Skip to content

ფსიქოლოგიური ტესტები

February 26, 2011
რამდენიმე ადამიანის თხოვნით, საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტებს ვდებ.
 .აიზენკის ტესტები:
ტესტი, რომლის ჩატარების შემდეგ პირდაღებული დავრჩი. ავირჩიე IX სურათი, და მემგონი დამეთანხებით, რომ ჩემ შესახებ წერია. 
 აირჩიეთ მხოლოდ ერთი სურათი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ხასიათს. 
შედეგები:

უზრუნველი, მხიარული, მხნე. გიყვარს თავისუფალა. სპონტანური ცხოვრება. ცდილობ, რომ ბოლომდე მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. შენი დევიზია “ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს”. გაინტერესებს ყველაფერი ახლი, ადვილად ეგუები მას. შენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხარ სიურპრიზებისთვის.



 დამოუკიდებელი, თავისუფალი. ითხოვ თავისუფალ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის, რაც  შენივე ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. საკმაოდ გატაცებული ხარ შენი სამსახურით.ცდილობ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულო, მაგრამ შენს სწრაფვას თავისუფლებისკენ ხანდახან სრულიად საპირისპირო შედეგამდე მიჰყავხარ. ინდივიდუალისტი ხარ. არავის მიბაძავ ბრმად, პირიქით ცდილობ იცხოვრო საკუთარი რწმენის შესაბამისად.




დაკვირვებული, მგრძნობიარე. საკმაოდ დამოკიდებული ხარ გარემოზე, სადაც ცხოვრობ. ვერ იტან ზერელე მიდგომას საქმის მიმართ. შენი ურთიერთობა მეგობრებთან ძალიან მტკიცეა,რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებს. იშვიათად ხარ მოწყენილი.



მიწაზე მყარად მდგომი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. გაქვს საკუთარი სტილი,რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენით,რადგან შეიძლება თქვენი ნდობა. შენთან ახლოს მყოფ ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებ. ყველა გიცნობს, როგორც თბილ და ჰუმანურ ადამიანს, არ მოგწონს არაფერი ბანალური. სკეპტიკურად ხარ განწყობილი მოდის მიმართ. შენთვის აუცილებელია ჩასაცმელი იყოს პრაქტიკული და მოკრძალებულად ელეგანტური.

პროფესიონალი, პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული. არ ენდობი ბედს და მეტად გწამს საკუთარი თავის. ყველა პრობლემას პრაქტიკულად და პრაგმატულად წყვეტ. რეალურად უყურებ შენს ცხოვრებას. შენთვის უცხოა მერყეობა. სამსახურში დიდი პასუხოსმგებლობა გაკისრია, რადგან ყველამ იცის,რომ შენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი, სანამ ბოლომდე არ ასრულებ ჩანაფიქრს.

მშვიდი, წინდახედული, არა აგრესიული. ხარ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენ მეგობრებს. გირჩევნია საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა. გიყვარს განცალკევება და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება. გესაჭიროება სივრცე, ამისთვის ეძებ ლამაზ თავშესაფარს, თუმცა მაინც არ ხარ მარტოსული. შენს სამყაროსთან ჰარმონიაში ხარ და აფასებ იმას, რასაც იგი გთავაზობს.…

ანალიტიური, საიმედო. საკუთარ თავში დარწმუნებული. კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვს ინდივიდუალური სტილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია. გაგაჩნია განსაზღვრული კულტურის დონე, რასაც იყენებ ხალხთან ურთიერთობისას.



რომანტიკული,მეოცნებე,ემოციური. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ. არ გინდა მოვლენების აღქმა ისე,როგორც აღიქვამს ყველა დანარჩენი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გრძნობებია. ფიქრობ,რომ აუცილებელია ადამიანს ოცნება გააჩნდეს. არ გიყვარს ადამიანები,რომლებიც რომანტიზმს უარყოფენ.



დინამიური, აქტიური,ექსტროვერტი ადვილად შეგიძლია გარისკვა. გიყვარს მრავალფეროვანი საქმის კეთება. შენთვის უცხოა ყოველდღიური რუტინა. ყველაზე მეტად რაიმე მოვლენაში აქტიური როლის თამაში გსიამოვნებს. მოგცონს როდესაც შენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ.

 

თუ კიდევ მოგინდებათ ტესტები, შევეცდები მალევე დავდო.
წარმატებები.
18 Comments leave one →
  1. CHARLEY permalink
    February 26, 2011 10:24 am

    MACO MAGARI TESTEBIA
    MERE GAVAKETEB
    SHENI POSTEBI SHEMOMAKLDA

  2. February 26, 2011 10:27 am

    გმადლობ, ჩარლი.
    როდესაც გააკეთებ, თუ არ დაგეზარება, იქნებ დაწერო, დაემთხვა თუ არა რაღაცები?! ^^

  3. February 26, 2011 3:55 pm

    აუ მააც რა კაი გოგო ხააარ :> ;;):*:*
    ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები, გავერთობი ეხაა :>

    • May 11, 2011 12:56 pm

      მეც მიყვარს ასეთი რაღაცების შევსება. რაც ჩემმა კლასელმა გაიგო, იმის მერე, თითქმის ყოველდღე მოაქვს. სად ნახულობს, არ ვიცი..
      თან არსად არ შემხვედრია. ერთხელ მითხრა, ბებიაჩემს აქვს ძალიან ბევრიო. ^^ ნეტავ, იმის ბებიას საიდან აქვს? ^^

  4. February 26, 2011 6:29 pm

    ჩემნაირი ავატარი გაქვს ბლოგერზე.
    უფრო სწორად, ჩემი ავატარი : /

    • May 11, 2011 12:57 pm

      პერწკლი, შენი საიდანაა? კიდევ ერთი ვიცი, ვისაც ეს სურათი უყენია ავატრად და რა, რისი თქმა გსურს, რომ შენ მოგპარეთ? სასაცილოა.. : ))

  5. February 26, 2011 8:14 pm

    dzalian sainteresoa🙂

  6. February 28, 2011 11:46 pm

    ძალიან მომეწონა შენი ტესტები. საინტერესოდ გამაოცეს.🙂

  7. March 1, 2011 1:46 pm

    ილარია, ჰო, გეთანხმები/
    აქსიომა, აქსიომა.. :*
    თავიდან მეც გაოცებული დავრჩი.. ^^

  8. March 1, 2011 5:10 pm

    “ანალიტიური, საიმედო. საკუთარ თავში დარწმუნებული. კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვს ინდივიდუალური სტილი, რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია. გაგაჩნია განსაზღვრული კულტურის დონე, რასაც იყენებ ხალხთან ურთიერთობისას.” – მეხუთე სურათი მომეწონა )) რავიცი ალბათ ეგეთი ვარ.. (?!)

  9. March 1, 2011 10:58 pm

    au zustad daemxtva chemic.. ra magariaa

  10. March 2, 2011 1:43 pm

    bradawls, კი, დახასიათებებიდან ყველაზე მეტად ეს შეგეფერება.. ^^
    ლანკა.. პარამ… :დ

  11. March 12, 2011 12:29 am

    აგრესიულობაზე შევავსე ტესტი და ეს პასუხი ამომივიდა “თქვენთვის დამახასიათებელი უშუალობა, პირუთვნელობა, ჟინიანობა გარდაიქმნებიან ხოლმე უზომო შეუპოვრობად, სიჯიუტედ, არაკეთილგანწყობილებად, აშკარა თავშეუკავებლობამდე მისულ გადამეტებულ სიფიცხემდე.”:/ აშკარად მცდარია:/

  12. April 9, 2011 2:58 pm

    ვუი, ვუი, ვუი..
    არ ვიცი, რავიცი..
    ჩემთან თითქმის ყველა დაემთხვა..

  13. May 22, 2011 5:09 pm

    ვერი,ვერი ინთერესთინგ მართლაც რომ მაცო🙂 ძალიან ჩამითრია და ვიხალისე.. ))
    მისტიციზმისკენ მაქვს მიდრეკილება,ფანტაზიის შეუზღუდავი უნარი მაქვს,ხანდახან მელანქოლია მიპყრობს და ასევე გამოუვალ მდგომარეობაშიც ხშირად ვვარდები,მეოცნებე ვარ და წითელი-ვნებიანიო.. მდაჰ,მერე.. ჩემი საყვარელი ფილმების გმირები არიან ჩემი იდეალები,ჩემი საყვარელი მუსიკა ჩემს ტემპერამენტს გაცნობთ,პატივმოყვარე ვყოფილვარ და უკომპლექსო..😀

    • May 22, 2011 5:14 pm

      ფანტაზიის უნარი მართლა შეუზღუდავი გაქვს. მეოცნებე ხარ? არა, უფრო მეცონებესა და რეალისტს შორის, ოქროს შუალედი. უკომპლექსო? არ ვიცი, მაგრამ აქაც საშუალო მგონიხარ.. ^^
      აააანა… :* გულებიანო ანა, მიხარის რომ მოგეწონა.. :*

  14. January 28, 2012 12:47 pm

    ისე ამ ტესტების საშუალებით მოვხვდი მე შენს ბლოგზე მაც =) ძალიან მიყვარს ფსიქოლოგიური ტესტები. უი და მართლა, ძალიან მომეწონა ახალი ფერები ბლოგზე, ლამაზია❤

    • January 28, 2012 3:30 pm

      ნათიკო, მიხარია, რომ ჩემმა რჩეულმა პოსტსმა მოგაცუნცულა ჩემს ბლოგზე.
      დიდი მადლობა! გამახარე ნამდვილად. =***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: