Skip to content

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე, რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე

აპრილი 10, 2012

“მეგობრობა ერთი დიდი განძია

უმეგობროდ ყველა ტიპი ბანძია.

მახსოვს, როდის გითხარი ეს ფრაზა. ისიც მახსოვს, შენ ბანძი არასდროს იქნებიო, თვალის ჩაპაჭუნებით და ჩახუტებით რომ მიჩურჩულე, თუმცა შეცდი. შეცდი, თუ მეგობრობას მხოლოდ შენით განვსაზღვრავ. ახლა “ბანძი” ვარ, რადგან შენ აღარ მყავხარ;  ჩემს ბედნიერებასა თუ უბედურებას ვეღარ გაგიზიარებ; ვეღარ ჩაგეხუტები ისე, მე როგორც მიყვარდა ხოლმე, ვერც ისე გიჩქმეტ და საერთოდაც, მე და შენ მეგობრები აღარ გვერქმევა. 

გუშინ პირველად დავდექი იმ დიდი ტკივილის წინაშე, მეგობრის დაკარგვა რომ ჰქვია. არ მძინებია ღამე… გულში ჩუმად ვიმეორებდი, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა იმის გააზრება, არა გააზრება არა, უფრო წარმოდგენა, რომ მე და შენ 24 საათი დღეში და 168 საათი კვირაში აღარ ვისაუბრებდით. შეიძლება, სულაც სისულელეებზე, თუმცა მაინც ჰომ ვუზიარებდით ბავშვობისა და თუ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს.

ვამაყობდი, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა. ბევრისგან მსმენია, თითით საჩვენებელი მეგობრობა გაქვთო, მეც ასე მეგონა.  ჩვენი ურთიერთობით ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობასაც ვამტკიცებდით და საკუთარ თავთან წკუპობანასაც. რომ გცოდნოდა, რამდენს ნიშნავდი ჩემთვის, იმის მეასედი მაინც რომ წარმოგედგინა, ასეთი მარტივი მიზეზისდა გამო არ  “გავბანძდებოდით”.

ყველა ოცნებით, სიკეთით სავსე

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე

რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე

მე ახლა ვეღარც ვარსკვლავებს გავცდები, ვერც ცხრათვალა მზეს… ვერც წკუპუნათი მივმართავ ვინმეს, ვერც ბუნჩით, ვერც ბააბწკებით.. ვერ – არა, არ მივმართავ.

ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ აუცილებლად ვაჯობებ საკუთარ თავსა და ემოციებს. 

რა ადვილია სათქმელად, არა?

არ არის  მარტივი, აჯობო საუკუთარ თავს, დაძლიო ის დიდი ტკივილი…

აღარასდროს მომივა მესიჯი:

“არ მეძინებოდა და ვფიქრობდი… ვფიქრობდი.. ვიცი, რომ სასტიკად გეძინება, მაგრამ გაუძელი ცოტათი და ეს მესიჯი ბოლომდე წაიკითხე მეამაყება, რომ მყავხარ გულში, სულში და მარადიულად.”

ქეთოსთან საუბრის დროს, აღარასდროს დავწერ ლექსს:

“არ ვიცი, გიჟია, თუ მშვიდი

შავია, თუ თეთრი

ერთი რამ კი ზუსტად ვიცი

მყავს პუსკი და მიყვარს იგი!”

სრულიად სპონტანურად, სალვადორ დალიზე საუბრისას.. 

ვიცი, აღარასდროს აღვადგენთ ურთიერთობას, რამდენად რთული სათქმელიც არ უნდა იყოს – ასეა.

იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ და საზოგადოებაში ზუსტად შენნაირად მოვიქცეოდი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, იმდენად მეტკინა გული ჩვენი ურთიერთობის დასასრულით, აღარ მინდა, ოდესმე ასეთი რამ კიდევ განვიცადო, შესაბამისად… არც ის მინდა, ტირილში გავატარო არაერთი ღამე, ხელი ჩავიქნიო აბსოლუტურად ყველაფერზე  და… 

ბევრი ტკივილიც იყო ჩვენს ურთიერთობაში და ბევრი სიხარულიც, თუმცა…

ჩვენი ურთიერთობა სხვა თუ არაფრის, ერთი რამის გამო ნამდვილად ღირდა, ვისწავლე რა არის ნამდვილი მეგობრობა, ურთიერთობისა და სიყვარულის გაფრთხილება, პატივისცემა… შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა.

ძალიან მიყვარხარ და ბევრს ნიშნავ ჩემთვის… ერთი რამის მჯერა, ჩემი შენდამი სიყვარული არასდროს შემცირდება, არასდროს განელდება… 

ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

Advertisements
112 Comments leave one →
  1. აპრილი 10, 2012 12:44 PM

    არაუშავს, რამოდენიმეჯერ მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, მაგრამ ყველაფერი მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს.
    დამიჯერე შენთანაც გამოსწორდება ყველაფერი ❤

    • აპრილი 10, 2012 12:47 PM

      ლაშუნა, დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის. დიდად ოპტიმისტი ვარ ზოგადად და რა თქმა უნდა, სიტუაციის უკეთესობისკენ წასვლის იმედი მეტ-ნაკლებად მაქვს.

      • აპრილი 10, 2012 2:45 PM

        ჰოდა უფრო ოპტიმისტურად განეწყვე ^^

        • აპრილი 10, 2012 2:49 PM

          რეალისტობა სჯობს, მე მგონი, ამ შემთხვევაში.

          • აპრილი 10, 2012 2:51 PM

            ეგეთი რა მოხდა? =/

          • აპრილი 10, 2012 2:53 PM

            საქმეც მაგაშია, რომ სულ ტყუილუბრალოდ მოხდა ურთიერთობის დანგრევა..

  2. tika permalink
    აპრილი 10, 2012 12:55 PM

    ყოჩაღ მაცოო… ძალიააან კარგიაა ❤

  3. აპრილი 10, 2012 12:56 PM

    მაც, გეფიცები ვიტირე 😦 ჩემს ცხოვრებაშიც იყო ანალოგიური სიტუაცია ამ ზაფხულს. სიცოცხლე აღარ მინდოდა და მეგონა რომ ვერც შევძლებდი, მაგრამ… ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, რომელთანაც დღე არ გავიდოდა, დღე კი არა წუთიც კი ისე, რომ არ მელაპარალა, ასე უბრალოდ დავკარგე. თან ეს რამდენიმე ადამიანთან მოხდა ერთდროულად….
    იმედი მაქვს, რომ შენი სიტუაცია გამოსწორებადია. სულში ჩამწვდომად წერ, ძალიან მიყვარხარ ♥

    • აპრილი 10, 2012 1:01 PM

      ნათიკო, მესმის შენი სიტუაცია. ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა და ძალიან საშინელია, როდესაც შენთვის საყვარელ ადამიანს კარგავ, ხოლო რამდენიმეს შემთხვევაში.. უფ, მე ვერ გავუძლებდი. ყოჩაღ შენ სიძლიერეს! =*

  4. აპრილი 10, 2012 1:02 PM

    მეცცც, მეცცც ❤

  5. აპრილი 10, 2012 2:24 PM

    ვაუ! მაგარია 🙂

    • აპრილი 10, 2012 2:28 PM

      დიდი მადლობა, მაგრამ ვერ მივხვდი მაგარი რა არის… დარწმუნებული ვარ, იმ ამბავზე არ იტყოდით, რაზედაც პოსტი დავწერე.

      • აპრილი 10, 2012 2:29 PM

        არა,რა თქმა უნდა მაგაზე არა. კარგად წერ 🙂

        • აპრილი 10, 2012 2:35 PM

          დიდი მადლობა. კომპლიმენტები, რა თქმა უნდა, ძაააალიან მსიამოვნებს. = )

  6. აპრილი 10, 2012 2:37 PM

    ეჰ, ზოგჯერ მოსფლიოში ყველაზე მაგარი მეგობრებიც შორდებიან ერთმანეთს :/ მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება!!! მაციკო, მართლაც არასდროს იქნები “ბანძი”! :*

    პ.ს. ერთ-ერთი საუკეთესო პოსტთაგანია რაც კი ოდესმე წამიკითხავს ❤

    • აპრილი 10, 2012 2:48 PM

      კისოკი, მეგონა, მეგობრობის გარდა, ყველაფერს ჰქონდა დასასრული, თუმცა შევცდი.. შევცდი და ძალიან არ მომწონს ეს სიტუაცია.
      შენს შეფასებას რაც შეეხება, უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. =*

      • აპრილი 10, 2012 3:35 PM

        მეც დამიკარგავს მეგობარი და მესმის შენი.. :/ :*

        • აპრილი 10, 2012 4:51 PM

          სამწუხაროა, კისოკი, ძალიან სამწუხარო. = (

          • აპრილი 10, 2012 6:56 PM

            მჰ = (

          • აპრილი 10, 2012 7:00 PM

            :* ❤
            ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა. =* ❤

          • აპრილი 10, 2012 7:02 PM

            მეც ❤ ყველაფერი მაინც კარგად სრულდება = )

          • აპრილი 10, 2012 7:03 PM

            ჰო, მაგრამ მერე ისევ ცუდი ხდება, მერე კარგი და ა.შ.

          • აპრილი 10, 2012 7:13 PM

            ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო, მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ… ❤

            დაინახე საუკეთესო შენს ცხოვრებაში და ბედნიერი იქნები! =*

          • აპრილი 10, 2012 7:16 PM

            კისოკი, რა ლამაზი ფრაზაააა.. რა კარგად არის ნათქვამი.. ლამაზად! ❤
            კისოკი, გპირდები, რომ ზუსტად ეგრე ვიზამ…

          • აპრილი 10, 2012 7:20 PM

            ჰოო, მეც მომწონს..
            წარმატებები ბედნიერებაში! =*

          • აპრილი 10, 2012 7:21 PM

            მეც გისურვებ წარმატებას ბედნიერებაში.. უთვალავი ბედნიერება შენ!!! ❤

          • აპრილი 10, 2012 7:24 PM

            =* უსაყვარლესი და უთბილესი ხარ! ❤

          • აპრილი 10, 2012 7:27 PM

            დიდი მადლობა, კისოკი, კარგი ხარ ძალიან!! ❤

  7. აპრილი 10, 2012 3:33 PM

    მაც, როგორ გითხრა დაიკიდე –მეთქი, ხომ ვიცი, რომ ეს შენთვის ძალიან რთულია…
    ცოტაც გაუძელი ❤

    • აპრილი 10, 2012 4:51 PM

      იბი, ცოტაც გაუძელი.. როგორ ლაკონურად იყო ნათქვამი, მაგრამ… დიდი მადლობა ასეთი უუკარგესი კომენტარისთვის! =* ❤

      • აპრილი 10, 2012 5:32 PM

        მაც, შენ სულ პოზიტივს ასხივებ ხოლმე ❤ ამიტომ მინდა ისევ ისეთი გნახო, შენი ახალ–ახალი, საყვარელი პოსტებით ❤

        • აპრილი 10, 2012 6:03 PM

          იბი, დიდი მადლობა… უდიდდესზე უფრო დიდი! გკოცნი.. =* ❤

  8. აპრილი 10, 2012 6:46 PM

    როგორ მომენატრე.. :(( მუსიკა პოსტს ძალიან უხდება,ზედგამოჭრილია.. არც კი ვიცი რა გითხრა..ალბათ ის რომ ყველაფერი კარგად იქნება?შეიძლება..თუ ის,რომ ეს ცხოვრების და ყოფის განუყოფელი ნაწილია.. ან იქნებ ის გითხრა,რომ მესმის შენი,ისე მესმის,როგორც ჯერ არავისი გამიგია..ან იქნებ ის უნდა გითხრა,რომ პოსტი ძალიან მომეწონა და ჩემ ახლანდელ მდგომარეობაზე ზედგამოჭრილია და ჩემს მთელს სათქმელს მარტივად და უპრობლემოდ ამბობს..
    არა,მოდი იმას გეტყვი,რომ ძალიან,ძალიან მიყვარხარ და .. რა და,მეტი არ ვიცი რა გითხრა.

    • აპრილი 10, 2012 6:58 PM

      ანააანო, ძალიან იმოქმედა შენმა დიდმა, ლამაზმა და ძალიან ემოციურმა კომენტარმა ჩემზე. ბევრს ნიშნავს ის, რომ გიყვარვარ, რადგან მე შენზე სრულიად ვგიჟდები.. მიხარია, რომ გესმის.. იმიტომ, რომ თუ ძალიან გამიჭირდება სულიერად, აუცილებლად შენ დაგელაპარაკები და გულს გადაგიშლი.. შენ გამიგებ, ალბათ, ყველაზე მეტად.. დიდი მადლობა.. გკოცნი..=* ❤

      • აპრილი 10, 2012 7:03 PM

        ❤ მე კი ყოველთვის მოგისმენ,დამიჯერე. ზოგჯერ რჩევები კი არ გვჭირდება,უბრალოდ გვინდა რომ მოგვისმინონ 🙂 მე მოსასმენად მუდამ მზად ვარ :* ❤

        • აპრილი 10, 2012 7:07 PM

          ჰო, მართალი ხარ, ანაანო. რჩევის მიღებას ხშირად, მისი ყურადღებით მოსმენა მირჩევნია. ხშირად არა – ყოველთვის. რჩევებს ძირითადად მე ვაძლევ საკუთარ თავს, რაც ერთი მხრივ, ძალიანაც კარგია. ჰომ მეთანხმები?

          • აპრილი 10, 2012 7:15 PM

            კი,მართალი ხარ,გეთანხმები აბსოლიტურად. უბრალოდ უფრო სასიამოვნოა როცა მართლა გისმენენ.. ეს კი ძალიან იშვიათად ხდება..

          • აპრილი 10, 2012 7:20 PM

            მთელი გულისყურით. აი, მე მყავს მეგობარი – ანი, რომელთან საუბარსაც მართლა არაფერი მირჩევნია. ისეთი ჭკვიანი და განათლებულია.. მუდამ გისმენს, გემრიელი მოსმენა იცის.. ორი ჭკვიანი თვალი გიყურებს ხოლმე თან.. ❤

  9. აპრილი 10, 2012 8:05 PM

    როგორ გულში ჩამწვდა ეს პოსტი.. მართლა კინაღამ ამეტირა..
    მაცო როგორი კარგი ხარ.. თანდათან უფრო მომწონხარ..
    შენს თავს მოერევი.. ამაში დარწმუნებული იყავი

    • აპრილი 10, 2012 8:45 PM

      დიდი მადლობა. =** საკუთარი თავის მჯერა..

  10. აპრილი 10, 2012 9:33 PM

    მაცო, ადამიანები სამუდამოდ არასდროს მიდიან. უბრალოდ, ხანდახან დრო სჭირდება ყველაფერს, რომ დააფასო, რაც გაქვს. საბოლოო დასასრული არაფრისა არსებობს, დამიჯერე. ცოტა ხანი მოიცადე და თუ გულით გინდა შენ გვერდით იყოს, აუცილებლად იქნება.
    ადამიანები ბრუნდებიან, მთავარია მისი მიღება შეძლო: )
    მართლა… : )

    • აპრილი 11, 2012 12:18 PM

      ჩემ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ არც ის დაბრუნდება და მითუმეტეს მე…
      ამ დაშორების შემდეგაც იყო პატარა უთანხმოება.. არ ვიცი…
      დიდი მადლობა, ნინიტო, ასეთი კარგი კომენტარისთვის. =*

  11. აპრილი 11, 2012 6:38 AM

    ეჰ :((( მამენტ მეც მყავდა ძმაკაცი , რომელცი მეგონა რომ დავკარგე მაგრამ ერთმანეთს რამდენიმე თვე ვადროვეთ და ახლა ისევ ძველებურად ვართ :)))
    დრო ყველაფრის მკურნალია და ძველებური ურთიერთობა თუ არ დაბრუნად.. ცხოვრების გამოცდილებად მიიღე ეს 🙂

    • აპრილი 11, 2012 12:20 PM

      ჰო, ამ ბოლო დროს, ყველა პრობლემის გამოჩენას ცხოვრების ერთ-ერთ დაბრკოლებად მივიჩნევ და გადალახვას ჰომ საერთოდ – უდიდეს გამოცდილებად.
      ჯესიკო, როგორ მომენატრე! ❤

  12. შ.გელა permalink
    აპრილი 11, 2012 8:27 AM

    OMG :X

  13. აპრილი 11, 2012 9:23 AM

    არის ცხოვრებაში რთული მომენტები, მარა თუ ანმდვილი მეგორობაა ყველაფერი მოგვარებადია, მითუმეტეს თუ სისულელის გამო მოხდა. ძალიან ემოციური იყო.

    • აპრილი 11, 2012 12:22 PM

      სრული სისულელის გამო მოხდა.. ნამდვილი მეგობრობა ნამდვილად იყო, ახლა აღარ ვიცი…
      ალბათ, კომპლიმენტია… გმადლობ.

  14. აპრილი 11, 2012 2:40 PM

    ცუდი ხარ მაცო,ცუდი …. ამატირე და დამგრუზე 😐
    მაგრამ ,მაინც მიყვარხარ!
    იმიტომ,რომ ძალიან თბილი ხარ ❤
    მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა მეგობართან და არ მინდა რამე რჩევა მოგცე , არ მინდა შევცდე.
    უბრალოდ გეტყვი ,რომ თავს უნდა მოერიო და გაღიმებულმა განაგრძო ცხოვრება … სამწუხაროდ,ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ,ამიტომ…..
    დათმობა და ემოციების კონტროლი უნდა ვისწავლოთ ❤
    წარმატებები ^_^

    • აპრილი 12, 2012 2:27 PM

      მარიამ, როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ. ისე სულ დამივიწყე, აღარ მეხმიანები.. = (
      მეც ძალიან მიყვარხარ!!!
      ჰო, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემ ცხოვრებაში… თავსაც მოვერევი, გრძნობებსაც, ემოციებსაც და საერთოდაც, შევეცდები, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმში განვაგრძო!
      მადლობა შენ – კომენტარისთვის!!! ❤ =*

      • აპრილი 12, 2012 4:26 PM

        მაციკო ❤
        მაპატიე,სკოლა და ათასი რამე მღლის :/
        შენც სულ მიმივიწყე 😦
        შემოიარე ჩემთან,მოენატრე ჩემს ბლოგს ❤

        • აპრილი 12, 2012 5:52 PM

          მარიამ ❤
          შემოვივლი და დაგიპყრობ საოცრად… ❤
          ჰოო, ისე ეს სკოლა როგორი დამღლელია მართლა.. = (

  15. აპრილი 11, 2012 8:05 PM

    პოსტი ძალიან მომეწონა, რაღაცით ჩემს ამბავს გავს, რაღაც მაინტერესებს, ურთიერთობა რატომ გაწყვიტე, იმიტომ რომ შეგიყვარა???

    • აპრილი 12, 2012 2:24 PM

      თუ არ მიწყენ, მაშინ გეტყვი, რომ შენმა კომენტარმა გულიანად გამაცინა. თავიდან წავიკითხე პოსტი, სადმე ჰომ არ მიწერია შემიყვარდა-მეთქი, თუმცა ვერსად ვნახე. რა თქმა უნდა, ეგ არ ყოფილა მიზეზი. ვიყავით არაჩვეულებრივი მეგობრები, როგორც უკვე აღვნიშე პოსტში, ჩვენი ურთიერთობით გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობას ვამტკიცებდით-მეთქი.

      • აპრილი 12, 2012 3:49 PM

        : )) რატომ უნდა მეწყინოს :დ უბრალოდ დავაზუსტე :დ ხომ გითხარი რაღაცით ჩემს ამბავს გავს მეთქი

        • აპრილი 12, 2012 5:51 PM

          ააა, მე კი მეგონა, პოსტიდან გამომდინარე იფიქრე და ამიტომაც ცოტათი გამიკვირდა, თუმცა უფრო მეტად გამეღიმა.
          თქვენი ურთიერთობა იმიტომ დასრულა, რომ იგი შეგიყვარდა ? = (

          • აპრილი 12, 2012 5:53 PM

            კი, ჩემდავე სამწუხაროდ : )) გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა აუცილებლად ვიქნებოდით ეგ რომ არ მომხდარიყო : ))

          • აპრილი 12, 2012 5:59 PM

            დიდი ხნის ამბავია?

          • აპრილი 12, 2012 6:02 PM

            არც ისე, ცოტა ხნით შევრიგდით. მარა მერე ისევ : )), მოკლედ მომეწონა პოსტიც და ბლოგიც, მეორედ შემოვედი შენთან მგონი : ))

          • აპრილი 12, 2012 6:13 PM

            : )) დიდი მადლობა. = )

  16. teomamulashvili permalink
    აპრილი 12, 2012 6:10 AM

    😦 ნამდვილად სულში ჩამწვდა. ! ❤ ანალოგიური სიტუაცია მაქვს მეც:(

    • აპრილი 12, 2012 2:20 PM

      თეო, ძალიან ვწუხვარ. იმედია, ყველაფერი მოგვარდება შენთამ. = *

      • teomamulashvili permalink
        აპრილი 13, 2012 6:35 AM

        მეც იმედი მაქვს 😦

        • აპრილი 13, 2012 8:42 AM

          წინა კომენტარებში მითხრეს, რომ თუ ნამდვილი მეგობრობა გქონდათ, მაშინ აუცილებლად შერიგდებითო და მეც ამას გეტყვი… ყველაფერი კარგად იქნება. =*

          • teomamulashvili permalink
            აპრილი 13, 2012 1:47 PM

            გენაცვალე :*

          • აპრილი 13, 2012 2:24 PM

            =* ❤

  17. giokaxo permalink
    აპრილი 12, 2012 11:26 AM

    მაცო ყოჩაღ კარი პოსტია…. უბარლოდ ძალიან ცუდი ის არის რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა :((( მეც განვიცადე ეგეთი რამ ახლახანს…. ძალიან ცუდად ვიყავი… მაგრამ სხვა მეგობრები რისთვის გყავს??? ისინი ნამდვილად ვერ შეგიცვლიან იმ მეგობარს მაგრამ მაინც შეგიმსუბუქებენ გულის ტკივილს :* :* :*

    • აპრილი 12, 2012 2:22 PM

      მასზე უფრო ახლო მეგობრებიც მყავს, რა თქმა უნდა, ახლა, თორემ თავის დროზე ძალიან ბევრს მერჩინა. დიდი მადლობა შეფასებისთვის, გიო. გამახარა შენმა ასეთმა კარგმა კომენტარმა. ყველაფერი კარგად იქნება… არ ინერვიულო.. =* ❤

      • giokaxo permalink
        აპრილი 13, 2012 5:37 AM

        ხოო იქნება…. და ერთი კითხვა დამებადა… რატომ გგონია რომ შენ და ის ადამიანი აღარ იმეგობრებთ??? რა მოხდა ასეთი??

        • აპრილი 13, 2012 8:41 AM

          მგონია არა, დარწმუნებული ვარ უკვე. მნიშვნელოვანი არაფერი. პატარა უმნიშვნელო შემთხვევამ გამოიწვია ურთიერთობის ასეთ დონემდე მიყვანა. მიკვირს, მაგრამ რას ვიზამ.

  18. აპრილი 12, 2012 1:47 PM

    ar gicdia damsxdariyavit ertad da yvelaferi gageanalizebinat? tu aseti kargi megobrebi iyavit ubralo ragacis gamo ar unda dashordet… jobia yvelaferi gaarkviot da tqveni amdeni xnis da aseti dzlieri megobroba ae daangriot

    • აპრილი 12, 2012 2:23 PM

      მარიამ, ამ დაშორების შემდეგ იყო მცდელობა შერიგებისა, თუმცა ყველაფერი გაუარესდა.. ახლა იმაზე საშინელი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე რომ დავშორდით იმ დღეებში გვქონდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, 180 გრადუსით შემობრუნდა… ალბათ, სჯობდა, რომ მცდელობა შერიგებისა არ ყოფილიყო.

  19. აპრილი 13, 2012 11:47 AM

    გამიხლიჩა გული, აი იმდენად ჩამწვდა, რომ ავფეთქდი.
    მე ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ ყოველთვის მინი–გაბუტვებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე… არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ აშკარაა, რომ არასდროს დავცილებივარ მეგობარს ისე, რომ არ შემძულებოდა.. ეს კი ერთხელ მაქვს გამოცდილი, მაგრამ სულ არ ვნანობ..
    ხო, რაღაც ძაან აბდაუბდა კომენტარია, ალბათ იმიტომ, რომ ისევ აგონიაში ვარ.. წარმატებები.. მაინც მინდა, რომ შერიგდეთ, უიმისოდ ძნელი იქნება, მითუმეტეს, რომ ახლაც გიყვარს სიგიჯემდე…

    • აპრილი 13, 2012 2:27 PM

      ნაცი, დიდი მადლობა კომენტარისთვის, უპირველესად. აუცილებლად მინდა გითხრა, რომ აბდაუბდა კომენტარი სულაც არ არის, რადგან მე ყველაფერი ფანტასტიურად გავიგე და თუ ერთი კაცი მაინც იგებს, მაშ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება იმას, რომ მე სიგიჟემდე მიყვარს და ამიტომ უნდა შევრიგდეთ, ალბათ ნაკლებად. მე იმდენად მიყვარდა და მიყვარს ეს ადამიანი, რომ მხოლოდ ამ სიყვარულის გამო აღარ მჯერა, ჩვენი ურთიერთობის განახლების. არ ვიცი, რამდენად მიმიხვდები…

  20. აპრილი 16, 2012 11:08 AM

    ძალიან ემოციურია:)) უცებ მომინდა შემძლებოდა თქვენი “გაძერსკება” . იმიტომ არი ეს ჩანაწერი განსხვავებული, რომ უბრალო და ნამდვილია 🙂

    • აპრილი 16, 2012 12:10 PM

      ძალიან კარგი იქნება, თუ შეგეძლება ჩვენი “გაძერსკება”. დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის. =)

  21. აპრილი 22, 2012 5:36 PM

    ექსელენთ !

  22. girlwithumbrella permalink
    მაისი 3, 2012 3:50 PM

    აი რავიცი, რა ვთქვა… ძალიან კარგი პოსტია თუმცა ცოტა მოვიწყინე : ((( რთულია ძვირფასი ადამიანის დაკარგვა… თუმცა მე მაინც მჯერა, რომ თქვენი მეგობრობა და სიყვარული არასოდეს განელდება : )))

  23. მაისი 4, 2012 6:58 AM

    namdvili megobrebi arsros midian, amitom icode,rom ar xar bandzi… da aric is gaibandzebs tavs:( p.s. sulac ar chgapni.. dzalian momcons sheni postebi :*

    • მაისი 4, 2012 5:48 PM

      რა თქმა უნდა, მართალი ხარ. ნამდვილი მეგობრები ხომ მუდამ ჩვენს გვერდით არიან.. დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი კომპლიმენტისთვის. დიდი მადლობა.. =* ❤

  24. მაისი 7, 2012 10:35 AM

    :)) წარმატებას გისურვებ:) შენც და შენ მეგობარსაც… დარწმუნებული ვარ დრო ყველაფრის მკურნალია:) :*

    • მაისი 8, 2012 3:07 PM

      გაიხარე. ძალიან სასიამოვნო კომენტარები დამიტოვე ნამდვილად. და დიდი მადლობა. =*

  25. მაისი 17, 2012 8:46 PM

    ახლა გადავიკითხე ეს პოსტი და მემგონი ვხვდები რატომ აღარ წერ…
    მაგრამ დაიმახსოვრე, არასდროს, არასდროს არ იქნები “ბანძი”, კაკ მინიმუმ მე გეყოლები ❤

    • მაისი 18, 2012 6:20 PM

      ლაშიკუნა, რა საყვარელი ხარ.. ძალიან, ძალიან მიყვარხარ და ყველაფრისთვის დიდი მადლობა.. :* :* :*

  26. Anna_ana permalink
    მაისი 28, 2012 5:03 PM

    ძალიან მომეწონა ,სიტყვები არ მყოფნის…ეტყობა რომ ყველაფერი ნამდვილია რაც წერია…მეც ვიცი რასაც ნიშნავს ეს ყველაფერი…და ალბათ ამიტომ მომეწონა ძალიან ეს წერილი. არაერთხელ წავიკითხე და სხვებსაც წავაკითხე :*

    • მაისი 29, 2012 2:58 PM

      ანნა, დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის. სამწუხაროა, რომ გამოცდილი გაქვს. = ს

  27. Anna_ana permalink
    მაისი 28, 2012 5:04 PM

    მუსიკაც არაჩვეულებრივია :))

  28. Anna_ana permalink
    მაისი 29, 2012 4:36 PM

    არაფერს :* ძალიან კარგი ბლოგი გაქვს , ასე გააგრძელე :*

  29. ივნისი 22, 2012 9:23 PM

    უბრალოდ ძალიან კარგია… ❤ ცრემლი მომერია ;( მართლა ძალიან რთულია… თუმცა იცოდე ყველაფერი კარგად იქნება :* იმდენად თბილი ადამიანი ჩანხარ და იმდენად დიდია შენი სიყვარული მის მიმართ ❤

    • ივნისი 23, 2012 2:28 PM

      დიდი მადლობა ასეთი თბილი და კარგი კომენტარისთვის.
      კი, ახლა ყველაფერი იმაზე კარგად არის,ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ❤ :*

      • ივნისი 28, 2012 7:42 AM

        :*:* ყოველთვის გწამდეს მომავლის,მადლობა შენ რომ ასეთი კარგი ხარ :* ❤

  30. Nanako Ust permalink
    ივლისი 10, 2012 12:10 PM

    კარგი ხარ, მაც, კარგი და ერთი რამ იცოდე, ნერვიულობით საქმე არ გვარდება… 😐
    მეც მქონია მსგავსი შემთხვევები და…
    არ ვიცი, ჰო, მართალი ხარ, ძალიან ძნელია, მარა ცხოვრება ასეთია და ჩვენ მისი ‘ატანა’ უნდა ვისწავლოთ!
    კარგი ხარ და იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ! ❤
    ჩემ ბლოგს მოენატრე ❤

    • ივლისი 10, 2012 12:38 PM

      ნანაკო, უღრმესი მადლობა ასეთი ზე-სიტყვებისთვის. მეც ძალიან მიყვარხარ და ეს შენ იცი. :* ❤
      შევრიგდით ჩვენ.. ასე რომ, ყველაფერი კარგად გვაქვს. :* ❤

  31. აგვისტო 6, 2012 12:21 AM

    როცა კარგავ, სწორედ მაშინ სწავლობ როგორ დააფასო ან მომავალშI შეინარჩუნო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: