Skip to content

მე – დედა?

March 18, 2011
დედა 10 მარტს გერმანიაში გაემგზავრა 10 დღით. ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და მიიწვიეს, რაღაც კონფერენციები უნდა ჩატარდეს.
თავიდან თითქოს არაფერი, რა მონატრება, რის მონატრება, 10 დღე ისე მალე გაირბენს, ვერც კი შევამჩნევ-მეთქი, მაგრამ ორშაბათს საღამოს ვიგრძენი, რომ დედასთან საუბარი მომენატრა, საღამოს ჩემი ნამოქმედარის განხილვა და მრავალი ამისთანა. სახლში მოსულს ისე მომდომებია ჩემი ამბების მოყოლა, რომ ხანდხან სარკესაც ვესაუბრებოდი, ჩემი დამხმარეობა ამ პერიოდში საჭირო ოთახმა ითავა. შედი და ისაუბრე რამდენიც გინდა.
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სანამ დედა გაემზგავრებოდა, მანამდე რჩევა-დარიგებების კორიანტელი მოგყვაყარა:
-დედა, არ გაუღოთ უცხოებს კარი.
-მაცო, იცოდე, ქუჩაში არავის გამოელაპარაკო.
-მშივრები არ იყოს.
-ჭკუით იყავით.
-მიხედეთ ერთმანეთს. შეეცადეთ ახლა მაინც არ გაცივდეთ.
ყველას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ, აი, სულ ბოლო დარიგებაზე რა მოგახსენოთ.  გუშინ საღამოს სურდო გამიჩნდა, წამალი ჩავიწვეთე, მაგრამ არ მიშველა. ღამე საერთოდ ვერ დავიძჲნე. სკოლაში მისულს ისე მეძინებოდა, ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ამდენი ქსიტინის გამო, თვალებთან და ლოყებთან ყველაფერი მტკიოდა. ბოლოს ექიმთანაც ჩავედი, მაგრამ 36.1 მქონდა, კი ვამტკიცე 36.6 არის საშუალო ჩეთვის-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა.
ნიამ კიდევ მეოთხმოცდამერვეჯერ ითავსა უფროსობა, საჭმელიც გააკეთა და ტაიქოლდიც დამალევინა. დასაძინებლად წავედი, თუმცა შენც არ მომიკვდე.
ოთახიდან გამოსვლა და ნიას შუბლზე მოხტომა ერთი იყო. მოკლედ, დედასავით მივლის.
რაც დედა გერმანიაშია, თავზე მყვება. არ ვიცოდი, ასეთი მზრუნველი თუ იყო.
პირველი ორი დღე დილას 07:45-ზე ვდგებოდი, ჩაის ვადგამდი, თუ ჭურჭელი იყო გასარეცხი ვრეცხავდი, მერე ნიას ვაღვიძებდი… მალევე მომბეზრდა უფროსობა. ერთი-ორჯერ რომ გავიღვიძე სახლი მილაგებული, ჩაი ადუღებული და ჭურჭელი დარეცხილი დამხვდა. ოჰ, რა ყოჩაღი ხარ, ნი.
ნია აბიტურიენტია. ჩემზე მეტი სასწავლი მას აქვს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფერი რომ მეზარება, მას უწევს სახლის დალაგებაც და საჭმლიც გაკეთებაც, ისე ეს ყველაფერი მშვენივრად გამოსდის, მალე უნდა გავათხოვო. ^^
კარგია მე და ნია მარტო რომ ვართ სახლში. პასუხიმგევლობის გრძნობა გაათმაგებული გვაქვს. თითქოს სწავლაზეც იმოქმედაო დედას წასვლამ და სულ 100-ებს ვღებულობ. რამდენიმე დღის წინ ტესტები ვწერეთ ინგლისურში და 100 ქულა მხოლოდ მე მივიღე. დედამაც მომწერა, შვილო, თუ ასე იმოქმედება შენზე ჩემი წასვლა, კიდევ ცოტახანი დავრჩებიო. არა, არ მინდა. რამდენიმე თვეში, შეიძლება ისევ წავიდეს, ოღონდ თვენახევრით, არც ეს მინდა, მაგრამ ისეთი ბედნიერია, ისეთი… ნიას უთხრა, აქ ისეთი კარგი ხალხი და სიტუაციაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ უნდა ისწავლოთ ორივემო.
უცნაური განცდა მაქვს. ვერ ვიტყვი, თითქოს დიდ ადამიანად ვგრძნობდე თავს, მაგრამ 8 დღის  წინ  სხვანაირი ვიყავი. დავიჯერო, რადგანაც დედა აქ არ არის, მე და ნია კი ერთმანეთს რომ ვუვლით, იმიტომ მაქვს ასეთი შეგრძნება? – ეჰ, რას გაიგებ.
25 Comments leave one →
  1. March 18, 2011 1:06 pm

    ეე.. მე სულ არ მყავს და, შესაბისად დედა თუ წავიდა სადმე (იშვიათად მიდის ხოლმე, მაგრამ მაინც) ისევ მე უნდა ვუპატრონო თავს. ))

    მიდი, ჩაი დალიე და მოეშვი ქსუტუნს! ))

  2. March 18, 2011 1:08 pm

    მარტო და დამოუკიდებლად ყოფნას თავისი მუღამი ქვს… სულ არა .. მაგრმ დროებით საჭიროა🙂

    • May 13, 2011 7:36 pm

      ourlifegoeson, ჰო, შეიძლება.
      მე ვერ დავუმუღამე.
      დედა აქ რომ ყოფილიყო, მალე გამივლიდა გაციება. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ეჰ.. ((

  3. March 18, 2011 1:12 pm

    kvichxi, გუშინაც დავლიე ტაიქოლდი, დღეს უკვე მეორეჯერ ვსვამ..
    არ მივლის..
    თან მახველებს ძალიან ცუდად… სიცხე არ მოუცია საერთოდ.. უბრალო გაციებაა, ჰო? :*

  4. saxeli permalink
    March 18, 2011 2:28 pm

    gamomiyvana ak monstri fff

    • May 13, 2011 7:37 pm

      saxeli, მონსტრი კი არა, მშრომელ და გასათხოვარ გოგოდ გამოგიყვანე..
      ნტ, ნტ.. უმადურობას აქვს ადგილო, დაო ჩემო.. ^^

  5. March 18, 2011 2:28 pm

    წარმატებები კარგია😀 გაციებაც მალე გადაგივლის,მთავარია თავს მიხედო ))

  6. March 18, 2011 3:16 pm

    bradawls, აჰა, ძალიან კარგი და საინტერესოა, როდესაც აანალიზებ.
    აჰა, თავს უნდა მივხედო. აღარ ვივლი თხლად ჩაცმული. :*

  7. March 18, 2011 4:48 pm

    ufro damoukidebeli xar da amit izrdebi ufro.. bevr rames swavlob. axals gaigeb. sachiroa yvelam gamocados ragaca droit damoukidebeli cxovreba

  8. March 18, 2011 6:20 pm

    ილარია, მთლად დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ ჩემს მდგომარეობას, თუმცა ბევრი არაფერი უკლია.
    გეთანხმები, რომ ყველამ უნდა გამოსცადოს, თუმცა არა ჩემს ასაკში.

  9. March 18, 2011 7:38 pm

    რა საყვარლები ხართ, მეც ნიას როლში ვარ ხოლმე ძირითადად, ვუვლი სხვებს ;;)
    ხანდახან კარგია მარტო, ხო ხედავ 10 დღესაც კი შეუძლია შინაგანად გაგაზარდოს :**

    • May 13, 2011 7:38 pm

      Kiwუნია, საყვარელი შენ ხარ..❤
      აჰა, რაღაცნაირად ნელ-ნელა ვატყობ რომ ვიზრდები, ოღონდ არა ტვინით..
      კიწუნია, ერთ-ერთ საღამოს მე ვლაპარაკობდი, ნია კი კომპიუტერთან იჯდა.
      ბოლოს მითხრა, ხომ ხედავ ვამუღამებ, ცალი ყურით შენ გისმინო და ამავდროულად საქმეც გავაკეთოო.

  10. March 18, 2011 10:07 pm

    როცა პასუხისმგებლობა გეზრდება და შენი თავის კონტროლი შენვე გევალება–და ცდილობ ’კარგი გოგო’ იყო—იმდენაც იცვლები–რომ თავადაც ამჩნევ.
    და კიდედვ,ამ დროს ხვდები როგორ გიყვარს დედა.

    • May 13, 2011 7:38 pm

      ketusi, აბსოლუტურად გეთანხმები. იცი, როდესაც დედა ჩვენთან არის ხოლმე, მაშინ ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ თუ რამეა ის მიხედავს, თუ რამე დამჭირდება, ის დამეხმარება და ა.შ. არა, ნიას იმედიც მაქვს, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა.

  11. March 19, 2011 2:56 am

    ხანდახან მასეთი გამოცდილებაც საჭიროა– უფრო მეტად ვაფასებთ ადამიანები ერთმანეთს.:)

  12. March 19, 2011 9:41 am

    rezi, ჰო, არ ვიცი. ნია უფრო მეტად დავაფასე-მეთქი ვერ ვიტყვი, ან დავაფასე დას მე ვერ მივხვდი.. ^^

  13. March 19, 2011 2:44 pm

    ტვნით მგონი არც მე გავზრდილვარრ ;))
    ეგ კარგია პირიქიტ მე თუ მკითხავ,
    ყოჩაღ მააც ;;):*

  14. March 19, 2011 2:58 pm

    Kiwუნია, ვერ გავიგე, კარგი რა არის? ის, რომ ტვინით არ გავიზარდეთ?😀😀😀
    თუ ნიასთან რომ ვლაყბობდი? :*

  15. Anonymous permalink
    March 26, 2011 1:02 pm

    amdeni shefaseba rato aqvs am posts? dzaan kargi blogi gaqvs ise.etyoba bevri gishromia.

  16. March 26, 2011 1:39 pm

    მეც ეგ კითხვა მაქვს.
    დიდ არაფერი პოსტია, მაგრამ 66 კაცს მოსწონს.😀
    დიდი მადლობა.
    რავიცი, არც მთლად იმდენი.. ^^

  17. April 26, 2011 6:58 pm

    kai postia, dzalian momewona. :*

    • April 26, 2011 9:14 pm

      გიო… :*
      აი, მართლა მაინტერესებს. რატომ მოგეწონა? ^^

  18. June 16, 2011 9:42 am

    აგერ უკვე მეექვსე წელია დედისგან შორს ვცხოვრობ… და მართალია, უფრო მალე იზრდები და უფრო მალე გიჩნდება პასუხისმგებლობის ეს გრძნობა. აააჰ, მიყვარს მარტო რომ ვარ!! :))))))))))))))))))))

    • June 16, 2011 1:04 pm

      მე კიდე არ მიყვარს.. თან მეშინია, თან მოწყენილობა არის ხოლმე სულ და….
      თეაკო, თეაკო..
      რამდენის ხარ? ^^

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: