Skip to content

რომელი ტელეფონი ვიყიდო?

February 17, 2011

ყველანაირი შესავლის და ზოგადსაკაცობრიო თემებზე მსჯელობის გარეშე დავიწყებ, რომ იმდენჯერ დამივარდა ტელეფონი, გუშინწინ როდესაც დამიჯდა, სახლში მისულმა ვერაფრით  ჩავრთე, მთელი ერთი დღე შეერთებული მქონდა, თუმცა შენც არ მომიკვდე, იყო თავისთვის გატრუნული. ერთ-ორ მეგობარს ვაჩვენე, რომელიც ასე თუ ისე გარკვეულია ტელეფონებში, რაღაცები გაუკეთეს, მაგრამ ისევ ისე იყო, გეგონებადა გაბუტულია და რეაქციაც არ აქვსო.
გუშინ საღამოს:
-დედიკო, ტელეფონმა რა ქნა? არ გაკეთდა?
-რა ვიცი, დე, გადავყევი თან, მაგრამ შენც არ მომიკვდე.
-ამ შაბათ-კვირას ახალი ტელეფონი ვიყიდოთ მაშინ.
-აუუ, არ მინდა რა. მირჩევნია, ისევ გასაკეთებლად წავიღო, ძალიან შემიყვარდა.
-ლამისაა ხელში ჩაგეშალოს. მოკლედ, ამ შაბათ-კვირას მივდივართ.
დღეს სკოლაში არ წავედი, გავცივდი და სიცხე მქონდა. სახლი რომ დავალაგე, კომპიუტერთან დავჯექი. MOBI.GE-ზე შევედი, იქნებ რომელიმე მოსაწონი ვნახო-მეთქი, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ GOOGLE.GE>>…..>> გვერდები საქართველოდან. ამომიგდო რამდენიმე საიტი, ერთი-ორი ტელეფონი ძალიან მომეწონა, თუმცა ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ორ დაჭერაში ხელში შემოგეფშხვნას.
ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, რომელი ტელეფონი ავირჩიო. ჰოდა, თქვენი დახმარება მჭირდება. მირჩიეთ ტელეფონები, დაახლოებით 200-დან 400 ლარამდე. სასურველია, ნოკია, სონი ერიქსონი, ან სამსუნგი; დანარჩენი არ მინდა. წინასწარ ყველას დიდი მადლობა.
15 Comments leave one →
  1. February 17, 2011 2:04 pm

    მაააც რა საყვარელი ხარ:* ეხა შევნიშნი შენს გვერდზე, მარჯვნივ “კიწი” რო მიგიწერია გულებით :* <3 <3
    მეც ეგრე მიყვარდებახოლმე ტელეფონები და მერე ვეღარ ველევიი ;;) ამ ორიდან ერთ-ერთს გირჩევდი “ვინდოუსი” უშვებს ამ ტელეფოებს ძალიან გამძლეები და კარგებია, მე მაგალითად სენსორი მიყვარს, გემოვნებაზეა დამოკიდებული🙂 ნახე ახა თუ მოგეწონება. პ.ს ფოტოზე რო გოგოა კი მგავს რაღაცით, ოღონდ გრძელი თმა რომ მქონდა მაშინდელ მე-ს გავს.
    http://zoommer.ge/?id=304&brand_category=0&brand=85&model=0&price=3&form=0&submit.x=21&submit.y=9

    http://zoommer.ge/?id=303&brand_category=0&brand=85&model=0&price=3&form=0&submit.x=21&submit.y=9

  2. February 17, 2011 2:16 pm

    შენც კიიწ.. :*
    აუ, კიწ, ვერ გავიგეე.. : ((
    არაფერს არ მიხსნის, ვირუსიანი საიტიაო მეუბნება.. : *
    ჰო, მეც ისე შევეჩვიე.. :*

  3. February 17, 2011 9:23 pm

    🙂
    im ishviat shemtxvevatagania, roca blogze chartuli simRera Zalian mesiamovna🙂

  4. February 18, 2011 5:10 am

    ჰო, მეც ძალიან მომწონს.

  5. February 18, 2011 7:02 am

    მეც მიყვარს ეგ სიმღერაა ;;)<3
    zoomer.ge-ზე შედი, აირჩიე HTC, პირველივე წერია, მერე ფასი მიუტიტე 200-400 და 2 ტელეფონს ამოგიგდებს ზუსტად :*:*

  6. February 18, 2011 4:27 pm

    მააც ხო არ გიყიდია ჯერ ტელეფონი?;;):*
    zoomer.ge-ze shexval mere chewer telefonebis amorchevashi HTC-is pirvelive weria, mere fasSi miutitieb 200-400ss da 2 telefons amogigdebs
    egenia :):*

  7. February 18, 2011 4:59 pm

    არა, კიწუნია, ხვალ მივდივარ საყიდლად.. უკვე ვნახე შენი დადებული ორივე ტელეფონი და ჩემს არჩევას შეემატა.. ძალიან კარგია.. ხვალ ვნახავ ყველას და საუკეთესოს ავარჩევ.. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.. :*

  8. February 18, 2011 7:41 pm

    blackberry იყიდე. აის შლეიფიანები არ მევასება. არც სენსორებიანები. ყველაზე ნაღდი ბლექბერია.

  9. February 19, 2011 1:14 pm

    აღარ მგონია რომელიმე ვიყიდო.
    ტელეფონი გაკეთდა..
    ისეთი ბედნიერი ვარ.. ^^

  10. February 25, 2011 9:05 pm

    ქვემოთ რომ ვარდისფერია ეგ არ მოგწონს? ჩემმა დამ იყიდა ახლახანს, 269 ლარი მისცა.

  11. February 25, 2011 9:06 pm

    უი, ახლა შევხედე ბოლო კომეტარს… გილოცავ!!!

  12. February 26, 2011 8:20 am

    კი, ყველაზე მეტად ეგ მომეწონა. მაგის ყიდვასაც ვაპირებდი.
    დიდი მადლობა.. ^^

  13. March 7, 2011 11:13 am

    სამსუნგი 5230 ძალიან გემრიელად ვხმარობ.

  14. zoziashvilinini@gmail.com permalink
    September 7, 2011 4:54 am

    მე სამსუნგ ცორბს გირჩევ,არც შემოგეფხსჰვნება ხელში და მოკლედ კარგია..

    • September 8, 2011 7:13 am

      არ მიყიდია ეგ.. მითხრეს, რომ ცუდია ძალიან და ვერ გამიძებდა დიდხანს.. )
      დიდი მადლობა რჩევისთვის.. **

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: