Skip to content

მე – დედა?

მარტი 18, 2011
დედა 10 მარტს გერმანიაში გაემგზავრა 10 დღით. ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და მიიწვიეს, რაღაც კონფერენციები უნდა ჩატარდეს.
თავიდან თითქოს არაფერი, რა მონატრება, რის მონატრება, 10 დღე ისე მალე გაირბენს, ვერც კი შევამჩნევ-მეთქი, მაგრამ ორშაბათს საღამოს ვიგრძენი, რომ დედასთან საუბარი მომენატრა, საღამოს ჩემი ნამოქმედარის განხილვა და მრავალი ამისთანა. სახლში მოსულს ისე მომდომებია ჩემი ამბების მოყოლა, რომ ხანდხან სარკესაც ვესაუბრებოდი, ჩემი დამხმარეობა ამ პერიოდში საჭირო ოთახმა ითავა. შედი და ისაუბრე რამდენიც გინდა.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სანამ დედა გაემზგავრებოდა, მანამდე რჩევა-დარიგებების კორიანტელი მოგყვაყარა:
-დედა, არ გაუღოთ უცხოებს კარი.
-მაცო, იცოდე, ქუჩაში არავის გამოელაპარაკო.
-მშივრები არ იყოს.
-ჭკუით იყავით.
-მიხედეთ ერთმანეთს. შეეცადეთ ახლა მაინც არ გაცივდეთ.
ყველას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ, აი, სულ ბოლო დარიგებაზე რა მოგახსენოთ.  გუშინ საღამოს სურდო გამიჩნდა, წამალი ჩავიწვეთე, მაგრამ არ მიშველა. ღამე საერთოდ ვერ დავიძჲნე. სკოლაში მისულს ისე მეძინებოდა, ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ამდენი ქსიტინის გამო, თვალებთან და ლოყებთან ყველაფერი მტკიოდა. ბოლოს ექიმთანაც ჩავედი, მაგრამ 36.1 მქონდა, კი ვამტკიცე 36.6 არის საშუალო ჩეთვის-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა.
ნიამ კიდევ მეოთხმოცდამერვეჯერ ითავსა უფროსობა, საჭმელიც გააკეთა და ტაიქოლდიც დამალევინა. დასაძინებლად წავედი, თუმცა შენც არ მომიკვდე.
ოთახიდან გამოსვლა და ნიას შუბლზე მოხტომა ერთი იყო. მოკლედ, დედასავით მივლის.
რაც დედა გერმანიაშია, თავზე მყვება. არ ვიცოდი, ასეთი მზრუნველი თუ იყო.
პირველი ორი დღე დილას 07:45-ზე ვდგებოდი, ჩაის ვადგამდი, თუ ჭურჭელი იყო გასარეცხი ვრეცხავდი, მერე ნიას ვაღვიძებდი… მალევე მომბეზრდა უფროსობა. ერთი-ორჯერ რომ გავიღვიძე სახლი მილაგებული, ჩაი ადუღებული და ჭურჭელი დარეცხილი დამხვდა. ოჰ, რა ყოჩაღი ხარ, ნი.
ნია აბიტურიენტია. ჩემზე მეტი სასწავლი მას აქვს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი რომ მეზარება, მას უწევს სახლის დალაგებაც და საჭმლიც გაკეთებაც, ისე ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდის, მალე უნდა გავათხოვო. ^^
კარგია მე და ნია მარტო რომ ვართ სახლში. პასუხიმგევლობის გრძნობა გაათმაგებული გვაქვს. თითქოს სწავლაზეც იმოქმედაო დედას წასვლამ და სულ 100-ებს ვღებულობ. რამდენიმე დღის წინ ტესტები ვწერეთ ინგლისურში და 100 ქულა მხოლოდ მე მივიღე. დედამაც მომწერა, შვილო, თუ ასე იმოქმედება შენზე ჩემი წასვლა, კიდევ ცოტახანი დავრჩებიო. არა, არ მინდა. რამდენიმე თვეში, შეიძლება ისევ წავიდეს, ოღონდ თვენახევრით, არც ეს მინდა, მაგრამ ისეთი ბედნიერია, ისეთი… ნიას უთხრა, აქ ისეთი კარგი ხალხი და სიტუაციაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ უნდა ისწავლოთ ორივემო.
უცნაური განცდა მაქვს. ვერ ვიტყვი, თითქოს დიდ ადამიანად ვგრძნობდე თავს, მაგრამ 8 დღის  წინ  სხვანაირი ვიყავი. დავიჯერო, რადგანაც დედა აქ არ არის, მე და ნია კი ერთმანეთს რომ ვუვლით, იმიტომ მაქვს ასეთი შეგრძნება? – ეჰ, რას გაიგებ.
Advertisements
25 Comments leave one →
  1. მარტი 18, 2011 1:06 PM

    ეე.. მე სულ არ მყავს და, შესაბისად დედა თუ წავიდა სადმე (იშვიათად მიდის ხოლმე, მაგრამ მაინც) ისევ მე უნდა ვუპატრონო თავს. ))

    მიდი, ჩაი დალიე და მოეშვი ქსუტუნს! ))

  2. მარტი 18, 2011 1:08 PM

    მარტო და დამოუკიდებლად ყოფნას თავისი მუღამი ქვს… სულ არა .. მაგრმ დროებით საჭიროა 🙂

    • მაისი 13, 2011 7:36 PM

      ourlifegoeson, ჰო, შეიძლება.
      მე ვერ დავუმუღამე.
      დედა აქ რომ ყოფილიყო, მალე გამივლიდა გაციება. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ეჰ.. ((

  3. მარტი 18, 2011 1:12 PM

    kvichxi, გუშინაც დავლიე ტაიქოლდი, დღეს უკვე მეორეჯერ ვსვამ..
    არ მივლის..
    თან მახველებს ძალიან ცუდად… სიცხე არ მოუცია საერთოდ.. უბრალო გაციებაა, ჰო? :*

  4. saxeli permalink
    მარტი 18, 2011 2:28 PM

    gamomiyvana ak monstri fff

    • მაისი 13, 2011 7:37 PM

      saxeli, მონსტრი კი არა, მშრომელ და გასათხოვარ გოგოდ გამოგიყვანე..
      ნტ, ნტ.. უმადურობას აქვს ადგილო, დაო ჩემო.. ^^

  5. მარტი 18, 2011 2:28 PM

    წარმატებები კარგია 😀 გაციებაც მალე გადაგივლის,მთავარია თავს მიხედო ))

  6. მარტი 18, 2011 3:16 PM

    bradawls, აჰა, ძალიან კარგი და საინტერესოა, როდესაც აანალიზებ.
    აჰა, თავს უნდა მივხედო. აღარ ვივლი თხლად ჩაცმული. :*

  7. მარტი 18, 2011 4:48 PM

    ufro damoukidebeli xar da amit izrdebi ufro.. bevr rames swavlob. axals gaigeb. sachiroa yvelam gamocados ragaca droit damoukidebeli cxovreba

  8. მარტი 18, 2011 6:20 PM

    ილარია, მთლად დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ ჩემს მდგომარეობას, თუმცა ბევრი არაფერი უკლია.
    გეთანხმები, რომ ყველამ უნდა გამოსცადოს, თუმცა არა ჩემს ასაკში.

  9. მარტი 18, 2011 7:38 PM

    რა საყვარლები ხართ, მეც ნიას როლში ვარ ხოლმე ძირითადად, ვუვლი სხვებს ;;)
    ხანდახან კარგია მარტო, ხო ხედავ 10 დღესაც კი შეუძლია შინაგანად გაგაზარდოს :**

    • მაისი 13, 2011 7:38 PM

      Kiwუნია, საყვარელი შენ ხარ.. ❤
      აჰა, რაღაცნაირად ნელ-ნელა ვატყობ რომ ვიზრდები, ოღონდ არა ტვინით..
      კიწუნია, ერთ-ერთ საღამოს მე ვლაპარაკობდი, ნია კი კომპიუტერთან იჯდა.
      ბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ვამუღამებ, ცალი ყურით შენ გისმინო და ამავდროულად საქმეც გავაკეთოო.

  10. მარტი 18, 2011 10:07 PM

    როცა პასუხისმგებლობა გეზრდება და შენი თავის კონტროლი შენვე გევალება–და ცდილობ ’კარგი გოგო’ იყო—იმდენაც იცვლები–რომ თავადაც ამჩნევ.
    და კიდედვ,ამ დროს ხვდები როგორ გიყვარს დედა.

    • მაისი 13, 2011 7:38 PM

      ketusi, აბსოლუტურად გეთანხმები. იცი, როდესაც დედა ჩვენთან არის ხოლმე, მაშინ ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ თუ რამეა ის მიხედავს, თუ რამე დამჭირდება, ის დამეხმარება და ა.შ. არა, ნიას იმედიც მაქვს, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა.

  11. მარტი 19, 2011 2:56 AM

    ხანდახან მასეთი გამოცდილებაც საჭიროა– უფრო მეტად ვაფასებთ ადამიანები ერთმანეთს.:)

  12. მარტი 19, 2011 9:41 AM

    rezi, ჰო, არ ვიცი. ნია უფრო მეტად დავაფასე-მეთქი ვერ ვიტყვი, ან დავაფასე დას მე ვერ მივხვდი.. ^^

  13. მარტი 19, 2011 2:44 PM

    ტვნით მგონი არც მე გავზრდილვარრ ;))
    ეგ კარგია პირიქიტ მე თუ მკითხავ,
    ყოჩაღ მააც ;;):*

  14. მარტი 19, 2011 2:58 PM

    Kiwუნია, ვერ გავიგე, კარგი რა არის? ის, რომ ტვინით არ გავიზარდეთ? 😀 😀 😀
    თუ ნიასთან რომ ვლაყბობდი? :*

  15. Anonymous permalink
    მარტი 26, 2011 1:02 PM

    amdeni shefaseba rato aqvs am posts? dzaan kargi blogi gaqvs ise.etyoba bevri gishromia.

  16. მარტი 26, 2011 1:39 PM

    მეც ეგ კითხვა მაქვს.
    დიდ არაფერი პოსტია, მაგრამ 66 კაცს მოსწონს. 😀
    დიდი მადლობა.
    რავიცი, არც მთლად იმდენი.. ^^

  17. აპრილი 26, 2011 6:58 PM

    kai postia, dzalian momewona. :*

    • აპრილი 26, 2011 9:14 PM

      გიო… :*
      აი, მართლა მაინტერესებს. რატომ მოგეწონა? ^^

  18. Teaa permalink
    ივნისი 16, 2011 9:42 AM

    აგერ უკვე მეექვსე წელია დედისგან შორს ვცხოვრობ… და მართალია, უფრო მალე იზრდები და უფრო მალე გიჩნდება პასუხისმგებლობის ეს გრძნობა. აააჰ, მიყვარს მარტო რომ ვარ!! :))))))))))))))))))))

    • ივნისი 16, 2011 1:04 PM

      მე კიდე არ მიყვარს.. თან მეშინია, თან მოწყენილობა არის ხოლმე სულ და….
      თეაკო, თეაკო..
      რამდენის ხარ? ^^

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: