Skip to content

Sun, sun, sun, here it comes… (guest post)

May 8, 2011

  პოსტის წერას  ‘ბარი ვაითის’ ფონზე ვიწყებ, რა უნდა დავწერო არ ვიცი, ჩემთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი პატარა და საყვარელი მეგობარი ბლოგერის ბლოგზე ‘გუესტ პოსტის’ დაწერა…  ათასი იდეა მიტრიალებს თავში და ვფიქრობ რა შეიძლება დავწერო; რაიმე რჩევის მაგვარი, უბრალოდ საკუთარი აზრი თუ?!.

მოკლედ…  ძალიან არ მიყვარს როცა ადამიანები კლიშეებით ცხოვრობენ, ზედმეტ ჩარჩოებში არიან მოქცეულები, შორიდან თითქოს ძალიან მაგარი ‘ტიპებიც’ ჩანან, მაგრამ ახლოს როცა გაიცნობ და მათ გულში ჩაიხედავ მიხვდები, თუ როგორი გადატვირთულია მათი ცხოვრება ყოველდღიური მართლაც რომ წვრილმანებით. ძალიან ხშირად მივმხვდარვარ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. რომ მიმოიხედოთ დარწმუნებული ვარ თქვენც ბევრი გეყოლებათ ასეთი მეგობარი, ან უბრალოდ ნაცნობი…

სულ მიკვირს ისეთი ადამიანების რომლებიც პრობლემებს მხოლოდ ჩხუბით აგვარბენ, ან მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან განიხილავენ. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ  მეორე მხარის ‘სათვალეებიც’ მოვირგოთ, საკუთარი თავიდან გამომდინარე გეტყვით, რომ კამათისას, სიმშვიდე ყველაზე კარგი და ჭკვიანური გამოსავალია. თქვენთვისაც ბევრად უკეთესია თუ მეორე ადამიანის თვაებით დაინახავთ საკუთარ თავს, ბევრი რამის გაცნობიერებაში გეხმარება, საკუთარი ნაკლის უკეთესად დანახვაში.  სიმართლე რომ ვთქვა არასოდეს შემინახავს პოსტი ‘დრაფტში’ ყოველთვის იმას ვწერხოლმე რაც ეგრევე მომდის თავში, ახლა კიდევ იმდენი იდეა მაქვს ცოტა მიჭირს ერთმანეთისგან გამორჩევა, თან არ მიყვარს უსასრულოდ დიდი პოსტების წერა, დიდ სტატიებს ამერიკელი ჟურმალისტები „გამოუსადეგარ პროსტინას“ უწოდებენ : )) ვიცი სისულელეა, მაგრამ მე მეციბება. ჰო, რაც მთავარია და მინდოდა მეთქვა, კარგად, ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ თითოეულმა თქვენგანმა, რომ არავინ, არავინ და კიდევ ერთხელ არავინ ღირს თქვენი ნერვების ფასად!! ხანდახან საჭიროა დაფიქრება, ღირს კი ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ვის გარემოცვაშიც ყოველთვის დაძაბული ხარ შენი მისდამი და/თუ მისი შენდამი სიყვარულის მიუხედავად?! არა, ნამდვილად არ ღირს, აუცილებელია, რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის გადალახვა, ყველაფერ ცუდში სულ სულ პარატა მცირედი პოზიტივის დანხვა და თუ ამას შევძლებთ მივხვდებით, რომ ბევრად კარგია ვიცხოვროთ უფრო ‘ლაითად’, ბევრად ადვილად მოგეჩვენებათ ყველაფერი, ოღონდ  რეალურად, აუცილებელია, რომ არც რეალობის შეგრძნება დავკარგოთ და მე მჯერა, რომ ჩვენნაირ ჭკვიან და საინტერესო ხალხს ამის შეხსენება არც კი სჭირდება J  გაიღიმეთ ბევრი, გაიღიმეთ უბრალოდ, მიზეზის გარეშე, სეირნობისას, თვალის გახელითანავე, თუ არასახარბიელო სიტუაციაში ხართ მაშინაც კარგი იქნება პრობლემას ღიმილით თუ შევხვდებით და შემდეგ სრული სერიოზულობით მოვაგვარებთ. ხანდახან  ვფიქრდები და ვხვდები, რომ ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება, მითუმეტეს რომ ბევრ ჩვენგანს შეიძლება სულაც არ გვაქვს მსუბუქი ცხოვრებისეული ჯვარი სატარებელი… ამიტომ აღარ არის საჭირო დავმძიმდეთ ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით, რაღაც სულელურ კლიშეებში მოვაქციოთ საკუთარი თავი, რის გამო?! იმიტომ რომ მხოლოდ გარეგნულად მოვწონდეთ სხვებს?! არავითარ შემთხვევაში, პირველ რიგში მთავარია სარკეში გულახდილად ვუღიმოდეთ საკუთარ ანარეკლს და ვგრძნობდეთ რომ ბედნიერება ჩვენშია…

დაიმახსოვრეთ, რომ   Sun, sun, sun, here it comes…

ახლა კი გემშვიდობებით, იმედია ძალიან ბევრიც არ ვილაპარაკე

კიწი :*    პ.ს დიდი მადლობა მაცის რომ ახხელა პატივი დამდო : ) და კიდევ მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ძალიან ძალიან საყვარელია :*❤

14 Comments leave one →
  1. May 8, 2011 9:53 am

    კიწის გესთ პოსტი..
    კიწის ძალიან თბილი გესთ პოსტი..
    კიწის ძალიან ლამაზი და მზე გესთ პოსტი..
    მე ძალიან მომეწონა.
    აი, კიწი რომ არის, უფრო მეტად გაანათა პოსტი. არ ვიტყუები, აი, ზუსტად იმას ვამბობ, ახლა რასაც გული მეუბნება. თავიდან სანამ კითხვას დავიწყებდი, წყალი დავლიე, მერე ერთი-ორი გავიარ-გამოვიარე და შევუდექი სიტყვების შესრუტვას.
    ძალიან დიდი მადლობა კიწის, ასეთი საინტერესო პოსტისთვის.❤

  2. May 8, 2011 9:55 am

    სერიოზული გესტ-პოსტია🙂 ყოჩაღ, კიწი🙂

  3. May 8, 2011 10:14 am

    უუმმ.. მზე

    პ.ს. კარქი პოსტია^^

  4. May 8, 2011 10:23 am

    აშკარად მეტი დავწერე.. სად გაქრა არ ვიცი.. ჰოდა, იმას ვამბობდი რომ მზე<3
    (სუნ)დრო..
    მზის დრო^^

    და კიდევ,
    ჰა, შენ, ეს მზეც… http://www.youtube.com/watch?v=pZ3cTwI9bIw

    • May 8, 2011 10:27 am

      ააააა, მზის დრო.. მგონი, გუშინ თქვი, ჰომ? ან სადმე წავიკითხე, არ მახსოვს.. ^^
      ჰოდა, ახლა შევამოწმე და სხვა კომენტარი შენგან არ შემოსულა. ^^
      პ.ს. სიმღერა ვიცოდი და სხვათაშორის, საკმაოდ მომწონს.😛

  5. May 8, 2011 10:33 am

    ჰო, გუშინ ვამბობდი.. (:
    ეს სიმღერა..
    ჩვენი ზოის შესრულებით ^^♥

    არა, იმ პირველ კომენტარში სხვა რაღაცებიც მეწერა და რატომღაც, არ დაიპოსტა :შ

    • May 8, 2011 10:34 am

      აქ დადე და ჩავასწორებ თუ გინდა. **

  6. May 8, 2011 11:35 am

    მააციი და ბავშვებო მადლობთ🙂
    მიხარია თუ მოგეწონათ :”>:*

  7. May 8, 2011 12:19 pm

    “სულ მიკვირს ისეთი ადამიანების რომლებიც პრობლემებს მხოლოდ ჩხუბით აგვარბენ, ან მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან განიხილავენ. ” >> ამაშ განსაკუთრებით გეთანხმები

    აი ძალიან სერიოზული და საინტერესო თემაა. თან უსასრულოდ შეიძლება ამაზე საუბარი..ყოჩჭ კიწი… პ.ს. პოსტის ბოლოში კიწი შენი ლინკი არასწორედაა ჩასმული😦

  8. May 8, 2011 12:27 pm

    სულ ღიმილით ჩავიკითხე🙂
    კიწუნია ძალიან კარგიაა
    ადამიანი არსებობისთვის რაღაც სივრცეს იქმნის
    არ უნდა ვიყოთ მარტო რაღაც ხელოვნური ბარიერებით შემოსაზღვრული რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენვე ვქმნით.
    ძალიან დადებით პოსტია აი მართლა☼

  9. May 8, 2011 1:26 pm

    მმ ყველამ უნდა ინატროს კიწისნაირი პოსტი თავის საიტზე..

  10. May 8, 2011 6:33 pm

    ძალიან კარგი პოსტია. ყოჩაღ კიწი და წარმატებებს გისურვებთ. მიყვარს ბლოგი რომ ვითარდება. გესთ პოსტი ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯია და მიხარია ასეთი კარგები რომ ხართ .🙂

  11. May 9, 2011 7:24 pm

    ძალიან ძალიან ძალიან დიიიდი მადლობა ბავშვებოოო :**
    მაცი ჩაასწორე რა ჩემი ბლოგის ლინკი :*
    მიხარია თქვენი აზრების მოსმენაა :**

    • May 9, 2011 7:27 pm

      კიწ, მაშინ რომ დაწერეს, ლინკი არასწორიაო, მაშინვე ჩავასწორე. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: