Skip to content

ნიკო გომელაური

April 10, 2011
ავტოპორტრეტი პროლოგითა და ეპილოგით

ვერ ველევი უშნო ჩვევას,
მე ვგულისხმობ სმას და წევას.

ყველაფერი იქით მიმყავს
– ბედი ალბათ მწარედე მირტყამს.
ლექსად ვამბობ მართალ სიტყვას
(სათქმელი ხომ უნდა ითქვას).

შემეყერა მძიმე სენი,
ჭაჭა გახდა ჩემთვის წვენი…
მაგრამ (თუმცა არ ვარ ბრძენი),
რა ლექსები მოგიძღვენი!

ვეტანები ინდურ კანაფს
– მიღჩევნია მჟავე “მანავს”.
ვეტრფი ლიას, მაკას, ნანას…
თან არ ვმალავ მათთან ამას.

მე არ მიყვარს ტაშის დაკვრა,
სხვის ქალისთვის თვალის ჩაკვრა.
ჩემში არ ზის სუსტი ჩაგვრა.
არ დამიცავს გალი, გაგრა.

ვარ ჩვეული დიდხანს ლოდინს.
არ ამყოლი კარნახს მოდის.
ოცდამეერთდე კი მოდის…
დროის ფასს ვისწავლი როდის?

მშვიდობის არა ვარ მტრედი.
ვიღაც ამბობს – რომ მჭირს რეტი…
დღეს მოვწია (რა ვთქვა მეტი)
რვა კოლოფი სიგარეტი.

რა დღეშია ნიკოს ტვინი
– ცხენს კლავს წვეთი ნიკოტინი.


ამ ბოლო დროს ძალიან კეთილი გავხდი.

ეს პოსტი ეძღვნება იმათ, ვისაც ნიკოს მხოლოდ ერთი ლექსი აქვს წაკითხული;  არ  იცის ის, რომ იგი მსახიობი იყო, და ამ ყველაფრის შემდეგ ამტკიცებს, თუ როგორ დიდ პატივს სცემს ნიკოს შემოქმედებას და რავარი უყვარდა პოეტი.
 ბოდიშით ჩემი ღვარძლიანი შესავლისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროინდელმა ამბებმა მომიყვანა აქამდე. ))
დიდი სურვილი მექნება, რომ ყველა მის ლექსსა თუ სპეკტაკლიდან ამონარიდს წაიკითხავთ/უყურებთ, რასაც აქ დავდებ და მხოლოდ შემდეგ გააკეთებთ კომენტარს. ))

პ.ს. ადამიანებო, წეღან თქვენზე რომ ვსაუბრობდი, თურმე ნიკოსაც აწუხებდა ‘ეგ’ პრობლემა.. ასე რომ, აი, ლექსი თქვენზე. ))

^^^
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის   მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .


^^^
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
– მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

^^^
ჭკუა აღმართს   ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . .

ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვილ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა, 
ისევ არა მაქვს კაპიკი
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და 
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ნაღველი მგუდავდა,
მაგრამ… ლექსი ხომ მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ, 
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ
– ყოველთვის არის გახსოვდეთ,
“მაგრამ” და “სამაგიეროდ”… 
^^^
დაუქოქავისაათი
ვითხოვღირსეულწრეს.
დროსთანგავმართეკამათი,
დროარჩერდება, წვეთს
წლებიწინდაწინიწევენ,
ითხოვენთავისწილს.
ანგარიშსარცკიმიწევენ.
ცოტაარიყოსმწყინს.
წვეთენწამები, წუთები.
დროსისხლსდასახსრებსმწოვს.
დროსხომვერგაებუტები?
ხათრიარააქვსდროს

^^^
როგორი იყო ?   . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ   – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი   წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .


^^^
1 . სუნიდაფერიდაკარგესვარდებმა.
მეკიდღესდავკარგეაზრისიყვარული.
მართლაცყველაფერიალბათდროსბარდება
მარტომომიწევსახლასიარული.
2. მაგრამ, ვარდიხომმაინცვარდია.
მკვდარი, მოჭრილივიღაცისხელით.
ჩვენიგრძნობაკი, მჯერამზარდია.
ძლიერმიყვარხართ, გკოცნითდაგელით.
3. ქრისტეგაჰყიდესოცდაათვერცხლად
ჩემშიმოგცემდნენშენბევრადნაკლებს.
ვინიფიქრებდააღარვართერთად.
მადლობავუთხრათგამოცდილმაკლერს.
4. რადააფარესიყვარულსჩადრი?
მემეცინებასხვასროგორმადრი.
სინდისნამუსი,ზრდილობა,ყადრი
მორჩა. გათავდააქგაწყდაკადრი

^^^
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ ,   რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი 
– აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან   გინთებ   სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . 

^^^
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
 მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე   
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

^^^
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.


^^^
მღვდლებმამითხარით , ანწარმართებმა ,
რამემართება? რამემართება?
ტყუილი , ნეტავ , რასმემართლება,
რამემართება? რამემართება?
გულითავისითარიმართება,
რამემართება? რამემართება?
სულიდამისხამს, ტვინიდათვრება,
რამემართება? რამემართება?
რადგამიტაცესცრუმიმართვებმა,
რამემართება? რამემართება?
უსახურობასახესმართმევდა,
რამემართება? რამემართება?
ალბათ, თავდახრაუფრომმართებდა,
რამემართება? რამემართება?
ბედიბედავდა, სადარმათრევდა,
რამემართება? რამემართება?

^^^
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა..


^^^
ჩემსქალაქშიარაფერიმაოცებს, შუაღამესმზისსხივიცთუმაკოცებს,
აქხომშავისაყვარელიფერია, აქშენიძმათურმეშენიმტერია
აქარხარობსთავმდაბლობისნაგავი, აქტაძრებშიცშეიტანესნაგავი,
აქსიზმრებიაღარარისფერადი, აქღალატიგახდამრავალჯერადი
აქსიყვარულსჩაგითვლიანბოდვაში, აქხომახლაბოზობაამოდაში,
აქუნიჭოსიმღერებიჰიტია, აქბებერიალაზანშიკიდია”…
აქპოეტებსგაურბიანმუზები, აქგესვრიანთუარწაიკუზები
ჩემსქალაქშიყველაფერიმოსულა, აქჯამლეტამჯონდო დააორსულა.



ლექსები, რომლებიც ყველამ იცის:
10 წამია რაც გაგიცანი

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი – ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა – წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირვჯვარი, თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე. 


ჩემს შვილს გავუმხელ – არა ვარ ბრძენი

ჩემს შვილს გავუმხელ – არა ვარ ბრძენი…
მაპატიე, რომ ჭკუას გარიგებ.
მე ხომ უბრალოდ მამა ვარ შენი,
მამა გახდები, მერე გაიგებ…

ქალბატონს ვეტყვი: ჩემში ჰქრის ქარი,
შენ არ მიწყინო, კოშკებს არ გიგებ.
მე ხომ ის მიყვარს ვისიც ვარ ქმარი,
შენს შეიყვარემ, მერე გაიგებ…

არ მოგვაძახოთ: გაუმაძღრები.
ჩვენ, პოეტები, ქებას არ ვირგებთ.
ჩემი ლექსით თუ დაიძარღვებით,
ალბათ მიხვდებით, ალბათ გამიგებთ…



დარუბანდი, ნიკოფსია

დარუბანდი, ნიკოფსია,
განა მარტო ნიკოსია?!
ამ ეს კოხტა ეკლესია,
მარტო პავლე-პეტრესია?
მართალია, თუ მითია,
ის, ვინც მეფე დავითია…
არიან, თან არ არიან,
შოთაა, თუ თამარია…

დარდს ვერ ვცები,
მე ვეცდები.
ხან შევწვდები,
ხან შევცდები…

რომც ვცდებოდა…
საქართველო,
მოდი, იქნებ არ გავთელოთ…



სონეტი N:1
შეშლილი ქარი კვლავ მედავება
აფრიალებას შენი კაბისას…
ნუთუ არსებობს, რომ მედავება,
ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?

სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,
რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით.
შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს,
გადარეულა შენი წვივებით.

წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,
მოგიალერსებს სველი ხელებით.
და შჶეცდება ზეცა შენს დაბმას,
ოცნების მსგავსი ცისარტყელებით…

მაგრამ უქმეა მათი ხარჯები.
ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები!



სონეტი N:2
გაგიკვირდებათ ეს ლექსი ალბათ…
“დავისვენებო, ღამეა, ბარემ”.
გადაიფარა ღრუბელი საბნად
და ჩაიძინა აგვისტოს მთვარემ.

ღამის წყვდიადში მე და შენ მარტო…
არ გვბეზრდებოდა ჩვენი თამაში.
წოლა მოგვწონდა (არ ვიცი რატომ)
თბილი წვიმების აბაზანაში.

მივუყვებოდით ვნების მდინარეს,
მივხვდით რის გამო მიწა იძვრება…
ვემუქრებოდით მთვარეს მძინარეს,
არ გებედა გამოღვიძება!…

გახსოვს, ნაწყენმა მზემ რა თქვა მაშინ:
მეც მინდა ვნახო თქვენი თამაში!…




ცხოვრება ჩემი – გრძნობის საცერი
ცხოვრება ჩემი – გრძნობის საცერი,
მუდამ მკარნახობს, რა მაქვს საწერი.

ლექსები ჩემი, ჩემი მეობა…
იგრძნობა მათში ცის შემწეობა.

ქალები ჩემი… უხ, რა ქალები!
ვნებით დამდნარი და გამქრალები.

ცოდვები ჩემი, ასე ეტყობა,
რომ სამ სიცოცხლეს კიდევ ეყოფა.

სისუსტე ჩემი, ჩემი შვილები…
ჩემი რჩევებით გადაღლილები.

ასაკი ჩემი, ნელ-ნელა ცივი…
ნერვზე ავკრიფე მე წლების მძივი.

სიმდიდრე ჩემი – ეს ანცი სცენა.
ხან სიცილია, ხან ცრემლის ცვენა.

ეს გული ჩემი – ცუდი რა მეთქმის,
საიდან შერჩა უნარი ფეთქვის?



სიკვდილს ვუყურებ თვალებით კრავის
სიკვდილს ვუყურებ თვალებით კრავის,
ვფიქრობ – ბოლოჯერ ღმერთი მენდობა.
თან იმედი მაქვს სამოთხის კრავის
(მყოფნის ამისთვის მე თავხედობა).

როდესაც ვინმე მომიშვერს ლოყას,
არ დავიბნევი, გავაწნავ სილას…
ჩემი სიზმრები ჯოჯოხეთს ლოკავს,
ჩემი ოხვრები ჯოჯოხეთს ხიბლავს.

როცა კრავებს გახრავენ მგლები,
მივხვდები გული აღარ მერთვება,
შემაშინებენ მაშინ მე წლები
და მხოლოდ მაშინ ამეღმერთება…

როდესაც ცოდვას სიკვდილი მოჰყავს,
ჩვენ მერე ვუშვერთ მეორე ლოყას!…



როგორ მომწონდი, როგორ…
როგორ მომწონდი, როგორ…
ღმერთმა გაძლება მომცეს!
შენ შემომხედე გოგოვ,
და შემეკითხე “ვონცეს”?

როგორ მინდოდი, როგორ…
შენით გამეხსნა მადა.
შენ გაიკვირვე გოგოვ,
მითხარი “так и надо”.

როგორ მაღგზნებდი, როგორ…
ვკიოდი რა ხმით: აუ!!!
შენ, მომეფერე გოგოვ,
მითხარი: “fuck me now”.

როგორ მართობდი, როგორ…
შენს გამო გული ვფლითე.
შენ გამიღიმე გოგოვ,
მითხარი: წავალ, “bitte”.

როგორ მჯეროდა, როგორ…
მეგონა, მედექ გვერდში.
შენ, მიმატოვე გოგოვ,
და თქვი: “arive derci”.

პატარა, ცელქო გოგოვ,
როგორ მიყვარდი, როგორ…
სიყვარულია ლოტო.
შე-ჩემის პოლიგლოტო…



მზეო, ჯერ ნუ ამოხვალ!
მზეო, ჯერ ნუ ამოხვალ!
დღეს მაცალე, ამო ხვალ.
ღამის ვითხოვ განგრძობას.
ნუ წამართმევ ამ გრძნობას.

ნუ წამართმევ ნანატრ წამეებს,
როცა ქალი “გამაწამებს”.
“გამაწამებს” ულევ ვნებით,
უცნაური გემოვნებით.

მეზო, მეტყვის ნეტავ დრო რას?
მოეფარე ცოტაც გორას.
მომაფარე ის ვინც მინდა,
თორმე ისევ გამიფრინდა.

სად ვეძებო თავიდან?!
ამას ვერ გადავიტან!
დაისვენე მნათობო,
სევდა არ დამათოვო…

სიყვარული – ქვეყნის!
ძლივს გარშემო მერტყმის…
შემდეგ მოხდეს “ავარია”,
ეს ხომ არამთავარია!…



დედას
ვინ დამბადა ასე ფლიდი,
ასე წყნარი, ასე დიდი,
ასე ცუდი, ასე კარგი?
ვინ მასწავლა ასი დარგი?

ვინ აბრალებს ძუძუს წყევლად?
და, მიწუნებს ცოლად ყველას?
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
(ასე, ჩემთან სხვა ვერ ხუმრობს)?

ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,
მე ჭაღარა რომ დამათოვს?
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას…
ვერცხ ავუხსნი, როგორ მიყვარს.

ვინ იქნება მუდამ ახლოს,
მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?..
ვინ იქნება? – ვინ და დედა.
თორმეტ ივლისს დამებედა.



ჩემი “მეორე მე”
ჩემი “მეორე მე”,
მუდამ რომ დამსდევს თან,
ხან ვაქე, ხანაც ვგმე,
დავემორჩილე ხან.

მაინც დამჩხავის თავს,
როგორც ყორანი მძორს.
ის მე არაფრით მგავს
– რატომ მიყრიან ჭორს?

ის ალბათ შემყრის ჭირს,
მასთან ყოფნა არ მსურს.
მასზე თხოვნა არ ჭრის.
ყვირის, მიყრუებს ყურს.

ჩემი სახელით თხზავს,
ნებართვას არც კი მთხოვს.
თეთრზე ის იტყვის შავს,
არას მაგივრად – ხო-ს.

ვის შევეკითხო, ვის
(გადის მარავი თვე)?
– მე ვარ პირველი ის,
თუ, ის, “მეორე მე?”



შენ ხარ ჩემი მუზა
შენ ხარ ჩემი მუზა,
ფაქიზი და სხარტი.
რომ დამეცა ტუზად,
უმთავრესი კარტი.

როცა მესმის ახლა
შენი გულის ფეთქვა,
ვხედავ, როგორ ახდა
ჩემი ნატვრის შეთქმა.

გამოგიტყდე მინდა:
მეგონა, რომ არ ღირს,
ახლა ვხვდები, ღირდა
უარყოფა არყის.

შემიცვალე კოცნით
ბახუსი და თრობა
– მომიტანე ბოცით
სიყვარულის გრძნობა.



“რისთვის ცხოვრობს ქვეყნად ყვავი?”
“რისთვის ცხოვრობს ქვეყნად ყვავი?”
“ზღვაო, როგორ გროვდები?”
“რატომ არის დარი ავი?”
“როდის მიწევს ცოდვები?”

რატომ? როგორ? რისთვის? როდის?
ეს კითხვები ისმება.
ამოხსნა კი სანამ მოდის,
ბევრი ბოთლი ისმევა…

და როდესაც გასცემ პასუხს,
და ამაყად რომ დგახარ,
და კითხვებით სული არ სწუხს
– ჩათვალე, რომ … მომკვდარხარ.



მე, რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა
მე, რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა:
“ეს, რა კარგი გამიზრდია შვილი!”
და ინატრებს, ის დღე მისცა ნეტავ,
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ, გაიხსენებს მამა:
პირველად რომ მანახა, უკვე დიდი.
კარგია, რომ არ გამათამამა,
კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.

წავალ! მჯერა, მერე იტყვის ქალი:
(შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად)
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,
მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი?
– უფრო ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც…
თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.

რას იტყვიან ძმები, წავალ როცა?
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემს გარეშე აჰყვებიან გრძნობას.

იქ, კი ვიცი, ვინც დამხვდება იტყვის:
“მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას…
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით, რაღაც ლექსის წერას”.

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას:
(ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას)
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
– არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას.


შეყვარებული მსახიობის მონოლოგი
რას ვებრძვი შექსპირს? რა ტყუილად ვირჯები:
თუ აღარ გიყვარვარ, თუ აღარ გჭირდები.

რომელი ჩეხოვი? – რაღაცას განვიცდი,
შენ კი სულ სხვაგან ხარ და შენ მე არ მიცდი.

ხვალ ტარტიუფს ვთამაშობ, დღეს კი ვარ ჰამლეტი,
მაგრამ უშენობით, ვგრძნობ, როგორ დავბერდი.

ვიქნები ფიგარო, იქნებ დონ-ჟუანი,
შენთან კი ნამდვილად არა ვარ მტყუანი.

უშენოდ რად მინდა სარტრი, ან იბსენი?
ვისთან გაიქეცი – ერთი ამიხსენი.

გუშინ დამესიზმრა: მა მავრს ვთამაშობდი,
შენ კი დეზდემონას… და თითქოს გახრჩობდი.

ოფლში გამეღვიძა, შიშით ვიმოსები…
რას არ იგონებენ ეს გენიოსები.



ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს
ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს,
ზოგი ქალი – მოდას.
ზოგი ათრევს მძიმეს მარტო,
ზოგი არჩევს GODAR-ს.
ზოგი ქალი KENT-ს ეწევა,
ზოგი კენტად ცხოვრებას.
ვინ დააკმაყოფილებს,
ჩემს მომთხოვნ გემოვნებას.
აი, შორს მიდის ვიღაც ქალი,
ასეთი არ მყოლია!
რომ შევავლე კარგად თვალი,
თურმე ჩემი ცოლია.



პ.ს. კიდევ ძალიან ბევრი, კარგი ლექსი გამომრჩა. ფიზიკურად ვეღარ დავატევდი. ასე რომ ისიამოვნეთ. ))

6 Comments leave one →
  1. April 10, 2011 3:12 pm

    არვიცი არვიცი
    აიუბრალოდ ძალიან ძალიან მიყვარდა და ძალიან ჩემი იყო.

  2. April 10, 2011 4:08 pm

    ძალიან, ძალიან მიხარია.. ^^

  3. April 11, 2011 11:01 am

    “10 წამია რაც გაგიცანი

    10 წამია რაც გაგიცანი
    9 წამი არის რაც გავიხარე
    8 არის წამი – ვიგრძენი ტანი
    7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
    6 გავიდა – წამება ექვსი
    5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
    4 უაზრო უშენო წამი
    3 ჯერ პირვჯვარი, თვალებზე ნამი
    2 წამში ხდება შეტევა გულის
    1 წამში სკდება გულის ფიცარი
    10 წამია რაც გაგიცანი
    საუკუნეა რაც შეგიყვარე.


    es Zalian miyvars❤❤

  4. April 11, 2011 12:30 pm

    ძალიან კარგია ეგ. ^^

  5. April 11, 2011 8:19 pm

    ძალიან მიყვარს!
    ი ვსო🙂

  6. April 11, 2011 8:27 pm

    ძალიანაც კარგი!
    ი ვსო)

    პ.ს. ბებებე.. 😛😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: