Skip to content

მწვანე არდადეგები

August 26, 2011

როგორც იქნა, კომპიუტერიც მეღირსა და ინერნეტიც. კაი კეხურა ხის ვაშლივით დახუნძლული ვარ ახალი ამბებით, თან სულ ნაირ-ნაირი ამბებით. არ ვაპირებ, ამ ერთ პოსტში ჩავტიო ყველაფერი. საკუთარი თავი მეცოდება და თქვენც. არ გინდა, ახლა ორ კილომეტრიანი პოსტი წაიკითხო?! მოკლედ, გადავანაწილებ ამბებს… კახეთზე ცალკე პოსტში მოვყვები, ბაზალეთზე ცალკე, ბორჯომზე ცალკე, ქვაბისხევზე ცალკე, ანაკლიაზე კი სულსუსუსულ ცალკე .. ^^

ქრონოლოგიურად მოვყვები და ისე დავიწყებ… მანამდე თითოეულ დატკეპნილ ადგილზე მცირე ინფორმაციას მოგაწვდით… ^^


კახეთი, ყვარელი… უკვე მეორე წელია, რაც ირინკასთან ჩავდივარ სტუმრად. ზაფხულის არდადეგები რომ დამეწყო, დღეებს ვითვლიდი კახეთში გამგზავრებამდე.. 15-ჯერ ჩავალაგე და ამოვალაგე.. ვეღარ მივხვდი რა უნდა წამეღო.. წინა წელს ყველაფერი ზაფხულისა მქონდა… პირველი ორი დღე ისე ცხელოდა, კაცები რომ არ ყოფილიყვნენ სახლში, სულ კუპალნიკით ვიტანტალებდი… აი, დანარჩენ 12 დღე ცა და მიწა ერთმანეთს უთანასწორდებოდა… ჰოდა, ვიფიქრე, ამ წელს იგივე რომ არ დამემართოს, სულ თბილებს წავიღებ, ერთი ორს საზაფულოს ჩავაგდებ-მეთქი.. ბედი არ გინდა, მხოლოდ წამოსვლის დღეს იწვიმა, ეგეც ეტყობა სინდის-ნამუსმა შეაწუხა, თან მთლად გულგატეხილიც არ გამომიშვა და… მართლა კარგად გავერთე, ძალიან კარგად… თუ ირინკა წაიკითხავს ამ პოსტს, კი გაიფიქრებს, აბა ბიჭო, კი იყო ხელის შემშრელი ვიღაცო, მაგრამ არც კი გაიფიქრო ეგ… მე თქვენთან ვიყავი ჩამოსული.. თქვენგან არაფერი მწყენია. პირიქით, დავიმუხტე პროტონებით. თქვენგან და კიდევ დოდისგან მოდიოდა უუუზარმაზარი სითბო.. ჩემი დოდი, ჩემი პატარა, ჩემი ქერათმიანი… როგორი ლამაზი, კარგი, საყვარელი, შესახრამუნებელი და შესაკრაწუნებელია.. ასეთი პატარა და ლამაზი არსების მნახველი 16 წელია არ ვარ… ჩემი კუდულა.. რა ტკბილია, ნეტავ იცოდეთ.. ოღონდ ხანდახან ბუნებრივ მოთხოვნილებებს უდროო დროს იკმაყოფილებდა ხოლმე და მაგაზე ვეჩხუბებოდი.. თან საერთოდ არ მიჯერებდა. რომ ვთხოვდი, მანდ იჯექი, სურათი გადამაღებინე-მეთქი, არ მიჯერებდა. ერთ ადგილას ვერ გააჩერებდი. მაიმუნი ეგა…❤


უი, დამავწიყდა  მეთქვა. ერთ დღეს, სადღაც შუადღის 2 საათი იქნებოდა, ნინოსთან ცივ ყავასთან ვსვამდით, ირინკას მამამ რომ დარეკა.

-ირი, კურდღელი მოგიყვანე. თუ გინდა ჩამოდი.

თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ირინკა. დროზე ჩემი კუდულა უნდა ვნახოო. მე და თიკას, რა თქმა უნდა, გვეზარებოდა მაშივე წასვლა და ამიტომ მოგვიანებით გადავწყვიტეთ.. სადღაც 20 წუთში რეკავს ირინკა:

-მაც, სად ხართ?

-ისევ ნინოსთან ვართ. რა იყო?

-მაციკ, რამდენ ხანში წამოხვალთ?

-გოგო, ასე 15-20 წუთში წამოვალთ.

-არ უნდა მოეყვანა მამას თქვენთვის ბაჭიები ,არ ხართ ღირსები.

დამიკიდა ყურმილი.. თავიდან ვერ მივხვდი რა მითხრა… ლაუდსფიქერი მქონდა ჩართული, თიკასაც ესმოდა.. ერთდროულად შევხედეთ მე და თიკამ ერთმანეთს.. აქამდე 10 წუთი რომ გვჭირებოდა სახლამდე, ახლა 2 წუთში ვიყავით სახლის ჭიშკართან… ჩემი ქერა იყო და პუტკუნა.. ირინკასი ცელქი იყო და გამხდარი… თიკასი თეთრი იყო და ფუმფულა.. მარტო თიკას ბაჭიკო აღმოჩნდა გოგო… ძალიანაც კარგი.. აბა გოგოს დოდის როგორ დავარქმევდი. ჰო, დოდი დევიდ კოფერფილდის პატივსაცემად დავარქვი.. ისე, რაც ყვარელში წიგნები წავიკითხე… მოლიკოს დავუწერე ერთ-ერთ პოსტზე კომენტარი, თან ახალი ჩამოსული ვიყავი ყვარლიდან და:

“მოლიკო, კარგად ქე მოგეხსენება, რავარი სწრაფად გარბის დრო. ყვარელში რომ ვიყავი, იმდენად კარგი გარემო დამხვდა წიგნების წასაკითხად, რომ იმ 9 დღის განმავლობაში ხელიდან არ გამიგდია ფურცლებისგან შემდგარი ბუკეტი.. ბოლოს ისეთი საშინელი განცდა დამეუფლა..
როგორც იქნა ქალი სარჩობელაზედ მოვკიდე ხელი და ბაბონტკააც… ისე უცხონდა იმ წიგნს ბებია, როგორც მე მოვახერხე იმ წიგნის დამთავრება.. მეორე დღეს რა ჭირად ავიტეხე თბილისში წამოსვლა, რა ვიცი… არადა ხომ დავამთავრებდი.. დედაჩემთან რაღამ გადამარეკინა და მერე ყველა რამ ჩამაყენებინა საქმის ყურში, ჰომ შემეძლო, მანამდე ცოტა მაინც მეფიქრა, რატომ შეიძებოდა ერთი დღით დარჩენა… თან იცი, როგორი ლამაზი წიგნია? რომ დავინახე გამაჟრჟოლა.. სუნი აქვს საოცარი.. ^^
არა, მთლად დროის სისწრაფესაც ვერ დავაბრალებ, მაგრამ მაინც დროის ბრალია.. 9 დღეში უნდა მომესწრო “ქალი სარჩობელაზედ”-ის დამთავრებაც.. ^^
უი, მოლიკო, იცი, რა წავიკითხე? 99 ფრანკი.. ჰაჰ.. რეალობა რეალობაა… 
აა, ჰო, კიდევ ის, ძველი გამოშვება – ტრიუმფალური თაღის. გადავირიე, გაავგიჟდი.. მე ასეთი მაგარი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს.. აწაწაწ…❤
კიდევ, გავიხსენე თეთრი ბაირაღები.. ნუ გეშინია, დედა!
ჯეინ ეარიც წავიკითხე თავიდან… როჩესტერი ისევ გულში ჩამივარდა…
ჰემინგუეის ორი ნაწარმოები ვნახე.. წაკითხვა მინდოდა, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე.. (((
აუ, მოლიკო, იცი, რამ დამაინტერესა? სტალინის საყვარლის აღსარება ერქვა წიგნს.. ბებია კითხულობდა.. რომ წამოვედი, მაინც და მაინც იმ დღეს დაამთავრა..”

აი, ასე… 

კახეთი მოვრჩი მგონი, ჰო… თუ კიდევ გამახსენდა რამე, დავწერ აუცილებლად.. ჯერჯერობით მხოლოდ ეს იყო.. )) 

შემდეგი ბაზალეთის ამბები იქნება.. უფუფუფ, თუ რამე მექნება ზაფხულის ამბებიდან გასახსენებლი, უმრავლესობას ნათელაანთ უბნიდან ამოვარჩევ..

31 Comments leave one →
  1. August 26, 2011 11:42 am

    ერთ ზაფხულს, მეც გავატარე არდადაგები კახეთში და ძალიან კარგად მახსენდება🙂 მართლაც რომ მწვანე იყო.
    ჰოდა, ეს როჩესტერი რამ შეგაყვარა?😀 ვერასოდეს ვიტანდი

    • August 26, 2011 11:55 am

      აქამდე რომ ამბობდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მზიანი მხარე კახეთიაო მჯეროდა და ამის მერე ვინმემ რომ დამიწყოს ამის მსგავსის დამტკიცება, რო მომკლას არ დავუჯერებ. :დ
      როჩესტერი დიდი ხანი იყო ჩემი კაცის იდეალი..❤

  2. August 26, 2011 12:20 pm

    გენაცვალე. რგოროც იქნა დაგვიბრუნდა უსაყვარლესი მაცო❤ ჩემი პატარა :* რა საყვარელი ამბები :* მიდი მოიცალე დ კიდე გაგვაგებინე.. ყურცქვითა რა ტიპია❤

    • August 26, 2011 1:10 pm

      ჯესიკორე, როგორ მომენატრე, ვერც კი წარმოიდგენ…❤ როცა მე ვიყავი ინტერენტით შემოსული, არცერთხელ არ დამხვდით შენ და მოლიკო, რომ მომეწერა თქვენთვის.. :*
      ხვალ კიდევ დავდებ, ზეგაც და ორშაბათს ისევ მივდივარ…. საინტერესო ამბებს, წასვლამდე მოვყვები..
      ჩემი ჯესიკორე…❤

  3. August 26, 2011 12:28 pm

    მაცო🙂 რა კარგია, რომ ისევ მოიცალე ბლოგისთვის🙂 საუკუნეა, შენი პროტონებიანი პოსტები არ წამიკითხავს🙂

    დოდის ამბავი ვიცოდი. შენ არ მომიყევი, სტუმრად რომ მყავდი? ჰოდა, ახლა სურათიც ვნახე. მიხარია, რომ კარგად გყავს🙂

    დანარჩენ სიახლეებსაც ველოდები🙂

    • August 26, 2011 1:12 pm

      მოლიკო..❤ ჰო, საუკუნეა, რაც პოსტი აღარ დამიწერია… სირცხვილი მე და თავის მოჭრა, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად.. :* დღეს შენთან ვიყავი და არაფერი დამხვდა, მერე გამახსენდა, რომ შენც არდადეგებზე ხარ და… :*
      ჰოო, დოდიზე მოგიყევი… ყველაფერი მოგიყევი მაშინ.. :*****

      • August 26, 2011 1:30 pm

        ჰო🙂 ეს მოლიკო ბლუმიკო ბლოგროლში ძალიან მომეწონა🙂

        არდადეგებს მალე ვამთავრებ. ერთი კვირაც აღარ დარჩა და მერე ახალი პოსტებიც მრავლად იქნება.

        ჰოდა, შენ რამდენიმე ძველი არ გაქვს წაკითხული, ეზ აი ნოუ🙂

        • August 26, 2011 1:39 pm

          ნამდვილად, ნამდვილად… არ მაქვს წაკითხული, ჰოდა, სხვა რა საქმე მაქვს… ავდგები და ჩავუჯდები.. ^^ რჩევა მისაღებია და თან გასათვალისწინებელი.. :*
          მოლიკო ბლუმიკო საკმაო ხანია რაც მიწერია.. ^^

  4. August 26, 2011 6:29 pm

    99 ფრანკი მეც ამ დასვენების ჟამს წავიკითხე, მმმ❤
    კახეთი ძალიან მიყვარს, წარმოშობით ყვარლიდან ვარ მეთვითონ❤
    მშვენიერია.
    ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება მააც :*

    • August 26, 2011 6:37 pm

      მმმ… აი, თურმე რატომ მომეწონა ასე ძალიან ყვარელი.. თურმე, ჩვენი კიწუნიას მიწა-წყალი ყოფილა… ^^
      ჰო, მეც გამიხარდა, რომ დავბრუნდი და თქვენ, რამდენიმე ადამიანს დაგეკონტაქტეთ.. :*

  5. არარეალური რეალურ სამყაროში ♥ permalink
    August 26, 2011 7:23 pm

    99 ფრანკს მე ვკითხულობ ეხლა : )) …. ეხლა ვხვდები როგორ მომნატრებია შენი მხიარული და გულწრფელი პოსტების კითხვა : ))…
    ასე გამწარებული რას ველოდები ??? : ))) ლ+მ=შ : ))) აიი ამას : ) მაღირსებ იმედია : ))
    კახეთს რაც შეეხება …. სულ ვისვენებ იქ და მეც უზომოდ მიყვარს იქაურობა,ხვალ ისევ იქ მივდივარ ……

    • August 26, 2011 7:44 pm

      გოგო, ლ+კ=შ-ს არის, მ საერთოდ არ ურევია… :*
      საყვარელო შენ… :**

  6. September 5, 2011 8:33 pm

    რა სააყვარელი ხარ მაციკო :* გემრიელად და სახალისოდ ყვები ამბებს.იცი კახეთში არასოდეს ვყოფილვარ და წელს 3 დღეში მთელი კახეთი მოვიარეთ დაქალებმა, აბსოლიტურად ყველგან ვიყავი მგონი უნახავი არაფერი დამრჩენია.

    ის ამბავი სად არის? სიმპატიებზე და ერთ სიმპატიურ ბიჭზე რომ წერდი? მახსოვს უნდა გაგეგრძელებინა,ეხლა ვეძებდი და ვერ ვიპოვე.

    • September 8, 2011 7:11 am

      ფაიფურის ანგელოზო, დიდი მადლობა. :* მე კი მგონია, ამ ბოლო დროს ის სიხალისე, როგორიც ადრე იყო ნაკლებადაა პოსტებში. ნუ გარემოებებმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ დონთ ვორი… გამოვასწორებ. :*
      ლ+კ=შ-ზე ამბობ? მაგის მხოლოდ ოთხი ნაწილი დავწერე.. ხვალ ვაპირებ ბოლოს დადებას… საერთოდ ანაკლიაში ისეთი რაღაცები მოხდა, არ ვიცი ეგ დასაწერად ღირს თუ არა.. ^^ :*

      • September 8, 2011 2:31 pm

        ხოო ლ+კ=შ-ზე ვამბობ ველოდები ამ ისტორიის გაგრძელებას.არ დანებდე გარემოებებს მაციკო:*

        • September 8, 2011 3:24 pm

          გარემოებებს უფრო ნაკლებად, ვიღაცებს უფრო მეტად… არასასიამოვნო რაღაცები მოხდა.. არა, სასიამოვნო, მაგრამ ახლა აარასასიამოვნო… შევეცდები დავწერო.. < 3

  7. September 5, 2011 10:40 pm

    მე საშინელი ზაფხული მქონდა,მიუხედავად იმისა რო სადაც მინდოდა ყველგან ვიყავი :ოღჩ… მაგრამ კარგად დამთავრდა = )

    • September 8, 2011 7:11 am

      მე კი ყველაზე კარგი ზაფხული, რაც კი მქონია 15 წლის განმავლობაში.. < 3

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    September 8, 2011 10:31 am

    rogor momenatra shen blogze xetiali maac – ((( exla mivxvdi rogor damklebixar zafxulshi -((

    • September 8, 2011 12:56 pm

      მმმ… არც ახლაა გვიან.. ჯერ არ დამთავრებულა მწვანე არდადეგები.. :**

  9. September 8, 2011 2:26 pm

    wow, მაცო, ჩამოხვედი?

    • September 8, 2011 3:23 pm

      კი, გვირილიკო… ტიფლისში ვიმყოფები ახლა.. ახალი ამბები მაქვს.. ოღნდ არ ვიცი კარგია, თუ ცუდი… ამ წამს ვუდია ჩემთვის და ვერც მოვყვები, მაგრამ ზოგადად კარგია.. :დდდ

      • September 8, 2011 4:04 pm

        გვირილიკო არა, ოღონდ🙂 ჯერ არ შემიცვლია სახელი🙂

        • September 8, 2011 4:44 pm

          ააამ, როგოორ მეტყობა, რომ გათიშული ვიყავი..
          ბოდიში.. (( გაუაზრებლად დავწერე ეტყობა.. :*

  10. September 10, 2011 7:00 am

    მმმ კახეთიი <3<3<3 ნუ მე ყვარლიდან არ ვარ მაგრამ ჩემიც კახეთია<3<3 მმ მაციკოო კარგიი იყოოო❤

    • September 10, 2011 7:06 am

      აბა საიდან ხარ წარმოშობით? ^^
      მადლობა.. :**

  11. September 10, 2011 7:10 am

    წარმოშობით კი არა ჯერ-ჯერობით ვცხოვრობ ^.^ ლაგოდეხში <3<3

    • September 10, 2011 7:21 am

      მშვენიერია.. ^^
      ერთხელ ლაგოდეხის ლამაზ ადგილებზე დაწერე… ^^ გპირდები, მე წავიკითხავ აუცილებლად.. **

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: