Skip to content

ტრიშ ბიდლი | Trish Biddle

February 24, 2012


ამ რამდენიმე დღის წინათ, ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქელი მეგობრის პროფილის სურათებს ვათვალიერებდი და ერთმა ძალიან მშვენიერმა სურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ძალიან მომეწონა და ვკითხე, ხომ არ იცოდა, თუ ვისი ნამუშევარი იყო. სამწუხაროდ, მისგან უარყოფითი პასუხი მივიღე.

რამდენიმე დღე  ვეძებდი ინტერნეტში. ხან როგორი აღწერა დავურთე სურათს, ხანაც როგორი, თუმცა მცდელობას შედეგი არ გამოუღია. ჩემს დას, ნიას იმდენი ვეწუწუნე, იქნებ, შენ მაინც გამირკვიო, თუ ვისი ნახატია-მეთქი, რომ მითხრა, აბა სურათს დააკვირდი, წარწერაც აქვსო. დაიმედებული დავაცქერდი სურათს. Ctrl+ ავაფეთქე. მივაახლოვე ზუმით, თუმცა მაინც ვერაფრით ამოვიკითხე. ჯერ მეგონა, რომ Teagh Biddle იყო, შემდეგ – Teash Biddle. ამ მონაცემების ადამიანი გუგლში სულ ვერ ვიპოვე. ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ არა ნიას დაკვირვებული ორი ლამაზი თვალი, მე მგონი, Trish Biddle წერია, აბა ნახეო. ჩავწერე გუგლში და ჩემი აღფრთოვანებული სახე უნდა გენახათ, როდესაც მისი პირადი გვერდი ამომიგდო.
სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს, ასეთივე ნამუშევრები აქვს.
ფერთა ფანტასტიური შეხამება… სილამაზე… სინაზე და რომანტიზმი.. სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული სურათები.
მინდა, რომ თქვენც ჩემსავით აღგაფრთოვანოთ ტრიშ ბიდლის ნამუშევრებმა. წინ დიდი სიამოვნება გელით ნამდვილად.

ძალიან გამიხარდება, თუ ერთ პატარა აღმოჩენას გააკეთებთ ნახატების დათვალიერების დროს და გამიზიარებთ. 

This slideshow requires JavaScript.

74 Comments leave one →
  1. February 24, 2012 4:38 pm

    რა კარგი სურათებია
    აღვფრთოვანდი❤

    • February 24, 2012 4:41 pm

      ნამდვილად ძალიან კარგი ნახატებია. მიხარია, რომ შენც აღფრთოვანდი. ფანტასტიიიურ!❤

  2. February 24, 2012 4:51 pm

    ოჰო, რა საოცრებაა. მეც ავღფრთოვანდი.

    ჯერ არც ერთი მხატვრის ნამუშევარი არ მომწონებია ისე ძალიან როგორც ეს🙂

  3. February 24, 2012 5:24 pm

    ვაიმე, არც ვიცოდი ეს მხატვარი ჩემს გარდა ვინმეს კიდევ თუ მოსწონდა.❤ ჩემთვის გეთქვა, მხატვრობის "ფანი" ვარ! ძალიან მიყვარს და ყველგან დავძვრები. ძალიან კარგი მხატვარია, თუ არ ვცდები ხელოვნების წიგნში იყო მისი ნამუშევრები. ჩემ კლასელებს არ მოეწონათ:/
    უი ჰო, მაცო ერთი თანამედროვე მხატვარი ვიცი, ვატყობ მოგეწონება ^_^
    http://marcusgoldson.co.uk/gallery.htm🙂

    • February 25, 2012 7:27 am

      ძალიან მიხარია, თუ ორივეს მოგვწონს ტრიშ ბიდლის ნამუშევრები. ამის მერე, თუ კიდევ დამჭირდა რომელიმე მხატვრის შესახებ ან დამატებითი ინფორმაცია, ან თუნდაც ნახატის შემსრულებელს ვერ მივაკვლიე, აუცილებლად შეგეხმიანები და გარკვეულ დახმარებასაც გთხოვ. დიდ მადლობა ამისთვის!
      ახლა ვნახავ მარკუსის ნახატებს. ნამდვილად პირველად გავიგე. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის!

      • February 25, 2012 7:36 am

        🙂 აუცილებლად მომმართე რაც კი შემიძლია ყველაფრით დაგეხმარები🙂

        • February 25, 2012 7:38 am

          კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მიხარია, რომ უფრო მეტი რამის გაგების საშუალება მეძლევა, თანაც მარტივად გაგების! გაიხარე. =*

          • February 25, 2012 7:39 am

            🙂 არაფერს მაცო!❤

          • February 25, 2012 7:41 am

            კისოკი..❤

          • February 25, 2012 7:42 am

          • February 25, 2012 7:44 am

            ქრისტი, შენი ჰედერი ძალიან მომწონს!!!❤

          • February 25, 2012 7:45 am

            მადლობა❤ მეც მომწონს ორი დღე ექსპერიმენტებს ვაკეთებდი :დ და როგორც იქნა ავარჩიე❤ მიხარია თუ მოგეწონა

          • February 25, 2012 7:51 am

            ეს ორი დღე ნამდვილად არ ვყოფილვარ შენს ბლოგზე შემოსული და ამიტომაც არ მაქვს წინა ჰედერები ნანახი, სამწუხაროდ. თუმცა რატომ სამწუხაროდ. მშვნიერი ჰედერია ნამდვილად. პირადად ძალიან მომწონს.
            რისი მადლობა, გოგო.. =**❤

          • February 25, 2012 8:04 am

            ❤🙂

          • February 25, 2012 8:09 am

            რა საყვარელი ავატარი გაქვს, მმმ..❤ =*

          • February 25, 2012 8:10 am

            ჰო, ჯუჯა❤

          • February 25, 2012 8:23 am

            Dopey..❤

  4. February 24, 2012 6:40 pm

    მართლა კარგია,მიყვარს ასეთი სტილი ^_^

    • February 25, 2012 7:31 am

      ქეთუსი, რატომღაც ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. რამდენიმე ქალური და დახვეწეილი ნახატი შენთან გავაიგივე.

      • February 25, 2012 8:12 am

        მართლა? მესიამოვნა🙂
        ალბათ მეც მაგიტომ მომეწონა,რომ ჩემ სტილშია :*

        • February 25, 2012 8:25 am

          მეც კი ვფიქრობ, რომ ტრიშ ბიდლის ნამუშევრები შენს სტილში ჯდება.❤ =*

  5. February 24, 2012 7:11 pm

    ლამაზი ნამუშევრებია. ))

  6. February 24, 2012 7:18 pm

    კარგი სურათებია, ძალიან მომეწონა🙂

    • February 25, 2012 7:32 am

      მიხარია!
      რა კარგი სახელი და ავატარი გაქვს.. გესტუმრები აუცილებლად.

  7. February 24, 2012 8:26 pm

    rogori lamazi da daxvewilia … !!
    ♥_♥

    • February 25, 2012 7:37 am

      ნამდვილად!
      ალბათ ყველაზე მეტად ეს ნამუშევარი მეჩვენება დახვეწილად
      აი

  8. February 24, 2012 9:50 pm

    ძალიან მომეწონა, დახვეწილი გემოვნება აქვს ამ ქალს უდავოდ….:)❤

    • February 25, 2012 7:33 am

      თვითონ ქალიც საკმაოდ დახვეწეილია. მისი რამდენიმე სურათი ვნახე და დავრწმუნდი, ასეთი გარეგნობის ქალს, სხვანაირი ნამუშევრების შექმნა ალბათ, არც შეეძლო…
      ფანტასტიურია!

      • February 25, 2012 1:57 pm

        ნახატებს რომ ვუყურებ, მინდა რომ იქ ვიყო, სასიამოვნო შეგრძნებებს აღვიძებს..კარგი აღმოჩენაა🙂

        • February 25, 2012 4:50 pm

          კი, ნამდვილად. თუ დააკვირდი, არცერთ პერსონაჟს სახე არ აქვს…

  9. February 25, 2012 7:01 am

    მაცო მეც ძალიან მომეწონა ფერში არაჩვეულებრივად მუშაობს!იქნებ მითხრა წარმოშვებით ეს ქალი ფრანგი ხომ არ არის?:)

    • February 25, 2012 7:25 am

      ძალიან მიხარია, თუ შენც მოგეწონა.
      არა, ფრანგი ნამდვილად არ არის. ამერიკაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. თუ გაინტერესებს მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შემიძლია, მისი პირადი გვერდის მისამართი დაგილინკო, მარიამ. =**

      • February 25, 2012 7:45 am

        კი ძალიან მაინერესებს🙂

        • February 25, 2012 7:47 am

          http://www.trishbiddle.com/
          აი, მისი პირადი გვერდი. საკმაო რაოდენობის ნამუშევრები დარჩა, რომელიც ბლოგზე არ დამიდია. ასე რომ, დიდი სიამოვნება გელის წინ. =**

  10. February 25, 2012 7:58 am

    ძალიან მომეწონა! ფეშენ ილუსტრატორია არა თუ მეშლება?

    • February 25, 2012 8:04 am

      არა, ნამდვილად არ გეშლება. =*

  11. ლიზიკუნა permalink
    February 25, 2012 10:15 am

    ძალიან ლამაზია ნამდვილად. ყოჩაღ რომ ასეთი ლამაზი რამ გაგვაცნე. ნამდვილად არ ვიცოდი

    • February 25, 2012 10:18 am

      ლიზიკუნა, მიხარია, რომ მოგეწონა. დიდი მადლობა! =**

  12. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    February 25, 2012 11:15 am

    ძალიან მაგარი ნახატებია❤

    • February 25, 2012 4:48 pm

      ანანო, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.. = P

  13. February 25, 2012 11:53 am

    მიყვარს ეს სტილი❤
    სურათები ზეა :*

    • February 25, 2012 4:49 pm

      ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად ზე ნამუშევრებია!

  14. February 27, 2012 3:22 pm

    მართლაც ძალიან დახვეწილი და სასიამოვნო ნამუშევრებია… :)) ძაან მომეწონა. მიყვარს რა ეს თანამედროვე მხატვრობა,…. :)))))))))

    • February 28, 2012 2:10 pm

      ნაცი, მიხარია, რომ მოგეწონა.❤ =**

  15. March 11, 2012 8:09 am

    მშვენიერი სურათებია…🙂 სამუხაროა ამ მხატვრის შესახებ არაფერი რომ არ ვიცოდი..😦

    • March 11, 2012 8:42 am

      ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბლოგის მეშვეობით შეიტყვე ტრიშ ბიდლის შესახებ და რაც მთავარია, მოგეწონა.

  16. March 14, 2012 4:55 pm

    მართლაც რომ მშვენიერი ნახატებია❤ თვალიერების პროცესში ვარ

    • March 15, 2012 4:45 pm

      კიწუნია, რამდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ, სულ დამივიწყე. = (

  17. March 15, 2012 7:06 pm

    რა ძალიან ლამაზი ნახატებია, აღფრთოვანებული ვარ!❤
    p.s. ძალიან მომწონს ახალი დიზაინი❤

    • March 16, 2012 12:32 pm

      ნათიკო, მიხარია, რომ მოგეწონა. :*
      დიდი მადლობა. :*

  18. March 17, 2012 10:59 am

    მართლა ძალიან ლამაზებია❤

  19. March 18, 2012 1:51 am

    miyvars ra aqauroba❤

    • March 18, 2012 9:30 am

      როგორ გამიხარდა, აქ რომ დაგინახე..❤❤❤

  20. ქეთი permalink
    March 18, 2012 11:32 pm

    ძალიან მომეწონა ნამუშევრები,შესამჩნევი კი,ალბათ,ის არის,რომ სახეებს არ ხატავს მხატვარი.

    • March 21, 2012 4:20 pm

      ნამდვილად, ნამდვილად. ძალიან დაკვირვებული ყოფილხართ. = )

  21. March 23, 2012 7:18 am

    დახვეწილი ნამუშევრები ჰქონია. სწორედ ასე აღმოვაჩინე ბრი ლიმანი🙂

  22. Mallorie permalink
    March 24, 2012 1:16 pm

    me bri limani Weheartit-ze suraTebis daTvalierebis dros aRmovaCine. Zalian niWieria namdvilad.

  23. April 8, 2012 2:27 pm

    მართლაც რომ არაჩვეულებრივი ნახატებია.. მეც აღვფრთოვანდი. როგორ მიყვარს ასეთი სტილის სურათები.. რა კარგია რომ დადე. შენი წყალობით გავეცანი ამ მხატვარს.. :* :* :*

    • April 8, 2012 4:11 pm

      მარიამ, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ტრიშ ბიდლი. = *

  24. May 19, 2012 12:07 pm

    რა სილამაზეა ♥

  25. June 15, 2012 1:28 pm

    საოცარია❤
    დაუსრულებლად მინდა მისი სურათების ნახვა. ^_^ ულამაზესია.
    პ.ს. მომნატრებია შენი ბლოგი მაცო :*

    • June 22, 2012 9:50 am

      ჭინკ, ნამდვილად ძალიან ლამაზი ნახატებია.❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: