Skip to content

ჩემი I სექტემბრის ლექსი – ლენინზე

April 15, 2011


ბაღში არ მივლია. I სექტემბერს, სკოლაში პირველად რომ უნდა მივეყვანე, საამისოდ პაპაჩემის ძმა ჩამოვიდა: ბავშვი მე უნდა მივიყვანო სკოლაშიო.
კი იცით ჩემი ამბავი ლექსების სწავლასთან მიმართებაში, ახლა წარმოიდგინეთ, სად 15 წლის გოგო რომ სწავლობს ლექსებს და სად ბავშვი, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცის. ბევრი ჩხუბის, ხვეწნა-მუდარისა და შოკოლადების ხარჯზე, მასწავლეს საპირველსექტემბრო ლექსი, რომელიც შემოდგომას ეხებოდა. მგონი, ორ სტროფიანი იყო.
სკოლაში მივედით. მასწავლებელი გამაცნეს, შემდეგ ბავშვები. როგორც წესი, ადგილების დაკავების შემდეგ, ბავშვები მომზადებულ ლექსებს ამბობენ. ჩემი ჯერიც მოვიდა, დედაჩემი მოემზადა, მე დიდი სიამაყით ავდექი და დავიწყე:
    ძია ლენინის ტლოპინა თავზე
    მიცოცავს ტილი ეკსკურსიაზე,
    ჩამოდი ტილო, შენ ვირიშვილო
    სასამართლოში უნდა გიჩივლო,
    გაბრაზდა ტილი, ჩაარჭო ფრჩხილი
    და ამოუღო გამხმარი ტვინი.
თქვენ დამსწრეების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების კი რა, დედაჩემის გაოგნებული სახე უნდა გენახათ. ამ საქციელიდანაც ჩანს, თუ როგორი იქნებოდა სკოლაში ყოფნის მომავალი წლები, რამდენიმე კვირაში დედაჩემმა გამოაცხადა:
-მგონი, ნაადრევად შევიყვანეთ სკოლაში ბავშვი, როგორც ჩანს მზად არ არის.
ბორჯომში რამდენიმე თვე ვისწავლე და სრულიად შევარყიე არა მარტო მასწავლებელი, არამედ მეზობლებიც, უფრო სწორედ მეზობელიც, რომელიც ჩემზე 2 წლით პატარა იყო. დედაჩემი ლექსებს რომ მასწავლიდა ხოლმე, მე ვერ ვიმახსოვრებდი, უფროსწორედ, როგორც დედა ამბობს ყურადღება გაფანტული მქონდა:
-ჰაე, ჰაე ქორო ნუ ფრენ… დედიკო, აბა გაიმეორე.
-რაა?
გაკვირვებული სახეს გულუბრყვილოთო ვანაცვლებდი,დედაჩემი ვეღარ მიბრაზდებოდა, ამიტომ მეუბნებოდა:
-მოვრჩით, კარგად იცი.
არადა იცოდა, რომ ხვალისთვის არაფერი მემახსოვრებოდა, მაგრამ ჩემი ნერვები აღარ ჰქონდა. ახლა კი მეზობელი რა შუაშია იკითხავთ, რადა, სულ ჩვენთან იყო ხოლმე, ჰოდა, ისიც ესწრებოდა ჩემი ტანჯვა-წამების პროცესს. დედა რომ მეტყოდა:
– … აბა შვილო, გაიმეორე.
მე ვერ ვიმეორებდი. ელენიკო კი ტირილს იწყებდა:
-გოგო, რატომ ხარ ასეთი დებილი, მიდი ეს და ეს თქვი.
მალევე დავტოვეთ ბორჯომი, და 160-ე სკოლაში შევედი, სადაც დედა ბავშვობაში სწავლობდა. იმისდა მიუხედავად, რომ არცერთი დედიკოს პედაგოგი არ მასწავლიდა, მაინც ყველა მიცნობდა და ყველა ყურადღებას მაქცევდა. ყველას გასაკვირვებლად მალე აღმოჩნდა, რომ თურმე წერა-კითხვა მშვენივრად ვიცოდი. დედამ თავიდანვე სთხოვა ახალ დამრიგებელ იზოს, რომ ბავშვს ცოტა გაფანტული გონება აქვს და იქნებ რამე მოვუხერხოთო. პირველი სემესტრი რომ დამთავრდა, დამრიგებელმა დედას უთხრა:
-ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვია, ცოტა დრო უნდა და ნახავთ რასაც იზამს.
დედასაც მეტი რა უნდოდა, სიხარულით ცას ეწია. მალე კარგად დავიწყე სწავლა, მართალია ხანდახან მაინც შემომიტევდა სიზარმაცის ფორმულები, მაგრამ მალევე ყველაფერი მწყობრში დგებოდა ხოლმე. ცოტახანშივე დავუახლოვდი ქეთის. ძალიან ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით. 3-იანების გადასწორება 5-იანად კარგად იცოდა და ერთხელაც გადამისწორა, მეორე გაკვეთილის იმავე მასწავლებლის გვქონდა, ჰოდა, მითხრა ამ ქალმა, მომეცი დღიური, ნიშანი უნდა ჩაგიწეროო. მახსოვს, როდესაც გადასწორებული ნიშანი ნახა ჩემს დასჯას აპირებდა, ხელში სახაზავი უნდა ჩაერტყა, ამ დროს ქეთი ადგა და თქვა:
-მასწავლებელო, მე გადავუსწორე, მე ჩამარტყით სახაზავი.
ბოლოს ორივე დავისაჯეთ, რადგან არცერთი არ ვთმობდით, ორივე ერთმანეთის გადარჩენას ვცდილობდით. დიდი ვაი-ვაგლახით დავამთავრე სამი კლასი და IV-ში რომ გადავდიოდი, აღმოჩნდა ჩემი ძველი კლასი მეორე ცვლაში გადაეყვანათ, მე კი ეს არ მაწყობდა, ამიტომ სხვა კლასში გადავედი, სადაც 10 ძველი კლასელი სწავლობდა. აქ ნინის და სოფის დავუმეგობრდი, ასე ორი წელი ვმეგობრობდით. მერე ირინა გადმოვიდა. ირინკაზე კი იცით, დასავით რომ მყავს. კარგად ვსწავლობდი, 10-ები მყავდა, მერე ცოტა მოვუკელი და შესაბამისად ნიშნებმაც მოუკლეს და მარტონი დარჩნენ, უპარტნიოროდ. შემდეგ მოხდა ისე, რომ გადავედი ახალ სკოლაში, GAHS(Georgian-American High School).
ზოგადად მორცხვი ადამიანი არ ვარ. არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა, მათი გაცნობდა და ა.შ. მაგრამ ახალი კლასელების სიმორცხვე რომ შევამჩნიე, დიდად თავი აღარ გამომიჩენია. თავიდან, დროის უმეტეს ნაწილს ნიას კლასში ვატარებდი, მერე ბავშვებიც კარგად გავიცანი და ძირითადად მათთან ერთად ხუმრობა-ცეკვა, სიცილ-ხარხარში გამყავდა სკოლის საათები. საკმაოდ შეკრული და კარგი კლასი აღმოჩნდა. ორი კვირის შემდეგ ისე ახლოს ვიყავი ბავშვებთან, მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკვე წლებია ერთად მოვდოდით. თავიდან ვფიქრობდი, თითქოს პირფერობასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ვერ გამოვყოფ გოგონასა, თუ ბიჭს, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი.

ქეთი შუბითიძე – ნამდვილი ბაჭია. ჩემი და ბაჭიკოს აზრები, იდეები, ოცნებები და სიმპატიის ობიექტები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ვფიქრობ, კლასელებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო მოსაუბრეა. არ ცდილობს საკუთარი აზრი მოგახვიოს. ზომიერად იცის ყველაფერი, ზღვარს არ გადადის არასდროს. თუმცა ისიც ხომ ადამიანია და ხშირად, ზედმეტად მოსდის შექება, არადა ეტყობა, რომ ისე ძალიან არ მოსწონს, როგორც ამბობს. ეს არა იმიტომ, რომ პირფერობს, ან ადამიანს თავს აწონებს. უბრალოდ იმდენად სიამოვნებს სითბოს გამოხატვა და სხვებისთვის ცხოვრების გალამაზება, რომ ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ეს უკანასკნელი კი სწორედ ამის ‘ბრალია’.

ანი სიჭინავა – გაოცებული ვარ, როგორც შეიძლება ადამიანმა მუდამ იცოდეს, სად – როგორ უნდა მოიქცეს. ვის – როგორ უნდა დაელაპარაკოს, ამა თუ იმ სიტუაციაში. პირდაპირია, ძალიან პირდაპირი. ხშირად ჩემს სათქმელს ისე კოხტად ამბობს ხოლმე, მერე ვფიქრობ, ნეტავ, თუ მოვახერხებდი მე ასე დამეგალებინა აზრები.

ნინი იაშვილი – უაზროდ დადებითი და პროტონებით გაჟღენთილი ადამიანი, კეთილი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. გულუხვი, არაფერი ენანება შენთვის, ძალიან შემაყვარა თავი.

სოფუნა მკალავიშვილი – ოიდაა, გიჟი.. გადარეული.. დიდი ენერგიის მატარებელი, ასევე ძალიან დადებითი და ჯიგარი ‘ტიპი’. იშვიათად თუ ნახავ მოწყენილს, თუმცა ცანცარა არაა.

გურამიკო(მომკლავს C(:) ლიპარტელიანი – სვანიაო კი იძახიან, მაგრამ კლასში ასე გონივრულად და პროგრესულად მოაზროვნე ბავშვი ცოტაა. იუმორთან მწყრალადაა, მაგრამ იმდენს ხუმრობს, ამ ბოლო დროს მაინც გაგეცინება სრულ უაზრობაზე. თბილი და უბრალოდ კარგი პიროვნებაა. მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, ძალიან კარგი აურის მატარებელია.

ზაზა ქიქავა – ოიდაა, ეს რა გაიზრდებაა.❤ ძალიან კარგი ადამიანია, საყვარელი. დიდი, თბილი და ლამაზი თვალები აქვს. აი, შეკრული ‘ტიპია’. თუ გინდა სიმართლე იცოდე, მაშინ ზაზას უნდა ჰკითხო. დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან უფრო ახლო – მეგობრული ურთიერთობა. ‘ბინიანი ტიპია’ – ანუ, მასთან თავს კარგად რომ გრძნობ ისეთი. ძაააალიან დადებითია, ძალიან.

ერეკლე წამალაშვილი – ეკეკე, ჩემი ეკეკეკე.. დიდი და ჭკვიანი. ვაიმე, რა კარგი სიცილი აქვს. იცით, როგორია? აი, ისეთი – კეთილი ადამიანები რომ არიან. არა, ასეთი არა.. უფრო სწორედ, კეთილი კი არის, მაგრამ მაინც უცნაურია. ხან მიცინის და ძალიან კარგად მექცევა, ხან კი ისე მიბღვერს ხოლმე..❤ მე მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს.

ალეკო ილურიძე, ბექა ასტამიძე, გიორგი ბოგვერაძე – ძალიან კარგი ბავშვები არიან. არ მაქვს ახლო ურთიერთობა ამ სამეულთან. მგონია, რომ მორცხვები არიან, ან დიდად გულზე არ ვეხატები. მოკლედ, ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ვარ.

გივი მახარაძე – კარგი ადამიანია. საინტერესო. იცის როგორ უნდა გამამხნევოს. თბილი და დადებითი აურა მოდის. მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი კინკლაობა, ბოლოს მე მაღალ ტონზე გადავდივარ, ის კი ისევ ჩვეულებრივ ხმას და ტონალობას რომ ინარჩუნებს.

გივიკო კახაბრიშვილი – მე ასეთი ცხოვრება, სიცოცხლე და შესახრამუნებელი ადამიანი არ მინახავს. სითბო, სიცოცხლე. ხანდახან ისე მელაპარაკება ლამისაა მივვარდე და ლოყები მოვაგლიჯო ხოლმე. ულამაზესი წყლიანი, ცისფერი და სევდიანი თვალები აქვს.

გიორგი ბაქარაშვილი – კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სრულიად უაზრობაზეც კი შეიძლება გადაგახარხაროს. ვერ ცეკვავს, მაგრამ ცდილობს არ მაწყენინოს და ამიტომ თავის გიჟურ მოძრაობებს აკეთებს ხოლმე. საბოლოო ჯამში კარგი ბავშვია, თუმცა ისევე როგორც ყველას, მასაც ბევრი ნაკლი აქვს.

ბექა ბერიაშვილი – კარგი ბიჭია. ზედმეტად უყვარს ჩემთან ჩახუტება და ჩემი წვალება. ზედმეტად უყვარს ცეკვა და მშვენივრად ცეკვავს ხოლმე. ხანდახან ზედმეტად მიშლის ნერვებს და ბოლოს, რომ ხვდება სჯობს გამასწრობს მეუბნება:
-მოდი, მაიკლ ჯექსონი ვიცეკვოთ.
ამ წინადადებაზე სიცილი მიტყდება და მერე თავიდან იწყება ჩემი წვალება და ა.შ.

15-ივე ბავშვის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ. როგორც ამჩნევთ, საკმაოდ განსხვავებული ადამიანები არიან. ისე ყველას ჩვენს კლასში ყოფნა უნდა, ბევრი ამბობს:
-აუ, რა კარგი და ერთიანი კლასი გაქვთ. მეც მინდა თქვენთან ერთად ყოფნა.
მიხარია, რომ ამ კლასში მოვხვდი. მიყვარხართ, ბავშვებო!

21 Comments leave one →
  1. April 15, 2011 5:14 pm

    exla shen ginda tqva rom 😀 😀 es yvelaperi martalia? 😀 ara zogze mec egre vpiqrob magram ert adamianze ver vitypodi magas 😀 😀 😀 😀

  2. April 15, 2011 5:18 pm

    ჰაჰა, კი, ყველაზე ასე ვფიქრობდი.. ცოტა შემეცვალა ვინცხებზე წარმოდგენა, ზოგზე უფრო კარგისკენ, ზოგიზე უფრო ცუდისკენ.. დრო კიდევ უფრო ბევრ რამეს გვიჩვენებს. ისე, არ შევცვლიდი ამას, თუ ალეკოზე, ბოგეზე და ასტამაზე არ ჩავთვლით.. ^^

  3. nini permalink
    April 15, 2011 5:20 pm

    gexvewebi როტონებით გაჟღენთილი ადამიანი rogor gavigo? 😀

  4. April 15, 2011 5:26 pm

    შტერო, არ იცი, პროტონი, ნეიტრონი და ელექტრoნი?! აქედან დადებითი მუხტი რომელს აქვს? – პროტონს.. ჰოდა, შენ ხარ დადებითად დამუხტული ადამიანი.. ანუ, აი, დადებითი ხარ… მეტი როგორღა ავხსნა?😀

  5. Anonymous permalink
    April 15, 2011 8:51 pm

    neta mag shen klaselebs tu evasebi ?

  6. April 15, 2011 9:00 pm

    მემგონი, კი. მემგონი კი არა, ძალიანაც ვუყვარვარ ყველას.😛

  7. April 16, 2011 4:12 pm

    ვაჰ..😀 ლექსზე ძალიან ვიხალისე..

  8. April 16, 2011 5:24 pm

    ანა, ძალიან კარგი ლექსია, ძალიან.
    თავიდან მაგას ვუარყოფdი, რას ამბობთ, რაც ვიცoდი შემოდგომაზე, ის მოვყევი-მეთქი..😀

  9. April 16, 2011 9:41 pm

    ლოოოლ!!!!! ;DDDDDD

  10. April 17, 2011 7:40 am

    აქსიომა, ლექსზე, ჰო?
    არა, რას უწუნებთ მაინც? ^^

  11. April 18, 2011 12:55 pm

    ლექსი : ))))))))))
    რა სასაცილო იქნებოდი
    <3

  12. April 18, 2011 2:10 pm

    პატარაობის სურათს დავდებ მერე და მემგონი წარმოიდგენ, რoგორ შეიძლება ვყვებოდე იმ ლექსს..😀

  13. ნათია permalink
    April 27, 2011 4:15 pm

    ,,ძია ლენინის ტლოპინა თავზე
    მიცოცავს ტილი ეკსკურსიაზე,
    ჩამოდი ტილო, შენ ვირიშვილო
    სასამართლოში უნდა გიჩივლო,
    გაბრაზდა ტილი, ჩაარჭო ფრჩხილი
    და ამოუღო გამხმარი ტვინი.”

    loooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool! ძაააან მაგარი იყო, ამდენი სიცილიც არ შეიძლება, ვაი!😀

    • April 27, 2011 4:40 pm

      ამ რამდენიმე დღის წინ მეგობართან ვიყავი ასული და მის დას მოვუყევი, ლამის კრუნჩხვებში ჩავარდა.😀

  14. May 6, 2011 8:28 am

    ლექსია ფანტასტიური!

    • May 6, 2011 12:36 pm

      ჩემი მოყოლილი უფრო ფანტასტიური იყო, დამიჯერე.😀

  15. sopo permalink
    May 21, 2011 5:57 pm

    macikooo :*:*:* :*:*

    • May 21, 2011 6:07 pm

      sofunia, miyvarxar Zaaalian..❤❤
      gogo, orSabaTs platipusebiT movideT.. :*

  16. September 23, 2011 4:27 pm

    rogor miyvars shen postebs rom vkitxulob xlme :* :* :*❤ momewona momewona momewona 😀 aii dzaaan kargia :*❤

    • September 24, 2011 12:24 pm

      ნიიინ, ჩემი პატაარ გოჭუნია..❤
      მიყვარხარ ძალიან, ძალიან..❤
      დიდი მადლობა..::*

  17. March 15, 2012 3:20 am

    Buy Dianabol Right now You will not be disappointed when you order from this list of pharmacies Steroids Steroid use Steroids

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: