Skip to content

შეჭრილთმიანი მაცო?

მარტი 27, 2011

შევიჭრა კარედ თმა?

  • კი, შეიჭერი.
  • არა, არ შეიჭრა.
  • თავში ქვა გიხლია მუცელში სამართებელი
  • ორივენაირად კარგად გაქვს.

View Results
Create a Blog Poll

3-4 წლისას გრძელი, კულულებიანი თმა მქონდა. შემდეგი 4-5 წელი კარეს ვატარებდი. სადღაც 10-11 წლის ასაკში თმის გაზრდა დავიწყე, პერიოდულად ვიჭრიდი ბოლოჭამიებისდა გამო, თუმცა სიგრძეს ყოველთვის ვინარჩუნებდი. ზუსტად 12-13 წლის ასაკში ძვირფასი ემოები, როცკერები და მისთანები გავიცანი, ჰოდა, მთლად სრულ ჭკუაზე ვერ მყოფმა, გადავწყვიტე ზღაბუნია გამეკეთებინა ე.წ. ემო ვარცხნილობა. მაშინ არა მარტო ვარცხილობა, არამედ ჩაცმულობაც საოცრად გამაღიზიანებელი მქონდა. მოკლედ, ამის შესახებ ერთ პოსტს აუცილებლად დავწერ. იზრდებოდა ჩემი საცოდავად გაფუჭებული თმა ნელ-ნელა, აბა რა იქნებოდა; ყოველდღე: მუსი, ლაკი, ფენი… მუსი, ლაკი, ფენი. წვეტები ძალიან რომ გაიზარდნენ, გადავწყვიტე, ეკლები ჩამომეშალა. უკნიდან აშკარად ბიჭს ვგავდი, ეს კი ჩემთვის უბედურებაზე უფრო დიდი უბედურება იყო. ერთხელ ვიტირე კიდეც. არ მეგონა, ვინმეს ბიჭში თუ ავერეოდი. მოკლედ, ზამთრის პერიოდია. კარატიდან მოვდივარ. სადღაც საღამოს 9 საათი იქნება. შავი სპორტული შარვალი მაცვია, ხელები ჯიბეებში მაქვს ჩაწყობილი. ლამპიონებით არ იყო ის მხარე განათებული. ვხედავ, როგორ მოდის ვიღაც ქალი ჩემკენ. მომიახლოვდა. შემათვალიერა და:
-თორნიკე შვილო, შენ ხარ?
-არა, ქალბატონო გეშლებით.
-უი, მაპატიეთ ბიჭი მეგონე.
გაეცინა, რაღაც ჩაილაპარაკა და წავიდა. მე სახტად დამტოვა. გაბრაზებული ვიყავი, ნაწყენიც და გაოგნებულიც. ვისაც კი მოვუყევი ყველამ დამცინა. : s გრძელი ენის გამო, ინგლისურის მასწავლებელს ვუთხარი. შემდეგ გაკვეთილზე ჩემს ტესტებს – თორნიკე ეწერათ. დედაჩემი ჩემს საცოდაობას ვერ უძლებდა და გადაწყვიტა ლამაზი ყვავილიანი თმისსამაგრები ეყიდა. მაგის მერე დამთავრდა:
-ბიჭები აღარ მიყურებენ, ხომ ვამობდი ბიჭს ვგავარ-მეთქი.
ბოლოს უკვე ისე ვიყავი ჩემი უცნაური ვარცხნილობით შეწუხებული, რომ ერთი სული მქონდა როდის გაიზრდებოდა. ერთხანს გადავწყვიტე, თმას აღარ შევიჭრი მოკლედ-მეთქი, მაგრამ.. ამ რამდენიმე კვირის წინ, თმა ისე დადგა, გეგონება კარე აქვს შეჭრილიო; საოცრად მომეწონა. ვისაც კი ვკითხე, შევიწრა თუ არა-მეთქი, უმეტესობამ კი, ძაალიან გიხდებაო. მათემატიკის მასწავლებელსაც ვკითხე:
-მას, აი, ასე რომ შევიჭრა მომიხდება?
-აბა, ისე მაჩვენე როგორ გაქვს, გაიშალე.
თმა მხრებზე ჩამოვიშალე.
-რავიცი, ორივე კაგია. შენ საერთოდ კარგი გოგო ხარ.
ერეკლემ და ბუთამ დამიძახეს:
-აბა, როგორ უნდა შევიჭრაო?
თმას მოვუჭირე, უკან დავიწირე, ანუ კარეს ფორმა მივაღებინე.
-ვაიმე, დედა.. სად შეგვიძლია.
ერეკლე გადაბჟირდა.
-ოჰ, ეს რა ლამაზი გოგო გვყოლია.
ზაზამ როგორც ყოველთვის ოხუნჯურად მომიგო.
ჩემს ადგილზე დავბრუნდი, წინა მერხზე.
-არა რა. აი, ახლა მივხვდი, რატომ არ სწავლობენ ეს ბავშვები.
მასწავლებელმა ეშმაკური მზერით მომიგო. მთელი კლასი გადავარდა. წესით უნდა გავწითლებულიყავი, მაგრამ.. 😀
მოკლედ, შევიჭრა თუ არა თმა კარედ? მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
პ.ს. axla თმა ასე მაქვს.

Advertisements
108 Comments leave one →
  1. მარტი 27, 2011 2:22 PM

    არა არ გინდა შეჭრა
    ეგრე გქონდეს ❤

  2. მარტი 27, 2011 2:26 PM

    rainrevolution, პარარარა..
    ვნახოთ რა იქნება.
    ჩემები მეუბნებიან, შეიჭერიო.. ^^

  3. მარტი 27, 2011 2:39 PM

    მაცი ვერ წარმომიდგენი ხარ ემოს სტილში:)
    თან ძალიან ვერ წარმომიდგენიხარ.
    თუ ისევ ეგეთ “საოცრებებს” არ უზამ თმას შეიჭერი მაშინ,
    მაგრამ მე თმის შეჭრაზე ვის რა უნდა ვუთხრა, სულ რაღაც 2 თვის წინ ხოტორა ვიყავი, კი იცი შენ ;)):*
    ასე რომ… 🙂
    ოღონდ ჯერ კარგად დაფიქრდი :>

  4. მარტი 27, 2011 2:43 PM

    @Kiwi
    ვერც ჩემი ახალი კლასელი – ქეთი წარმოიდგენდა, სანამ სურათი არ ნახა.. 😀
    ოჰ, მე რა საოცრება ვიყავი ადრე უნდა გენახე..
    აუცილებლად დავწერ მერე ჩემს “ემოობაზე” ერთ პოსტს..
    ბავშვური ახირებები.. :დ
    გარდატეხის ასაკები.. : ს

  5. MickeY permalink
    მარტი 27, 2011 3:27 PM

    Ar sheIchra tMa. magari LamaZi feris Tma gaqvs. Da gAsworebUli tMa giXdeba dzAAn.

  6. მარტი 27, 2011 3:40 PM

    @MickeY
    კარგი, ერთი ხმა 'არ შეიჭრას'.
    ისე სჯობდა პოლლ-ში დაგეფიქსირებინა შენი ხმა, თუ უკვე დააფიქსირე?
    დიდი მადლობა, გაიხარე.

  7. მარტი 27, 2011 3:58 PM

    არა არა არ შეიჭრა თან ეხლა ყველას კარე აქ .. არ გირჩევ.. პ.ს შენი ბლოგი ძალიან მომწონს..

  8. მარტი 27, 2011 3:58 PM

    არა არა არ შეიჭრა თან ეხლა ყველას კარე აქ .. არ გირჩევ.. პ.ს შენი ბლოგი ძალიან მომწონს..

  9. მარტი 27, 2011 6:22 PM

    თაკუშა, გავითვალისწინებ.
    'არ შეიჭრა' ლიდერობს.. მმ, საინეტერსოა. არადა, პირიქით ველოდებოდი.. ^^
    დიდი მადლობა, საყვარელო. :*

  10. მარტი 28, 2011 10:41 AM

    მოუხედავად იმისა რომ .. ქვემოთა სურათში ქარგად არ ჩანხარ გემჩნევა რომ ცუდი ხარისხის თმა არ გაქვს.. მე გირჩევ არ შიჭრა.. პროსტა მე უკვე წიკები მჭირს.. 1 წელია თმის გაზრდას ვცდილობ და არ გამომდის… ყოველთვის ვიჭრი.. უმიზეზოდ.. პირველ სურათში ძალიან მომწონსხარ.. მარა გრძელი თმა მაინც თავისებური სილამაზეაა :*:*

    • მაისი 11, 2011 12:59 PM

      ხარისხი ძალიან ცუდია, სრულიად განადგურებულია ეგ უბედური.. დამწვარი, გათახსირებული..
      ფერი მართლა კარგია, რაც კარგი მაქვს, იმაზე მაინც გავამახვილო ყურადღება..
      გავითვალისწინებ რჩევას. დიდი მადლობა. :*
      გრძელი თმა ყველას არ უხდება. მე ვფიქრობ, ასეთი ვარცხნილობა ბევრად მიხდება, ვიდრე წინა. ^^

  11. მარტი 28, 2011 11:12 AM

    ორივე თმით აი სრულიად განსხვავებული ხარ მაგრამ ორივე მაგრა გიხდება.. კი მოკლე თმით ბი\ჭურად გამოიყურები, მაგრა ძერსკი ხარ და მასეთი მით საღამოს კაბაშიც მშვენიერი იქნები.. გრძელი თმას კარგი გაქვს :))))))

  12. მარტი 28, 2011 12:40 PM

    ჯესი, ანუ ორივე კარგია, არა?მითხარი, მითხარი.. შევიჭრა, თუ არა..
    კარგი მიგნებაა, მართლა სრულიად სხვადასხვა ვარ… ^^

  13. მარტი 29, 2011 1:24 PM

    ჩემი აზრით თავისუფლად სეგიძლია შეიჭრა…. საყავრელი ხარ ძააალიან :)))

  14. მარტი 29, 2011 1:55 PM

    @ourlifegoeson
    ე.ი. ვიჭრი..მერე რომ ვინანო?
    ძალიან მოკლეც არ მინდა. კუდი უნდა მეკვრებოდეს..
    ამ შაბათ-კვირას წავჩანჩალდები და შევიჭრი..
    დიდი მადლობა. : **

  15. მარტი 29, 2011 2:07 PM

    შეიჭერი, მაც, ოღონდ წინასწარ შენს თავს პირობა მიეცი, რომ არ ინანებ:))
    1-2 წელიწადში ისევ გაგეზრდება და სიამოვნებას ნუ მოიკლებ..:))

  16. მარტი 29, 2011 2:16 PM

    @თიკა
    ჰო, თიკ, მაგრამ ერ მივცემ პირობას.. თუ არ მომეწონა, შეიძლება ისეთი დეპრესია დამემართოს.. ერთხელ ქალმა ისე ცუდად შემჭრა ჩოლკა, რომ სამი დღე გადაბმულად ვტიროდი და სახლიდან არ გავდიოდი.. : სს
    საყვარელი ხარ, მადლობა.. ❤

  17. მარტი 29, 2011 8:15 PM

    აშკარად “ზღარბუნიას” გარდა ყველაფერი გიხდება )) მთავარია ცოტა გრძელი იყო,ასე რომ როგორც გინდა ისე ქენი..მე კარე მინდოდა შევიჭერი ახლა გრძელი მინდა და ვიზრდი.. რავიცი,რავიცი.. ^_^

  18. მარტი 30, 2011 12:09 PM

    @bradawls
    გეფიცები, პირველას გავიგე, რომ ზღარბუნია არ მიხდებოდა.. 😀
    ჰო, შევიჭრი და გავიზრდი..
    გავიზრდი და შევიჭრი.. ^^

  19. მარტი 30, 2011 8:15 PM

    ბოლოს და ბოლოს: შეიჭერი თუ არ შეიჭერი? :))))

  20. მარტი 31, 2011 1:47 PM

    @axsiom
    ამ შაბათ-კვირას ვაპირებ.

  21. აპრილი 1, 2011 1:30 PM

    კარე მომწონს… თითქმის ყოველთვის ამართლებს.

  22. აპრილი 1, 2011 1:40 PM

    @მოლი ბლუმი
    ჩემს შემთხვევაშიც უნდა გაამართლოს წესით, რადგან 'პრეტენზიული' სახე არ მაქვს.
    თავმდაბალი არ ვიქნები და ვიტყვი, რომ თითქმის ყველა ვარცხნილობა მიხდებობა, რაც კი მქონია.

  23. აპრილი 10, 2011 12:07 PM

    ნწ,არ შეიჭრა ))

  24. აპრილი 10, 2011 12:20 PM

    ბექექს, მემგონი, მართლა გადავიფიქრე თმის შეჭრა. დიდი მადლობა რჩევისთვიის. ^^

  25. აპრილი 11, 2011 9:00 PM

    :*:* very good

  26. აპრილი 11, 2011 9:01 PM

    ბექექს, მიხარია, გადაწყვეტილებას რომ მიწონებენ ხოლმე.
    ისე, ცოტას მაინც შევიმოკლებ, მგონი, ასე სჯობს.. ^^

  27. აპრილი 27, 2011 3:10 PM

    ისე შეჭრილიც ძალიან გიხდება 🙂

  28. მაისი 29, 2011 9:58 AM

    ამ სურათში ყველაზე საყვარელი ხარ = ) მართლა გიხდება ეგრე თმები, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ და ძალიან მიყვარს და მევასება 😀 გოგოზე მოკლე თქმა და უკან ზღარბი ! 😛

    • მაისი 29, 2011 10:00 AM

      მმ, ვერი ინთერესთინგ.. ^^
      დიდი მადლობა. ^^
      ისე, ბიჭების უმრავლესობას გოგოზე გრძელი თმა უყვარს. ამაშიც გამონაკლისი ხარ. ^^
      :*

      • Gossip permalink
        მაისი 29, 2011 11:25 AM

        ჩემი აზრით, მთავარია გიხდებოდეს და მნისვნელობა არა აქვს მოკლე იქნება თუ გრძელი

        • მაისი 29, 2011 4:09 PM

          ჰო, ჩემი შემთხვევა ძალიან კარგია. მე ყველანაირად მიხდება. 😀 :p :*

          • Gossip permalink
            მაისი 30, 2011 11:57 AM

            ეგ კი უდაოდ მართალია :*:*

  29. მაისი 30, 2011 1:26 PM

    Gossip, ვაიმე, რა საყვარელი ხარ..

    • Gossip permalink
      მაისი 30, 2011 3:53 PM

      შენც :* :* :*

      • მაისი 30, 2011 4:31 PM

        გაიხარე, გაიხარე, გაიხარე… :*
        მმ, რატომ ხარ ანონიმური? ^^
        ან ჶეისბუქის მისამართი მიუთითე, ან პირადი ბლოგის. ^^

        • Gossip permalink
          მაისი 31, 2011 12:10 PM

          ბლოგი არ მაქვს

          • მაისი 31, 2011 12:26 PM

            მმ, ჶეისბუქი გექნება, ან თვითერი.. ^^
            ერთ-ერთი მაინც დადე.. ^^
            თუ ანონიმურობას ამჯობინებ? ^^

  30. Gossip permalink
    მაისი 31, 2011 3:31 PM

    ანონიმურობა მირჩევნია

    • მაისი 31, 2011 3:32 PM

      შენ ახალს არაფერს წერ, მაცო?

      • მაისი 31, 2011 5:45 PM

        მმ, მოლი, რამდენიმე პოსტი დავწერე, თუმცა არ მინდა გამოქვეყნება. არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცას რომ ველოდები ფაქტია. : P 😀

    • მაისი 31, 2011 5:44 PM

      როგორც გინდოდეს, ჭორიკანავ.. :*

  31. Gossip permalink
    ივნისი 1, 2011 1:15 PM

    გამოაქვეყნე რა რაღას სლოდები?? დავიღალეთ ვკვდები ინტერესისგან

    • ივნისი 1, 2011 3:04 PM

      მმმ, გოგო, რომელზე ამბობ?
      ლ+კ=შ-ს შემდეგ ნაწილზე?

  32. Gossip permalink
    ივნისი 2, 2011 1:00 PM

    რავი შენს სიყვარულზე!!! ახლანდელი უფრო მაინტერესებს 😀 😀

    • ივნისი 2, 2011 1:17 PM

      მმმმ… ^^
      იცი, რაღაცნაირად მგონია, რომ ჩემი სკოლელი ხარ… ^^
      ჰომდა, სიყვარულზე რა მოგახსენო, მაგრამ სიმპატიის ობიექტზე მალე ავწერ.. ^^

  33. Gossip permalink
    ივნისი 2, 2011 3:45 PM

    გეფიცები შენი სკოლელი არ ვარ : : : იცი ვიზე დაწერე? იმ ადამიანზე, შენ რომ დაწერე ერთი წლით პატარა იყოო და მომწონდაო!! რაღაცა მაინტერესებს

    • ივნისი 2, 2011 4:13 PM

      აააამ…. კარგი, მჯერა შენი. :*
      მმ, ჯერ მითხარი რა გაინტერსებს და მერე გეტყვი.. 😛

      • Gossip permalink
        ივნისი 2, 2011 4:34 PM

        რავი ვინაა ეგ ბიჭი!! მერე როგორ მოიქეცი მასთან მიმართებაში!!! იცი რატო გეკითხები, მეც ხომ მომწონს ჩემზე 1 წლით პატარა და მეც როგორ მოვიქცე!!! დაწერე რა ძალიან გთხოვ ძალიან მაინტერესებს!!

        • ივნისი 2, 2011 8:04 PM

          მმ, ვინ არის? რავიცი, შენ არ გეცოდინება.. 😀
          არაფერი არ გამიკეთებია. იმდენად არ მომწონდა, რომ რაიმე ზომა მიმეღო. )))

          • Gossip permalink
            ივნისი 3, 2011 10:59 AM

            სახელი და გვარი მითხარი და ფეისბუქში მოვძებნი, ჩემი და შენი გემოვნება მაინტერესებს!

  34. ივნისი 3, 2011 11:58 AM

    არ მყავს მეგობრებში.. ^^

    • Gossip permalink
      ივნისი 3, 2011 2:44 PM

      სახელი მითხარი და მე მოვძებნი!!

      • ივნისი 3, 2011 7:21 PM

        რაღაც ძალიან დაინტერესდი. ვთვლი, საჭირო არ არის. ))

        • Gossip permalink
          ივნისი 3, 2011 9:20 PM

          😦 😦 ძალიან მაინტერესებს მითხარი რა!!

          • ივნისი 3, 2011 9:36 PM

            დაახლოებით ვხვდები, ვინ შეიძლება იყო. ))

  35. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 6:39 AM

    ვინ?

    • ივნისი 4, 2011 1:44 PM

      ბიჭი ხარ… ძალიან გავრცელებული სახელი გაქვს. სადღაც 15 წლის იქნები, ან ხდები. )))

  36. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 6:40 AM

    იმ ბიჭის სახელი მითხარი და გეტყვი ვინ ვარ, 😀 😀 ოღონდ ნამდვილი, არ მომატყუო 😀 😀

    • ივნისი 4, 2011 1:44 PM

      მმ, ვიცი ვინც ხარ. ასთე რომ, საჭირო არაა… ^^
      გეუბნები, ჶეისბუქზე არ არის-მეთქი და.. )))

  37. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 1:45 PM

    ვინ ვარ??

  38. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 1:51 PM

    რომელი??

  39. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 1:57 PM

    ვერ ვხვდები დააკონკტერე 🙂 🙂 !! გიორგი ბევრია საქართველოში 🙂 🙂

  40. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 1:59 PM

    გიორგი მქვია, მაგას ვაღიარებ მაგრამ გვარი თქვი!!

    • ივნისი 4, 2011 2:00 PM

      არა, მართლა მაინტერესებს, რამდენჯერმე გოგოთი რომ მოგმართე, რეაქცია რატომ არ გქონდა?

  41. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:01 PM

    რომ არ მიმხვდარიყავი რომ ბიჭი ვარ!!! გვარი მითხარი აბა თუ მიხვდი ვინ ვარ 😀 😀 😀

    • ივნისი 4, 2011 2:03 PM

      მშვენივრად ხვდები, რომ ისე უბრალოდ შენს სახელს არ ვიტყოდი, არც შენს ასაკზე გავამახვილებდი ყურადღებას და ზოგადად რა… სჯობდა, შენივე სახელით დაგეწერა თითოეული კომენტარი. ))

  42. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:04 PM

    ვინ ვარ მითხარი და ასაკი რა შუაშია??? რა მნიშვნელობა აქვს ვისი სახელით მოგწერდი შენ მაინც არ მიცნობ!!

    • ივნისი 4, 2011 2:05 PM

      გიცნობ, პირადად თუ არა, ჶეისბუქით მაინც. )))
      კ-ზე იწყება შენი გვარი. )))

  43. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:06 PM

    :X არა კ–ზე არ იწყება ნამდვილად

    • ივნისი 4, 2011 2:07 PM

      არ იწყება?
      იწყება, იწყება.. ))
      ჩაიჭერი, გენცვა. 😀 😛

  44. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:08 PM

    არა არა დედას გეფიცეი არა 😀 😀

    • ივნისი 4, 2011 2:12 PM

      რაღაცას მატყუებ… იცოდე, თუ ის ხარ.. : სსსსსსსს
      აბა რომელი ხარ?

  45. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:13 PM

    არ მიცნობ!! და ის რომ ვიყო რა ??

  46. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:16 PM

    ჰოო, არა ის არ ვარ, ჩემი გულისთვის არ დაკარგო მეგობარი, ან LoVe 😀 😀

    • ივნისი 4, 2011 2:18 PM

      ჰაჰაჰა….. 😀 😀 😀
      დონთ ვორი.. )) მეგობრებს უცნობების გამო არ ვკარგავ.
      არა, გამიტყდა გოგო ვარო რომ მითხარი.

      • Gossip permalink
        ივნისი 4, 2011 2:21 PM

        და ის ბიჭი ნანახი არ გყავს ლივეში??

  47. ივნისი 4, 2011 2:23 PM

    რატომ ინტერესდები?

    • Gossip permalink
      ივნისი 4, 2011 2:23 PM

      რავი, ბიჭი ნანახი არ გყავს და ისე მოგწონს???

      • ივნისი 4, 2011 2:25 PM

        მეეე? მოიცა, რომელ ბიჭზე საუბრობ?

        • Gossip permalink
          ივნისი 4, 2011 2:25 PM

          “გიორგი კ”–ზე

          • ივნისი 4, 2011 2:26 PM

            და ვინ თქვა, რომ მე გიორგი კ მომწონს?

  48. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:26 PM

    ოკ, მე ეგრე მეგონა

    • ივნისი 4, 2011 2:28 PM

      სულ ტყუილ უბრალოდ.

      • Gossip permalink
        ივნისი 4, 2011 2:28 PM

        რატო?

        • ივნისი 4, 2011 2:29 PM

          იმიტომ. აქ და საერთოდ არსადაც ამ თემის გარჩევას არ ვაპირებ. ))
          კარგი, მაშინ ვინ ხარ?

  49. gio_kaxo permalink
    ივნისი 4, 2011 2:27 PM

    “გიორგი კ”–ში მე ბიგულისხმები??

    • ივნისი 4, 2011 2:29 PM

      ასე უცებ აქ როგორ გაჩნდი, გიორგი?

      • gio_kaxo permalink
        ივნისი 4, 2011 2:31 PM

        შენს ბლოგზე ხშირად შემოვდივარ ხოლმე (დღეში მინიმუმ 2–ჯერ) და ეს კომენტარები წავიკითხე. რა უცებ 1 საათი ვკითხულობდი კომენტარებს!! და მაინც “გიორგი კ”–ში მე ვიგულისხმები??

        • ივნისი 4, 2011 2:33 PM

          კი, თავიდან შენ მეგონე. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ არ ხარ. უბრალოდ, ძალიან არ მინდა, რომ შენი დაფიცებული ტყუილი აღმოჩნდეს.

  50. Gossip permalink
    ივნისი 4, 2011 2:30 PM

    ის ბიჭი ვნახე შენს მეგობრებში Giorgi Kaxoshvili << ეს არის??

    • ივნისი 4, 2011 2:31 PM

      მმ, შენთვის უინტერესოა.

      • Gossip permalink
        ივნისი 4, 2011 2:33 PM

        რატო??? ეგ არის და იმიტომ ხო 😛 😛

        • ივნისი 4, 2011 2:36 PM

          არ არის შენთვის საინტერესო, გენცვა. )))(((

          • Gossip permalink
            ივნისი 4, 2011 2:36 PM

            კაი კაი ვსიო წავედი მე!!! აბა წარმატებები შენს “პრინცთან”

          • ივნისი 4, 2011 2:37 PM

            ნორმალურად.

    • gio_kaxo permalink
      ივნისი 4, 2011 2:33 PM

      ეგ მე ვარ!!!

  51. დეკემბერი 9, 2011 5:36 PM

    me momewona shenze mokle tmebii. 🙂 me tu mkitxav gixdebaa. 🙂 da sheicheri.. ise shenma emo cxovreebam dzalian damainteresaa.. dawere ra posti shens “emomogvaweobaze” da suratebic dadeee kai? :))

    • დეკემბერი 9, 2011 6:44 PM

      წვეტებიანიაზრები, დიდი მადლობა… ყოველთვის მიხარია კომპლიმენტები..
      აუცილებლად დავწერ ახლო მომავალში.. ახალ წლამდე ვერაფრით მოვახერხებ, რადგანაც გამოცდები მაქვს სკოლაში, სამწუხაროდ.. ((

  52. ივნისი 7, 2012 12:27 PM

    eseigi emo unda gaxdE?tu emo unda gaxde sheicheri magram sasaflaoebze ar iaro da katebi ar daaxvrcho xolme:D

Trackbacks

  1. შეჭრილთმიანი ?! II « საჯღაპნელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: