Skip to content

მაცო, იცი ვინ ხარ ჩემთვის?

მარტი 13, 2011

ერთ-ერთ ინგლისურენოვან ბლოგზე წავაწყდი საკმაოდ საინტერესო თეგ-თამაშს.
ორი კვირის განმავლობაში ვგეგმავდი, რომ საჭირო „ნივთები“ მომეგროვებინა, თუმცა ბლოგისთვის ნაკლებად მეცალა, და მომავალი 4 კვირაც ასე გაგრძელდება(სკოლაში გამოცდები მეწყება).
მოკლედ, სიტყვა ძალიან არ მინდა გამიგრძელდეს და პირდაპირ თამაშის არსზე გადავალ –
ვეუბნებით რამდენიმე ადამიანს, რომ დაგვახასიათონ. ძალიან მარტივად და ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, საკმაოდ საინტერესოა.
წერილების ავტორებს შორის არიან ძალიან ახლო მეგობრები, მეგობრები, დიდი ხნის წინათ შეძენილები და ცოტა ხნის წინ გაცნობილები. მოკლედ, შევეცადე საფეხურების მიხედვით მრავალფეროვანი ყოფილიყო. თავიდანვე ძალიან ვთხოვე, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები გაბუქებები და გაზვიადებები ყოფილიყო.
სიმართლე რომ გითხრათ, თითოეული დახასიათების წაკითხვის შემდეგ, საოცარი განცდა დამეუფლა. რაღაცნაირი სიამაყით ამევსო გული.
აბსოლუტურად ყველა წერილს დავდებ, რომლებმაც ჩემმადე მოაღწია.
ახალ გაცნობილებიდან, ბავშვობის მეგობრებამდე მივალ.


1. სალიომე – რა სასაცილო გოგოა. არასდროს არაფერი არ სწყინს. ყველაფერში შეუძლია აგყვეს. მოკლედ, სალიომესთან ადამიანი არ მოიწყენს. ძალია თბილია ძალიან. <2+1
მართალია, მაცოს დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, მაგრამ სულ არაა საჭირო დიდი დრო, რომ მიხვდე როგორი თბილი და კეთილია… ძალიან საყვარელი, თბილი, კეთილი ადამიანია. იმდენად კარგია, რომ არ ვიცი, მეყოფა თუ არა ყველა ის კომპლიმენტი, რაც ვიცი…. უნიჭიერესი. კარგად წერს და ყველას უყვარს… მაცო მართლა ძალიან შემიყვარდი ამ მცირე დროში… <3″


2. თორნიკე – ძალიან კარგი და თბილი ადამიანი. უბრალოდ შეგიძლია დადგე და ისაუბრო მასთან ნებისმიერ თემაზე. როდესაც ვუთხარი, რომ თუ სურვილი ჰქონდა, შეეძლო დავეხასიათებინე, გადაწყვიტა თქვენთვის მოეწერა წერილივით:
„მე მაცუნიკას ვეძახი, ხან მაცოს რავიცი, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ყველაზე ძალიან, რაც მასში მომწონს ის არის, რომ ძალიან თბილი ადამიანია. შეუძლია ყველას გაუგოს, ყველას ძალიან თბილად მოექცეს. ჩემ გოგოს ვეძახი ხოლმე, რადგან ისე მივეჩვიე ისე, რომ, როცა ვერ ვხედავ, როცა ვერ ვწერ, როცა ჩემთან არაა გესმით უბრალოდ ცუდად ვხდები… ძალიან მენატრება. იმდენად საყვარელია, სულ სულ მასთან ყოფნა და ჩახუტება მოგინდება. ამ ადამიანზე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო. ისე მიყვარს…ბევრი ბუშტები უყვარსს. კიდე ისეთი ტკბილი რაღაცუნები, როგორც თვითონ არის. მინდა, მაცუნიკა სულ ჩემთან იყოს და ველაპარაკებოდე. ამ ადამიანის შეყვარება ადვილია, მაგრამ პატივისცემა უნდა დაიმსახურო, რათა იგივე სიყვარული გამოამჟღავნოს შენს მიმართ. ❤ ყველაფერი შეუძლია გაიგოს, ყველა თემაზე შეგიძლია დაელაპარაკო და რჩევა მოგცეს. რაც მთავარია, პირდაპირი ადამიანია და არაფერს დაგიმალავს. სათქმელს გეტყვის პირდაპირ თან ისე საყვარლად – აი, აი, უფრო შეგიყვარდება. უბრალოდ მაცოოო არის თბილი შინაგანად. აი, რამდენი ვილაპარაკე და იმდენად საყვარელია, სულ მინდა, რაღაცები ვიბოდიალო, სულ მოფერებით ველაპარაკო, თუმცა მერე სიტყვებს ვეღარ ვპოულობ ხოლმე. მაცუნიკა, მაცუნიააა.. ჩემი სუყველაზე, ყველაზე თბილი. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება.“


3. სოფუნა – ჩემი გიჟ-მაჟი, ლამაზი და ძალიან საყვარელი ადამიანი. მართლა ვამაყობ, რომ მისნაირი კლასელი და მეგობარი მყავს. ფოფო.. ❤
„მაცოო, ყველაზე, ყველაზე საყვარელი და მხიარული ადამიანი ხარ, რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ ცხოვრებაში. საერთოდ მიყვარს შენნაირი ადამიანები. ამ უკანასკნელებისგან დადებითი ენერგია მოდის. შეგიძლია, ადამიანი კარგ განწყობაზე დააყენო.
ლამაზი ხარ. შენს სილამაზეს კიდევ უგრო თვალისმომჭრელს შენი სიჭკვიანე ხდის, რაც ძალიან საამაყოა. თავისუფლად შეგიძლია აზრის გამოხატვა და არ კომპლექსდები, როგორც მოზარდების უმეტესი ნაწილი . ძალიან მეგობრული და თბილი ხარ, რაც ძალიან მომწონს შენში.
ვფიქრობ, თავისუფლად შეგიძლია გასწირო თავი მეგობრისთვის; არ უღალატო მას და იყო საამაყო, საიმედო მეგობარი, რომელიც ნამდვილად საჭიროა.
შენგან შემიძლია ნებისმიერი შენიშვნა თუ რჩევა მივიღო და გავითვალისწინო.
მაცო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მეამაყება, რომ შენნაირი მეგობარი მყავს.“


4. თაკო – პატარა, საყვარელი და უაზროდ თბილი ადამიანია. ძალიან მიყვარს. მუდამ იამას ვეუბნები, ასეთი პატარა და ჭკვიანი არსად მინახავს-მეთქი. ყოველთვის მანებივრებდა კომპლიმენტებით, თუმცა ამდენი ერთად..
„ შენ ხარ ყველაზე ტკბილი, თბილი და კარგი ადამიანი. აი, უზომოდ დადებითი და ისეთი, რომ ყველასთვის კარგი უნდა. ❤ აი, სრულიად ზეობა ხარ, ზეობის განსახიარება და სულ ზეობა იქნები, აი, სულსულსულ. ლამაზი, ლამაზი, საყვარელი და უკარგესი ხარ. ნაათელი ცისარტყელა ხარ, მაცო. აი, ანათებ, სითბოს ასხივებ, არ გენანება კომპლიმენტები და სულ კარგ რაღაცებს ამბობ. ძალიან ჭკვიანი ხარ და ყოველთვის იცი, სად რა უნდა თქვა. ზედმეტს არსად არაფერს არ ამბობ გაწონასწორებული, დაფიქრებული და დაკვირვებული ხარ.
ზეობა ხარ, მაცო, ზეობა!!!! ზე-ადამიანი… ზეურად კარგი და ზეურად ლამაზი. <3“


5.ანო – პატარა და საყვარელი. მასტან საუბრის დროს ყოველთვის ჩემ სტიქიაში ვიმყოფები. ერტამენთს საკმაოდ კარგად ვეწყობით. მას უყვარს, როდესაც მაბებს უყვებიან, მე კი მიყვარს, როდესაც ჩემს წარუსლ ვიხსენებ. მიყვარხარ, ანასტასია.
მაცო,ერთ-ერთი პირველია ვინც გავიცანი ფორუმში. უთბილესი,ულამაზესი და უსაყვარლესი ადამიანია. ❤ უბრალოდ რამდენიმეჯერ,ძალიან ცუდ ხასაითზე იყო და არ მომეწონა. როცა კარგ ხასიათზეა,მიხარია მასთან კონტაქტი. უსაყვარლესია. მხიარული,გემოვნებიანი. თითქმის ყველაფერში ვეთახმები, მუსიკის გარდა. უბრალოდ, მე მაცო მიყვარს!”


6. თაწი – ბლაბლაბლა, ბლაბლაბლა.. უბრალოდ ძალიან მიყვარს და ძალიან მეგობარია. არანაირი ჩასწორება არ უნდა მის მოწერილ ტექსტს – არც პუნქტუაციის ნიშნებისა და არც გრამატიკულისა.
“მზე სრულიად მზე
ნათEლი წერტილი და ბალახისფერი თვალები
ქერაქერა სულ ქერა
უუუუ, ყველაფერიკარგი
ყურადღEბიანი და თBილი
კიდევ აი ისეთი ბევრი ადამიანი რომ არ უყვარს აი, ყოველი შემხვედრი
და ყველაზე დადებითI თვისებებით გამოირჩEვა :ხ სულლლლ სულ ყველაზე
მიყვარხარძალიან ძალიან დაიმაზე მეტად”



6.აკო – ჩემი უაზროდ საყვარელი და თბილი ადამიანი. ისე მიყვარს, ისე ძალიან.. მართლა შეუძლებელია, ასე ძალიან გიყვარდეს ადამიანი და უზარმზარ პატივს სცემდე. მიყვარხარ, აკ. ❤
“მააც, შენ ხარ – არ ვიცი, როგორ გადმოვცე სიტყვებით. უკარგესი, უთბილესი, უსაყვარლესი, ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. რაც მთავარია, კარგი ადამიანი ხარ… სიტყვებით ვერ აღვწერ. ძაააალიან მიყვარხააარ!:*:*”


7. ავთო – კარგი ადამიანია ძალიან. კარგის მეტი, არაფერი მახსენდება მასთან ურთიერთობის დროს. 3 წლის წინ ვმეგობრობდით. ახლა ქუჩაში რომ შევხვდეთ, ცალყბად შეიძლება გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს. გამიკვირდა, რომ ბევრი არაფერი ახსოვდა ჩემ შესახებ. ოჰ, ეს დრო რას გვიშვება. იმისდა მიუხედავად, რომ სასაცილო ბევრი არაფერი იყო, მაინც სულ სიცილ-ხარხარით ჩავედი ბოლომდე. მოკლედ, აი, წერილიც:
„მარიამ ხაჭაპურიძე, ხო? -რა ნაცნობი სახელი და გვარია. ეგ ძალიან საყვარელი ბავშვია (არ გეწყინება ბავშვი იმედია ). ხოდა, ჯიუტიც არის მემგონი, მაგრამ ზომიერად, ეგეც კარგია… ცოტა-ცოტა ცანცარაც, რაც დამახასიათებელია ყველა, ნუ თითქმის ყველა შენ ხელა გოგოსთვის. ვიცი, რომ ხარ ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანი. ხოდა, სწავლა გიყვარს ხოო? -აუუ ,ეგ კი არ მახსოვს. ბეჯითი?- არა, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რას ვიზავთ დროის ბრალია ეგ და არა ჩემი. რავიცი, მეტი რაღა გითხრა. ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ. ხოდა, მემგონი მეც მოვრჩი ამით.“


ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან. ^^
რამდენიმე ადამიანის წერილს ველოდები კიდევ, შემდეგ დავამატებ.
პ.ს. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ჩემზე, მკითხველებო?! ^^
ვთაგავ თამოს(cherry), აქსიომას, იასამნისფერ ბლოგს, მარიამს და კიწის.

Advertisements
36 Comments leave one →
  1. მარტი 13, 2011 12:50 PM

    რა კარგი ხარ, თბილი და მოსიყვარულე ❤ მეგობრების შეფასებებიც ადასტურებს ამას 🙂

    • მაისი 13, 2011 7:40 PM

      ჰეჰე, დიდი მადლობა..
      მიხარია კომპლიმენტები.. ))

  2. მარტი 13, 2011 12:55 PM

    დაშინებული გყავდა ეს ხალხი? ერთ ცუდი მაინც დაეწერა ვინმეს :ს

  3. მარტი 13, 2011 12:56 PM

    და კიდე კითხვა იმათ რაქვია მეგობრებს თურაცაა
    რამდენს ეუბნებით ზუსტად იგივე ტექსტს?

  4. მარტი 13, 2011 1:01 PM

    Mampho, ყველგან შენი თავი ნუ გელანდება, ძმი. 😀
    შემოგთავაზე დამახასიათე-მეთქი, მაგრამ უარი მითხარი. ერთხელ უკვე დავწერე შენ შესახებო. ამიტომ ნუ ელი, რომ ვინმე რამე ცუდს დაწერს, ძმი. :პპ
    ისე, ცინიზმს ველოდები ახლა, დიდ ცინიზმს. ^^

  5. მარტი 13, 2011 1:04 PM

    მე იმიტომ გითხარი უარი რომ ასეთ რაღაცას ვერ დავწერ, უნდა დავწერო ობიექტურად და მერე გული უნდა გავუტეხო აქ მპოსტავებს რომ ვეღარ დაწერენ 'ვაიმე რა თბილი ხააარ', 'მარიამ აღფრთოვანებული ვარ შენი სულის სითბოთი' და ასე შემდეგ, ამათ ფონზე ჩემი ესე გამოჩნდება :ს პს. თავში არ აგივარდეს.

  6. მარტი 13, 2011 1:07 PM

    Mampho, უკვე ამივარდა, ძმა 😀 ,ამიტომ – “კარგია, რომ ეგრე ფიქრობ.” 😀
    ჰეჰე, ნიკა, ისევ შენ.. :დ
    მიდი რა, მიდი..
    გააშანშალე რამე საშინელება.. ყველა ჩემი ცუდი თვისება ჩამოთვალე, მიდიიი.. ^^

  7. მარტი 13, 2011 1:10 PM

    მერე ერთგულ მოსიყვარულე მკითხველებს რა ეშველებათ? :ს

  8. მარტი 13, 2011 1:12 PM

    Mampho, შენ გგონია, რომ ეს ყველაფერი ყალბია?
    ოჰ, ნიკა, გაყურყუმელავებ წყალში.. ^^ დაწერე და მორჩი ახლა. :პ

  9. მარტი 13, 2011 1:13 PM

    ყველაფერი არა მარა 60% ყალბია და შენითაც უნდა ხვდებოდე ამას. დავწერ ეხლა

  10. მარტი 13, 2011 1:24 PM

    სად მოგწერო?

  11. მარტი 13, 2011 1:26 PM

    მე მინდა აქ დაწერო.
    ჰო, აქ..
    კომენტარებში..
    თუ გინდა, მერე პოსტშიც გადავიტან..
    ახლა გავდივარ, იცოდე რომ შემოვალ, აქ უნდა დამხვდეს ჩემი “გათახსირების” კომენტარი.. :დ
    წავედი მე.. :*

  12. მარტი 13, 2011 1:29 PM

    მარიამი(შინაურებში მარიკა) პირველ რიგში ვიტყვი რომ არის გულუბრყვილო,
    ზედმეტად მიამიტი, ცოტა პირფერობა უყვარს, ზედმეტად თავდაჯერებული, კონსერვატიული, თუმცა ამ ბოლო დროს გამოსწორდა იუმორის გრძნობა გაეზარდა, მაგრამ დღესაც რამე თუ არ მოეწონა ფატალურად მთავრდება ყველაფერი. უყვარს ქება და რაც მთავარია შემდეგ სჯერა რომ ყველაფერი მართალია. ზოგჯერ აუტანელი ხდება. მეტი რავი არ მახსენდება. :ს მაგრამ ფაქტია რომ კიდე არსებობს რაღაც-რაღაცები, კი მახსენდება მარა სულ ხომ არ გავანადგურებ :-D.
    ეხლა კარგები: კეთილია(მაგრამ არა ზე-), ლამაზია(მაგრამ არა ზე-), მეგობრული(მაგრამ არა ზე-), საყვარელი(ისევ და ისევ არა ზე-). ნუ მიხვდით ალბათ ყველაფერს :ს
    დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

    აჰა მზადაა უკვე 😀

    • მაისი 21, 2011 10:28 AM

      მმმ, ვერი ინთერესთინგ.. ^^
      აამაზე უარესს ველოდი.. :დ:დ

  13. სახელი permalink
    მარტი 13, 2011 1:34 PM

    ზვირფასი მამპჰო, უუუუროგორ მევასები ხანდახან და დღეგამოშევებით:
    საყვარელი მაგრამ არა ზე! მეგობრული მაგრამ არა ზე!
    იშ

    • მაისი 21, 2011 10:28 AM

      ნია, მე მიკეთებ მაგას?
      საკუთარი და რომ მააგს დაგიწერს, სხვამ რაღა უნდა გითხრას.. ^^

  14. მარტი 13, 2011 1:37 PM

    gadaitane postshi :s

    • მაისი 21, 2011 10:29 AM

      აქ, კომენტარებში ხომ წერია? აუცილებელია პოსტში იყოს? – არა. )

  15. მარტი 13, 2011 6:27 PM

    თბილის პოსტი იყო ❤

  16. მარტი 13, 2011 7:37 PM

    ახალ თამაშებზე ფიქრობს ქალი. მე რომ დაგთაგე არ უნდა ნახო? 😦

  17. მარტი 14, 2011 10:47 AM

    თბილი არ ვიცი მაგრამ რადიაციული რო იყო თავს ვდებ!

    • მაისი 21, 2011 10:30 AM

      ჰაჰა, რა გეშველება..
      შენ ცოტა ტვინი, მე ბევრი ფული.. ^^
      მმ, მომენატრა შენი საზიზღარი კომენტარები.. ^^

  18. მარტი 14, 2011 2:50 PM

    გვირილა, რომელ თეგ თამაშში დამთაგე, გოგონა? ^^

  19. მარტი 14, 2011 6:38 PM

    ეს რომ გაიგო, ჩემს ბლოგს უნდა ესტუმრო გოგონი:-) 🙂 ხო, კაი, “სანამ ცოცხალი ვარ” ქვია 🙂

  20. მარტი 14, 2011 7:36 PM

    მაცი მე დაგიწერე საყვარელო :*
    ხო იცი, http://dgiurivit.blogspot.com/2011/02/to-my-favorite-internet-friend-letter-8.html :*:*
    კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ძალიან თბილი ხარ, ძალიან…
    მიხარია ასეთი მეგობრები რომ გყავს

    • მაისი 21, 2011 10:31 AM

      კიწუნია, ეგ პოსტი ვიცი..
      ლალალა.. ^^
      მშვენიერი იყო და სითბოება, ოფ ქოურსე.. ^^
      დიდი, დიდი მადლობა…
      მეც მიხარია, ასეთი მეგობრები რომ მყავს.. ❤

  21. მარტი 15, 2011 1:08 AM

    მიხარია ამდენი კარგი მეგობარი რომ დათვალე. გისურვებთ 90 წლის შემდეგ იგივე შინაარსის წერილები მიგეწეროთ ერთმანეთისთვის. 🙂

  22. მარტი 15, 2011 1:13 PM

    axsiom, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.. :*
    მიხარია, მიხარია.. ))

  23. მარტი 16, 2011 5:27 PM

    ამ შაბათ–კვირას დავწერ, აუცილებლად 🙂

    • მაისი 21, 2011 10:32 AM

      ველოდებით, ველოდებით შენს პოსტს..
      რა უქენი, გოგო, ბლოგს?
      ვერაფრით ვერ შევდივარ.. : ს

  24. მარტი 25, 2011 3:01 PM

    ვაი მაც <3 შენ რომ ძალიან კარგი ხარ და ძალიან თბილი მაგას რა კითხვა უნდოდა? <3

    ახლა ვნახე ეს პოსტი და ვეცდები მეც გავარკვიო ვინ რას ფიქრობს ჩემზე :$ :*

  25. მარტი 25, 2011 5:46 PM

    @cherry
    თამჩუნიკა, ველოდები შენს პოსტს.. :*
    ჰეეჰ, მადლობა დიდი, კუდრაჭავ… ^^

  26. ივლისი 10, 2012 6:37 PM

    დამთაგე რა, მაციკო ❤

  27. ივლისი 11, 2012 6:21 AM

    I believe this internet internet site has some rattling wonderful info for every person : D.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: