Skip to content

სცენა I, კადრი I, დუბლი I…

October 9, 2011

-გისმენთ!

-გამარჯობა, მარიამ.

-გამარჯობაათ.

 

დავიბენი…

-მარიამ, სალომე ….. ვარ, ღამის შოუს სტუდიიდან. შუა ქალაქის ქასთინგზე იყავი, ჰო?

-დიახ, დიახ…

ცოტათი დავიბენი და ავჟიტირდი.

-მოკლედ, ღამის შოუს სტუდია ახალ რომანტიულ კომედიას იღებს, სიყვარულის ისტორიას.. და გვჭირდება რამდენიმე, კარგი გარეგნობის სტუდენტი გოგონა..თუ სურვილი გექნება, შეგიძლია იმედში მოხვიდე ამ დღეებში და გავისაუბროთ.

სრულიად დავიბენი ვეღარ მივხვდი, კი უნდა მეთქვა, თუ არა.. ან საერთოდ, ხმა თუ უნდა ამომეღო.

-კააარგი… 

ტელეფონი გავუთიშე.. ააამ, სრული შოკი იყო ჩემთვის.. ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექი სკამზე და ყურებამდე გაკრეჭილი, საკუთარ ანარეკლს ფანჯრის მინაში ვუყურებდი. 

ტელეფონს ვეცი..

-დეე, დეეე.. იქიდან, ღამის შოუს სტუდიიდან დამირეკეს და რაღაც ახალი ფილმიაო და მოგვეწონეო და თუ გინდაო მოდი და გავისაუბროთო და დეე, ჰო უნდა წავიდე?

-რაა? ვერაფერი გავიგე.. აბა ეხლა თავიდან და ნელა.

-დეე, ე.ი. წეღან დამირეკა სალომემ..

-სალომე ვინაა?

-მოკლედ, იმედში მუშაობს რა… და ისაო, ახალ ფილმს იღებენ, რომანტიულ კომედიასო, სასიყვარულო ისტორიიააო და თუ გინდაო, მოდიო და.. თან ასე თქვა, კარგი გარეგნობის სტუდენტი გოგონაო.. და კი, ჰო, დე?

-დედი, ეხლა ტრენინგზე შევდივარ და რომ დავამთავრებ, გადმოგირეკავ.. ან სახლში რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ.

მთელი დღე აჟიტირებული ვიყავი… ბოლოს ისე დავიღალე, საწოლში ჩავწექი და დავიწყე ოცნება.. უფუფუფუფ… რაზე აღარ ვიოცნებე… იმ წამსვე მთავარ როლში წარმოვიდგინე საკუთარი თავი.. საღამოს დედაც მოვიდა. ბევრი ვილაპარაკეთ. ზუსტად ვიცოდი, რომ დედა უარს არ მეტყოდა..

მერე სალომესაც ველაპარაკე.. ჰო, რომ დამირეკა, მაშინ პარასკევი დღე იყო. 

ნიას და დედიკოს გარდა არავინ არ იცოდა.. არც ქეთომ და არც ირინკამ.. არ ვიცი, უბრალოდ ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო მათ სცოდნოდათ.. უფრო სწორედ, არცერთი არ იყო თბილისში და ტელეფონით ამ ამბის შეტყობინება მეხამუშებოდა. 

გავიდა შაბათი, მერე კვირაც მიჰყვა.. ველოდებოდი, დღეს დამირეკავენ, დღეს-მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე…

ღამეა.. ვიძინებ.. სადღაც 1-ის წუთები იქნება.. ცოტაც და ჩამეძინება.. ქუთუთოების გახელა მიჭირს, მძიმეა… ჩამთვლიმასავით.. უცებ ვიღაცის ჯღავილის ხმა გავიგონე.. დედაჩემის წუწუნის ხმაც მომესმა მერე.. მივხვდი, ტელეფონი იყო..


-გისმენთ!

-გამარჯობა, მარიამ. სალომე ვარ..

-უი, გამარჯობა სალომე..

უცებ გამოვფხიზლდი.

-მარიამ, გაგაღვიძე, ჰო?

-არაუშავს.

-ბოდიში, მარიამ. უბრალოდ აქამდე ვერ მოვიცალე და.. მოკლედ, ხვალ მივდივართ კოჯორში და 11საათზე იმედში იქნები?

-აა.. ჰო, რა ვიცი.. შემიძლია.. კი..

-მოიცა, ეხლა ლაშასაც დაგალაპარაკებ და გეტყვის, რა უნდა ჩაიცვა.

საოცარი ხმა ჰქონდა კაცს.. უსაყვარლესია ლაშა… <333

მოკლედ, რაც შეიძლება ღია ფერები, აუცილებლად სპორტულად.

როგორც კი ტელეფონი გავთიშე და ძირს დავაგდე, მაშინვე ჩამეძინა.

ძალიან ადრე გამეღვიძა, სადღაც 6 საათზე.. რა უნდა ჩემეცვა არ ვიცოდი.. სადღაც 2 საათი, სხვა თემა არ შემოუგდია ფიქრიას ჩემთვის.. 

საათს დავხედე. 9-ის ნახევარი სრულდებოდა. 

-დეე, მოვიფიქრე, რაც უნდა ჩაიცვა.

აქამდე რომ მეგონა, დედიკოს სძინავს-მეთქი, თურმე ისიც ჩემსავით ფიქრობდა ჩემს ჩაცმულობაზე.

-აი, ის თეთრი მაისური, ზემოდან ლურჯი ჟაკეტი, ის დახეული ჯინსი და კეტი, რომელიც გინდა.. გინდ ის ნაცრისფერი და გინდ ის კოპლებიანი თეთრი.

ამაზე უკეთესს სხვას მაინც ვერ შევარჩევდი. 

სანამ ჩავიცვი და  სარკეთან ტრიალით დავტკბი, კი გახდა 11-ის ნახევარიც.. უი, დამავიწყდა მეთქვა, რომ ნიას სიცხეები ჰქონდა.. 39 და რაღაც… ჰოდა, გზა არ ვიცოდი.. დედა არ აპირებდა ჩემს გამოცილებას, მაგრამ ბოლოს მაინც ტაქსით წავედით…

თურმე, 10-ზე უნდა ვყოფილიყავით იქ.. 

კოჯორში მივდიოდით.. რატომღაც გამიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობაში შესვლა… ამდენი სხვადასხვა ადამიანის მნახველი ერთად, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ… მოკლედ, ჩავაღწიეთ კოჯრამდე..

ანჩო, დედას ბუშტი-ლაშიკო, პეტო, კახა და ლევანიე ხომერიკი.. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.. ამ ყველაფერმა უფრო შემბოჭა. ^^

სანამ ტექნიკა ააწყვეს, სანამ ყველა ერთად მოაგროვეს, რეპეტიცია გაიარეს… სადღაც 3სთ-ვის დავიწყეთ..

რა კლაპერი, რა ბუმი… ჩემთვის სრულიად უცხო ტერმინებით საუბრობდნენ…

-მზე არის, ჯარი არაა… დროზე, დროზე…

To Be Continued…   

86 Comments leave one →
  1. October 9, 2011 5:31 pm

    მაცო ძალიან მიხარია მართლა და მშურს კიდეც ცოტა (ცოდვა გამხელილი სჯობს) :დ
    ჰოდა წარმატებას გისურვებ ამ სფეროში და მოვა დრო ვიამაყებთ შენით❤

    • October 9, 2011 6:24 pm

      გრაფინია, მიხარია შენი კომენტარი ჩემს ბლოგზე.
      დიდი მადლობა..
      მეც რომ წამეკითხა, ამ თემატიკის პოსტი სხვის ბლოგზე, აუცილებლად შემშურდებოდა.. **
      გაიხარე. :*

  2. October 9, 2011 5:34 pm

    გილოცავ, გილოცავ! ველოდები გაგრძელებას🙂
    და ისა, უსაყვარლესი დედა გყავს❤

    • October 9, 2011 6:24 pm

      მარიამ, შევეცდები, რომ მალე დავდო გაგრძელება.
      ძალიან საყვარელია და ლამაზი..❤

  3. October 9, 2011 5:37 pm

    ძალიან კარგია მეც მინდააა🙂 და ანჩოში ვინ იგულისხმე?

    • October 9, 2011 6:25 pm

      ანჩოში რუსკა მაყაშვილი ვიგულისხმე. ))

  4. October 9, 2011 5:40 pm

    წარმატებები, მაცო! ვიცი, შენ შეძლებ და ძალიან კარგადაც გამოგივა!

    • October 9, 2011 6:25 pm

      მოლი, დიდი მადლობა.
      ხომ იცი, ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის. :*

  5. October 9, 2011 5:41 pm

    sg, sg.
    კარგია, კარგი დასკდნენ ახლა ზოგ-ზოგიერთები გულზე ;დდ ვამაყობ შენით:*

    • October 9, 2011 6:26 pm

      სგ, სგ გამისწორდა, ნიკ.
      ოჰოჰოჰ…
      სულ არ მინდა რომ დასკდნენ.. ^^
      მადლობა, მადლობა..
      მიხარია, რომ ამაყობ. :*

  6. October 9, 2011 5:46 pm

    მაცუუნიიი გილოოოცაავვვ!!!! ძალიან გამეხარდა შენი ამბავიი❤ მალე ეკრამზეც გიხილაავვვ :*** *_* რაა კარგიაა <3<3<3 : )

    • October 9, 2011 6:27 pm

      საყვარლობავ..❤
      დიდი მადლობა.. :*
      ეკრანზე?
      მალე არ მგონია..
      კინოთეატრში უფრო მალე მიხილავ.. :* თუ წახვალ, რა თქმა უნდა.. ))

      • girlwithumbrella permalink
        October 10, 2011 2:12 pm

        წავალ აბა რაა : ) :* ^_^

        • October 10, 2011 2:24 pm

          გადასარევია..
          იქნებადა, იქ მაინც გნახო.. )) **

  7. October 9, 2011 5:56 pm

    რა მაგარიაა :* გილოცაავ🙂 გაგრძელება მაინტერესეებს!😀

    • October 9, 2011 6:28 pm

      ძალიან, ძალიან მაგარია.. ბავშვობის ოცნება ავისრულე. ))
      შევეცდები, რაც შეიძლება მალე დავდო..
      თუმცა, ახლა რომ ვთქვა, ამ დღეებში დავდებ-მეთქი, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ნიუ პოსტის დაფას, გახსნა არ ეღირსება.. პირობის შესრულება ძალიან მიჭირს ზოგადად.. ))

  8. October 9, 2011 6:15 pm

    macikooo rogor gamixarda : )) chemgan 100000000 like ❤

    • October 9, 2011 6:29 pm

      ნიიინ, შენ ხომ იცოდი, ეს ყვეაფერი?
      ნუ დაწვრილებით არა, მაგრამ მაინც.. :*
      მიყვარხარ, გოგონავ..❤

      • October 10, 2011 3:05 pm

        ara ame amaze meti vicodi 😀😀 me is gamixarda rom axali posti vnaxe 😀😀 : ))) rac nishnavs rom dabrundi :)) :*❤

        • October 10, 2011 5:01 pm

          რა გოჭი მყავხარ..
          დუნდრუცავ..❤

  9. October 9, 2011 6:15 pm

    მაციკო გილოცავ..
    ერთი სული მაქვს როდის გნახავ ტელეში ^_^

    • October 9, 2011 6:29 pm

      ნი, დიდი მადლობა..
      ტელევიზორში არ მგონია, რომ მალე მნახო… უფრო მალე კინოთეატრში მნახავ… თუ წახვალ ოღონდ.. ))

  10. October 9, 2011 7:08 pm

    მაცო გილოცავ, გილოცავ, გილოცააავ!! :))) წარმატებებს გისურვებ :*❤

    • October 10, 2011 1:39 pm

      მადლობა, მადლობა, მადლობა!! :*
      გაიხარე. :*

  11. October 10, 2011 6:33 am

    მააააც❤ საყვარელი მაციიიკო❤ გილოცავ ჩემო კარგო და წარმატებები :)) გოგო ლაშ რომ ახსენე ეს ბიჭი რომელიც ლაშას როლს ასრულებს შუა ქალაქში თუ რეალური ადამიანია სახელად ლაშა? :))

  12. October 10, 2011 7:28 am

    jesiko, bacho hqvia sinamdvileshi… Shua qalaqshi, dedas bushtis-lashikos rols asrulebs…
    Cheeemi jesikore… Miyvarxar dzalian, dzalian…<3

    • October 10, 2011 7:46 am

      ხოო ვიცი რო ბაჩოა :)) მომიკითხე ჩემგან აუცილებლად :)) ჩემი კლასელია, 11 კლასი ერთად ვსწავლობდით ^_^ მაგიტომაც მაინტერესებდა დაკონკრეტება :))) ^_^ უსაყვარლესი ტიპია :)))

      • October 10, 2011 1:40 pm

        ხვალ მაქვს გადაღება და რომ ვნახავ, ვეტყვი. :*
        მშვენიერია.. :*

  13. meleola permalink
    October 10, 2011 9:25 am

    ძალიან გამიხარდა….წარმატებულ კინო_კარიერას გისურვებ :)))))

    • October 10, 2011 1:41 pm

      მელეოლა, დიდი მადლობა.
      გაიხარე.. :*

  14. October 10, 2011 1:55 pm

    მაცოო მაცოო❤ აავვვვ❤
    როგორ გამიხარდა❤ ყოჩაღ, წარმატებებს გისურვებ :*:*❤ არ ვიცი რა დავწერო, ძალია მაგარია, როდის გიხილავთ ტეველეზორში?? :დდ

    • October 10, 2011 2:00 pm

      ჭინკა, ჭინკა, ჭინკა..❤
      მიხარია ძალიან, რომ გიხარია..
      გაიხარე, საყვარელო.
      ტელევიზორში არ მგონია, რომ მალე მიხილოთ.. უფრო კინოთეატრებში.. ))

  15. Anastasia permalink
    October 10, 2011 2:16 pm

    maciiiiiiiiiiiii❤ chemo nichiero gogo ^^ gilocaav da bevrbevr warmatebebs gisurveb ^^ xoici rogor gamixarda))) p.s. veli ufro vrcel posts

    • October 10, 2011 2:25 pm

      ანოოოო❤
      დიდი, დიდი მადლობა… :*
      მმ, შენთვის ხომ მაქვს რაღაცები მოყოლილი?!
      უფრო ვრცელი პოსტი?
      ვნახოთ, ვნახოთ.. :*

  16. anastasia permalink
    October 10, 2011 3:12 pm

    ara,ar gakvs 🙂

    • October 10, 2011 5:00 pm

      ჰოდა, ხვალ ელოდე… :********

      • anastasia permalink
        October 11, 2011 1:50 pm

        velodebi :*

        • October 13, 2011 3:29 pm

          გენაცვალოს ჩემი თავი შენ..❤

  17. October 11, 2011 6:17 am

    parararara…<3 niy,niy,niy

  18. მარი permalink
    October 11, 2011 9:33 am

    ჩემი თბილი და საყვარელი გოგო❤ ..
    მააც ,ძალიან გამიხარდა ეს ამბავი ,წარმატებები საყვარელო !!!❤
    ხომ იცი მარიმგას ძალიან უყვარხააარ!!! :*:*:*:*:*:

    • October 11, 2011 9:36 am

      ჩემი თბილი და საყვარელი მარიამი…❤
      მარიამ, დიდი მადლობა…❤
      კი, ვიცი…❤

  19. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    October 11, 2011 12:32 pm

    პხ შენ გაგისკდეს ელენთა ჩემი გულის გახეთქვისთვის !!!!! ასე თუ გააგრძელებ ჩემს ქელეხში მოსვლა მოგიწევთ ქალბატონო მაციკო!!!! რაა გოგო ასე რომ დამაიტრიგე და უცებ თუ ბი ქონთინიუდ !! დაგჭრი გოგო ! ოხ,მალე დადე ახალი პოსტი თორე კაკაბაძეს გესვრი ! ისე მომეწონა და გილოცა ,,მ” :*:*:*:* ვარდოსანიძეეეე(ინლოვე) იცოდე არ შემარცხვნო :დ კარგად მოიქეცი არ გადარიო შემოქმედებითი ჯგუფი :*:*:*:*

  20. October 11, 2011 5:28 pm

    anaaano, ra sayvareli xar…ara,gogo,ici,rogori wynari var xolme iiiq? Gaxna gamichirda dzaaalian… Gogoebma rom icodnen raaamdeni laparaki miyvaarsss… Ufufufufuf…<3 shevecdebi,rom rac sheidzleba male davdo gagrdzeleba…

    • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
      October 12, 2011 1:24 pm

      ჩემი ხმაურიანი მაციკო მიყვარს მე :*:*:*:* ვაიმე სენ და წყნარიი??? ნი ვერიუ ! :დ :*:*:* მართლა გამეხარდა (ძალიან თან) შენი ამბავი :*

  21. October 12, 2011 6:21 am

    აააა. ვაიმე რა მაგარია მაცო <3<3
    მმ. წარმატებები!!!
    გილოცავ , გგულშემატკვირობთ და უკვე გვიყვარხარ და აი ჩვენი ვარსკვლავი ხარ უკვე :)))
    ძალიან მაგარია, ყოჩაღ!

  22. October 12, 2011 7:17 pm

    chiamaiko… Tyuilad ki ar camateb xolme shens saxels ikos… Namdvili chiamaiko xar… Didi,didi madloba… Shenma komentarma, saaashinlad amifancqala guli… Sayvareli xar dzalian…:*

    • October 13, 2011 10:55 am

      შენც ძალლიან საყვარელი ხარ :*:*:*
      ველოდებით განახლებებს და კარგ ამბებს რაც მთავარია❤

      • October 13, 2011 3:29 pm

        ჭიამაიკო, დიდი მადლობა..
        მალე დავწერ, იმედია.. :*

  23. October 14, 2011 8:10 pm

    მმ,საიყვარულის ბალადა?🙂 მსმენია..
    წარმატებები მაცო.❤

    • October 15, 2011 8:04 am

      მე მეგონა, რომ სათაური ეგ იყო.. ახლა არ ვიცი, რას დაარქმევენ.. მე მგონი, შეცვლას აპირებენ.. მაგაზე იყო საუბარი.. ))

  24. October 14, 2011 8:53 pm

    ყოჩაღ, მაცო! ქართული ბლოგოსფეროს ვარსკვლავი ხარ🙂 ამბები არ გამოგვაპარო🙂

    • October 15, 2011 8:05 am

      თაია, რა სასიამოვნო კომენტარი დამიწერე.. ))
      აუცილებლად დავწერ გაგრძელებებს.. :*

  25. October 16, 2011 12:50 pm

    vaimee ra magariaaa..rodis gamova filmi????(tu avchqardi dzaan)😀

  26. October 16, 2011 6:40 pm

    აბა რა უნდა ვიყო სხვა? :დ

    • October 16, 2011 6:53 pm

      vigulisxme,samsaxioboze swavlobtqoo?😀

      • October 17, 2011 1:31 pm

        თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სკოლის მოსწავლე ვარ, მაშინ კი.. ))

  27. October 19, 2011 12:30 pm

    )))

  28. October 27, 2011 9:55 pm

    აუ რა მაგარია: ))
    ძალიან გამიხარდა მაც:** მომენატრე!

    • October 29, 2011 9:58 am

      ნინიტო, გაიხარე.. ))
      როგორ მიდის აბიტურიენტობის საქმეები? ^^

  29. October 28, 2011 3:02 pm

    ვაიმე რა კარგიააა ^.^
    ისე გამიხარდა თითქოს მე შემომთავაზეს😀 <3<3 წარმატებებიიი :*

    • October 29, 2011 9:58 am

      მოჩვენება, დიდი მადლობა. ))

  30. November 3, 2011 2:33 pm

    ვაა რა მაგარია მააც❤
    რატო აღარ დაწერე გაგრძელება? რა როლი მოგცეს?

    • November 3, 2011 2:37 pm

      კი, კი…
      კიწუნია, სტუდენტი გოგონას როლი მაქვს..
      რა ვიცი, მაგას თუ როლი ჰქვია..
      მე მეგონა, რომ მეც მიღებდნენ, მაგრამ თავის დროზე მემომნტაჟეს რომ დაველაპარაკე, რამდენჯერმე ჩანხარ მარტოო.. გამომასულელა.. : )))

  31. Sunny.. ♥ permalink
    November 5, 2011 7:38 am

    მააცოო❤ რა მაგარიიაა, გიილოცაავ :*:* წარმატებებიიიი❤

    • November 5, 2011 7:52 am

      გაიხარე..
      დიდი მადლობა.. :*

  32. November 6, 2011 12:47 pm

    maco aba shen ici warmatebebi.. satqmeli mainc meqneba am gogos facedan vicnobtqo, roca imedze sheni varskvlavi amobrwyindeba… : ))) :***

    • November 6, 2011 1:04 pm

      ჰო, ჯერჯერობით ამობრწყინებას არ უნდა ველოდოთ.🙂
      ფილმში საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ, უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ.🙂
      დიდი მადლობა. :)))

  33. December 17, 2011 10:59 am

    ძალიან მომეწონა… *_*

    • December 17, 2011 12:25 pm

      მარიამ, დიდი მადლობა.. ^^

  34. April 6, 2012 2:53 pm

    After reading your blog post I browsed your website a bit and noticed you aren’t ranking nearly as well in Google as you could be. I possess a handful of blogs myself and I think you should take a look here: http://seopressors.org You’ll find it’s a very nice tool that can bring you a lot more visitors. Keep up the quality posts

  35. April 14, 2012 9:08 am

    აქ “სიყვარულის ბალადა”-ზე იყო საუბარი?
    შენ რუსკა მაყაშვილი გყავს ნანახი? აწწწ❤
    სალომემ რო დაგირეკა ეგ სალომე კოკუაშვილი ხო არ ოყფილა?

    • April 14, 2012 3:22 pm

      კი, სიყვარულის ბალადაზეა საუბარი. ჰო, რუსკა მყავს ნანახი. = DDD
      არა, სალომე მსახიობია და არა კოორდინატორი. = ))

      • April 16, 2012 3:23 pm

        საბოლოოდ მიიღე ფილმში მონაწილეობა?

        • April 16, 2012 7:30 pm

          კი.

          • April 17, 2012 9:43 am

            რო ვერ გნახე : )

          • April 17, 2012 4:50 pm

            ბევრმა ვერ მნახა, ეგ არაფერი.. მთავარია ტიტრებში მნახავ. = D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: