Skip to content

საჯღაპნელი გაუქმებულია(?)

სექტემბერი 29, 2011

ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ადამიანი ჩემს მიმართ აგრესიულად განწყობილი, ან რატომ უნდა მაყენებდეს შეურაცხყოფას, თუ პირადად არ ვიცნობ და რომც ვიცნობდე, მისდამი არასდროს მქონდეს ზიზღი, ან მისთანა მარაზმობები გამომჟღავნებული.

ნამდვილად არ მიღირს ჩემი საჯღაპნელი იმად, რომ ხშირად ჶეისბუქზე მოწერილ ტექსტურ შეტყობინებებში იდოს ჩემთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი აზრი.

სულ პირველად მომივიდა ჶეიბუქზე მესიჯი, სადაც გოგონა მწერდა, რომ მაინც ტყუილად ვწერ, არავინ არ კითხულობს ჩემს პოსტებს და სჯობს თავი დავანებო წერას. თავი ჩემი კეთილის მსურველად გაასაღა.

…..

მერე მოვიდა ვიღაცისგან, საოცარი შეტყობინება. შენი პოსტებიდან ხელოვნურობა იგრძნობა და გულს მირევს, სჯობს წერას შეეშვაო. გამოვდებილდი.. ან ვინ ჰკითხა რჩევაა… ან ჩემზე გული რატომ “შესტკივაა”…

მე მგონი, მართლა სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ბლოგს დროებით გავაუქმებ.

ამ ბოლო დროს, რამდენიმე ბლოგერისგანაც იგრძნობა დიდი, უაზრო აგრესია, რაც საააშინლად მაცოფებს და მაღიზიანებს. 

ვის რას დავუშავე ასეთი, ჩემამდე არ მოდის.

ისედაც, ერთ კვირაზე მეტი იქნება, რაც “პრობლემები” მაქვს, რის გამოც, ხშირად ვარ დაძაბული. ჰოდა, არ მინდა ეს ჩემი ნერვებდაგლეჯილი ფიქრები თქვენც გადმოგდოთ და ამიტომაც დავფიქრდი იმაზე, კარგი იქნება თუ არა, რომ სადღაც 2-3 კვირა ბლოგი გავაუქმო.

ოღონდ სრულიად გავაუქმო.. არ შემოვალ, კომენტარებს არ ვუპასუხებ… მოკლედ, დავივიწყებ საჯღაპნელს…  

ვერ ვხვდები, რაში შეიძლება დამეხმაროს ეს ყველაფერი, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე კარგი გამოსავალი ეს უნდა იყოს. 

ნამდვილად არ მინდა კომენტარი, ვაიმ,ე მაცო არ გააუქმო.. უბრალოდ მირჩიეთ რა ვქნა.. ოღონდ, მხოლოდ “არ გააუქმო” არ მინდა.. გამოსავალი მინდა და კიდევ ის  გამაგებინეთ, ვის, რას ვუშავებ ამისთანას… ))

Advertisements
88 Comments leave one →
  1. Temqa Lasha permalink
    სექტემბერი 29, 2011 2:26 PM

    Sxvis azrs nu uyureb ra

    • სექტემბერი 29, 2011 2:28 PM

      ჩემი თავისთვის არ ვწერ ამ ყველაფერს…
      რომ მდომოდა, შემეძლო დღიურშიც დამეწერა ეს ყველაფერი, მაგრამ..
      ჰოდა, ვისთვისაც ვწერ ისინი ამისთანა რაღაცებს რომ მოგწერენ..
      ამათ გარდა კიდევ 5 ტექსტური შეტყობინება იყო, სადაც ამაზე ბევრად მარაზმები ეწერა.. : სსსს

  2. სექტემბერი 29, 2011 2:26 PM

    მაააც არ გახსოვს ჩემი პოსტი “რატომ გვკლავს ბოღმა”? აიი მოძებნე, ზუსყად მასეთ მდგომარეობაში არ დავწრრე? ხალხი უმიზეზოდ რომ მლანზღავდა და ფსიქოპატი რომ ვარ ამის გატვალისწიენბით ყველანაირ შეურაყწოფას მაყენებდა.. შენ მათზე მაღლა დგახარ და რატომ უსმენ იმათ ვისაც არ აინტერსებს შენი ბლოგი.. მოგვისმინე ჩვენ – ვინც ვკითხულობთ და მოუთმენლადნ ველოდებით ყოველ მომდევნო პოსტს ^_^.. ყველას ერთნაირად ვერ ეყვარები და არც ეყვარები… ^_^

    ნუ ფაქინგ რეალიწი არის, მაგრამ სიმართლეა… დაიკიდე.. ბლოგი სხვებისთვის და უაზრო ხალხისთვის გაქვს? ბლოგი პირველ რიგში შენთვისაა და იმათვის ვისაც უყვარხარ და უხარიახარ 🙂
    ამიტომაც ვიღაცეების ბოღმების და ჭკუასუსტობის გამო არ ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა…. :*
    და დროზე ახლა დაწყნარდი და აჩერედნოი ტკბილი პოსტი მაღირსე …მომენატრეეე ❤

    • სექტემბერი 29, 2011 2:32 PM

      ჯესიკო, მახსოვს ეგ პოსტი.. მეც ძალიან გავღიზიანდი მაშინ ისეთი მარაზმები მოგწერეს…
      რატომ უნდა ვიშლიდე ნერვებს ამ ხალხის გამო?
      წეღან ჶეისბუქზე მომწერა ჩემმა ჶეისბუქელმა მეგობარმა, რომელიც როგორ აღმოჩნდა ჶრენდ ლისტში არ ვიცი, პოსტი წავიკითხე და თუ მაგარი არ გაკლდეს, უნამუსო ვიყოო… თუ ბლოგის გაუქმება პროსტა გინდა, ეგ დაგეწერა სჯობდა, ამდენ ჯახირსო. მმმ.. ვერ ვიგებ ასეთ იუმორს მომკალი და რა ვქნა.. ***
      ჯესიკო.. ❤

  3. თორნიკე permalink
    სექტემბერი 29, 2011 2:28 PM

    კაცებს ამ დროს ეუბნებიან Stop whining and man up : ))
    ქალებმა უნდა ისწავლოთ როგორ ხდება Not to give a f***, არ შეიძლება მთელი ცხოვრება წუწუნი : *

    • სექტემბერი 29, 2011 2:55 PM

      წუწუნი? მე ეხლა ვწუწუნებდი?
      არა, პრეტენზიებით არსავსე ვიყავი და ვიცლებოდი.. ნუ, ჰო, წუწუნის პონტში ვიყავი.. : სდ

  4. სექტემბერი 29, 2011 2:28 PM

    შენ თუ ასე თვლი საჭიროდ, გააუქმე.ისე ეგეთებს რა დალევს. უნდა ეცადო არ მიაქციო ყურადღება. მე შენს ადგილას პირიქით, ისეთ პოსტს დავწერდი, უფრო რომ გამეღიზიანებინა და მეჩვენებინა, რომ მკიდია თქვენი აზრი-თქო. არ შეშინდე და მტკიცედ დექ!!! 🙂

    • სექტემბერი 29, 2011 2:58 PM

      რომ არ მკიდია საქმეც მაგაშია..
      ძალიან მძაბავს ასეთი სიტუაციები..

  5. donaldo2191 permalink
    სექტემბერი 29, 2011 2:30 PM

    თუ ვინმეს უნდა რო გააუქმო..რო გააუქმებ ეგრე ხო გამოვა რომ იმან თავისი გაიტანა? ნეტა ერთი..შური ოხერია…თუ ეგრე გეხვეწებიან ანუ პოპულარული ხარ…დაიკიდე… მოგწერენ პასუხის გაცემა არ გაგიჭირდება და მე გირჩევ რო არ გაახარო და არ გააუქმო

    • სექტემბერი 29, 2011 2:59 PM

      შური გინდ ოხერი იყოს და გინდ გველაძუა..
      ვერ ვიტან ამ აგრესიას… ვერც მე რომ ვანთხევს და ვერც სხვები…
      ვის რას ვუშავებ.. ოღონდაც…

  6. სექტემბერი 29, 2011 2:33 PM

    მაცო, არც იმას გეტყვი არ გააუქმო-თქო და არც იმას გააუმე-თქო, შენ თუ ვიღაცის სულელურ სიტყვებს საკუთარ საყვარელ და მხიარულ ბლოგს შესწირავ, მაშ ალბათ გაუქმების ღირსია მართლაც… ერთი რამ იცოდე, ყველას ვერ მოეწონები და ყველა ვერ იქნება კეთილგანწყობილი, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სხვისთვის ტკივილის მიყენებით თავს ბედნიერად გრძნობენ, რატომ უნდა მიაყენო ვიღაცას ასეთი სიამოვნება? ნუთუ შენ მასზე უკეთ არ იცი რამდენი მკითხველი ყავს შენს ბლოგს და რამდენს მოსწონს? ასეთი აფსურდული მიზეზით ბლოგი არ უნდა გაუქმდეს.

    • სექტემბერი 29, 2011 3:02 PM

      ნინაკა, რამდენიმე მესიჯის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ეს ყველა ერთი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ, რატომღაც სულელური არგუმენტებით გავაქრე ეს ჰიპოტეზა ჩემი გონებიდან. მერე, მეოთხეს მეხუთე მოჰყვა, მეხუთეს მეექვსე.. აგრესია გაიზარდა… პირადშიც გარკვეული პრობლემები მაქვს, რომელიც ყველაფერს ამძაფრებს ჩემს გარშემო.. დღესაც რომ ვნახე შეტყობინება, ამომასხა და გამოვაქვეყნე… კიდევ გავიმეორებ რომ რამდენიმე ბლოგერი ზედმეტად აგრესიულია ჩემს მიმართ… ეეს ყველაფერი ერთმანეტს ემატება და საბოლოოდ, საჯრაპნელის გაუქმების იდეა ამოტივტივდა თავში.. ჰომდა, უკვე რომ ამომასხა, აი, კი ხედავ პოსტს.

      • სექტემბერი 29, 2011 7:26 PM

        შენ შენი მკითხველისთვის წერე, მათთვის ვისაც აქაურობა უყვარს და პირველ რიგში კი შენი თავისთვის, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი მკითხველი გეყოლება. ჯიბრი საერთოდ ცუდი რამეა, მაგრამ აი მაგ ადამიანების ჯიბრზე კიდევ და კიდევ უფრო მეტი პოსტი დადე, იმის დასამტკიცებლად კი, რომ ბევრს აქაურობა და პირადად შენ ძალიან უყვარხარ ეს კომენტარებიც საკმარისია. შესვენება მოსულა, მაგრამ ბლოგის გაუქმება არავითარ შემთხვევაში! ასე რომ go ahead dear! 😉 :*

        • ოქტომბერი 9, 2011 4:04 PM

          ნინაკა, დიდი მადლობა რჩევებისთვუის. **
          აუცილებლად გავითვალისწინებ. ❤
          გაიხარე. :*

  7. სექტემბერი 29, 2011 2:40 PM

    წეღან ჶეისბუქზე მომწერა ჩემმა ჶეისბუქელმა მეგობარმა, რომელიც როგორ აღმოჩნდა ჶრენდ ლისტში არ ვიცი, პოსტი წავიკითხე და თუ მაგარი არ გაკლდეს, უნამუსო ვიყოო…

    იმაზე რატო არაფერს ამბობ 2 საათი რო ტვინს გიბურღავ?

    • სექტემბერი 29, 2011 2:45 PM

      ნიკა, შენი მონაწერები არც სასაცილოა და არც “ხელწამოსაკრავი”.. შესაბამისად..

  8. სექტემბერი 29, 2011 2:59 PM

    მაცო ბოღმა და შურიანი ხალხი არ დაილევა.. ბევრისთვის კი უბრალოდ ცხოვრების წესადაა ქცეული სხვისი ნერვების მოშლა და ზიზღი..ასეთი ადამიანები უბრალოდ უნდა დააიგნორო და აჩვენო რომ მათი აზრი და შეხედულებები ძალიან მაგრად გკიდია ფეხებზე …ბლოგი კიარ უნდა გააუქმო,პირიქით რაც შეიძლება მეტი უნდა წერო.. ბლოგის გაუქმებით კი ადასტურებ იმას რომ მათ საწადელს მიაღწიეს..აბა შენ იცი,ვიცი ჭკვიანი გოგო ხარ და ინტრიგანების და ბოღმა ხალხის ანკესზე არ წამოეგები:*:*:*

    • სექტემბერი 29, 2011 6:30 PM

      რომ არ მკიდია?
      ასე არ შემიძლია, ადამიანი როდესაც რაღაც ცუდს მეუბნება, იგნორი გავუკეთო… როგორც არ უნდა მოვინდომო, მაინც მივიტან იმ სულელურ სიტყვებს გულთან და მერე იწყება ტანჯვა-წამება..
      დიდი მადლობა კომენტარისთვის და რჩევებისთვის. ** )))

  9. girlwithumbrella permalink
    სექტემბერი 29, 2011 3:05 PM

    მაცო 😦 ჩემი აზრით არ უნდა გააუქმო. იცი რაა? შენ ხომ იცი, რომ ბევრს უყვარხარ და ბევრი კითხულობს შენ პოსტებს. ბევრი აკომენტარებს და დიდი სიყვარულითაც. თუ მართლა გიყვარს შენი მეგობარი ბლოგერები და შენი მკითხველები, არ უნდა გააუქმო ბლოგუნია. მათთვის უნდა წერო ვისაც უყვარხარ. ან სულაც შენთვის დაწერე, შენი ჭია გაახარე (არადა სუ რო მომკლა შენ პოსტებს ერთი მკითხველი ყველა ვარიანტში ეყოლება ჩემი სახით : ) და არა მარტო ერთი, ბევრი ვიცი ვინც შენ პოსტებს სიყვარულით და მოლოდინით კითხულობს) და ამითი სხვებსაც გაგვახარებ! :* ❤ მიყვარხარ და აბა შენ იცი : ) ^_^ :*

    • სექტემბერი 29, 2011 6:31 PM

      გოგონა, ეს ყველაფერი თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ამათ გარდა აგერ პოსტში წერია, როგორ ადამიანებიც არსებობენ; რასაც ფიქრბენ ჩემზე და ჩემს ნაწერებზე…
      გასაგებია, რომ ყველას ვერ ეყვარები და ვერ მოეწონები, მაგრამ…
      მმ, მაგრამ-ი ყოველთვის იქნება.. ))
      გაიხარე, საყვარელო. ❤ :*

  10. სექტემბერი 29, 2011 3:20 PM

    მადლობა კომენტარებისთვის.
    კიდევ დიდი მადლობა იმისთვის, რომ სითბო გამოხატეთ.. პროტონებიანი კომენტარები დამიტოვეთ.
    ყველას აზრს მეტ-ნაკლებად ვეთანხმები.
    ალბათ ამდაგვარი რეაქცია იმიტომ მქონდა უცნობი ადამიანების მიერ მოწერილ ტექსტურ შეტყობინებებზე, რომ პირადში საკმაოდ სერიოზული პრობლემები მაქვს, რომელიც ჩემს გარშემო ყველაფერს უფრო ამძაფრებს, ჰოდა, ერთი მეორეს დაერთო; მერე ორივე ერთად მესამეს, საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ ამომხეთქა და პოსტი დავწერე, რომელზედაც მოსალოდელი რეაქცია ჰქონდა რამდენიმეს, რაც საშინლად არ მესიამოვნა.
    მოკლედ, დროებით მჭირდება დასვენება. ალბათ პრობლემებს რომ მოვაგვარებ, მერე ისევ დავბრუნდები, მაგრამ დროებით ბლოგის გაუქმება სჯობს. გუშინ ორი პოსტი დავწერე.. სანამ გამოვაქვეყნებდი გადავიკითხე.. დაძაბულობა იგრძნობდა, ჰოდა, არ მინდა ზედმეტად დაგტვირთოთ ჩემი პრობლემებით… ჭყეტელა, სიცილაკებიან და პროტონებიან პოსტებს ასეთი ნერვებდაგლეჯილი მდგომარეობით ვერ დაგიწერთ… მერე საჯღაპნელი ნამდვილ საჯღაპნელს არ ემგვანება… პროტონებიანი პოსტების პროვოკაციას კი ჩემს მკითხველს არ შევთავაზებ..
    ხელოვნურობები და მისთანა მარაზმობები, ჩემგან შორს… ^^
    გკოცნით, გეხვევით თქვენი მაცო და საღაპნელი. ❤

    • სექტემბერი 30, 2011 6:09 AM

      ყველა პროსტი ვერ იქნება სიცილაკებიანი, ხანდახან სერიოზულიც უნდა დაწერო, თორე მთელი დღე შენი პოსტების გადმკიდე სულელივით ვიცინი, სამსახურში გიჟდ მთვლიან :)))))))))))

      • სექტემბერი 30, 2011 2:16 PM

        ეკ, სერიოზული პოსტი დავწერე დიორზე, მაგრამ რამდენიმემ მითხრა, რა უბედურებაა, ისევ პირად ამბებზე წერეო.. ჰოდა, მაგის მერე, მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამომიქვეყნებია. 😀
        ეკ.. ❤

  11. სექტემბერი 29, 2011 3:22 PM

    მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ, მაცო – “ტყუილად წერ, არავინ კითხულობს” მტკნარი სიცრუეა და ამაშინ თვალის ერთი გადავლებითაც დარწმუნდება ნებისმიერი მსურველი; “ხელოვნურობა იგრძნობაო” – ესეც სისულელეა, შესაძლოა “თვილაითის” დეტალებში ვერ ვერკვეოდე, მაგრამ კარგ და ცუდ ტექსტებს ერთმანეთისგან ვარჩევ. ნუ, იმ მეორეზე არაფერს ვიტყვი, თავადაც მშვენივრად გიპასუხია.

    ანუ – ორი ღრმად სულელური და არაადექვატური კომენტარის გამო ბლოგს აუქმებ? ბლოგერული აგრესიაც დაიკიდე – ჩემზე უკეთ იცი, ბლოგოსფეროში რომ ნაგავია, იმის გატანას ერთი წელი არ ეყოფა, სამაგიეროდ, ადექვატური ბლოგერებიც ბევრია.

    დასკვნა შენ გააკეთე თავად. მე – დამაკლდები. კი არა და, უკვე დამაკლდი.

    • სექტემბერი 29, 2011 6:19 PM

      მოლიკო, არ მინდა, რომ ვინმეს ეწყინოსსავით, მაგრამ შენს კომენტარს სულ ველოდებოდი.
      აი, რაღაცნაირად სხვანაირად მიყვარს შენი ბლოგი და კომენტარები შენსა და ჩემს ბლოგზე.
      მწვანე ქუდი რომ გამოჩნდება, ლამისაა ჩიფსი, ან პოპკორნი მოვიტანო და ისე მოვემზადო ხოლმე წასაკითხად.
      სრულიად, სრუუუუუულიად მართალი ხარ..
      ჰო, ისე, მეც დამაკლდი ეს დღეებია ძალიან და საერთოდაც, ძალიან ცუდად ვიქცევი, შენს ბლოგზე რომ კომენტარებს ვერ ვტოვებ.
      გუშინაც ვცადე დატოვება, მაგრამ იიმდენად უაზრობა გამომივიდა, მოზილას იქსიკს მივაწკლიპურტე და სასწრაფოდ ავდექი კომპიუტერიდან. **
      მოლიკო, მე ხომ არ მითქამს, ბლოგს სამუდამოდ ვაუქმებ-მეთქი, აი, წეღანაც ვთქვი…. პოსტების წერას ასეთ მდგომარეობაში აზრი არ აქვს… ადვილად რომ ვთქვათ, შემდეგნაირი კითხვები ავიცილე თავიდან: მაც, რატომ არ წერ?… მაც, დაწრე რა რამე.. გოგო, ასე უნდა დაკარგვა.. მაცი, ბლოგი ასე უპატრონოდ რატომ მიაგდე და ა.შ. მართალიაყ ველას პასუხი, რავიცი, დრო არ მაქვს იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ბოოოლომდე “გაიასნებული” სჯობს. **
      მოლიკო, მადლობა სუუულ ყველაფრისთვის. ❤

      • სექტემბერი 29, 2011 9:30 PM

        ჰო, ეს შევამჩნიე უკვე. დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ. ნუ, ყველას თავისი საქმე აქვს და დროსაც ყველა საკუთარი შეხედულებებისამებრ ანაწილებს.

        პაუზა გაუქმებას არ ნიშნავს. შეგიძლია, ორი კვირა არაფერი დაწერო და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ან, უბრალოდ, ბლოგი დააპრივატო და დაასვენო. გაუქმება ოდნავ სხვა რამეა.

        • სექტემბერი 30, 2011 2:18 PM

          გაუქმება ბლოგზე პოსტების წერა არ არის?
          უ ბლოგის ამოშლას უწოდებენ?
          არ ვიცი, მე ამდაგვარი მნიშვნელობით მესმის…
          ბლოგი გაუქმებული იქნება… არ დავწერ საკმაო ხანი პოსტებს და შესაბამისად…

  12. სექტემბერი 29, 2011 3:43 PM

    სისულელეა : )))) ეგ მომენტები ყველას გაგვივლია : )))
    მეც მწერდნენ და ალბათ ყველას : ))) ორი წლის წინ დღე არ გავიდოდა რომ არ მოეწერათ რომ დამპალი სატანისტი ვარ და ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები :დდდდდდდდ აზრადაც არ მომსვლია ვიღაც ყლეების გამო ბლოგი გამეუქმებინა… ქიფ ქალმ : ))) და გააგრძელე.. ის უფრო ცუდია როცა აზრს არ ისმენ შენზე .. მე მირჩევნია ცუდი მოვისმინო ვიდრე საერთოდ არა :დდდ როცა ვიცი რეალურად არ არიან ობიექტურები და არც ისეთი ვარ რასაც მწერენ მკიდია : ))))

    • სექტემბერი 29, 2011 6:23 PM

      ნეტავ, მე როდის ვისწავლი რაღაცების ნაგვის ყუთში მოთავსებას?!
      მე ვერ ვიკიდებ… ზოგადად, როდესაც მესმის, რომ ვინმეს არ მოვწონვარ, ვინც გინდა ის იყოს, ყოოველთვის ვფიქრობ ხოლმე, ისეთი რა გავუკეთე, რომ იმ ადამიანში ანტიპატიას ვიწვევ… ჰეჰ, მიზეზები არ დაელევათ.
      მე მირჩევნია კარგი მოვისმინო ყველანაირ შემთხვევაში..

  13. მარი permalink
    სექტემბერი 29, 2011 4:05 PM

    მაააც 😦 სისულელეა.. ასე ვთქვათ ნუ ვარდები მათზე … არ ღირს .ისინი ბედნიერები არიან იმით რომ შენ ღიზიანდები, და ამას იმჩნევ . ასეთებს ნაგლური პასუხი უნდა დაუბრუნო და შემდეგ მათ ჯინაზე უფრო უნდა მოუმატო წერას.
    მტერი იმით უფრო გაღიზიანდება შენს ღიმილს რომ დაინახავს და გაახრებს შენი ბლოგის გაუქმება … : )))

    • სექტემბერი 29, 2011 6:28 PM

      მარიამ, ჰოდა, იყვნენ ცოტახანი ბედნიერები. სულაც არ მწყინს მათი ბედნიერება.. ^^ ან ვერც კი წარმომიდგენია, ვიღაცის ცუდი რატომ უნდა გამიხარდეს.. აი, რომ წარმოვიდგენ, ვინმეს ჩემი ცუდი რომ უხარია, სულ მბურძგალვს.. გველები..ასპიტები.. : ს

  14. სექტემბერი 29, 2011 4:33 PM

    სისულელეა გაუქმება, ყველა მათგანს ბოღმა და შური ალაპარაკებს, მარტივად უნდა დაიკიდო, თან ეს ყველაფერი შენი ბლოგის პოპულარობაზე უფრო მიუთითებს….

    • სექტემბერი 29, 2011 6:27 PM

      ბლოგის პოპულარულობა? რა ვიცი, ვერ მესმის ეს ფრაზა კარგად..

      თუ ბლოგის პოპულარობა ვიზიტორების სიმდიდრითა და კომენტარების რაოდნობით განისაზღვრება, მაშინ საერთოდ რა შუაშია საჯღაპნელთან სიტყვა პოპულარული… რიავიცი….
      დიდი მადლობა კომენტარისთვის. )) **

  15. სექტემბერი 29, 2011 4:57 PM

    nu miaqcev yuradgebas ra : )

    • სექტემბერი 29, 2011 6:14 PM

      აამ.. რთულია…
      ზოგადად, ზედმეტად ემოციური ადამიანი ვარ და ისეთი რარაცები მიმაქვს გულთან, რომელზეც უბრალოდ უნდა გაიღიმო.
      რა ვქნა.. : სსს

  16. სექტემბერი 29, 2011 5:48 PM

    არ გააუქმო არ გინდა, ძალიან კარგი გოგო ხარ და ბოღმებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, მკითხველიც ძალიან ბევრი გყავს დარწმუნებული ვარ.
    მაგრამ თუ ძალიან გინდა განტვირთვა გააკეთე ერთი- ორი კვირა დაისვენებ და ახალი ენერგიით შეუდგები წერას ^.^ <3<3

    • სექტემბერი 29, 2011 6:13 PM

      მოჩვენება, მოჩვენება…
      ჰო, ზუსტად..
      ცოტა ისე გამომდის, თითქოს ამ ბლოგის ბრალია, ჩემს პირადულს რომ ვერ ვაგვარებ…
      მოკლედ, დავფიქრდები.. ბევრს ვიფიქრებ.. თან მოვაგვარებ და ბოლოს იმედია, ისევ შევუდგები პოსტების წერას.. < 33

  17. სექტემბერი 29, 2011 6:07 PM

    maaaac ❤ ar gabedo da ar gaauqmo :* :*

    • სექტემბერი 29, 2011 6:12 PM

      ნინ, დღეს ხო მოგიყევი, არა?
      მართლა ასე სჯობს..
      კი, კი.. ***

      • სექტემბერი 29, 2011 6:22 PM

        momiyevi :* da mainc vpiqrob rom masac swored eg unda rom gaauqmo :X

        • სექტემბერი 29, 2011 6:24 PM

          ჰოდა, ვაუქმებ კიდეც..
          დავისვენებ… მოვაგვარებ პრობლემებს და მერე შევუდგები ბედნიერი და პროტონებიანი პოსტების წერას… ასე არ სჯობს? :*

          • სექტემბერი 29, 2011 6:33 PM

            shen uket ici :* : * tumnca albat egrec sjobs rom exla shesveneba gaaketo da mere :* suuul axal axlai da protonebis savse postebi dawero, gaumjobesebuli dzalebit sheudge shen postebs :* :* :* ❤

  18. სექტემბერი 29, 2011 6:34 PM

    მაააც არ გკიდინგ????კაი რა :დ:დ მასე მეც მომწერეს და მლანძგეს :დ თან რა უნდოდათ ჯერ რამოდენიმე პოსტი მაქვს დაწერილი :დ:დ მარა ახლა ვისაც არ მოეწონება იმ ერთი-ორის ტრაშუნზე რომ ვიაროთ დავიღუპებით რა :/ ჰო და დაიკიდე რა და არ თქვა რთულიაო :))) იმიტომ,რომ აქეთ მხარეს უფრო ბევრნი ვდგავართ ვისაც მოგვწონს ეს შენი პროტონები და იქით ვიღაც ერტი-ორი იდიოტი ჰოდა ჩვენ გვეცი კაცო პატივი სხვა თუ არაფერი :დ:დ ეს ისეეე :)))ჩემი რჩევა სულაც არაა საჭირო მგონი აქ უკვე ბევრი ისაუბრეტ :))) ჰოდა ჩუუუ რა გოგო რა გაუქმებაა არაა : ))) ❤

    • სექტემბერი 29, 2011 6:38 PM

      არა, მართლა არ მკიდია. არა, მართლა რთულია… რა შენთვის არ იყო რთული, ტექსტური შეტყობინებები ამდაგვარი თემატიკის რომ წაიკითხე? კარგი ხარ, საყვარელო. დიდი მადლობა. )) ***

  19. სექტემბერი 29, 2011 6:36 PM

    Nini Iashvili,ჰო, ჩემო გოჭუნია..
    მე მგონი, სულ ცოტათი სეტრავრაცია არ აწყენდა ბლოგს, თორემ ხომ უყურებ, კედლები უკვე რა დღეშია.. < 3333

  20. სექტემბერი 29, 2011 6:40 PM

    იდიოტების მეტი რა არის, ნუ უსმენ უბრალოდ. არავის საქმე არაა, რას დაწერ, როდის დაწერ და საერთოდ, დაწერ თუ არა. ხოდა არ მიაგდო ბლოგი, დროებითაც კი. ჩვეულებრივად გააგრძელე დაპოსტვა. ვისაც არ სიამოვნებს, ნუღარ წაიკითხავს. სხვების გამო შენს სურვილებზე უარი არ უნდა თქვა, მაინც არავინ დაგიფასებს. პირიქით, უფრო გადაგივლიან. ხისთავიანებითაა ინტერნეტი სავსე, ამიტომ არ ინერვიულო :* შენსას მიაწექი 😉

    • სექტემბერი 29, 2011 6:43 PM

      რაღაცნაირად ვიგრძენი თავი…
      რასაც თქვენ მეუბნებით, ამ ყველაფერზე მეც მიფიქრია, მაგრამ…
      მაგრამ, მაგრამ, მაგრამ..
      დიდი მადლობა. )))

  21. Di@ permalink
    სექტემბერი 29, 2011 6:41 PM

    ნახე, რამდენი კომენტარია. ე.ი. ტყუილად არ წერ. რატომ უნდა მიანიჭო ვიღაცას სიხარული, თუ ბლოგს გააუქმებ, ის საწადელს მიაღწევს. თუ გინდა დანებება, დანებდი. მარგამ შენს ადგილას, არაფერს დავთმობდი. ვისი საჯდომის საქმეა, რას ვწერ, ვისაც არ მოსწონს, ნუ შემოდის და ნუ კითხულობს. ბლოგი შენი დღიურია, რომელიც საჯაროდ გამოგაქვს. მე მომწონს – გადავშლი. არ მომწონს – აღარ წავიკითხავ… და სულ დავივივიწყებ. ამიტომ, stand up an fight. ბოღმა ადამიანების გამო რატომ უნდა თქვა უარი იმაზე, რაც გსიამოვნებს. 😉 :*

    • სექტემბერი 29, 2011 6:46 PM

      იცი, სულ თავიდან, როდესაც ეს ტექსტური შეტყობინებები წავიკითხე, საშინლად გავბრაზდი და გავმწარდი..
      რატომღაც მეგონა, რომ თუ ბლოგს გავაუქმებდი, ამითი მოგებული ვიქნებოდი, მაგრამ არა..
      ძალიან სულელურადაც მიფიქრია…
      თუმცა მარტო ბლოგი ხომ არ არის და ეს მონაწერები.. ზევით კომენტარებშიც ვახსენე პრობლემები, რომელიც მძაბავს და აქაურობასაც დენ-დარტყმულს ამსგავსებს.. ^^
      მადლობა კომენტარისთვის და რჩევისთვის. )) **

      • Di@ permalink
        სექტემბერი 29, 2011 6:58 PM

        არაფრის. იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. :*

  22. სექტემბერი 29, 2011 6:55 PM

    მაცი ერთს გეტყვი რა!
    ამქვეყნად იმდენი იდოტი ადაამიანია, შურიანი და ბოღმა რო…
    ნუ უსმენ
    პირიქით გაახარებ მაგათ შენი საქციელით თუ დახურავ ბლოგს :*

    • სექტემბერი 30, 2011 2:20 PM

      კიწუნია, კიწიკო..
      როგორ მომენატრე შენც და შენი ბლოგიც ვერც კი წარმოიდგენ..
      სულ სულ დაიკარგე.. აღარ ძანხარ… ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.. (((
      მადლობა კიწუნია.. ❤

  23. სექტემბერი 30, 2011 5:57 AM

    გაგიჯდი, ხო იცი მე არ მჩვევია პირფერობა, და ისიც იცი რომ შენს ბლოგს გვიან შემოვუერთდი, მაგრამ ყველა წინა პოსტი სულმოუთქმელად გადავიკითხე, მთელს ჩემს თანამშრომლებ ყურები გამოვუჩედე თუ რამდენად კარგად წერ 🙂 🙂 🙂 🙂 ერთი ხელის მოსმით, ადვილად და მსუბუქად იკითხება, , ხოდა იმას ვამბობდი, ვიგაცა უაზრო ხალხის გამო, ნუ მომაკლებ შენი ჩანაწერების ხილვის სიამოვნებას :)…. არ დაფიქრებულხარ? იქნებ უბრალოდ შურს იმ ვიღაცას შენი????? და საერთოდ ჩემი მოკრძალებული აზრია, იმათთვის კი არ უნდა წერო ვისაც არ მოწონს? , არამედ იმმათვის ვისაც მოწონს და ნეიტრალურია :):) ხო და რაც მთავარია შენთვის, შენ ხომ მოგწონს????? ხომ ირებ სიამოვნებას იმითი რომ წერ???? და სხვისი აზრი კი, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ერთი ყურიდან შეუშვი და მეორედან გამოუშვი :))))))))))))) აბა რისთვის გაქვს ორი ყური?????? :* მივარხარ და ვამაყობ, ასეთი კარგი რომ ხარ და ნუ იზავ ისე რომ გულიდამწყვიტო :)))))))))

    • სექტემბერი 30, 2011 2:24 PM

      ეკა, დიდზე უფრო დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ****
      ეკ, გასაგებია, რომ ამ ჩემი “შტერული'” საქციელით იმ ადამიანებს გავახარებ, მაგრამ…
      თავიდან ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი და აღელვებულმა რომ ვეღარ მოვთოკე ნერვები, ავდექი და პოსტი გამოვაქვეყნე…
      მერე ხალხმა რომ დაიწყო პერსონალური შეტყობინებების მოწერა, თითქმის ყველა მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდზე დავფიქრდი და საბოლოოდ იმ დასკვამდე მივედი, რასაც ახლა შენ მეუბნები.
      დიდი მადლობა, ეკ, რომ ამაყობ ჩემით. ❤
      მეც მიყვარხარ.. :*

  24. სექტემბერი 30, 2011 7:58 AM

    კომენტარების გადაკითხვა მეზარება, ალბათ გეტყოდნენ უკვე რომ 0პირიქით, ბოროტმა ადამიანებმა არ უნდა შეგაწყვეტინონ ის რაც მოგწონს. მაგათ უბრალოდ მიწერე რომ თუ არ მოსწონთ არც წაკითხვას აძალებთ ვინმე. შენი მკითხველი უკვე გყავს, ვისაც მოსწონს რასაც და როგორც წერ. :*

    • სექტემბერი 30, 2011 2:26 PM

      კი, ჭიამაიკო ზუსტად ეგ მითხრეს და ისიც დაამატეს, რომ ამ ჩემი საქციელით, მათ გულებს გავუხარებ.
      გაიხარე, ჭიამაიკო.. *** :**

  25. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    სექტემბერი 30, 2011 2:18 PM

    აქ გააუქმოთქო არ გეტყვი(შენივე თხოვნით)..იცი რა..მგონია,რომ ვისაც არ მოსწოსნს შენი ბლოგი არც უნდა გსტუმრობდეს.ადამიანს აქვს არჩევნის უფლება,თუ უნდა შემოვა და წაიკითხავს თუ არ უნდა არა ხო? მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ შენს ,,კეთილისმსურველებს” შენი შურთ,იმიტომ,რომ მართლა კარგად წერ.წინააღმდეგ შემთხვევაში არც შემოვიდოდნენ,ეგრე ხშირად..პირადად მე,როცა ბლოგი არ მომეწონება არ შევდივარ ხოლმე,და არც მის ავტროს ვუგზავსნი ,,კეთილმოსურნე” წერილებს.. ჩემის აზრით,ეგეთი ხალხის აზრი უნდა დაიკიდო და მაგათ გამო წერა არ უნდა შეწყვიტო :* :*:*:*

    • სექტემბერი 30, 2011 2:27 PM

      ჩემო ანანო, შენნაირი კარგი კომენტარი დამიტოვე. მადლობა იმისთვის, რომ წერასთან დაკავშირებით შემაქე. :***
      მე ვარ დებილი. (ც) კოხორა.

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        სექტემბერი 30, 2011 2:39 PM

        :* კოხორას ინტონაციით ხო? :დ :დ :* შექება არა,მაგრამ სიმართლე ვთქვი (ნუ ჩემი აზრი,და ალბათ ,,უძაანესად” ბევრი დამეთანხმება) :*:*:* დონ’თ ქრაი,ლუქ ინ ზი სქაი სეი ,,ფაქ იუ” ან სმაილ :დ :დ :*

        • სექტემბერი 30, 2011 2:46 PM

          ჰო, კოხორას ინტონაციით. :*
          რა საკაიფოა ეგ.. <2+1
          ანანო.. <2+1

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            სექტემბერი 30, 2011 2:54 PM

            :დ :*

  26. სექტემბერი 30, 2011 2:58 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥, bucunc.. ❤

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      სექტემბერი 30, 2011 3:23 PM

      axalia eg rame? :d :*:*:*:*

      • სექტემბერი 30, 2011 3:44 PM

        ბუცუნცა, ან ბუცუნცელა.. :პპ ❤

        • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
          სექტემბერი 30, 2011 4:07 PM

          :დ რომელიც გნებავს :დ :*

  27. სექტემბერი 30, 2011 5:05 PM

    როგორ აღარ ვჩანვარ მაციი :*
    ვჩანვარ უკვე შიგადაშიგ :*
    ბლოგის გაუქმებასთან დაკავშირებით იცი ჩემი აზრი და
    ეგრე ა ❤

  28. სექტემბერი 30, 2011 5:33 PM

    ❤ anaaano, bucunca sjobs mgoni… Araaaaa?:*

  29. ოქტომბერი 1, 2011 12:31 PM

    მე ვკითხულობ მაცოს ბლოგს გაიგეეთ შურიანებო???
    მაგათ ჯინაზე წერა უნდა გააგრძელო, თავისი გასწირვებიათ, მერე უფრო გაიბერებიან შურით და იქნება გასკდნენ და დაისვენონ :დ

    • ოქტომბერი 1, 2011 12:40 PM

      ლaნკა, დღეს დედაჩემმა ერთი ზედმეტად კარგი იდეა მომაწოდა და დღეს საღამოსთვის, აუცილებლად მექნება განხორციელებული. 😀
      ლანკა.. ❤

  30. ოქტომბერი 9, 2011 4:05 PM

    ყველას ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის.
    თქვენი რჩევა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. )) **
    მომავალ პოსტამდე. ))

  31. ოქტომბერი 20, 2011 10:27 PM

    მაცო, ერთი რამ კარგად დაიხსომე: თუ ცხოვრებაში წინ გინდა წასვლა და არა ჩრდილში ყოფნა, ამ წამიდან უნდა მიეჩვიო, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქვების სროლას დაგიწყებენ. ეს არის ერთგვარი გამოწვევა, რომ არასდროს გაჩერდე და არც მოდუნდე.
    ასე რომ, გულიანად გაიღიმე(!) და იფიქრე იმაზე, რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც გულისფანცქალით ელოდება შენს პოსტს. ჩემი აზრით, თუნდაც იმ ერთისთვის ღირს ყველაფერი: )

    • ოქტომბერი 21, 2011 12:34 PM

      ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის.
      გავითვალისწინე უკვე.. )) ***

  32. ნოემბერი 8, 2011 7:38 AM

    vaime ramdeni masetia ar unda ahyve ) mec maqvs blogi iq martaa aravin ar shedis :D:D magram magis gamo namdvilad ar gavukmeb. :*:* axla shemoval xolme shentan ❤ xshirad gestumrebi

    • ნოემბერი 8, 2011 7:51 AM

      ჰო, მართალი ხარ, არ უნდა ავყოლოდი. უბრალოდ, მაშინ არ მქონდა პირადში ყველაფერი კარგად და ამიტომ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჭიანჭველიდან სპილო უნდა შემექმნა.
      მეც შემოგივლი.. 🙂
      ეტყობა, ჯერ ახალი ხარ. ეგ არაფერი.. ნელ-ნელა ბევრი მკითხველი გეყოლება, მთავარია ბუნებრივი იყო, ზედმეტი ტყლარჭვების გარეშე.
      ახლა შემოვედი და ერთადერთი თხოვნა მექნება.. საშინელებაა შავზე თეთრით წერა… თინეიჯერი გოგო ხარ… მხიარული ფერები.. რაც შეიძლება მეტი სილაღე და სიხალისე!!
      აბა შენ იცი.:)
      გამიხარდება, თუ კიდევ მესტუმრები. 🙂

  33. დეკემბერი 26, 2011 5:21 AM

    მაცო როგორ ხარ?? დიდი ხანია ამ ბლოგზე არ შემოვსულვარ…. ეს პოსტი რომ ვნახე გადავირიე :O რა არავინ კითხულობ?? ეგენი ვერ არიან… ერთ რჩევას მოგცემ: სხვას ნუ უყურებ, ეგენი შენი “კეთილის მსურველები” კი არ არიან, პირიქით შურთ შენი 😉 ამიტომ დაიკიდე და გააგრძელე წერა ძაან მაგარი ბლოგი გაქვს :*

    • დეკემბერი 26, 2011 6:17 AM

      კარგად, გიო. შენ როგორ ხარ?
      დიდი, დიდი მადლობა.. :*
      ნამდვილად გავაგრძელე ამ პოსტის მერე წერა.. თუმცა მალევე შევწყვიტე.. რატომღაც, ამერ-დამერია ყველაფერი და ამიტომ.. ახალი წლების მერე შევცდები, ახალი დიზაინით და ახალი პოსტებით დავუბრუნდე ბლოგოსფეროს… :>

  34. თებერვალი 10, 2012 12:29 PM

    ამ პოსტა ძალიან გვიან ვკითხულობ და ძალიან გვიან ვაკომენტარებ,მაგრამ მაინც მინდა გითხრა,რომ ყურადღება არ მიაქციო ასეთ ხალხს.. მათ მხოლოდ შურთ.შენი ბლოგი მართლაც რომ ძალიან კარგი ბლოგია და მომწონს.. ვინც მაგას გწერს გულის სიღრმეში მოსწონს შენი ბლოგი,მაგრამ შური ალაპარაკებს ეგეთ საზიზღრობებს.. 🙂 შენ გააგრძელე პოსტვა და აკეთე ის რაც გსიამოვნებს..სხვებს ნუ უსმენ..

    • თებერვალი 10, 2012 2:17 PM

      მარიამ, ნამდვილად სჯობდა, გვიან ვიდრე, არასდროს.. მიხარია, რომ მოგწონს ჩემი ბლოგი და დიდი მადლობა რჩევისთვის. = ) :*
      ნამდვილად აღარ ვუსმენ სხვებს.. გაიხარე. =**

  35. თებერვალი 11, 2012 7:25 AM

    ვაიმე გავგიჟდი რომ წავიკითხე, თუ შენი ბლოგი არ მოსწონთ ნუღარ წაიკითხავენ და შენს ბლოგს მნახველები ყავს თუ არა ეგ შენ უჯედ იცი :* როგორც კი წავიკითხე ეგრევე ვთქვი შ უ რ ი ა ნ ე ბ ი და მეტი არაფერი, მაგათ არ მიაქციო ყურადღება :პ აი მე კიდევ საპირისპიროს გეტყვი რომ ძალიან ძალიან კარგად წერ და მშიამოვნებს შენი პოსტების კითხვა ❤

    • თებერვალი 11, 2012 11:02 PM

      გოგო, რა თბილი და საყვარელი ხარ.
      ისე მესიამოვნა ჯერ მარტო ამდენი ლამაზი და კარგი კომენტარი რომ წავიკითხე შენ მიერი დატოვებული საჯღაპნელზე, მეტიც არ შეიძლებოდა.
      ძალიან მიხარია, რომ დადებითად ხარ Scribbly-სადმი განწყობილი.. ამაზე უკეთესს ვერავინ ვერაფერს მეტყვის, დამიჯერე. =**
      გაიხარე, ძალიან საყვარელო ადამიანო! ❤

  36. Anna... permalink
    თებერვალი 17, 2012 8:25 PM

    მე მომწონს ეს ბლოგი, 🙂

  37. Anna... permalink
    თებერვალი 19, 2012 4:28 PM

    ratom unda gaauqmo blogi? yoveltvis iqnebian isini, visac moewoneba is, rasac wer 😀 vinc ipovis raime nacnobs da axlobels ,shens chanawerebshi 😀 ra azri aqvs ras amboben sxvebi, shen ginda da wer : )))

    • თებერვალი 19, 2012 6:31 PM

      მართალი ხარ ნამდვილად. ყოველთვის იქნებიან ჩემი ჩანაწერების მომწონები და არმომწონები. დაბრკოლებებს უკან დახევით კი არა, არამედ ‘მალე დაპყრობით’ უნდა შევხვდე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: