხელ. შენთან მეჭორავა, მომეყოლა ჩემი ამბები, დამენახა შენი თვალებიდან, ულამაზესი და უთბილესი მბრწყინავი თვალებიდან თუ როგორ ამაყობ ჩემით, მხოლოდ ერთი საათით, ან თუნდაც 5წუთით, მართალია ვერ მოვახერხებდი ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ სულ არაფერს მირჩევნია.
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგი გამეკეთებინა, რომ შენ სამოთხიდან ჩემით გეამაყა და გეთქვა, „მე შენით ვამაყობ“. მხოლოდ ერთი ფრაზა, ერთადერთი.
როდესაც გიხსენებ, ან შენს სახელს ვამბობ, სულ ცრემლები მადგება თვალებზე, ხშირად თავის შეკავებაც მიჭირს, ძალიან მიჭირს.
რთული და სასტიკია ცხოვრება.
მეც მინდა მყავდეს ადამიანი, რომელსაც მივეყრდნობი, რომლის იმედიც მუდამ მექნება, არასდროს არაფრის არ შემეშინდება, ყოველთვის წყანარად ვიქნები და როდესაც ვინმეს ზედმეტი მოსდის, არ ვფიქრებდი, ახლა ცოცხალი რომ იყო, რა კარგად დამიცავდი და  არავის არაფერს გააბედინებდი-მეთქი.
ოჯახში შენზე არავინ საუბარს, არასდროს. თითქოს ტაბუ დადებული თემა იყო.
ვხვდები, რომ მტკივნეული ხარ ყველასთვის.
ყველა იცი, რა კარგად საუბრობს შენზე?  სულ ამბობენ, რა კარგი კაცი იყო, როგორი კარგი ადამიანი, თქვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ შეიძლებოდა ეგეთი კაცის ამ ქვეყნიდან წაყვანაო. იმდენჯერ მიცდია თავის შეკავება, მაგრამ არადროს გამომდის.
ძალიან მაკლიხარ, ზედმეტადაც კი!
ახლა ჩემთან რომ იყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ნამდვილად არ იქნებოდა. გეფიცები, ყველაფერ წმინდას და ძვირფასს ვფიცავარ.
მიყვარხარ, უზომოდ და უდოზოდ!
ჩემს გულში მუდამ იცოცხლებ, არასდროს დამავიწყდები, არასდროს.
Advertisements
33 Comments leave one →
  1. თებერვალი 15, 2011 7:19 PM

    ძალიან ვწუხვარ, ნაცნობია ეგ საშინელი განცდა, მაგრამ ვერ მივხვდი ვის ეძღვნება ეს წერილი. 😦

  2. თებერვალი 15, 2011 8:47 PM

    მამას, ალბათ, არა?კარგი პოსტი იყო… 🙂
    კაი ტიპი ჩანხარ 😉

  3. თებერვალი 16, 2011 11:58 AM

    ვაიმე მაცი შემძრა და დამბურძგლა,
    ძალიან კარგი ხარ, დადდებითო შენ :):*

    • მაისი 6, 2011 1:44 PM

      კიწუნიკა, ნუ შეგძრავს. აი, უბრალოდ არ უნდა “დაგგრუზოს”.
      მშვენიერო შენ.. ძალიან.. ❤

  4. თებერვალი 16, 2011 12:50 PM

    maaaac madloba sayvarelo :* :*

  5. თებერვალი 17, 2011 9:46 PM

    Momewona 🙂

  6. თებერვალი 18, 2011 5:10 AM

    რა მოგეწონა? : ს

  7. თებერვალი 18, 2011 12:15 PM

    posti 🙂

  8. თებერვალი 18, 2011 12:28 PM

    აა, გასაგებია. :*
    გმადლობ. :*

  9. თებერვალი 18, 2011 1:53 PM

    da aba raze unda damewera, ver mivxvdi 🙂

  10. თებერვალი 18, 2011 4:25 PM

    არა, მე ის გამიკვირდა, რომ დაწერე მომეწონაო.. ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ვიღაცას ჩემი განცდები რომ მოსწონს. : ))

  11. თებერვალი 18, 2011 6:45 PM

    რამდენი გგოგო გაიზარდა უმამოდ 😦

  12. თებერვალი 26, 2011 7:58 PM

    მსგავსი განცდები, ფიქრები და პოსტები მეც ბლომად მაქვს… ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

    პ.ს. აქამდე არ ვიცოდი შენი ბლოგი. მომწონს 🙂

  13. თებერვალი 27, 2011 4:54 PM

    ჯუნა, ძალიან დიდი მადლობა.

  14. მაისი 6, 2011 2:00 PM

    ვაიმე მაცი არ ვიცოდი,ძალიან ვწუხვარ..ღმერთმა გაგაძლიეროს :*

    • მაისი 6, 2011 4:21 PM

      ნი, გაიხარე, ჩემო საყვარელო. :* დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. :*

  15. აპრილი 1, 2012 8:56 PM

    mec am mdgomareobashii varr da mesmiss shenii ;(;(;(

  16. ივნისი 10, 2012 5:17 PM

    რაღაცნაირად მეც შემძრა, ეტყობა როგორი გრძნობებითაც არის დაწერილი. ეს ყველაფერი ჩემ თავზე წარმოვიდგინე და..

  17. ივლისი 15, 2012 9:01 PM

    ახლა წავიკითხე მაააც :((( რა მტკივნეულია :((((

    • ივლისი 16, 2012 8:07 AM

      ჯესი.. ❤ :*

      • ივლისი 16, 2012 8:09 AM

        გენაცვალე მააც, ღმერთმა სულ კარგად გამყოფოს შენ და ყველა შენი ახლობელი და კიდე ძალიან ძალიან დიდი ხანი აღარ დაგეკარგოს საყვარელი ადამიანი

        • ივლისი 16, 2012 8:12 AM

          დიდი მადლობა,ჩემო ძალიან კარგო ადამიანო! ძალიან მიყვარხარ და მეც ანალოგიურს გისურვებ! არასდროს განგეცადოს ახლობლის დაკარგვით მოყენებული სევდა, ტკივილი და მონატრება! ❤ :*

  18. სექტემბერი 21, 2012 9:17 PM

    meec guli mtkiva..titqos ise vigrzeni da vifiqreee rom chemi azrebi dauweria vigacas….cremlic ki momadga tvalzee…mec zalian menatrebaaa mama..

  19. სექტემბერი 21, 2012 9:20 PM

    ადამიანთა სევდა..
    სევდა?ეს ხომ ყველა ადამიანს აწუხებს,სევდა ხომ,ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია.
    -რა არიას სიცოცხლე?
    -სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის სევდა.
    -სიკვდილი?
    -სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არყოფნის,
    სევდა?მაშინ როგორ შეიძლება ?:ადამიანი სევდის გარეშე?ეს ხომ,წარმავალია ყველა ადამიანს შორის,მაშინ რა არის,სიხარული?ან სიცოცხლე ან ისევ სიკვდილი..,მაგრამ ამას მემგონი მნიშვნელობა არააქვს ,სიცოცხლეს სიკვდილს ორივეს სევდა ახლავს თან,მაგრამ მემგონი სიცოცხლის სევდა ჯობია,რადგან მე პირადად გამოცდილი მაქვს და როცა მკვდარია გაიხედავ ფანჯარაში ელოდები ელოდები,მაგრამ ის არსად ჩანს ,გაჰყურებ ზეცას რომელზეც გინდა იმ ადამიანის სახე გამოანათოს რამე გითხრას ხმა გაგაგონოს ,დაგარიგოს,ჩაგიკრას გულში ,დაგიცვას ,აგაცდინოს ხიფათს და რაც მთავარია მაგრად , მაგრად ჩაგიკრას გულში ხელი არგაგიშვას და გითხრას შენ მარტო არახარ მე, სჰენტან ვარ,მაგრამ არა ეს ფიქრები ეს ოცნებები ეს სევდა ,მხოლოდ მე მეკუთვნის ,სევდაზე ხომ ყველას უჭირს საუბარი და გამონაკლისი არც მე ვარ.,
    მაგრამ არამარტო ეს სევდა აწუხებს ადამიანს არამედ ამის შემდეგაც უნდა ელოდოს ცხოვრების დარტყმებს დაბრკოლებებს,როცა დაბრკოლებაა გინდა განიტვირთო ხანდახან მღერიხარ კიდეც მაგრამ ამდროს მაინც,სამი იარა გულზე გესობა როგორც ეკალი,წარსულზე ფიქრი ,აწმყოში კი როცა გადავიხედავთ არაფერია ისეთი ,რომელიც მოგვცემს შვებას ,ყველაზე ცუდი კი ისარის,რომ მომავალზე ფიქრებს არავინ გიზიარებს
    „წუთია წუთის ქვეყანა ,წუთის წუთობით იწვება ზოგი ლხინისსა თამაშსა ,ზოგიც უცეცხლოდ იწვება“
    უცეცხლოდ ხომ ისევ სევდიანი ადამიანები ვიწვებით ,ესეგი ყველა გზა ,ყველა ხსნა ადამიანში არის სევდა,ზოგი დროს ატარებს ,ზოგიც კი ისე ჭკნება როგორც გაუხარებელი კოკორი,ზოგი დნება როგორც სანთელი დარდისაგან სევდისაგან ,ადამიანში სევდა ბუდობს სადგურობს სახლს იკეთებს ჩვენს გულებში ხან სიხარულის ხან ტკივილის,
    ამ ყველაფერს მხოლოდდა მხოლოდ ჩვენ განვიცდით რომელსაც ვერც ავღწერთ და ვერც ვიტყვით ,რადგან სევდა ენით,არითქმება ის ჩვენს გულში დუღს,გვტანჯავს გვაჭკნობს და ბოლოს სამუდამოდ გვმარხავს…

  20. მარტი 18, 2013 10:56 PM

    mama mec agar myavs mesmis sheni da dzaan kargi adamiani xar rom mamas afaseb da mamasheni exla mjera ro shenit amayobs ;( sashineli grdznobaa roca mshobels kargav exlac ver movdivar azze , dgeebi gadis mtkiva da mit ufro menatreba dzalian miyvars mamachemi dzalian ;(

    • მარტი 22, 2013 4:39 PM

      რთულია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყოველივეს იაზრებ.. მე ხუთი წლის ვიყავი, მეტკინა, თუმცა ისე ვერ გავიაზრე, როგორც მოზრდილ ასაკში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: