Skip to content

ჩემო ზა,

June 15, 2011

ზაზ, მახსოვს, ახალ სკოლაში პირველი დღე.

ისიც მახსოვს, კლასში რომ შემოხვედი, კლასელები განსხვავებულად მოგესალმნენ. რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ზედმეტად დიდ პატივს გცემდა ყველა.

პირველი ერთი კვირა ‘გამარჯობის; მეტი არც არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.

მახსოვს, ხუთშაბათი დღე იყო, ბიოლოგიის გაკვეთილი. მე და ქეთი გვერდიგვერდ ვისხედით, ჩვენს უკან კი შენ და ეკეკე.

-მას, შეიძლება, ორი წუთით გარეთ გავიდე?

მასწავლებელმა უხმოდ დაგიქნია თავი.

ქეთი ოხუნჯობის ხასიათზე მოვიდა. ხან ერთზე იხუმრა, ხან მეორეზე.. ბოლოს მერხებსა და სკამებს გადაწვდა. ბაჭია ახალი ხუმრობის სათქმელად რომ მოემზადა, ამ დროს კლაში შენ შემოხვედი.

-ბარეღამ მანდ ხარ და მიდი, გაკვეთილი მოყევი.

ქეთიმ ეშმაკურად გითხრა და “ვაჰაჰა”-თი გადავარდა უკან. მისმა სიცილმა მეც შემომიღუტუნა და ავყევი. შენ ძალიან გაბრაზდი. მახსოვს, გვითხარი:

– ვისი რა დასაცინი მჭირს.

ქეთი ამაზე უფრო გახალისდა. საბოლოოდ, შენ ყვირილზე გადახვედი, ქეთი –  “გოგო კი არა სახელი მაქვს, ზაზა.” საყვედურებზე, ხოლო მე “ქეთ, კაი რა შეეშვი.”-ზე. ჩემმა ფრაზამ დააგვირგვინა სიტუაცია, ვაიმე… არცერთს არ შეგვიმჩნევია, მაგრამ ორივეს შეგვეშინდა, ახლა რამე არ გვესროლოსო.

მერე მახსოვს, სადღაც ორი კვირა როგორ გლანძღავდი, მაგას თავი რა ჰგონია, სხვებს რომ აჩმორებს ჩემთან არფერი გამოუვა, დამაცადე მაგას რა ვუყო-მეთქი.. სიტყვები სიტყვებად რჩებოდა.

დედაჩემი რომ მეკითხებოდა, კლასში ვინ გაჩუმებსო, ყოველ ჯერზე ზაზა-მეთქი ვპასუხობდი.

მერე ანის დაბადების დღე იყო. მაშინ ისეთი დიდი ყურადღება გამოიჩინე, რომ მივხვდი, საშინლად შემიყვარდი.

მერე ნინის დაბდღე… ვაიმე..❤

თებერვალში ბაკურიანი.. უფუფუფ… იცი, ვერ ვიტყვი, რომ მე და შენ ძალიან ახლო მეგობრები ვყავით-მეთქი მაგ დროს, მაგრამ აი, რაღაცნაირად მედადებითებოდი და… მოკლედ, შენთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. შენი ხუმრობები და “ბოროტული” ფრაზები, რომელიც ჩემდამი იყო მომართული სკოლაში სიარულს უფრო მანდომებდა. რამდენჯერმე აღვნიშნეთ კიდეც ბავშვებმა, რომ:

-ზაზა როცა სკოლაში არ არის, საშინელი მოწყენილობაა კლასში.

ჩემს თვალში დღითიდღე იზრდებოდა შენდამი პატივისცემა. აქამდე სულ მიკვირდა, ბიჭებში ასეთი ავტორიტეტი როგორ აქვს-მეთქი, თუმცა ეს ყველაფერი მალევე დრომ განმიმარტა. მუდამ ვგიჟდებოდი იმაზე, ასეთი მაგარი მეგობრობა როგორ შეგეძლო. დღესაც, ჰო, მოგიყევი არა, კახაბრიშვილისა და ბერიაშილის ჩხუბზე.. კიდევ ის, ცუდი ინციდენტი. ეკეს რომ ამოუდიექით მხარში.. მოკლედ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვწერ.

ყველაზე ხშირად იცი, რა მახსენდება ხოლმე? აი, აჩმაჩუნას ნომერი რომ მომეცი, არადა ეკესიაო.. თუ ამ ცხოვრებაში რამდენიმე საშინლად უხერხული და იმავდროულად სასაცილო  სიტუაცია მექნება გასახსენებლი, იცოდე, რომ პირველ ადგილზე ეგ გავა.

ისე, ახლა გამახსენდა, დედაჩემი სულ ამბობს ხოლმე, აი, ზაზას ხომ არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარსო.

მერე მახსოვს, აპრილის თვეში შენი ტექსტური შეტყობინება, ჩემს დაბადების დღეს რომ ეხებოდა. და ის, ჩემი მესიჯიც:

-იმედია, შენზე წარმოდგენა არ შემეცვლება. მინდა, ისევ ისე ვფიქრდობდე, როგორც ადრე.

შენი მწარე კომენტარი და ჩემი 88-ჯერ დაწყებული ტექსტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც რომ არ გამოვგზავნე. ეს ფაქტი ისე მალე მიეცა დავიწყებას, რომ მეც გაკვრივებული დავრჩი.

სულ გეჩხუბობებოდი და გეწუწუნებოდი, ბოროტო და მწარე ენის პატრონნო, ნუ მიშლი ნერვებს-მეთქი, ხანდახან ენის გამოყოფითაც ვკმაყოფილდებოდი.

კიდე ის მახსოვს, მე ნერვების მოშლას რომ ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მერე შენ დამცინოდი..

მაისის დასაწყისში მივხვდი, რომ ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვიყავით. ხუმრობაში უფრო მეტად გახსნა შენც მოახერხე და მეც.  შენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის უკვე ძააალიან ძვირფასი ადამიანი იყავი იმ დროს.

წუწაობების სეზონი დაიწყო. შენი და კიდევ რამდენიმე ადამიანის წყალობით, ყოველდღე სველი მივდიოდი სახლში.

მერე სკოლის გამოცდები იყო. ჩემი წუწუნები და შენი სიტყვები…

შაბათი დღე… გურიკას პაროდია:

-აუუუ, ბავშვებოო, კაბა მაცვიაა… აუაუააუაუაუ… ზაზააა, არ შემასხლა.. აუუუ, კაბა მაცვია რა…

შენ ნაბეღლავს სვამდი.. ბოთლი ხელში შეათამაშე. ისე გამოგივიდა თითქოს მასხამდი, მაგრა, ნტ… დამინდე, თუმცა უცებ წაიკუზესავით და შენს უკან მდგომი ერეკლე ჰოლივუდური ღიმილით მომარჯვებული წყლიანი ბოთლის ჩემკენ ატრიალებს.. ერთი სახეზე ხელების აფარებაღა მოვახერხე.. სულ დავსველდი.. ბარეღამ სველი ხარ და აჰა, დაბეღლავიო… მოკლედ, ბევრი სიცილ-ხარხარი იყო..

გამოცდები დღეს დავამთავრეთ.. სკოლის ეზოში საკმაო ხანი ვიყავით… ბეევრი, ძაალიან ბევრი ისტორია გავიხსენეთ.. ყველა დამშვიდებული იყო. გვეგონა, გაგდებით არავის აგდებდნენ.. თქვენ, ბიჭები მალევე დაიშალეთ.. ჩვენ, გოგოები დავრჩით, აჰო, კიდე გოშკა.. მერე მეგი ვნახეთ და:

-სოფოს და ბერიაშვილს აგდებენ.

ოთხივეს სახეზე ფერი აღარ გვედო..

მერე სახლში წამოვედი. აი, რასაც ჰქვია, ჩამჟავებული ხასიათითურთ..

დაახლოებით ექვსზე დამირეკე.. არ მახსოვს, როგორ დაიწყე ლაპარაკი, მაგრამ სკოლიდან გადასვლა მიწევსო ეს კარგად გავიგე.. ჯერ ტელეფონზე საუბარისას კარგად ვღვარე ცრემლი… კარგა ხანია, ასე მწარედ არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა… და მერე რომ გავთიშეთ …

არ მინდა, რომ კლასიდან გადახვიდე. ყელაფერს ვფიცავარ… სკოლაში სიარული, შენი და რამდენიმე ადამიანის გამო მიხარია. როგორ უნდა გთხოვო, რომ ნოემბერში გამოცდები ჩააბარო, აღარ ვიცი.

არ მაინტერესებს სხვები. მე ყველაზე მეტად დამაკლდები, ყველაზე მეტად. ((( აქამდე არავისთან და არასდროს მითქვამს – იცი, რომ ორი წლის წინ ბიძაშვილი გარდამეცვალა, ზაზა ერქვა. იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც მისგან უნდა მიმეღო, ახლა შენგან ვიღებ. ვიცი, რომ ერთმანეთს არასდროს დავკარგავთ, მაგრამ… მიყვარხარ!

129 Comments leave one →
  1. June 15, 2011 7:49 pm

    მემატიანე ხარ, მაცო🙂 რეები გახსოვს🙂

    • June 15, 2011 7:57 pm

      მმ, შენთან შედარებით 0 ვარ..❤

  2. June 15, 2011 8:01 pm

    ვაჰ კარგი იყო,მიყვარს ასეთი ემოციებით და გრძნობებით გაჟღენთილი პოსტები❤
    მე,რომ ზაზა ვიყო.. არვიცი…. კიარადა აუცილებლად დავრჩებოდი,შენთან კლასში ))

    • June 15, 2011 8:05 pm

      გულებიანო ანა, კარგი ხარ.. სულ იმაზე მწყდება გული, რომ ვერ დაგაფასე თავის დროზე,, (((
      ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.❤

      • June 16, 2011 6:30 pm

        მადლობ მაცო❤ ძველი დრო,წარსულში დარჩეს.. ))
        შენც ძალიან კარგი ხარ. )

        • June 16, 2011 6:39 pm

          მინდა. ჰო, მეც მინდა, რომ ის ძველი ყველაფერი წარსულში დარჩეს. ^^
          დიდი მადლობა. :*

  3. June 15, 2011 8:03 pm

    vaimeeee 😦 guli amichuyda : (( isev chvetan iqneba chveni zaza me es vici : ) vici vici vici vici vici vici vici vici vici
    mec dzaan miyvars zaza : ))) ai xo sul pastebs misvamda da mere sul vbrazdebodi :X amis mere agar gavbrazdebi xolme 😀 :X

    • June 15, 2011 8:06 pm

      ჰო, სულ გწუწავდა და სულ გიჩეჩავდა თმას.. ჰო, სულ პასტებს გისვამდა და ნერვებს გიშლიდა..
      ზაზა უუუკარგესობაა. .❤

      • June 15, 2011 8:13 pm

        da sul istorias mawerinebda xolme : )))

        • June 15, 2011 8:17 pm

          ჰაჰა..
          რატიპიხარ.. :*

          • June 15, 2011 8:22 pm

            :* :* me miyvas zazac da chemi klasic aii sul yvelaze metad ❤ nu – ramodenime 😀 😀😀

          • June 15, 2011 8:28 pm

            ჩემი
            გოჭუნა
            მეც
            მიყვარხარ❤

          • June 15, 2011 8:53 pm

            ❤❤ ❤

  4. June 15, 2011 8:08 pm

    მაცო, ძალიან საყვარელი ხარ.🙂

    • June 15, 2011 8:09 pm

      მადლობა..
      შენ კი საინტერესო..❤

  5. June 15, 2011 8:37 pm

    ყოჩაღ მაცო აი მართლა ყოჩაღ ^^ ძალიან კარგი პოსტი იყო და ზაზას დზალიან გაუხარდება რო წაიკითხავს ^^ და არსადაც არ წავა ზაზა ესე ადვილად ვინ გაუშვებს ჩვენი კლასიდან ვინ? ;დ

    • June 15, 2011 8:40 pm

      გოოშკ, სშენი პირველი კომენტარი. გულს უხარია..
      დიდი მადლობა. ყვეეელაზე, ყველაზე მკიტხველი ხარ შენ ჩემი ბლოგისა.
      იმედია, არსადაც არ წავა. <2+1

      • June 16, 2011 1:16 pm

        ara exla es iseti posti iyo ro ardakomentareba ar sheidzleboda aranairad ^^ blogis ara wordpresis maco ^^ ;d <4-1

        • June 16, 2011 1:19 pm

          მმ, პოსტი ვის შესახებაც იყო, იმიტომ უნდა დაგეკომენტარებინა, ლალა.. ^^
          ჰოდა, ვერ გავიგე.. ვორდპრესი რა შუაშია, გოშკ? <8-5

    • June 15, 2011 8:55 pm

      waikitxa zazam ukve : )) erti vici me egre advilad ar gavushveb da bolodme vibrdzoleb ise vibrdzoleb rogorc arasdros aravistvis ar mibrdzolia 😀 : ) usamatobas ara sheveguebit : )

      • June 16, 2011 5:34 am

        ჰო, მომწერა კიდეც.. ვიცოდი, მისი რეაქცია ასეთი რო იქნებოდა..
        დიახაც, დიახაც, დიახაც..❤

  6. June 15, 2011 8:39 pm

    მააც აიი ისე წერ რომ შეუძლებელია გულგრილად წაიკითხოს ადამიანმა… იმედია მართლაც გადააბარებს და ისევ შენთან ისწავლის ;)) მააც რა საყვარელი არსება ხარ..რა თბილი❤ ლავ იუ აი ძალიან ძალიან❤

    • June 15, 2011 8:41 pm

      დედა როგორც ამბობს, ბუნებრივად წერ და იმიტომაც მოსწონს ხალხსო, ეტყობა ამიტომ გამოდის ემოციური და როგორც ნიკა იტყოდა, დეპრესიულსუიციდიური.😀
      დდიიდიდდიიდიდ მადლობა. მეც რომ ძალიან მიყვარხარ, ჰომ, იცი? :*

      • June 15, 2011 9:19 pm

        ai nou, iu nou, vi nou :))

        • June 16, 2011 5:35 am

          ვაიმე, ჯესი, როგორ ძალიან მიყვარხაარ..❤

          • June 16, 2011 7:15 am

            მეეეც რომ ძალიან ძალიან.. ეს თუ იცი შენა❤

          • June 16, 2011 1:03 pm

            ki,
            ჯესიკო,
            ვიცი,
            რომ
            გიყვარვარ.❤

  7. June 15, 2011 10:37 pm

    ჩემი მაცო, ანერვიულეს😦

    შეეცადე არ ინერვიულო, იქნებ მოახერხოს და არ წავიდეს. თუ წავა, მაინც ნახავთ ერთმანეთს ხშირად, კი, ყოველდღიურად რომ ნახულობდი უკეთესი იყო, მარა შეეგუები თანდათან. მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები ხართ და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნე😉

    • June 16, 2011 5:36 am

      ჰო, მაცო ანერვიულეს მასწავლებლებმა. ((
      მმ, მთლად ზაზაზეც არ არის დამოკიდებული.. მოკლედ, ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, აქ არ დავწერე უბრალოდ და…
      კი, მეც მაგის იმედი მაქვს…❤

  8. sopo permalink
    June 16, 2011 4:31 am

    :S:SS ;((((((((((((((((((( zazaass aravin gaushvebs ase advilad :*:*:*:* zazaaa yvelas dzalian gviyvarxarr :*:*:*:* <3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3

    • June 16, 2011 5:37 am

      მმ, დარწმუნებული ვარ, ზაზა ყოველთვის გრძნობდა, რომ ბავშვებს ძალიან გვიყვარდა, თუმცა ასეთ დიდ სიყვარულსაც არ მოელოდა. :*

  9. June 16, 2011 5:37 am

    Nini :*, შტერო, შტერო.. მალაზობავ..❤

  10. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    June 16, 2011 10:18 am

    დამბურძგლა😦 ძალიან მაგარია.იმედია არ გადავა🙂

    • June 16, 2011 1:06 pm

      გოგონა, დიდი მადლობა.❤
      დღეს დედამ დამირეკა, გოგო, რა პოსტებს დებ ბლოგზე, გინდა, რომ გული გამისკდეს? არ გეცოდება ეგ ბავშვი მაგას რომ წაიკითხავსო?
      მეეეც მაგის იმედი მაქვს.. დღეს ვნახე და…

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        June 16, 2011 5:00 pm

        კიდევ კარგი დედაჩემი არ კითხულობს ჩემს ვლოგს(მისი არსებობის შესახებაც არ იცის🙂 )

        არ გადავა არა : )

        • June 16, 2011 5:20 pm

          მმ, ძალიანაც კარგი.
          თავისებურ დისკომფორტს მაინც გიქმნის.
          ისე ვერ დაწერ ყოველთვის, როგორც მოგინდება.
          ახლა ჩემი თითოეული პოსტი ჩარჩოებშია მოქცეული. ^^

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            June 16, 2011 5:46 pm

            ჰოდა მაგიტომაც არ ვეუბნები ბლოგი რომ მაქვს,ჯერ ის უნდა ავუხსნა ბლოგი რა არის მერე რატომ მაქვს და მოკლედ..მაგას ჯობს არ იცოდეს🙂 =P

  11. June 16, 2011 11:08 am

    argi da rogorc yoveltvis tbili posti iyo mac :* :*
    ise gemrielad yvebi rom tu daviwye vegar vcherdebi :d

    • June 16, 2011 1:08 pm

      ნიიი, ნიი, ნიი…❤ ააამდენი კომპლიმენტი ვის გაუგია, გოგო?😀
      კარგია, რომ ჩემს პოსტებში ხელოვნურობა არ იკიტხება. ეს მახარებს ყველაზე მეტად…❤

  12. June 16, 2011 5:29 pm

    მაააცც❤ რა საყვარელი ხააარ ^^^ უზომოდ უზომოდ❤ ძალიან ემოციური, კეთილშობილური და ძალიან საყვარელი პოსტია.
    მე რომ ზაზა ვიყო არ გადავიდოდი :3❤

    • June 16, 2011 5:41 pm

      მააარიამ❤ შენც როგორი საყვარელი ხააარ ^^ უსაშინლესად, უსაშინლესად…
      იმედია, ზაზა რო ზაზა იყოს არც ის გადავიდოდა.. ვნახოთ რა იქნება.
      აქ კიდევ ვერ დავწერე ისე.. აი, საშინლად მინდა, რომ დარჩეს.. საააააააშინლად..❤

      • June 17, 2011 4:17 pm

        უსაშინლესად საყვარელი ??? <3333 მმმმმ❤ რაღაც მომეწონააა :*
        უზომოდ საყვარელი ხაარ შეენცაა :*

  13. June 16, 2011 5:56 pm

    ♥ Miss.Catalan.. ♥, მმ, ისედაც დისკომფორტს შეგიქმნის. როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, მაინც ხომ არსებობს რაღაცები, რომლებსაც დედას არ უყვები, არა? ჰოდა… :*** მოკლედ, ხშირად ვიბოჭები და ჩარჩოებში ვექცევი. (((

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      June 16, 2011 6:12 pm

      არა,ეგ თავისთავად. ეგ კიარა,ხშირადაც არ ვლაპარაკობთ გულახდილად,თითქმის არაფერი იცის ჩემზე.თუმცა არ ვადანაშაულებ. მაინც არ მინდასავით ბლოგი რომ ნახოს.

      • June 16, 2011 6:19 pm

        მმ, ადრე მეც ეგრე ვიყავი, თუმცა ეს ბოლო სამი წელია, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი ინიციატივა იყო, სულ თავიდან, რომ მისთვის ჩემი ამბები მომეყოლა.. დღესდღეობით, ყოველ საღამოს ვიკრიბებით ხოლმე და სხვადასხვა თემებს განვიხილავთ. ^^

        • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
          June 16, 2011 6:26 pm

          არა,ცუდი ურთიერთობა არ მაქვს,უბრალოდ ყველაფერი არ იცის.🙂

          • June 16, 2011 6:38 pm

            არა, ჰჰო, მე დავწერე არასწორად.
            კრგ ურთიერთობაში გახსნილი რომ არის მშობელთან ეგ ვიგულისხმე.
            ანანო..❤

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    June 17, 2011 8:06 am

    Mallorie🙂 ჰო გასაგებია🙂

    • June 17, 2011 8:19 am

      ანანო, ანანო, ანანო..❤
      დილამშვიდობისა.. :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        June 17, 2011 1:12 pm

        Heey =))) როგორ ხარ? = )) უკვე შუადღემშვიდობისა (თუ საღამომშვიდობისა?)

        • June 17, 2011 1:15 pm

          ჰეი, ჰეი, ანანო…❤
          რავიცი, გოგო. ახლა მეგობარია ჩემთან და ვცანცარებთ. ხასიათი ცოტა გამომიკეთდა. :*
          არა, შუადღემშვიდობისა, ანანიკო.❤
          შენ როგორ ხარ, გენცვა? :*

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            June 17, 2011 1:33 pm

            რავიცი ვარ რა =)) მე ძლივს გავაგდე ჩემი დაქალი =)) ჩვენც ვცანცარებდით,მაგრამ მერე დამღალა. წასვლის წინ დამიბარა I’ll Be Back-ო =D რაც სკოლა დამთავრდა ან სულ მე ვარ იმასთან,ან ის ჩემთან…

  15. June 17, 2011 9:44 am

    sagol macaber aseti emociis nawershi gadmocema tu shesadzlebeli iyo ar megona

    • June 17, 2011 10:05 am

      მადლობა, გიო. ^^
      გამიხარდა შენი შეფასება. ^^

  16. June 17, 2011 9:46 am

    mara beqa beriashvilic agar aris chventan :(((((((

    • June 17, 2011 10:05 am

      გასაგებია და ძალიან მწყდება გული.

  17. June 17, 2011 12:11 pm

    რა გულისამაჩუყებელი ისტორიაა :((❤

    • June 17, 2011 1:02 pm

      მმ, მართლა? მერე, აჩუყდი? :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        June 17, 2011 1:13 pm

        პირადად მე კი =)))

        • June 17, 2011 1:15 pm

          ანანო, შენ ისეთი ემოციური ხარ..
          არა, მაინც რა ძალიან მომწონხარ..
          აი, საშინლად..❤

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            June 17, 2011 1:35 pm

            დიდი მადლობა =*** სასტიკად ემოციური ვარ. პატარა რომ ვიყავი დინოზავრებზე მულტფილმის ყურებისას ცრემლებად დავიღვარე(პატარა დინოზავრს ტირანოზავრი გამოეკიდა) =D

  18. June 17, 2011 1:04 pm

    აუუ მააც :შ
    რა ცუდიაა, ძალიან ცუდი მომენატია მართლა…😦

    • June 17, 2011 1:11 pm

      კი, კიწ. რთულია და მტკივნეული..
      უკვე აღარ ვიცი..
      გუშინაც ვისაუბრეთ ბევრი და ვნახოთ რა, რა იქნება..
      მე მინდა, რომ ზაზამ თავისი გადაწყვეტილება არ ინანოს. თუ წასვლა ურჩევნია წავიდეს, რადგან ვიცი, ჩვენი მეგობრობა ამითი არ გაწყდება. :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        June 18, 2011 4:34 pm

        ესეც სოფელში წაფრატუნდა დღეს😀 ნუ,თავს არ მომანატრებს,ხვალ ჩამოვა 😀

        • June 18, 2011 6:38 pm

          ისე, რა კარგია, როდესაც უუუუუუზეესი მეგობარი გყავს გვერდით, არა? ^^ :*

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            June 18, 2011 6:40 pm

            ჰო,მართლა მაგარია. თან ეს ზუსტად ეგეთია. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყო,მაინც გაგამხიარულებს თავისი უაზრო რეპლიკებით.

  19. June 17, 2011 2:02 pm

    ♥ Miss.Catalan.. ♥ , აჰა.. ზუსტად ასე ვართ მე და ქეთიც.. მეორე დაქალი -ირინა, პოსტი ვისზეც მაქვს დაწერილი, ის დღეს წავიდა კახეთში.. გუშინ დამირეკა, ჩალაგდი, ხვალ მივდივართო, მაგრამ ექიმთან ვარ დაბარებული და ვერ ვახერხებ.. 30-0ის მერე მივდივარ.. ჭკუაზე არ ვარ..😀

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      June 18, 2011 4:35 pm

      ესეც სოფელში წაფრატუნდა დღეს:D ნუ,თავს არ მომანატრებს,ხვალ ჩამოვა😀

      • June 18, 2011 6:45 pm

        უპს..
        ორჯერ დატოვე ერთი და იგივე კომენტარი?😀

        • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
          June 18, 2011 6:49 pm

          ჰო,სხვაგან დავარეფლაი-ე და მერე გამოვასწორე ჩემი ჭკუით😀

          • June 18, 2011 6:53 pm

            რა კაი ტიპი ხარ..😀

  20. June 17, 2011 2:02 pm

    ♥ Miss.Catalan.. ♥. vaime… etyoba, amitomac SevewyveT ase kargad… Tan raRaciT vgavarT erTmaneTs.. ^^
    genacvale..❤

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      June 18, 2011 4:35 pm

      Hoo..Sheidzleba =)) =**

      • June 18, 2011 6:38 pm

        ჰო, მე შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ხოლმე, რაღაც მომენტებში ჩემს თავს ვიჭერ. ^^

        • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
          June 18, 2011 6:41 pm

          ვახ რა საინტერესოა. მაინც რომელ პოსტში ,,დაიჭირე შენი თავი?”

          • June 18, 2011 6:42 pm

            არა, პოსტს როდესაც ვკითხულობ, მაშინ რაღაც მომენტებში ვიჭერ საკუთარ თავს-მეთქი. ასე კონკრეტულად არ მახსოვს. იმდენჯერ გამიელვებს ხოლმე… ^^ თუმცა გადავხედავ ცოტახანში და მოგწერ. :*

  21. June 18, 2011 3:02 pm

    ამ პოსტს რომ ვკითხულობდი ერთი წიგნი გამახსენდა. კახაბერ სულუაშვილის “თბილისს ვტოვებ ალიონზე” ასე ქვია. ჩემი რჩევა იქნება წაიკითხო =]] მოგეწონება🙂

    • June 18, 2011 6:37 pm

      მშვენიერია. გამიხარდა, რმ ჩემი სამიზნე წიგნი მირჩიე. ანუ სწორი გადაწყვეტილება მივირე თავის დროზე. მიხარის. ^^
      ამ დღეებში ვაპირებდი მაგის დაწყებას.. ადრე ამონარიდს წავაწყდი და ძალიან მომეწონა.
      გმადლობ რჩევისთვის. **

  22. June 18, 2011 6:43 pm

    ♥ Miss.Catalan.. ♥, ეს უკვე მომწონს. მეც ეგეთი ვარ. ვინმეს თუ ვხედავ მოწყენილს, საშინლად ვბრაზდები და მერე ტექსტებით გამოვდივარ ხოლმე. ხანდახან ისეთ სულელობას ვამბობ.. :დ:დ:დ

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      June 18, 2011 6:51 pm

      სისულელეებს მე და ჩემი დაქალი რომ ვამბობთ იმას უნდა უყურო =)) მერე ჩვენ თავზე გვეცინება ხოლმე :დ :დ

      • June 18, 2011 6:54 pm

        აჰა, აი, ზუსტად.. ბოლოს იმ დონემდე მივალთ ხოლმე, ერთმანეთის შეხედვაზეც კი ცუდად ვხდებით.. გუშინ იმდენი ვიცინეთ, ქეთის მუცელი საშინლად ასტკივდა..😀

        • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
          June 18, 2011 6:56 pm

          ho😀 Chventanac egeti ponti iyo :d bolos ,,vintiliatorze” vgadaobdit😀 ras gviberavs es uzrdelio da egetebi😀

          • June 18, 2011 6:59 pm

            მმ, მე არ ვიცი, ყველგან ასე ხდება თუ არა, მაგრამ ფაქტია საშინლად ბევრი საერთოა უკვე..^^
            ჯერ სად ვართ.. ახლა გავიცანით ერთმანეთი..😀

  23. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    June 18, 2011 6:55 pm

    Mallorie
    madloba😀 shenc =P

    • June 18, 2011 7:00 pm

      მმმ, კაი ტიპი ხარ, ძმაა? ^^
      ჰეჰე😀😀

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        June 18, 2011 7:01 pm

        😀 ჰო,მარტლა ბევრი საერთო გვაქ. ქუჩაშიც თუ შემთხვევით შევხვდი ვირწმუნებ რომ რაღაც არსებობს😀

        • June 18, 2011 7:04 pm

          მე ვიცი, როგორი ხარ გარეგნულად, შენც იცი.. ჰომდა, ამის მერე გაფაციცებით ვათვალიერებ ასფალტზე მოასიარულენი..😀 ისე, აქამდეც სულ ეგრე დავდიოდი.. ბლოგერებს და ფორუმელებს ვეძებ.. :დ

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            June 18, 2011 7:11 pm

            😀 ჰოო? მეც ეგრე ვივლი აწი😀

  24. June 18, 2011 7:18 pm

    ♥ Miss.Catalan.. ♥ …
    მმ, იქნებ, გადავაწყდეთ კიდევ ერთმანეთს.. :*

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      June 18, 2011 7:24 pm

      gamoricxuli araferia =)))

  25. June 19, 2011 3:00 pm

    გამოდის, რომ დარჩეს? : )
    მე ჩუმად ვკითხულობ ხოლმე, კომენტარების გარეშე და ახლა გულმა ვეღარ გამიძლო🙂
    ძალიან გულწრფელი პოსტია: *

    • June 19, 2011 3:04 pm

      ნინიტო, გამოდის, რომ დარჩება..
      დღეს ვესაუბრე..
      რა გოჭია..
      აი, მართლა გოჭია..❤
      თბილი, ტკბილი…
      ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ადამიანია..❤
      ნინიტო, დიდი მადლობა..❤

      • June 19, 2011 7:55 pm

        დარწმუნებული ვარ: ))
        რის მადლობა, გაგიჟდი?
        არ ვიცნობ და ძალიან ძალიაააააან გამიხარდა მეც: )))

        • June 19, 2011 7:58 pm

          რისი მადლობა და რომ კითხულობ ჩემს პოსტებს და კიდევ.. ჰო, კარგი ხარ და იმიტომ.. ნუ ჩემს მიმართ რომ ხარ.. :*
          შენ სულ არ იცნობ ზაზას და გაგიხარდა.. :პპ მე ვიცნობ ზაზას და როგორ გამიხარდა, წარმოგიდგენია? :*

  26. Mampho permalink
    June 19, 2011 10:31 pm

    მე არ ვიცნობ და ვინმეს წარმოუდგენია როგორ არ აინტერესებს ეს ყველაფერი?😦

    • June 20, 2011 5:35 am

      სხვის მაგივრად ნუ საუბრობ.
      უკვე ძალიან ზედმეტებში გაადახვედი. აქამდე ვიცინეთ და ვიფხანეთ მუცლები, მაგრამ ახლა…
      არ გაქვს წარმოდგენა, ზოგადად ზაზას ეს პოსტი რომ წაეკითხა რა რეაქცია ექნებოდა.
      არც იმაზე გაქვს წარმოდგენა, ეს კომენტარები რომ წაეკითხა, მაშინ რას იგრძნობდა…
      აქამდე სხვის მაგივრად საუბარი არ გჩვეოდა.
      მოკლედ, ძალიან შეიაკავე თავი ასეთი კომენატრების დატოვებისგან.

  27. June 20, 2011 5:57 am

    სხვის მაგივრად რატო ვსაუბრობ? ჩემს მაგივრად ვსაუბრობ ერთადერთი. ზედმეტებში ყოველთვის ვიყავი გადასული. ზოგადად არასდროს არ მქონია წარმოდგენა ვინ როგორ რეაგირებდა შენს პოსტებზე და სიმართლე რომ გითხრა დიდად არც მაღელვებს :ყეს:

    • June 20, 2011 6:07 am

      სხვის მაგივრად საუბარია, აბა რა არის…. როდესაც ამბობ, რომ ვინმეს თუ წარმოუდგენია, მას როგორ არ აინტერესებსო და..
      არც არავის მოუთხოვია შენთვის, რომ ჩემი პოსტების მკითხველების რეაქციები გამოგეძიებინა, ან უბრალოდ დაინტერესებულიყავი.
      წინა შენს კომენტარს გადახედე, ნუ მამტკიცებინებ ერთსა და იმავეს.

  28. June 20, 2011 6:09 am

    ა მემაპატიე ;ს მაინტერესებს უნდა დამეწერა :დ

    • June 20, 2011 6:12 am

      ჰოდა, ეგრე, ბიჭო.😛
      “მე არ ვიცნობ და ვინმეს წარმოუდგენია როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი?”
      შენ ბევრი რამ არ გაინტერესებს. მე სულ არ მაინტერესებს, შენ გაინნტერესებს თუ არა ეს ყველაფერი. ^^

  29. June 20, 2011 6:15 am

    არა ვიცი რომ არ გაინტერესებს, უბრალოდ ზემოთ პოსტებში აღძრულ სიტუაციას ესადაგებოდა ეგ კომენტარი😦

    • June 20, 2011 6:24 am

      აღძრული…
      ოჰ, რა სიტყვა ვისწავლეთო.. ^^
      რა კარგია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებსაც ყველაფერი ადვილად ესმით.. ^^

      • June 20, 2011 6:31 am

        სამწუხაროდ შენ მიმართებაშ ივერ ვიტყვი იგივეს :*

        • June 20, 2011 6:34 am

          ჰო, ვიცი. ჩემი გაგეაბაც საკმაოდ რთულია.
          ქე იცი, რავარი კარიც, ხალისიანიც და ა.შ. არ უნდა ვჩანდე, მაინც არ შგიგნით რაღაც..
          მოკლედ, ვსო, იმოქმედა..: ს

          • June 20, 2011 6:37 am

            ავარდნას ვერ დავარქმევთ ამას, მაგრამ დაგრუზვას კი :-დ

  30. June 20, 2011 6:45 am

    Jónsi Mamphoria, ავარდნით უკვე კარგა ხანია ვერ ვვარდები.. ნერვების აშლაც კი მეზარება..😀
    ააააა… ადრე რა საშინელება ვიყავი…😀

  31. June 20, 2011 6:49 am

    ადრე უფრო მომწონდი ნერვებს მაინც გიშლიდი და ეხლა?

    • June 20, 2011 6:53 am

      ჰაჰ, ბევრი მიზეზის გამო ადრე უფრო მოგწონდი.. ნუ, არა მარტო შენ, სხვა ძალიან ბევრ ადამიანსაც.. მაგრამ ვიცვლებით.. ^^ ჩემ შემთხვევაში, ერთი ბოლოდან მეორე გადავხტი.. ^^
      სულ არ მაღიზიანებს ასეთი ტავი, თუმცა მაინც სხვანაირი მერჩივნა..

      • June 20, 2011 6:55 am

        არც მე მაღიზიანებს ;-დ რახან ასეთი გახდი ესეიგი საჭირო იყო :სუნ: თვარა მეც ქე შევიცვალე

        • June 20, 2011 6:57 am

          მე კი მგონია, რომ გაღიზიანებს… ^^
          რა ვიცი, რომ ვუფიქრდები, მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაინც ვერ ვხვდები..
          შეილძლება, დროთაგანმავლობაში მობრძანდეს.. ^^

          • June 20, 2011 7:01 am

            მარტლა არ მაღიზიანებს იცვლება ხალხი და არავინ არ რჩება იგივე და მაგაზე ნერვების შლას და ნერვიულობას აზრი არ აქვს :დ

  32. June 20, 2011 7:03 am

    Jónsi Mamphoria, ნერვიულობა? ჰო, ზოგადად შეიძლება, მაგრამ ახლა ნაკლებად.. ^^

  33. June 20, 2011 7:06 am

    არც ზოგადად არ შეიძლება

    • June 20, 2011 12:39 pm

      სეიძლება, არ შეიძლება ეს რა შუაშია..
      სასურველია, არასასურველია უფრო შეეფერება.. ^^

  34. June 20, 2011 1:42 pm

    რაც არუნდა არასასურველი იყოს არ შეიცვლება არაფერი ასე რომ არ აქვს აზრი.

    • June 20, 2011 1:47 pm

      მაშინ, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება, ტირილი არ არის საჭირო, მაინც ხომ ვერაფერს შეცვლი. რა ასეა?

      • June 20, 2011 1:50 pm

        ეგ სხვა პონტია მე უბრალო ცვლილებაზე ვსაუბრობ აი შენ როგორც შიეცვალე და სიკვდილი სხვა საკითხია ეგ უკვე ცხოვრებისეულ ცვლილებებში გადის და არა პიროვნებისეულ, ანუ იმას არ ვამბობ რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეს ადამიანის ცვლილება უბრალოდ აზრი არ აქვს სირბილს და იმის მტკიცებას რომ შიეცვალეო.

        • June 20, 2011 1:58 pm

          ჩვენ ნერვიულბაზე გვქონდა საუბარი და არა ადამიანის გადარწმუნებაზე. ^^
          არა, ჰო, ცოტა ცუდი შედარება მოვიყვანე მართალია, მაგრამ ზუსტად პირდაპირ რომ გავიხედოთ, მაინც არის რაღაც, რატომაც შეიძლება ამ ორს შორის პარალელი გაივლოს. არა?

  35. June 20, 2011 2:01 pm

    კი შეიძლება სუფტა ცხოველური პრინციპებით რომ ვიაზროვნოთ პრინციპში ორივე გამოუყენებელ მდგომარეობაში გადადის ანუ სიტყვაზე შენ შეიცვალე და ჩემთან აღარ გაქვს ძველი ურთიერთობა ანუ მე რამე რო გთხოვო ნაკლები შანსია შენ შეასრულო და სიტყვაზე ვიღაცა მოკვდა სულ რო ყურებზე გავიარო მაინც 0ია შანსი რო არმეს იზამს

    • June 20, 2011 2:04 pm

      არა, ეგ შედარება არ მიმაჩნია სწორად. 0 შანსსა და ნაკლებ შანსს შორის უუუზარმაზარი განსხვავებაა. ცხოველური პრინციპით აზროვნება კიდევ უფრო სხვა არის.

  36. June 20, 2011 2:06 pm

    ნუ უფრო გასაგებად ჟღერს :დ

    • June 20, 2011 2:12 pm

      გასაგებად? გასაგები შეიძლება იყოს, მაგრად რამდენად სწორი ეს სხვა თემაა. ^^

  37. June 24, 2011 6:36 pm

    genacvale ra sayvarlad wer… martla dzalian momewonaaa🙂

    • June 25, 2011 11:16 am

      კატო… დიდიდიდდიიდდიდი მადლობა.. :*
      გესტუმრები ახლავე. :*

  38. June 7, 2012 8:53 am

    ეხლა რა ხდება, ჩააბარა? ))

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: