Skip to content

ქეთო,

November 12, 2011

…მაცო ბაჭია და ქეთო ბაჭია…

ქეთომ შემაყვარა ბაჭია, თუ პირიქით? არა, ჯერ მე შევაყვარე ბაჭია და მერე ქეთომ შემაყვარა ბაჭია..

ა 

ჩვენი ყველაზე ლამაზი ფრაზაა…  

ჩვენს დღიურში ყველაზე დიდად და ლამაზად წერია…

არა, არა… არა, მარტო ფრაზები.. ზოგადად ყველაფერი ლამაზია.. საინტერესო დღეები, ლამაზი წუთები.. სიყვარულები, გულის ტკენები!!

მაცო ბაჭია და ქეთო ბაჭია ცოტა გაურკვევლობაში არიან… ოჰ, ეს სიყვარულები.. ჰო, ორივესი… ჯერ ვერ გარკვეულან, მაგრამ იმედია, მალე მოსჭრით სინათლის სხივი თვალს…

ბაჭიები.. ბაჭიები.. ბაჭიები..

ქეთო ორი წლის წინ გავიცანი.. ქართულ-ამერიკულ სკოლაში რომ გადავედი.. თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, არ მომეწონა… ზედმეტად ლამაზი იყო… რატომღაც მეგონა, საკუთარი გარეგნობის შესახებ, ზედმეტად კარგი წარმოდგენისა იქნებოდა, მაგრამ შევცდი.. ძალიან უშუალო და თავმდაბალი აღმოჩნდა, რასაც კიდევ ვადასტურებ, რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი..

მეორე, თუ მესამე დღეს აღმოვაჩინე, რომ ნიას კარგად იცნობდა… გამიკვირდა… რაღაცნაირად მომწონდა, მაგრამ… როგორც ყოველთვის, ახლაც ჩემი დასკვნების მიხედვით დავადგინე, რომ დიდად გულწრფელი არ უნდა ყოფილიყო..

ასეთი ლამაზი.. ასეთი მშვენიერი.. ასეთი ნაზი.. ასეთი კარგი ხასიათები.. ქუჩაში ყველა ბიჭის თვალები მისკენ იყო მიპრყობილი.. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ…

მერე აღმოჩნდა, რომ ლიკა, ბაჭიას და ნიას კლასში იყო.. ჰოდა, ერთად გვიწევდა ხოლმე სახლისკენ გაქუსვლა… კარგი გოგო აღმოჩნდა.

მივხვდი, რომ პირველი შეხედულება, არ იყო სწორი…

რაღაცნაირად ძალიან მომწონდა.. ოღონდ მერე მომწონდა, მანამდე არა… არა, ასეც უნდა ყოფილიყო.. ბაჭიამ მითხრა, თავიდან რომ დაგინახე, იმ წამსვე გავიფიქრე, ამას რა ავარდნილი ექნებაო… ჰოდა, ქცევებზეც ეტყობოდა!

არადა, პირველი ორი თვე ისეთი მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი ვიყავი… სასწაულია ფრიად!

სრულიად უცებ გავაცნობიერე, რომ თურმე მე და ქეთო საკმაოდ ახლოს ვიყავით… 

გამახსენდა, გამახსენდა.. თავის თავზე მომიყვა რანცხა-რუნცხები.. ყოველდღე ფეხით ჩავდიოდით ხოლმე კინო საქართველომდე.. მაშინ ვყვებოდით და ვყვებოდით..

მალევე მივხვდი, რომ ერთმანეთს ზედმეტადზე უფრო კარგად ვიცნობდით… 

ყოველთვის მაწუხებდა “რაღაც”…  ძალიან დიდი ხანი ვინახავდი გულში, დაახლოებით 4-5 წელი.. საშინლად მინდოდა, რომ ვინმესთვის მომეყოლა.. ჩემ გარშემო არავინ იყო ისეთი, ვისთანაც შემეძლო, ამ ყველაფერზე გულწრფელად მესაუბრა.. ირინკა კი, ირინკა ძალიან ჩემია, მაგრამ..

მერე ქეთომ ჩამომიგდო გარკვეულ თემებზე ლაპარაკი.. ჰოდა, მერე მოვყევით.. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონია..

აი, მაშინ დაიწყო ნამდვილი მეგობრობა

და დღემდე გრძელდება.

პირველ ექსკურსიაზე ვერ წავედი, დედამ არ გამიშვა…

მერე იყო ბაკურიანი.. ერთი ლოგინი.. გაყინული ფეხები.. გამათბობელი და… მე ბალიში არ მინდა, შენ დადე თავი… დილას ჩემი ჩამოკონწიალებული ტავი და ქეთოს სიცილები…

მერე ზაფხულიც დადგა.. პარამ, პარამ… ყოველდღე ჩემთან იყო.. და რას ვაკეთებდით, იცით? მჭადებს… ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გაცრით არცერთხელ არ გაგვიცრია ჭადის ფქვილი.. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ თურმე გაცრაც აუცილებელი იყო.  

მერე ნამცხვარიც გამოვაცხვეთ.. არც მაწონიო, არც ისა, არც ესაო.. იმიტომაც გამოვიდა ქვასავით მაგარი… “გემრიელი” კი იყო, მაგრამ.. მერე შეზელვობანაც ვითამაშეთ..ანუ ნამცხვრები ვაზილეთ ერთმანეთს სახეზე… 

ამ ზაფხულს უფრო განმტკიცდა ჩვენი ურთიერთობა..

ახლა ვგრძნობ, რომ მასზე ახლო არავინ მყავს.. მიყვარხარ, ჩემო ბაჭიკოვ!

ტრადიციად გვექცა, შაბათობით ჩემთან ბაჭიას ამოტანტალება და დედაჩემის გერიელობების შეკრაწუნება…

დღეს, მე მგონი, ყველაზე ჩათბილული და ლამაზი დღე იყო..

თბილობები.. სითბოები.. ადიელები.. ჩაფუთნულები.. ჭორაობები..

მერე ცრემლებიც იყო.. სულ ცოტათი, არა ცოტათი ბევრით..

მელოდიები.. სიცილები..

ქეთომ ამის მერე უკუღმა უნდა იაროს, უფრო სწორედ ამოტრიალებულმა.. ქვევიდან უფრო საყვარელია…

იმისდა მიუხედავად, რომ დღეს ამინდი გიჟს ჰგავდა, მაინც მშვენივრად ჩავთბით და… დააგვირვინებდა ერთი რაღაცაც, მაგრამ… :]

მიყვარხარ, ბაჭიკო!!!

34 Comments leave one →
  1. November 12, 2011 4:08 pm

    მომინდა ეხლა ეგეთი სიტუაცია, ადიელები, ჭორაობა და ცხელი ყავა❤
    რა კარგი ხარ მაც❤

    • November 13, 2011 9:08 am

      ლანკა, გუშინ ძალიან შევივსე..
      ვერ ვიტყვი, რომ მანამდე გამოფიტული ვიყავი-მეთქი, მაგრამ აშკარად რაც მჭირდებოდა, სწორედ ის მივიღე.. :*
      ლანკა, გაიხარე..❤

  2. November 12, 2011 4:55 pm

    rogori tbili da nanatri posti iyo❤ momenatra sheni postebi mac, dzalian tbilad da gulit wer<3 es posti ki mtlianad sitboti iyo savse, mec mominda maseti dzalian dzalian axlo megobari❤

    • November 13, 2011 9:10 am

      ნათიკო, ნათიკო..❤
      სწორედ შენნაირი კარგი მკითხველების გამო ღირს, პოსტების წერა… :*
      ისე მსიამოვნებს კომპლიმენტები, ვერც კი წარმოიდგენ, დამერწმუნე..❤
      ამ პოსტს რომ ვწერდი, ცოტა უხასიათოდ ვიყავი… და ამიტომ, სულ ოდნავად იგრძნობა მგონი.. :*
      დარწმუნეული ვარ, ძალიან მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ნამდვილ მეგობრობას გაგიწევს.🙂❤

  3. მარი ! permalink
    November 12, 2011 5:13 pm

    თბილი პოსტია ძალიან🙂 )))….
    ერთი ნამდვილი მეგობარი ყველას უნდა ჰყავდეს…მე მაგალითად არ შემიძლია მეგობრის გარეშე არცერთი დღე !!!

    • November 13, 2011 9:10 am

      მარიამ, დიდი მადლობა.🙂
      სრულიად გეთანხმები.. :*

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    November 12, 2011 6:42 pm

    ასე იცი ხოლმე რა, მომანატრებ თავს და მაშინ მაჯახებ პოსტს,რომ არ ველოდები ხოლმე😦 მაინც მიყვარხარ (მაინც რა შუაშია) :*:*:*:********** აქ მყავდე ერტი,მიგჯმუჯნიდი კარგად🙂 :**** ასე ნუ მომანატრებ ხოლმე თავს😦 :***** მიყლოვეუ

    • November 13, 2011 9:12 am

      ოჰ, ანანო, ოჰ..❤
      ტკბილი, თბილი და შესაკრაწუნებელი ხარ..❤
      ჰოდა, მოდი მერე და მიმიჯგმუგჯნე(?) ლოყები და საერთოდაც ყველაფერი..❤
      მეც მიყვარხარ…❤

  5. November 17, 2011 2:20 pm

    macikooooo ❤ bachikoooo ❤ ra kargobebi xart tqven ❤ ❤❤

    • November 20, 2011 3:05 pm

      ნინჩიკო..
      მიყვარხარ ძალიან, ძალიან!!!
      ჯო, ბაჭიკოები კარგობები არიან..❤

  6. November 19, 2011 5:44 pm

    წავედი, დავურეკო რუსას🙂

    შესანიშნავი პოსტია, ღიმილით წავიკითხე:))

    • November 20, 2011 3:07 pm

      დიდი მადლობა, ნინიტო!❤

      • December 5, 2011 5:48 pm

        მომენატრა მაციკო შენი პოსტები:*

        • December 5, 2011 6:31 pm

          ნინიტო..❤
          მეც მომენატრა შენი პოსტები.. :*

  7. November 23, 2011 9:17 am

    ბაჭიები❤
    რა კარგი მეგობრები ყოფილხართ❤ სულ ასე იყავით რა…

    • November 23, 2011 10:09 am

      გრაფინია..❤
      მიხარია შენი კომენტარი საჯღაპნელზე..❤
      გაიხარე..<3
      გილოცავ დღევანდელ დღეს.. :*

  8. December 2, 2011 3:56 pm

    კარგები ხართ.🙂 ხანგრძლივ და მუდამ ასეთ თბილ მეგობრობას გისურვებთ..

    • December 3, 2011 1:55 pm

      გულებიანო ანნა, დიდი მადლობა.. :*
      გაიხარე…❤

  9. December 2, 2011 4:03 pm

    ვაიმე მაც, იცი როგორი თბილი პოსტია?
    ვერ წარმოიდგენ!
    ძალინ მომენატრე მეც :*

    • December 3, 2011 1:56 pm

      კიწუნია.. მეც როგორ მომენატრე, ნეტავ, იცოდე..
      ძალიან, ძალიან..❤
      დიდი მადლობა..! ***

  10. Eloo permalink
    December 7, 2011 11:49 am

    macoo : X momenatre :***

    • December 8, 2011 1:31 pm

      ელო, პელოო..
      მეც მომენატრეე..❤

  11. February 11, 2012 7:03 am

    თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, არ მომეწონა…
    აი მეც სულ ასე ვარ ხოლმე :დ უკვე ვიცი რომ თუ ვინმე არ მომეწონა შეიძლება ახლო მომავალში ჩემი მ ეგობარი გახდეს :დ

    • February 11, 2012 10:39 pm

      კი, პოსტშიც ამოიკითხავდი ჩემს ანალოგიურ აღმოჩენებზე.
      თუმცა, ერთ რამეში დავრწმუნდი, ადრე თუ გვიან, ვხვდებით, რომ არც ისეთი მატყუარა ყოფილა ის ჩვენი პირველადი შთაბეჭდილება, როგორც “ვითომ” გვეგონა.

  12. August 7, 2012 7:48 pm

    Youngsters exactly who enjoy these people usually wind up over weight, idle, as well as unskilled throughout alternative ares associated with your life.Sony is one of the very best photograph camera suppliers and this outcome is definitely confirmed specially by means of its clients, exactly who rarely complain regarding the supplement quality.Even so, seeing that there’s no concrete floor proof of these kinds of an increase via screening accomplished by the third party blowout, so now there genuinely is actually not any explanation on the market still.

  13. qettto permalink
    August 14, 2012 5:46 am

    bachiko dzalian miyvarxar.<3

  14. Tati permalink
    March 31, 2014 5:51 pm

    Ai sul cota xania, rac gicnobt, magram ukve dzalian, dzalian miyvarxart, bachikoebo!❤❤❤

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «
  2. ვერტიკალურ-ჰორიზონტალური, ანუ უსასრულო ბედნიერება | საჯღაპნელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: