Skip to content

Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha!

February 9, 2012

                                                                Happy Birthday to You
                                                                Happy Birthday to You
                                                                Happy Birthday Dear Scribbly
                                                                Happy Birthday to You.

“გოგო, გილოცავ დაბადების დღეს. მრავალს დაესწარი. უთვალავ კომენტარს, უფრო მეტ ვიზიტორსა და კარგ-საყვარელ-მოსაწონ პოსტებს გისურვებ! ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით. მახსოვს, ჩვენი გაცნობის პირველი დღე. როგორ ვნერვიულობდი, ნეტავ, იცოდე! წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად მოგეწონებოდით შენ და ჩვენთან მყოფ საზოგადოებას! თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის წინ მეტად ნარცისი ვიყავი, შესაბამისად ჩემს გარეგნობასა და შესაძლებლობებს მუდამ აღმატებულ ხარისხში აღვიქვამდი, აკანკალებულს ნამდვილად არ გადამიდგამს პირველი ნაბიჯი. მერე იყო ჩვენი – მეორემესამე შეხვედრა. ნელ-ნელა უფრო ვიხსნებოდი, აღარ მიჭირდა შენთან საუბარი. ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღეც არ იქნებოდა გასული, რომ ჩავთვალე, ჩემი და შენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ამიტომაც ვარჩიე, ცოტახნით ჩამოგშორებოდი. გავიდა ერთი, ორი, სამი თვე… მოსაყოლი და გასაზიარებელი ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, მომეწერა და აღმედგინა ურთიერთობა. იცი, არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ურთიერთობის კარგად განახლებასა და შენ რამდენად დადებითად მიიღებდი ჩემს შემოთავაზებას. შევეცადე, რომ თავიდანვე საინტერესოდ დამეწყო და ამიტომაც, ჩემს მეორე სპკეტკლაზე – სიყვარული ძვირი ღირს – დაგიწყე საუბარი. არაფერი გითქვამს, უბრალოდ მისმენდი, ხმის ამოუღებლად. იცი, დავიბენი. ვეღარ გამეგო, გინდოდა თუ არა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება… დუმილი თანხმობის ნიშანიაო გაგონილი მქონდა და ამიტომაც გავაგრძელე ჩემი სიზმრების, ოცნებების, სიყვარულის ისტორიებისბავშვობისა და ყმაწვილობის ამბების მოყოლა. 

არასდროს არაფერი გითქვამს ჩემთვის… მუდამ სამარისებული სიჩუმით მიგდებდი ყურს. იმის საჩვენებლად, რომ ნამდვილად მისმენდი, ან თავს დამიქნევდი, ანდაც უბრალოდ გამიღიმებდი ხოლმე. მალე მივხვდი, რომ ჩემს გარდა სხვა მეგობარი არ გყავდა. ერთხელ მახსოვს, ჩემს მეგობარ – ირინკაზე რომ გიყვებოდი, როგორ დანაღვლიანდი და მოიღუშე… კი ვიფიქრე, მისი ასაკის საინტერესო გოგოებსა და ბიჭებს გავაცნობ-მეთქი, მაგრამ ეგოისტობამ მძლია და ყველაფერი ძველებურადვე დავტოვე. მერე, ჩემს ინტერნეტ-მეგობარ  ნიკაზე გეჭუკჭუკე. არაფერი გითქვამს, არაფერი დაგტყობია სახეზე. მე სულელი კი ვერ ვხვდებოდი, რომ გული გტკიოდა, ძალიან გტკიოდა მეგობრების არ ყოლის გამო. მეგონა, ჩემს ემოციებს თუ გაგიზიარებდი, უმეგობრობის განცდას რაიმეთი შეგივსევდი, ამიტომაც ჯერ – ბუთიზე მოგიყევი, ჩემს ბუთიზე, შემდეგ კი – ქეთოზე, ჩემს ბაჭიკოზე. ამ უკანასკნელზე საუბრისას, თვალებში ნაპერწკალი ჩაგიქრა, გაცისკროვნებული სახე ჩაგიმუქდა.. ვძლიე მესაკუთრეობას და საინტერესო, დაახლოებით შენი ასაკის ბიჭები და გოგონები გაგაცანი – კიწივანი,  გვირილიკოჯესიმოლიკოქეთუსიაქსიომაგულებიანი ანნაჭინკაფაიფურის ანგელოზითეა.. დრო გადიოდა, ჩემი და შენი მეგობრების რიცხვს დღითიდღე მეტი ადამიანი ემატებოდა –  ფინიკითამთა, კისოკინია, ნინიტო,  ანანოოჭიამაია,  იბი, ცინიკოსი, მარიამი, კანარიო, ნანაკო, გოგონა ქოლგით, ნათიკო, ნიკა, თაია, ლაშა, მარიამი. სალომე,   …. ეს ერთი თვეა ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანი – fff გვსტუმრობს ხშირად. გემრიელი ფიქრებითა და ტკბილი რაღაც-რუღაცებით დახუნძლული თავისი სახელის გაბრწყინებით გვამცნობს, რომ ტრადიცია არ დაარღვია და საღამოს კიდევ ერთხელ გვესტუმრა. ბუხართან, ჩვენ სამნი ვსხედვართ და ჩვენთვის საინტერესო ამბების მოყოლით ვირთობთ თავს.  

ჩემი ამბების მოსმენისას, მუდამ ინარჩუნებდი ძველ მდუმარებას. შენს ქცევებში არაფერი შეცვლილა, აი, გარეგნობასა და ემოციებში კი… რა სჯობს შენი გაბრწყინებული და გახარებული სახის ყურებას მაშინ, როდესაც ხანაც კართან დამაგრებული ზარი აწკარუნდება, ხანაც ძლიერი კაკუნის ხმა გაისმება.

ორივეს გვიხარია, დღითიდღე, სტუმრების რაოდენობა რომ მატულობს. ამ ბოლო დროს, ძალიანაც იშვითად, მაგრამ მაინც ვმართავთ ხოლმე ალბათ საინტერესო საღამოებს. მე, შენ და ჩვენი სტუმრები… ბუხართან მოკალათებულნი, ხან რას ვყვებით, ხანაც რას! 

ორივე ვამაყობთ იმით, რომ ამ ორი წლის განმავლობაში 73 351-ჯერ იყვნენ შოკოლადებითა და გემრიელი სასუსნავებით მომარჯვებული სტუმრები ჩვენთან მოსულნი, ჩემი სულ რაღაც ოთხმოცი ამბავი მოისმინეს, და 3013-ჯერ დააფიქსირეს თავიანთი შეხედულებები. ამაზე მეტად საამაყო, ჯერჯერობით არც არაფერი გვაქვს და ვფიქრობ, მომავალშიც არაფერი გვექნება!”

76 Comments leave one →
  1. February 9, 2012 9:50 am

    მაცოო❤
    გილოცავთ შენ და შენს ბლოგს დაბიდუბს !
    უამრავ მნახველს და კომენტარს გისურვებთ!❤
    ნეტავ იცოდე ,როგორ გამიხარდა ჩემი სახელის აქ აღმოჩენა❤
    კარგობა ხაარ!<3
    მე და ჩემს ბლოგს ძალიან ,ძალიან გვიყვარხართ❤

    • February 9, 2012 1:45 pm

      მარიამ!❤
      დიდი მადლობა, საყვარელო.
      იმედია, არ გაგიკვირდა, რომ შენი თავი ჩემს პოსტში აღმოაჩინე. = )) =**
      მეც ძალიან მიყვარხართ ორივე!❤

  2. February 9, 2012 9:52 am

    აქ რამე კარგი უნდა დავწერო. კარგების წერა არ მეხერხება ამიტომ უბრალოდ მადლობას გადაგიხდი რო მომიხსენიე. დიდი გოგო გაგეზარდოს პ.ს

    • February 9, 2012 1:46 pm

      კარგების წერა როგორ არ გეხერხება. დღეს მშვენივრად მითხარი ლამაზი კომპლიმენტი პიემში. = ))
      გმადლობ!!! =**

  3. February 9, 2012 10:00 am

    ჩემი კომენტარი არ დაიწერა? :შ

    • February 9, 2012 10:01 am

      კარგი, მაშინ კიდევ მოგილოცავ❤

      • February 9, 2012 1:47 pm

        იბი, არც სპამებში არ ჩაუგდია, თორემ გამოვაჩენდი აუცილებლად.
        დიდი მადლობა, იბიკო! :*

  4. Nanako Ust permalink
    February 9, 2012 10:41 am

    მაააააააციიიიიკოოოოოო <3<3
    როგორ გამიხარდა, არც კი იცი, ნანაკოვო რომ დავინახე! :*
    აი, ულევ და ძალიან ბევრ სიხარულს გისურვებთ შენც და შენ ბლოგსაც❤
    ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხარ! :*

    • February 9, 2012 1:48 pm

      ნანკო, მეც ძალიან მიყვარხარ!! ძალიან ჭკვიანი, თბილი, ნიჭიერი და საყვარელი გოგო ხარ ნამდვილად. გკოცნი. =**

      • Nanako Ust permalink
        February 9, 2012 2:22 pm

        დიიიიდი მადლობა, მაცოო <33

        • February 9, 2012 2:42 pm

          ნანაკო, რა საყვარელი ხარ რა..❤

          • Nanako Ust permalink
            February 20, 2012 6:04 pm

            <3<3<3<3<3<3
            შენ უფრო, მაციკო❤

          • February 21, 2012 2:34 pm

            ოუფ… =****
            ნანაკო..❤

          • Nanako Ust permalink
            February 21, 2012 5:29 pm

            ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ❤

          • February 22, 2012 2:09 pm

            შენ კი ძალიან ყურადღებიანი და თბილი❤

          • Nanako Ust permalink
            February 22, 2012 5:24 pm

            :* :* :* :* :*❤

          • February 23, 2012 5:19 pm

            nanako..❤

  5. February 9, 2012 12:22 pm

    ასე საინტერესოდ ბლოგის დაბადების დღეზე არც ერთ ბლოგერს არ დაუწერია. ყოველ შემთხვევაში, მე რაც წამიკითხავს მათ შორის.
    გილოცავ მაც და შენც და საჯღაპნელსაც იმას გისურვებთ, რაც გინდათ :*

    • February 9, 2012 1:50 pm

      გვირილიკო, შენი თბილი სიტყვები და კომპლიმენტები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან ტყუილად არაფრის თქმა არ იცი. =**
      ძალიან დიდი მადლობა!!! მიყვარხარ ძალიან..❤

  6. February 9, 2012 2:00 pm

    ვულოცავ შენს ბლოგს დაბადების დღეს!!! უამრავ მკითხველს გისურვებ.. ძალიან კარგი და ორიგინალური მოლოცვა იყო…მომეწონა.. :* :* :* :* :*

    • February 9, 2012 2:38 pm

      დიდი მადლობა, მარიამ.
      უფ, რა კარგი კომპლიმენტები მივიღე. = )) =**

  7. Sofo permalink
    February 9, 2012 2:07 pm

    momwons es blogi<3 (dizainic da postebic)

    happy birthday scribby:))

  8. February 9, 2012 2:21 pm

    გილოცავთ!
    უამრავ მკითხველსა და უშრეტ მუზას გისურვებ!🙂

    • February 9, 2012 2:40 pm

      დიდი მადლობა, ცოტნე. =**
      მეც ვუსურვებ უშრეტ მუზას საკუთარ თავს. = ))

  9. February 9, 2012 2:23 pm

    მაცააცოო,მააცოოო.მაციკოოო :)) ჩემოო ღუუნღულა და თბილოოო <3<3<3 აჰაა დავიწყეე უწი–პუწებიი ^.^ გილოცაააავ🙂 მართლაც ძალიან დიდი გოგოაა უკვეეე ბლოგუნია :))) ^.^

    • February 9, 2012 2:41 pm

      თამთა..❤
      თამტა, თამთი, თამთიკო..❤
      შენ კიდე ყურადღებიანო, თბილო და საყვარელო..
      დიდი მადლობა.. =******

  10. February 9, 2012 2:31 pm

    ვერი ვერი ჰეფი ბირზდეი!❤ უამრავ მკითხველსა და საინტერესო პოსტებს ვუსურვებ საჯღაპნელს!

    • February 9, 2012 2:41 pm

      გულებიანო ანნა, დიდი მადლობა. =***

  11. February 9, 2012 3:02 pm

    maciii :* :* sayvareloo :* gilotsav blogis dabidubis, didi gogo gagezardos, utvalav mkitxvels da kidev ufro met saintereso, axal da kargi admianebis gacnobas vusurveb mas :* :* :*

    • February 9, 2012 4:47 pm

      თეაკო..❤ დიდი, დიდი მადლობა, ჩემო კარგო!!! ძალიან მიხარია, შენი ჩემს ბლოგზე გამოჩენა. :*** =***❤

  12. February 9, 2012 4:25 pm

    gilocavv gogooo :*.. didi gogo gaizarde da rac mtavaria xalisiani da sul eseti sayvareli :*..

    • February 9, 2012 4:48 pm

      ვაიმე, რა საყვარელი ხარ!!! ჰო, ამ საყვარელმა გოგონამ მითხრა, დიდი მადლობა გადაუხადე მაგ საყვარელ ადამიანსო. =***

  13. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    February 9, 2012 4:28 pm

    როგორ გამათბო ამ პოსტმა ჩემო ტკბილთბილო მაციკო არ ვიცი❤ გაბადრული ვკითხულობდი❤ მიხარია,შენი სტუმრების სიაში მეც რომ ვარ.. ჰაჰ.. როგორ მიყვარს აქაურობა არც კი იცი..❤

    • February 9, 2012 4:54 pm

      ანაანო, შენი კომენტარები მუდამ გულს მითბობს და სახეს მიცისკროვნებს!!❤
      ძალიან მიყვარხარ ნამდვილად და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუმარი ხარ. = ))*❤

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        February 9, 2012 4:59 pm

        შენ კიდევ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მასპინძელი :****

        • February 9, 2012 5:15 pm

          გოგო, ნუ ხარ რა ეგეთი კარგი და საყვარელი.. = D❤

  14. February 9, 2012 4:58 pm

    მაცო❤
    გილოცავ შენც და საჯღაპნელსაც🙂
    ყველაზე ნაზი და თბილი ბლოგი რომელიც მე ოდესმე წამიკითხავს🙂

    • February 9, 2012 5:17 pm

      თაია<3
      დიდ მადლობას ორივეს მაგივრად გიხდი! =**
      შენ კი ყველაზე ლამაზი სახელის პატრონი ხარ, ვისაც კი ვიცნობ არამარტო ბლოგოსფერში, ზოგადადც! ჩემს შვილს თაია მინდა დავარქვა..❤

      • February 9, 2012 6:58 pm

        გავწითლდი . . . პირველად მითხრეს კომენტარი სახელის შესახებ . . .
        მაცო❤

        • February 9, 2012 6:59 pm

          ფუჰ . . . კომენტარი რა იყო და კომპლიმენტი :)))))))))))

        • February 10, 2012 9:48 am

          ძალიან ლამაზი სახელი გაქვს ნამდვილად!
          თაია<3

  15. February 9, 2012 5:35 pm

    აი, ეს მესმის!
    მილოცვაც ასეთი უნდა:))
    მეც ვულოცავ შენს ბლოგს დაბ. დღეს და ხშირ პოსტებს ვუსურვებ(ბევრი მკითხველი და კომენტარი თავისთავად იქნება).
    ძალიან, ძალიან საყვარელი, თბილი და კარგი გოგო ხარ, უფრო სწორად-მოსიარულე პროტონი ხარ:*

    • February 9, 2012 5:49 pm

      დღეს დილას ვფიქრობდი, ნინიტო ისეთი ყურადღებიანია, სულ არ მიკვირს, ამდენ ადამიანს რომ უყვარს და ყველა მის ქებაში რომ არის-მეთქი, ჩვენი ძველი საუბარი გამახსენდა და…
      კომპლიმენტის თქმასაც თავისი ნიჭი სდომებია, ნინიტო. ახლა შენ ისე საყვარლად მითხარი, იიმდენად აღსაფრთოვანებლად…! დიდი მადლობა!!!❤ =***
      ძალიან მიყვარხარ. =**

      • February 11, 2012 10:42 am

        რა უნდა გიპასუხო?!
        გავწითლდი, თან ყურებამდე მეღიმება.
        მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ:*

        პს. დიდი მადლობა… მე კიდევ პირიქით მეგონა, ძალიან უყურადღებო ვარ-მეთქი და გამიხარდა…

        • February 11, 2012 11:04 pm

          მაშ სულ ძალიან ყურადღებიანი თუ არა, ძალიან ჭკვიანი ნამდვილად ხარ. აბა რომელმა ადამიანმა იცის კიდევ, როდის, ზუსტად რა დროს, როგორ უნდა დაელაპარაკოს ადამიანს. მაშინ იცი ხოლმე გემრიელი მოკითხვები და ჭორაობები, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება და ამისთვის უდიდესი მადლობა შენ, ნინიტო!!!❤

  16. February 9, 2012 7:24 pm

    მაციკო, გილოცავთ შენს და შენს გოგონას 2 წლის იუბილეს. :* ბევრ მკითხველს, კომენტარს და შენნაირ ცოცხალ და საყვარელ პოსტებს გისურვებ. ვისურვებდი რომ შენი ბლოგიდან მუდამ ასეთი მხიარული და ცელქი განწყობა მოდიოდეს, აქ რომ შემოვდივარ, ხშირად კვალის დატოვების გარეშე, მუდამ ენერგიით დატვირთული გავდივარ, აქაურობა ფერადი და სასიამოვნოა, დარწმუნებული ვარ მუდამ ასეც იქნება. წარმატებებს გისურვებთ ორივეს.😉 :*

    • February 10, 2012 9:54 am

      ნინაკა, უღრმესი მადლობა ასეთი სასიამოვნო, კარგი და თბილი სიტყვებისთვის. :*
      ალბათ, ერთი პატარა – “მადლობა” ვერ იქნება იმ ემოციის გამომხატველი, რაც შენი კომენტარის წაკითხვამ მომგვარა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ჩანაწერები, დადებით ემოციას იწვევს შენში.. ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს ჩემთვის დღესდღეობით!!!❤ =**
      გაიხარე, ნინაკა! =**

  17. February 9, 2012 7:31 pm

    გილოცავ! დღეს ჩემი დაბადების დღეცაა ^^

    • February 10, 2012 9:50 am

      დიდი, დიდი მადლობა!
      მაშ მეც გილოცავ დაბადების დღეს. მრავალს დაესწარი! =**

  18. February 9, 2012 11:08 pm

    გილოცავ მაც ბლოგის დაბადების დღეს. რა თქმა უნდა გისურვებ უთვალავ ვიზიტორს და უამრავ პოსტს! :*

    • February 10, 2012 9:51 am

      აქსიომ, როგორ გამახარა შენმა ჩემს ბლოგზე გამოჩენამ. სულ დამივიწყე. = ((
      დიდი, დიდი მადლობაა..=** ძალიან მიყვარხარ! = ))❤

  19. February 10, 2012 10:27 am

    უიჰ❤ ეხა ვნახე რომ მეც ვყოფილვარ ^^ მადლობა მიყვარხარ. მეც გკითხულობ ხშირად! :*

    • February 10, 2012 10:31 am

      ქრისტი, ჰოდა, შენი კომენტარი რომ ვერ შევნიშნე, მივხვდი, პოსტი არ გექნებოდა ნანახი და ამიტომაც დაგთაგე. = **
      მეც ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ შენს რჩეულ ბლოგერებში მოვხვდი.❤

  20. February 10, 2012 10:28 am

    და გილოცავ, მრავალს დაესწაით ორივე ერთად :*

    • February 10, 2012 10:35 am

      დიდი, დიდი მადლობა, ქრისტი. :*❤

  21. February 10, 2012 1:41 pm

    მაციკუნა, დაგვიანებით, მაგრამ მთელი გულით გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ტკბილო. რომ იცოდე როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარია რომ გიპოვე ♥ ძალიან ძალიან ძალიან ♥ შენგან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი გავიგე ♥ ბევრი საინტერესო ბლოგი ვიპოვე ♥ ძალიან გამიხარდა შენი ბლოგის მეგობრებში ჩემი სახელის დანახვაც ♥ უაამრავ სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებ. გისურვებ რომ გაათასმაგებულიყოს შენი ვიზიტორების რიცხვი და შენი პატარა მეგობარი უფრო და უფრო პოპულარული გამხდარიყოს! კიდევ ერთხელ გილოცავ და ძალიან მიყვარხარ ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

    • February 10, 2012 2:19 pm

      ნათიკო, რა ძალიან თბილი, საყვარელი და ყურადღებიანი პიროვნება ხარ. ჯერ მარტო რა ბუთქუნა და სასიამოვნო კომენტარი დაგიტოვებია, გოგო, ლამის ამეტირა.
      უდიდესი მადლობა ასეთი ლამაზი და ტკბილი სიტყვებისთვის. როდესაც მოვიწყენ, აუცილებლად შემოვალ ბლოგზე და შენს ამ კომენტარს წავიკითხავ. ხასიათიც გამომიკეთდება და სახე, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ – გამიცისკროვანდება!
      უდიდესი მადლობა, ჩემო საყვარელო!!! ძალიან მიყვარხარ!❤ გკოცნი. =**

  22. February 11, 2012 7:17 am

    მე ეხლა წავიკითხე ეს პოსტი და იმედია მაპატიებ დაგვიანებით მოლოცვას. შენს ბლოგს ბევრ ვიზიტორს და ბევრ ბევრ კომენტარს ვუსურვებ. ^_^ ამიერიდან ჩემი კომენტარებიც ხშირი იქნება ამ ბლოგზე ❤ ძალიან მომწონს

    • February 11, 2012 10:41 pm

      რისი ბოდიში. ახლახან აღმოაჩინე საჯღაპნელი და ვფიქრობ, ძალიანაც დროულად დამიტოვე ამდენი ლამაზი და სასიამოვნო კომენტარი ბლოგზე.
      მეც მომწონს შენი ბლოგი, გუშინ აღმოგაჩინე და გადავწყვიტე, ისეთი საინტერესო ხარ, რომ ხშირად გესტუმრო ხოლმე. = )) =**
      დიდი მადლობა.

  23. February 11, 2012 10:38 am

    მაც,როგორ გამომრჩენია შენი ბლოგის დაბი-დუბის პოსტის წაკითხვა..
    მმ,რა განსხვავებული იყო..
    როგორც ყოველთვის თბილი ხარ,სულ სითბოს აფრქვევ..
    ლავ,ლავ,ლავ :*

    • February 11, 2012 10:44 pm

      ნიი, ეგ არაფერი. მთავარია, რომ შენს საყვარელ კომენტარს ვკითხულობ ახლა, რაც მთავარია ვკითხულობ და ხუთი წუთით ადრე დამიწერდი, თუ ხუთი წუთით გვიან, ჩვენში დარჩეს და დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება ამ ძალით უკანასკნელს.
      უღრმესი მადლობა, უდიდესი!!!❤

  24. izzy permalink
    February 12, 2012 7:17 am

    rogor momwooons!

  25. February 17, 2012 2:39 pm

    ვულოცავ! გილოცავ! ვულოცავ, გილოცავ!!!! :))

  26. February 17, 2012 5:49 pm

    გილოცავთ მე და ჩემი ბლოგი !!!!!! მრავალს დაესწარიიით!!!!!!!!!! დიდი ხანია შენი მკითხველი ვარ🙂

    • February 18, 2012 7:58 am

      მარიიიი, შენი ლინკი შეასწორე ხოლმე, როდესაც კომენტარებს ტოვებ. მე კი ვიცი, რომ ჯღაპნია ხარ, მაგრამ სხვები შეიძლებს ვერ მიხვდნენ.
      დიდი მადლობა მოლოცვისთვისა და ჩემი ბლოგის მკითხველობისთვის. :*

  27. February 23, 2012 6:00 pm

    მაციკოო!!<3მიყვარხართ 2ივე შენ და შენი ბლოგიც❤ გამეხარდა ეხა შენი პოსტის წაკითხვა, კომენტარებითაც ხო ხვდები რამდენ ადამიანს უხარიხართ, გააქტიურდი ისეევ :*:*:*

    • February 23, 2012 6:13 pm

      კიწუნია, მეც მიყვარხარ და ჩემ ბლოგსაც ნამდვილად!!!
      ვერ ვახერხებ გააქტიურებას სამწუხაროდ.. = (

  28. March 16, 2012 11:32 am

    მაცო მაცო :*:*:* გილოცავ გილოცავ.
    და უფრო მეტად აქაურობას ვულოცავ რომ 2 წელია უკვე ასეთი საყვარელი პატრონი ყავს და ბევრ საინტერესო სიახლეს ვუსურვებ აქაურობას და პირველ რიგში შენ :*

    • March 16, 2012 12:33 pm

      ჭიამაიკო, დიდი მადლობა ასეთი თბილი, კარგი და სასიამოვნო სიტყვებისთვის. :* :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: