Skip to content

პაპები – მოხუცი პატარა ბიჭები

January 5, 2012

ბედობა დღეს მე და ნია პაპას ვესტუმრეთ. სურპრიზი მოვუწყვეთ, არ გველოდებოდა.. ძალიან გავახარეთ და ჩვენც გავიხარეთ. ჩახუტებებისა და ჩაბურჯგვნების შემდეგ, პაპამ:

-როგორ მოხდა, რო გაგახსენდით?

მე და ნიამ ერთმანეთს გადავხედეთ. ისევ ნიამ იმარჯვა:

-რას ჰქვია, პაპი, როგორ გაგვახსენდი? შენი დავიწყება ვის გაუგია?!

ნიამ შრეკის კატის მზერა მიაპყრო და მიეხუტა.

პაპა თავიდან ხმას არ იღებდა, უბრალოდ გვათვალიერებდა.. ბოლოს ვეღარ მოითმინდა და:

-ვაა, ეს რამხელა გოგოები დამიდექით, პაპი.

ხელები გაშალა.. ოთხივე ელვისებური სისწრაფით ჩავეკონეთ. მესამეული სტრუქტურა ხუთ წუთამდე შევინარჩუნეთ. 

პაპიკო ბოლოს რომ ვნახე, ჯერ კიდევ ჯანზე იყო. ხმამაღლა იცინოდა, როგორც ყოველთვის. აი, იმ დღეს კი.. ძირითადად ან იწვა, ან იჯდა.. ბევრს არ ლაპარაკობდა. ცდილობა, წინადადებებს შორის შეესვენა. უფრო გამხდარი მომეჩვენა.. და დადაბლებული, თუმცა ალბათ ეგ იმიტომ, რომ მე საგრძნობლად მოვიმატე სიმაღლეში.

ერთი შეხედვით თოვლის ბაბუს ჰგავს.. დიდი, თეთრი წვერი აქვს.. მისი ძალიან ლამაზი, ახლა ალბათ უფრო მომწვანო, წლიანი თვალები სითბოსა და სიყვარულს ასხივებს..  საჩუქრის მიღებაზე მეტად, ჩუქება უყვარს.. ამ უკანასკნელის დროს, მისი გაცისკოვნებული სახე უნდა ნახოთ ხოლმე.. თუმცა არც ღაბაბი აქვს ჩემს გუგულა პაპას და არც ღიპი, როგორც ყველა თოვლის ბაბუს.. თუ ძააალიან ბევრი ჭამა, ალბათ პერსპექტიული თოვლის ბაბუ დადგება მისგან.. ერთი როხროხა სიცილიც ექნება სასწავლი და ეგ არის.

რუსთავში ყოფნის დროს, ერთმა ზედმეტად ჭკვიანმა მეზობელმა, იმ ქარიშხალსა და ერთ დიდი უბედურებაში ისიც მოახერხა, რომ ფანჯარაზე ნიგვზიანი ბადრიჯნით სავსე ქვაბი დაედო.. არც იქნება გასაკვირი, რომ ქარის სიძლიერე შეარყევდა ქვაბისას და გარეთ გაასეირნებდა.. ამ უკანაკნელის დანიშნულების ადგილი კი, გოგიტა ბიძიას მანქანა აღმოჩნდა. ერთ-ერთი მინა სრულად ჩაიმსხვრა, ხოლო მანქანა, შორიდან მორთულ ნამცხვარს  უფრო ჰგავდა. ვისი დამსახურებითაც ეს ყველაფერი მოხდა, მას არც კი შეუმჩნევია,  ზარალის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდაზე ხომ საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენი პატარა სულის ადამიანია ამქვეყნად და იმავდროულად უშვერი სიტყვებით მოსახსენიებელი.

ჩემი პაპიკო სავარძელში იჯდა და მხოლოდ თავს ხან მარჯვინ შეაბუნებდა, ხან მარცხნივ.. ზოგადად მას უკმაყოფილების გამოხატვა სიტყვით არ სჩვევია. არა, მთლად ასეც არ არის საქმე, გააჩნია სიტუაციას. სადაც ხმა არის ამოსაღები, არც არაფერს დაერიდება. ხოლო როდესაც ჩათვლის, რომ მისი სიტყვა საქმეს ვერ გამოასწორებს, მხოლოდ თავის ჰორიზონტალური მოძრაობით კმაყოფილდება. 

ბავშვობაში როდესაც მეკითხებოდნენ, რომელი პაპა და ბებო უფრო  გიყვარსო, ყოველთვის ვპასუხობდი, გუგულ პაპა და ზოია ბებო-მეთქი.. ალბათ იმიტომ, რომ მათ ხელში გავიზარდე. 5 წლამდე ერთად ვცხოვრობდით. შემდეგ მამიკოს ამბავი რომ მოხდა…

ჩემს ზოია ბებოზე, მგონი, არასდროს დამიწერია ბლოგზე. ჰოდა, ამიტომაც, ძალიან ცოტას გეტყვით ახლა, შემდეგ ბევრი რომ მქონდეს თქვენთვის მოსაყოლი. უპირველესად, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშო არის ის, რომ საოცრად მაგარი კულინარი იყო. აბსოლუტურად ყველაფერს უდოზოდ მაგრად აკეთებდა. არასდროს, არასდროს აღარ გამისინჯავს 11 წლის შემდეგ, ისეთი ხაჭაპური, როგორსაც ბებო აკეთებდა ხოლმე. არასდროს მიგრძვნია საჭმლის ისეთი გემო და სუნი, როგორიც ზოია ბებოს გაკეთებულ კერძებს ჰქონდათ და ასდიოდათ. ნამდვილი ოჯახის ქალი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. როგორც დედა მეუბნება, სულ ზოია ბებოს გაიძახოდიო.  

გამიჭირდა იმის გააზრება, რო ზოია ბებო აღარ იყო. იცით, როდესაც იგი ამ ქვეყნიდან წავიდა, თითქოს დაცარიელდაო ქვაბისხევის სახლი…

მკაცრი იყო, თუმცა შენიშვნებს არასამართლიანად არასდროს იძლეოდა, სწორედ  ამიტომ ვაფასებდი და მიყვარდა ძალიან.

ყველაზე მეტად პაპიკოს გაუჭირდა ზოია ბებოს გარეშე დარჩენა. ეხუმრებით იმხელა ბაღ-ბოსტნების დამუშავებას, რომელებსაც გუგულა პაპა ფლობდა. თუმცა ამ ყველაფერს ძლიერად შეხვდა და ნელ-ნელა გაუმარტივდა მარტო შრომა და ცხოვრება.

ძალიან ძლიერი აღმოჩნდა პაპიკო..ისევე როგორც ფიზიკურად, სულიერადაც. მარტომ შეძლო საკუთარი თავისთვის მიეხედა და იმხელა სახლი მუდამ წესრიგში ჰქონოდა. ძალიან მაგარი კაცია, ძალიან..❤ რაც მას აქვს გადატანილი, რაც მას ტკივილი აქვს ნანახი, ღმერთმა არავის გადაგატანინოთ და არც თვალი მოგაკვევინოთ..

მე ძალიან ვამაყობ ჩემი გუგულა პაპათი! მსოფლიოში ყველაზე კარგი, საყვარელი, თბილი, მზრუნველი და გოჭი პაპიკოა..


პაპიკ, მიყვარხაარ!

50 Comments leave one →
  1. madcap permalink
    January 5, 2012 12:58 pm

    არ ვიცოდი რა დამეწერა, მაგრამ ისეც არ მომითმინა გულმა. იცი რა კარგად ლაპარაკი ცუდად გამომდის, ისიც იცი რო ტყუილიც არ მიყვარს, ერთი სიტყვით კარგი პოსტია დანარჩენებზე უფრო ცინიკურად ვწერ ხოლმე, მაგრამ აქ ზედმეტია ჩემი ცინიკა.

    • January 5, 2012 1:10 pm

      ნიკ, კარგად ლაპარაკი მშვენივრად გამოგდის.. უბრალოდ აქ სხვა პრობლემაა, რაც სავარაუდოდ, მეც ვიცი და შენც.. ))) ტყუილი რომ არ გიყვარს, ამაში.. მმ.. რამდენი წელია? ასე 3-4 ხომ იქნება? სამი-ოთხი წელია ვრწმუნდები.. დიდი მადლობა. შენი შეფასება ბევრზე უფრო ბევრს ნიშნავს ჩემთვის!❤

  2. January 5, 2012 1:01 pm

    ეს პოსტი წააკითხე აუცილებლად და ათი წლის სიცოცხლეს მოუმატებ🙂

    • January 5, 2012 1:12 pm

      მოლიკო, ერთხელ ვუთხარი, პაპი, იცი, შენზე ორი პოსტი მაქვს ბლოგზე დაწერილი-მეთქი.. სანამ ავუხსენი, ბლოგი რა იყო, შემდეგ ამას სხვები როგორ ნახულობდნენ.. ბოლოს იმის თავი აღარ მქონდა ცოტათი მაინც მომეყოლა, იმ ორ პოსტსში რა ეწერა მის შესახებ..😀

    • January 5, 2012 3:18 pm

      მართალია მოლი.🙂 რა თბილი პოსტია.

      • January 5, 2012 6:26 pm

        გულებიანო ანა, მადლობა. :*

  3. January 5, 2012 1:06 pm

    თვალები ამიწყლიანდა😦 მომენატრა, ჩემი ვალოდკა, ზიოა😦 გუგულაც მომენატრა კარგია რო ჩახუტებას შევძლებ🙂

    • January 5, 2012 1:14 pm

      ეკ, იმისთანა ჩამბურჯგნა მე..❤❤❤ ადრე როგორი საყვარელი იყო, ახლა როგორი გახდა, იცი? აი, ძაააააააააააააალიან ჩასახუტებელი..❤

  4. January 5, 2012 1:24 pm

    არ ვიცი რა დავწერო🙂

    • January 5, 2012 1:26 pm

      თუ თვლი, რომ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, მაშინ არაფერი თქვა.. მეტის მთქმელი იქნება, დამიჯერე. : ]]]

  5. January 5, 2012 1:24 pm

    რა საყვარელი პაპაპ გყვას,მაცო🙂 აუცილებლად წააკითხე ეს პოსტი🙂

    • January 5, 2012 1:28 pm

      თაია, დიდი მადლობა. ნამდვილად ძალიან საყვარელი და თბილი პაპიკოა.. ზე..❤
      მაშინ უბრალოდ წავაკითხებ.. არ ვეტყვი, რომ ბლოგზე მიდევს.😀 :*

    • January 5, 2012 3:31 pm

      მეც მგონია, რომ გაეხარდება🙂

      • January 5, 2012 6:26 pm

        ნათია, ახლა მეც მგონია უკვე. )))

  6. Anna permalink
    January 5, 2012 1:34 pm

    ასეთი თბილი და საყვარელი პოსტი არასდროს არ წამიკითხავს ♥ რა საყვარელი ხარ,ჩასახუტებელი ^^ და შენი პაპიკოც ♥
    პაპებზე კარგი არავინ არ არსებობს,არსად!! ვგიჟდები ყველა პაპაზე ♥ ძალიან გთხოვ,ერთხელ ჩემს მაგივრადაც ჩაეხუტე რა ^__^
    ჩემი ბებიკო და პაპიკო გამახსენდა ამ პოსტის კითხვისას,როგორ გვანან თურმე ერთმანეთს ♥♥♥♥
    დიიიიიიიიიიიიიდიიიიიი მადლობა ამ პოსტისთვის !! ♥♥♥

    • January 5, 2012 1:46 pm

      Anna, გამახარა შენმა კომენტარმა ძალიან. : >
      კი, ნამდვილად უსაყვარლესი პაპიკოა.. ჩასახუტებელ-ჩასაკრაწუნებელი..❤❤
      აუცილებლად ჩავეხუტები შენს მაგივრადაც, თან ძალიან ძლიერად..
      შენ დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის!
      და დიდი მადლობა პოსტის შეფასებისთვის, ანნა!❤❤❤

  7. January 5, 2012 1:38 pm

    მაც, მომენატრა შენი პოსტები. ძალიან საყვარელი პოსტი იყო, ძალიან! ბოლოსკენ შემაჟრიალა… ძალიან თბილად და კარგად გეწერა, მართლა! მიყვარს შენი პოსტები❤
    [url=http://www.glitter-graphics.com][img]http://dl4.glitter-graphics.net/pub/33/33644bxhnjgbaps.gif[/img][/url]

    • January 5, 2012 6:39 pm

      ნათიკო, ძალიან დიდი მადლობა. გამახარა შენმა უთბილესბმა კომენტარმა. მიყვარს, წერასთან დაკავშირებული კომპლიმენტები..❤❤ გკოცნი!! :*

  8. January 5, 2012 1:38 pm

    [url=http://www.glitter-graphics.com][img]http://dl4.glitter-graphics.net/pub/33/33644bxhnjgbaps.gif[/img][/url]

    • January 5, 2012 6:39 pm

      არ წერს კომენტარებს, სამწუხაროდ.. : [[

  9. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    January 5, 2012 3:07 pm

    როგორც ყოველთვის❤

    • January 5, 2012 6:27 pm

      ანაააანო..❤ ჩემი ანანო.. :* :* :*

  10. January 6, 2012 12:26 pm

    აუუუჰ :* შენ რა ძალიან თბილი მაციკო ხარ რა :****
    ისე გყავს შენი ბებიკო და პაპიკო აღწერილი ,რომ მემგონი მეც შემიყვარდა შენი სიყვარულები :*

    • January 6, 2012 12:32 pm

      მარიამ, შენ კი როგორი საყვარელი.. :***
      მაგას რა სჯობს, მარიამ, თუ ჩემი პაპიკო და ბებიკო შეგიყვარდა.. ძალიან მასიამოვნე!❤

  11. January 6, 2012 4:51 pm

    რა კარგია ასეთი პაპიკო რომ გყავს❤

  12. January 6, 2012 9:08 pm

    რა კარგი იყოო, ნამუ ნამუ🙂 მომეწონააააა !

  13. January 7, 2012 10:21 pm

    მე არცერთი პაპა აღარ მყავს… ძალიან მენატრებიან…
    ბედნიერი ადამიანი ხარ, დიდხანს გიმყოფოს ღმერთმა.

  14. January 10, 2012 9:23 am

    თბილი თბილი მაცო❤

  15. Nanako Ust permalink
    January 11, 2012 3:50 pm

    მაააააცო… <3<3<3
    ძააალიან თბილი პოსტუკა იყო, როგორც ყოველთვის <3<3<3
    მიყვარხააარ -_-

    • January 11, 2012 4:56 pm

      nanako..❤
      didi, didi madloba, sayvarelo. Zalian Tbili da kargi gogona xar. = )

      • Nanako Ust permalink
        January 12, 2012 11:15 am

        შენ უფრო კარგი და საყვარელი ხარ… <3<3<3 :*

  16. January 14, 2012 3:23 pm

    Nanako Ust…<3

    • Nanako Ust permalink
      January 18, 2012 5:53 pm

      აუჰ, რაღაცნაირი, ძალიან დადებითი ემოციები მოდის შენგან, მაცო <3<3<3<3

      • January 19, 2012 9:47 am

        ნანაკო, დიდი მადლობა. :*
        ანალოგიური შემიძლია გითხრა. = ))

  17. Natia permalink
    February 4, 2012 2:43 pm

    ar unda iyos gasakviri ro aseti kargi babua gyavs(”mshoblebi-racmtavaria”) da aseti kargi bebia gyavda❤ ojaxidan modis yvelaferi siyvaruli, pativiscema, … da am yvelaferma shenshi moiyara tavi, amitomac xar aseti tbili da sayvareli :*❤❤❤

    • February 4, 2012 3:07 pm

      ნათი, იცი, მამის მამაზე მაქვს აქ საუბარი, ანუ ხაჭაპურიძეზე.. ალბათ, ახლა რომ გაიგებ ამას, ძალიან გაგიხარდება.❤
      უფფფ, ამდენი კომპლიმენტი ერთად? ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.. დიდი სითბო შემოიტანა ბლოგზე.. სითბოს ასხივებ და მიხარია, რომ ჩემი მოგვარე ხარ!!!

      • Natia permalink
        February 4, 2012 3:59 pm

        gamixarda…❤❤ sheni naweri rom wavikitxe tavi magla avwie kiseri davigrdzele da medidurad daviwye yureba😀😀
        mec mixariaa❤ ^ ^ ❤ madloba am sityvebistvis :* :*

  18. February 4, 2012 4:14 pm

    ვაიმე, რა საყვარელი ხარ, გოგო…😀😀❤
    მედიდურად დავიწყე ყურებაო.. დამიარა სითბომ და გამაჟრჟოლა..❤

    • Natia permalink
      February 4, 2012 4:34 pm

      😀 ❤❤ gaixare❤❤ ^ ^

      • February 5, 2012 9:12 am

        ასევე, ასევე, ასევე.. ძალიან თბილი და კარგი ხარ!!!<3 =**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: