Skip to content

გუილა ჰალასი (ბრასაი), იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად

ივნისი 28, 2011

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…
პარიზულ ოტ-კუიზინზე ბრმად შეყვარებული ჩამოდის ბრასაი და,-
ქალაქიც გაჟღენთილა ფერფლად ქცეული გი დე მოპასანით.
გზა მართლაც რთული იყო ტრანსილვანიის ქალაქ ბრასოდან…

სადგური მონპარნასი. გზა გრანვილიდან-ტულუზამდე და მერე, უკან.
ქალი შეიხდენს მაცდურ პროფილს დამტყდარი ცეკვის.
ხმაურს სადგურზე ფანტავს ნელი სუნთქვა და ცეკვა “gavotte”,
შავი კაბის ქვეშ დამალულ კერტებს, გუილა ჰალასი თვალებით ეკვრის.
ობიექტივის მიღმა კი დილემა: ან უნდა იცეკვო ან უნდა გალოთდე!

სახელოსნოში მზემ ყველა სარკმელს ჩაუხსნა ღილი.
“ჟილოს პორტრეტი”,-ხატავს პაბლო და კოცნის საფეთქელს…
დაჰყურებს,- მერე თაფლისფერ გუაშს მიაწვდის ღმერთი
და თითქოს მხატვრის გული ამ ტილოზე უნდა აფეთქდეს,
მზედაუშრეტელს ეხლა წითელ ღვინოში ერთვის…

კრეპ სუზეტი და თუნდაც პეშ მელბა.”ღამის პარიზი”და პოეტთა კაბარე.
ფარგი და პრევერი სასმელს მიირთმევენ (პორტვეინს მაღალი ფასი აქვს).
ჰენრი მილერი შემოდის კარიდან და ისევ ”კირჩხიბის ტროპიკი”. დილემა:
“ბიგ სური” განიხილონ ისევ თავიდან (იცნობენ მილერის ხასიათს),
“ვარდისფერი ჯვარცმა” თუ ყველაფერს აჯობებს ბოჰემა დილამდე.

მაღალ ბაკლებს გამშრალ ყელში ადგება ნერწყვი.
და ქალ მარგალიტს,- ნიჟარაში დარჩენილს უბრად
კაბარეს ცხელი სუნთქვა უხსნის საკინძეს და,- უხმობს გარსონს დანანებით:
– იქნებ მომართვათ “სოვინიონი”, (არ ვეტანები სიტკბოს და ნუგბარს!)
– გირჩევთ. “პერინიონის სახლის”, pinot noir-ის ჯიშის ღვინოს (მცირე ტანინებით).

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…
p.s- გუილა ჰალასის ფოტოების მიხედვით

Advertisements
17 Comments leave one →
  1. ივნისი 28, 2011 7:11 AM

    ❤ ❤ ❤ პარიზი მინდა

  2. ივნისი 28, 2011 7:21 AM

    რა ბოჰემურ განწყობაზე ყოფილხარ, მაცო 🙂

  3. ივნისი 28, 2011 7:43 AM

    რა სასიამოვნოდ წავიკითხე … : ) მეც მინდა პარიზიი.

    • ივლისი 13, 2011 1:24 PM

      თაკუშა, ასე უნდა დამივიწყო?
      მმმ… თუ გინდა, წახვალ მაშინ.. :*

  4. ივნისი 28, 2011 7:50 AM

    მე არ მინდა პარიზი.
    არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება, რომ იქ ჩავსულიყავი…

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი… ❤

    პ.ს. დიდი მადლობა კომენტარებისთვის, თანამემამულენო!

  5. ივნისი 28, 2011 3:11 PM

    თეგებში ანრი მატისი უნდა გეწეროს, მაცო თუ რაღაცას ვერ მივხვდი?

    პირველად ვხედავ ქალს, პარიზი არ აინტერესებდეს 🙂

    • ივნისი 28, 2011 4:02 PM

      მოლიკო, ანრი მატისი… ❤
      მიხარია, რომ მისი სახელი და გვარი იცი, მაგრამ მთლად სწორადაც არ გცოდნია. :* იგი მოქანდაკე და მხატვარია. ხოლო პოეტი არა. ამ ლექსის ავტორი ანი მატისია.
      ფრაზა გამომრჩა, ანუ ჩემი ოცნება არსდროს არ ყოფილა, რომ იქ ჩავსულიყავი და ეიფელის კოშკი მენახა…
      ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი.. ^^

      • ივნისი 28, 2011 6:07 PM

        მაცო, სიმართლე გითხრა ჩემი სურვილიც არ ყოფილა იქ რომ ჩავსულიყავი და დამეთვალიერებინა. დიდი სიამოვნებით გავცვლიდი პარიზის ბილეთების ათენის ბილეთებში მე უფრო ათენი და მისი მსგავსი
        ადგილები მიზიდავს – თან ძალიან!

        • ივნისი 28, 2011 9:07 PM

          ათენი.. ^^
          მმ, საინტერესოა..
          პირველად მესმის.
          და რას ნახავდი იქ კონრეტულად? ^^

  6. ივნისი 28, 2011 5:49 PM

    პარიზში მომინდა 🙂

    • ივნისი 28, 2011 8:33 PM

      ანნა, შენზე ვიცოდი. ^^
      დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წახვალ და ყველაფერს ნახავ, რაც სანახავია. :*

  7. ივნისი 28, 2011 9:03 PM

    იმიტომ დავწერე, რამე ხომ არ ავურიე მეთქი 🙂

    ანრი მატისის სახელი და გვარიც ვიცი და ცოტა მეტიც, მაცო 🙂 ანი მატისი არ გამიგია. ვერ მივხვდი, თეგებში ვის გულისხმობდი და იმიტომ გკითხე.

    • ივნისი 28, 2011 9:06 PM

      ისე, თავიდან ცოტა გამიკვირდა, მეთქი-ეტყობა, მე რამე შემეშლა…. მერე რამდენჯერმე გადავამოწმე.. ***
      ანრიკო კრეაწიულია ძიელ.. ^^

  8. ივნისი 28, 2011 10:01 PM

    dzalian momewona posti.. dzaan parizulia

    სახელოსნოში მზემ ყველა სარკმელს ჩაუხსნა ღილი. ❤ ❤

    parizshi mcovreblebi (ufro adreuli parizi) an loTebi mgonia an susti yofaqcevis qalebi 🙂
    asetia chems warmodgenashi parizis xalxi. 🙂

  9. ივნისი 29, 2011 7:13 AM

    ნი, სურათმა გახადა მგონი, უფრო პარიზული. 😀 😛
    ეტყობა, ისეთი ნაწარმოებები გაქვს წაკითხული, სადაც პარიზში მცხოვრები ადამიანები, ან მსუბუქი ყოფაქცევის არიან, ან ლოთები,. ^^
    საინტერესოა ძალიან. )) :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: