Skip to content

სცენა I, კადრი I, დუბლი I…

ოქტომბერი 9, 2011

-გისმენთ!

-გამარჯობა, მარიამ.

-გამარჯობაათ.

 

დავიბენი…

-მარიამ, სალომე ….. ვარ, ღამის შოუს სტუდიიდან. შუა ქალაქის ქასთინგზე იყავი, ჰო?

-დიახ, დიახ…

ცოტათი დავიბენი და ავჟიტირდი.

-მოკლედ, ღამის შოუს სტუდია ახალ რომანტიულ კომედიას იღებს, სიყვარულის ისტორიას.. და გვჭირდება რამდენიმე, კარგი გარეგნობის სტუდენტი გოგონა..თუ სურვილი გექნება, შეგიძლია იმედში მოხვიდე ამ დღეებში და გავისაუბროთ.

სრულიად დავიბენი ვეღარ მივხვდი, კი უნდა მეთქვა, თუ არა.. ან საერთოდ, ხმა თუ უნდა ამომეღო.

-კააარგი… 

ტელეფონი გავუთიშე.. ააამ, სრული შოკი იყო ჩემთვის.. ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექი სკამზე და ყურებამდე გაკრეჭილი, საკუთარ ანარეკლს ფანჯრის მინაში ვუყურებდი. 

ტელეფონს ვეცი..

-დეე, დეეე.. იქიდან, ღამის შოუს სტუდიიდან დამირეკეს და რაღაც ახალი ფილმიაო და მოგვეწონეო და თუ გინდაო მოდი და გავისაუბროთო და დეე, ჰო უნდა წავიდე?

-რაა? ვერაფერი გავიგე.. აბა ეხლა თავიდან და ნელა.

-დეე, ე.ი. წეღან დამირეკა სალომემ..

-სალომე ვინაა?

-მოკლედ, იმედში მუშაობს რა… და ისაო, ახალ ფილმს იღებენ, რომანტიულ კომედიასო, სასიყვარულო ისტორიიააო და თუ გინდაო, მოდიო და.. თან ასე თქვა, კარგი გარეგნობის სტუდენტი გოგონაო.. და კი, ჰო, დე?

-დედი, ეხლა ტრენინგზე შევდივარ და რომ დავამთავრებ, გადმოგირეკავ.. ან სახლში რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ.

მთელი დღე აჟიტირებული ვიყავი… ბოლოს ისე დავიღალე, საწოლში ჩავწექი და დავიწყე ოცნება.. უფუფუფუფ… რაზე აღარ ვიოცნებე… იმ წამსვე მთავარ როლში წარმოვიდგინე საკუთარი თავი.. საღამოს დედაც მოვიდა. ბევრი ვილაპარაკეთ. ზუსტად ვიცოდი, რომ დედა უარს არ მეტყოდა..

მერე სალომესაც ველაპარაკე.. ჰო, რომ დამირეკა, მაშინ პარასკევი დღე იყო. 

ნიას და დედიკოს გარდა არავინ არ იცოდა.. არც ქეთომ და არც ირინკამ.. არ ვიცი, უბრალოდ ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო მათ სცოდნოდათ.. უფრო სწორედ, არცერთი არ იყო თბილისში და ტელეფონით ამ ამბის შეტყობინება მეხამუშებოდა. 

გავიდა შაბათი, მერე კვირაც მიჰყვა.. ველოდებოდი, დღეს დამირეკავენ, დღეს-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე…

ღამეა.. ვიძინებ.. სადღაც 1-ის წუთები იქნება.. ცოტაც და ჩამეძინება.. ქუთუთოების გახელა მიჭირს, მძიმეა… ჩამთვლიმასავით.. უცებ ვიღაცის ჯღავილის ხმა გავიგონე.. დედაჩემის წუწუნის ხმაც მომესმა მერე.. მივხვდი, ტელეფონი იყო..


-გისმენთ!

-გამარჯობა, მარიამ. სალომე ვარ..

-უი, გამარჯობა სალომე..

უცებ გამოვფხიზლდი.

-მარიამ, გაგაღვიძე, ჰო?

-არაუშავს.

-ბოდიში, მარიამ. უბრალოდ აქამდე ვერ მოვიცალე და.. მოკლედ, ხვალ მივდივართ კოჯორში და 11საათზე იმედში იქნები?

-აა.. ჰო, რა ვიცი.. შემიძლია.. კი..

-მოიცა, ეხლა ლაშასაც დაგალაპარაკებ და გეტყვის, რა უნდა ჩაიცვა.

საოცარი ხმა ჰქონდა კაცს.. უსაყვარლესია ლაშა… <333

მოკლედ, რაც შეიძლება ღია ფერები, აუცილებლად სპორტულად.

როგორც კი ტელეფონი გავთიშე და ძირს დავაგდე, მაშინვე ჩამეძინა.

ძალიან ადრე გამეღვიძა, სადღაც 6 საათზე.. რა უნდა ჩემეცვა არ ვიცოდი.. სადღაც 2 საათი, სხვა თემა არ შემოუგდია ფიქრიას ჩემთვის.. 

საათს დავხედე. 9-ის ნახევარი სრულდებოდა. 

-დეე, მოვიფიქრე, რაც უნდა ჩაიცვა.

აქამდე რომ მეგონა, დედიკოს სძინავს-მეთქი, თურმე ისიც ჩემსავით ფიქრობდა ჩემს ჩაცმულობაზე.

-აი, ის თეთრი მაისური, ზემოდან ლურჯი ჟაკეტი, ის დახეული ჯინსი და კეტი, რომელიც გინდა.. გინდ ის ნაცრისფერი და გინდ ის კოპლებიანი თეთრი.

ამაზე უკეთესს სხვას მაინც ვერ შევარჩევდი. 

სანამ ჩავიცვი და  სარკეთან ტრიალით დავტკბი, კი გახდა 11-ის ნახევარიც.. უი, დამავიწყდა მეთქვა, რომ ნიას სიცხეები ჰქონდა.. 39 და რაღაც… ჰოდა, გზა არ ვიცოდი.. დედა არ აპირებდა ჩემს გამოცილებას, მაგრამ ბოლოს მაინც ტაქსით წავედით…

თურმე, 10-ზე უნდა ვყოფილიყავით იქ.. 

კოჯორში მივდიოდით.. რატომღაც გამიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობაში შესვლა… ამდენი სხვადასხვა ადამიანის მნახველი ერთად, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ… მოკლედ, ჩავაღწიეთ კოჯრამდე..

ანჩო, დედას ბუშტი-ლაშიკო, პეტო, კახა და ლევანიე ხომერიკი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.. ამ ყველაფერმა უფრო შემბოჭა. ^^

სანამ ტექნიკა ააწყვეს, სანამ ყველა ერთად მოაგროვეს, რეპეტიცია გაიარეს… სადღაც 3სთ-ვის დავიწყეთ..

რა კლაპერი, რა ბუმი… ჩემთვის სრულიად უცხო ტერმინებით საუბრობდნენ…

-მზე არის, ჯარი არაა… დროზე, დროზე…

To Be Continued…   

Advertisements
86 Comments leave one →
  1. ოქტომბერი 9, 2011 5:31 PM

    მაცო ძალიან მიხარია მართლა და მშურს კიდეც ცოტა (ცოდვა გამხელილი სჯობს) :დ
    ჰოდა წარმატებას გისურვებ ამ სფეროში და მოვა დრო ვიამაყებთ შენით ❤

    • ოქტომბერი 9, 2011 6:24 PM

      გრაფინია, მიხარია შენი კომენტარი ჩემს ბლოგზე.
      დიდი მადლობა..
      მეც რომ წამეკითხა, ამ თემატიკის პოსტი სხვის ბლოგზე, აუცილებლად შემშურდებოდა.. **
      გაიხარე. :*

  2. ოქტომბერი 9, 2011 5:34 PM

    გილოცავ, გილოცავ! ველოდები გაგრძელებას 🙂
    და ისა, უსაყვარლესი დედა გყავს ❤

    • ოქტომბერი 9, 2011 6:24 PM

      მარიამ, შევეცდები, რომ მალე დავდო გაგრძელება.
      ძალიან საყვარელია და ლამაზი.. ❤

  3. ოქტომბერი 9, 2011 5:37 PM

    ძალიან კარგია მეც მინდააა 🙂 და ანჩოში ვინ იგულისხმე?

    • ოქტომბერი 9, 2011 6:25 PM

      ანჩოში რუსკა მაყაშვილი ვიგულისხმე. ))

  4. ოქტომბერი 9, 2011 5:40 PM

    წარმატებები, მაცო! ვიცი, შენ შეძლებ და ძალიან კარგადაც გამოგივა!

    • ოქტომბერი 9, 2011 6:25 PM

      მოლი, დიდი მადლობა.
      ხომ იცი, ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის. :*

  5. ოქტომბერი 9, 2011 5:41 PM

    sg, sg.
    კარგია, კარგი დასკდნენ ახლა ზოგ-ზოგიერთები გულზე ;დდ ვამაყობ შენით:*

    • ოქტომბერი 9, 2011 6:26 PM

      სგ, სგ გამისწორდა, ნიკ.
      ოჰოჰოჰ…
      სულ არ მინდა რომ დასკდნენ.. ^^
      მადლობა, მადლობა..
      მიხარია, რომ ამაყობ. :*

  6. ოქტომბერი 9, 2011 5:46 PM

    მაცუუნიიი გილოოოცაავვვ!!!! ძალიან გამეხარდა შენი ამბავიი ❤ მალე ეკრამზეც გიხილაავვვ :*** *_* რაა კარგიაა <3<3<3 : )

    • ოქტომბერი 9, 2011 6:27 PM

      საყვარლობავ.. ❤
      დიდი მადლობა.. :*
      ეკრანზე?
      მალე არ მგონია..
      კინოთეატრში უფრო მალე მიხილავ.. :* თუ წახვალ, რა თქმა უნდა.. ))

      • girlwithumbrella permalink
        ოქტომბერი 10, 2011 2:12 PM

        წავალ აბა რაა : ) :* ^_^

        • ოქტომბერი 10, 2011 2:24 PM

          გადასარევია..
          იქნებადა, იქ მაინც გნახო.. )) **

  7. ოქტომბერი 9, 2011 5:56 PM

    რა მაგარიაა :* გილოცაავ 🙂 გაგრძელება მაინტერესეებს! 😀

    • ოქტომბერი 9, 2011 6:28 PM

      ძალიან, ძალიან მაგარია.. ბავშვობის ოცნება ავისრულე. ))
      შევეცდები, რაც შეიძლება მალე დავდო..
      თუმცა, ახლა რომ ვთქვა, ამ დღეებში დავდებ-მეთქი, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ნიუ პოსტის დაფას, გახსნა არ ეღირსება.. პირობის შესრულება ძალიან მიჭირს ზოგადად.. ))

  8. ოქტომბერი 9, 2011 6:15 PM

    macikooo rogor gamixarda : )) chemgan 100000000 like ❤

    • ოქტომბერი 9, 2011 6:29 PM

      ნიიინ, შენ ხომ იცოდი, ეს ყვეაფერი?
      ნუ დაწვრილებით არა, მაგრამ მაინც.. :*
      მიყვარხარ, გოგონავ.. ❤

      • ოქტომბერი 10, 2011 3:05 PM

        ara ame amaze meti vicodi 😀 😀 me is gamixarda rom axali posti vnaxe 😀 😀 : ))) rac nishnavs rom dabrundi :)) :* ❤

  9. ოქტომბერი 9, 2011 6:15 PM

    მაციკო გილოცავ..
    ერთი სული მაქვს როდის გნახავ ტელეში ^_^

    • ოქტომბერი 9, 2011 6:29 PM

      ნი, დიდი მადლობა..
      ტელევიზორში არ მგონია, რომ მალე მნახო… უფრო მალე კინოთეატრში მნახავ… თუ წახვალ ოღონდ.. ))

  10. ოქტომბერი 9, 2011 7:08 PM

    მაცო გილოცავ, გილოცავ, გილოცააავ!! :))) წარმატებებს გისურვებ :* ❤

    • ოქტომბერი 10, 2011 1:39 PM

      მადლობა, მადლობა, მადლობა!! :*
      გაიხარე. :*

  11. ოქტომბერი 10, 2011 6:33 AM

    მააააც ❤ საყვარელი მაციიიკო ❤ გილოცავ ჩემო კარგო და წარმატებები :)) გოგო ლაშ რომ ახსენე ეს ბიჭი რომელიც ლაშას როლს ასრულებს შუა ქალაქში თუ რეალური ადამიანია სახელად ლაშა? :))

  12. ოქტომბერი 10, 2011 7:28 AM

    jesiko, bacho hqvia sinamdvileshi… Shua qalaqshi, dedas bushtis-lashikos rols asrulebs…
    Cheeemi jesikore… Miyvarxar dzalian, dzalian…<3

    • ოქტომბერი 10, 2011 7:46 AM

      ხოო ვიცი რო ბაჩოა :)) მომიკითხე ჩემგან აუცილებლად :)) ჩემი კლასელია, 11 კლასი ერთად ვსწავლობდით ^_^ მაგიტომაც მაინტერესებდა დაკონკრეტება :))) ^_^ უსაყვარლესი ტიპია :)))

      • ოქტომბერი 10, 2011 1:40 PM

        ხვალ მაქვს გადაღება და რომ ვნახავ, ვეტყვი. :*
        მშვენიერია.. :*

  13. meleola permalink
    ოქტომბერი 10, 2011 9:25 AM

    ძალიან გამიხარდა….წარმატებულ კინო_კარიერას გისურვებ :)))))

  14. ოქტომბერი 10, 2011 1:55 PM

    მაცოო მაცოო ❤ აავვვვ ❤
    როგორ გამიხარდა ❤ ყოჩაღ, წარმატებებს გისურვებ :*:* ❤ არ ვიცი რა დავწერო, ძალია მაგარია, როდის გიხილავთ ტეველეზორში?? :დდ

    • ოქტომბერი 10, 2011 2:00 PM

      ჭინკა, ჭინკა, ჭინკა.. ❤
      მიხარია ძალიან, რომ გიხარია..
      გაიხარე, საყვარელო.
      ტელევიზორში არ მგონია, რომ მალე მიხილოთ.. უფრო კინოთეატრებში.. ))

  15. Anastasia permalink
    ოქტომბერი 10, 2011 2:16 PM

    maciiiiiiiiiiiii ❤ chemo nichiero gogo ^^ gilocaav da bevrbevr warmatebebs gisurveb ^^ xoici rogor gamixarda))) p.s. veli ufro vrcel posts

    • ოქტომბერი 10, 2011 2:25 PM

      ანოოოო ❤
      დიდი, დიდი მადლობა… :*
      მმ, შენთვის ხომ მაქვს რაღაცები მოყოლილი?!
      უფრო ვრცელი პოსტი?
      ვნახოთ, ვნახოთ.. :*

  16. anastasia permalink
    ოქტომბერი 10, 2011 3:12 PM

    ara,ar gakvs 🙂

  17. ოქტომბერი 11, 2011 6:17 AM

    parararara…<3 niy,niy,niy

  18. მარი permalink
    ოქტომბერი 11, 2011 9:33 AM

    ჩემი თბილი და საყვარელი გოგო ❤ ..
    მააც ,ძალიან გამიხარდა ეს ამბავი ,წარმატებები საყვარელო !!! ❤
    ხომ იცი მარიმგას ძალიან უყვარხააარ!!! :*:*:*:*:*:

    • ოქტომბერი 11, 2011 9:36 AM

      ჩემი თბილი და საყვარელი მარიამი… ❤
      მარიამ, დიდი მადლობა… ❤
      კი, ვიცი… ❤

  19. ოქტომბერი 11, 2011 12:32 PM

    პხ შენ გაგისკდეს ელენთა ჩემი გულის გახეთქვისთვის !!!!! ასე თუ გააგრძელებ ჩემს ქელეხში მოსვლა მოგიწევთ ქალბატონო მაციკო!!!! რაა გოგო ასე რომ დამაიტრიგე და უცებ თუ ბი ქონთინიუდ !! დაგჭრი გოგო ! ოხ,მალე დადე ახალი პოსტი თორე კაკაბაძეს გესვრი ! ისე მომეწონა და გილოცა ,,მ” :*:*:*:* ვარდოსანიძეეეე(ინლოვე) იცოდე არ შემარცხვნო :დ კარგად მოიქეცი არ გადარიო შემოქმედებითი ჯგუფი :*:*:*:*

  20. ოქტომბერი 11, 2011 5:28 PM

    anaaano, ra sayvareli xar…ara,gogo,ici,rogori wynari var xolme iiiq? Gaxna gamichirda dzaaalian… Gogoebma rom icodnen raaamdeni laparaki miyvaarsss… Ufufufufuf…<3 shevecdebi,rom rac sheidzleba male davdo gagrdzeleba…

  21. ოქტომბერი 12, 2011 6:21 AM

    აააა. ვაიმე რა მაგარია მაცო <3<3
    მმ. წარმატებები!!!
    გილოცავ , გგულშემატკვირობთ და უკვე გვიყვარხარ და აი ჩვენი ვარსკვლავი ხარ უკვე :)))
    ძალიან მაგარია, ყოჩაღ!

  22. ოქტომბერი 12, 2011 7:17 PM

    chiamaiko… Tyuilad ki ar camateb xolme shens saxels ikos… Namdvili chiamaiko xar… Didi,didi madloba… Shenma komentarma, saaashinlad amifancqala guli… Sayvareli xar dzalian…:*

    • ოქტომბერი 13, 2011 10:55 AM

      შენც ძალლიან საყვარელი ხარ :*:*:*
      ველოდებით განახლებებს და კარგ ამბებს რაც მთავარია ❤

      • ოქტომბერი 13, 2011 3:29 PM

        ჭიამაიკო, დიდი მადლობა..
        მალე დავწერ, იმედია.. :*

  23. ოქტომბერი 14, 2011 8:10 PM

    მმ,საიყვარულის ბალადა? 🙂 მსმენია..
    წარმატებები მაცო. ❤

    • ოქტომბერი 15, 2011 8:04 AM

      მე მეგონა, რომ სათაური ეგ იყო.. ახლა არ ვიცი, რას დაარქმევენ.. მე მგონი, შეცვლას აპირებენ.. მაგაზე იყო საუბარი.. ))

  24. ოქტომბერი 14, 2011 8:53 PM

    ყოჩაღ, მაცო! ქართული ბლოგოსფეროს ვარსკვლავი ხარ 🙂 ამბები არ გამოგვაპარო 🙂

    • ოქტომბერი 15, 2011 8:05 AM

      თაია, რა სასიამოვნო კომენტარი დამიწერე.. ))
      აუცილებლად დავწერ გაგრძელებებს.. :*

  25. ოქტომბერი 16, 2011 12:50 PM

    vaimee ra magariaaa..rodis gamova filmi????(tu avchqardi dzaan) 😀

  26. ოქტომბერი 16, 2011 6:40 PM

    აბა რა უნდა ვიყო სხვა? :დ

  27. ოქტომბერი 19, 2011 12:30 PM

    )))

  28. ოქტომბერი 27, 2011 9:55 PM

    აუ რა მაგარია: ))
    ძალიან გამიხარდა მაც:** მომენატრე!

    • ოქტომბერი 29, 2011 9:58 AM

      ნინიტო, გაიხარე.. ))
      როგორ მიდის აბიტურიენტობის საქმეები? ^^

  29. ოქტომბერი 28, 2011 3:02 PM

    ვაიმე რა კარგიააა ^.^
    ისე გამიხარდა თითქოს მე შემომთავაზეს 😀 <3<3 წარმატებებიიი :*

  30. ნოემბერი 3, 2011 2:33 PM

    ვაა რა მაგარია მააც ❤
    რატო აღარ დაწერე გაგრძელება? რა როლი მოგცეს?

    • ნოემბერი 3, 2011 2:37 PM

      კი, კი…
      კიწუნია, სტუდენტი გოგონას როლი მაქვს..
      რა ვიცი, მაგას თუ როლი ჰქვია..
      მე მეგონა, რომ მეც მიღებდნენ, მაგრამ თავის დროზე მემომნტაჟეს რომ დაველაპარაკე, რამდენჯერმე ჩანხარ მარტოო.. გამომასულელა.. : )))

  31. Sunny.. ♥ permalink
    ნოემბერი 5, 2011 7:38 AM

    მააცოო ❤ რა მაგარიიაა, გიილოცაავ :*:* წარმატებებიიიი ❤

  32. ნოემბერი 6, 2011 12:47 PM

    maco aba shen ici warmatebebi.. satqmeli mainc meqneba am gogos facedan vicnobtqo, roca imedze sheni varskvlavi amobrwyindeba… : ))) :***

    • ნოემბერი 6, 2011 1:04 PM

      ჰო, ჯერჯერობით ამობრწყინებას არ უნდა ველოდოთ. 🙂
      ფილმში საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ, უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ. 🙂
      დიდი მადლობა. :)))

  33. დეკემბერი 17, 2011 10:59 AM

    ძალიან მომეწონა… *_*

  34. აპრილი 6, 2012 2:53 PM

    After reading your blog post I browsed your website a bit and noticed you aren’t ranking nearly as well in Google as you could be. I possess a handful of blogs myself and I think you should take a look here: http://seopressors.org You’ll find it’s a very nice tool that can bring you a lot more visitors. Keep up the quality posts

  35. აპრილი 14, 2012 9:08 AM

    აქ “სიყვარულის ბალადა”-ზე იყო საუბარი?
    შენ რუსკა მაყაშვილი გყავს ნანახი? აწწწ ❤
    სალომემ რო დაგირეკა ეგ სალომე კოკუაშვილი ხო არ ოყფილა?

    • აპრილი 14, 2012 3:22 PM

      კი, სიყვარულის ბალადაზეა საუბარი. ჰო, რუსკა მყავს ნანახი. = DDD
      არა, სალომე მსახიობია და არა კოორდინატორი. = ))

      • აპრილი 16, 2012 3:23 PM

        საბოლოოდ მიიღე ფილმში მონაწილეობა?

        • აპრილი 16, 2012 7:30 PM

          კი.

          • აპრილი 17, 2012 9:43 AM

            რო ვერ გნახე : )

          • აპრილი 17, 2012 4:50 PM

            ბევრმა ვერ მნახა, ეგ არაფერი.. მთავარია ტიტრებში მნახავ. = D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: