Skip to content

ვერტიკალურ-ჰორიზონტალური, ანუ უსასრულო ბედნიერება

ივნისი 23, 2012

გამარჯობა!

როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი საქმეები? რა ხდება ახალი, კარგი, მშვენიერი და საინტერესო?

მე კარგად ვარ. იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე წინის წინა პოსტის გამოქვეყნების დროს ვიყავი. ურთიერთობები მეგობრებთან შეძლებისდაგვარად მოგვარებულია.  ცვლილებებიც განვიცადე, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით. ჰომდა,

ჩემი საქმეები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოცდებს ვგულისხმობ, კარგად მიდის. ჩემდა გასაკვირად, არც ისე ცუდი ნიშნები მივიღე შემაჯამებელში და არც მაინცადამაინც უცუდესი ნიშნები გამომყვა II სემესტრში.

63/70 გეოგრაფია – 9 — 9

35/40 ქიმია – 10 — 10

ინგლისური – 9 — 9

რუსული – 8 — 8

ქართული – კიდევ ერთხელ რომ არ მეტკინოს გული, ამიტომაც თავს შევიკავებ. — 8

ბიოლოგია – 9 — 10

ფიზიკა – 9 — 9

მათემატიკა – 8 — 8

45/50 ისტორია – 10 — 9

რომ გითხრათ, ქულებით დიდად კმაყოფილი ვარ-მეთქი არა, თავისუფლად შემეძლო აბსოლუტურად ყველაფერში უმაღლესი ნიშანი მიმეღო, თუმცა რაც იყო იყო. მთავარია, იქითა წელს, 8+1 გამოცდებზე რას ვიზამ. არა, არ იფიქროთ, რომ მეშინია. არავითარ შემთხვევაში. მზად ვარ ერთი წელი “სრულ ნეტარებაში” გავატარო. მთავარია, ისეთ დროს არ ჩამიქრეს ენთუზიაზმი, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდება, წლის დასაწყისს ვგულისხმობ.

ახალ, კარგს, მშვენიერსა და საინტერესოს რაც შეეხება, რომელიც ჩემთან ხდება, თუ მოხდა, ასეთი ბევრია.

პირველი ალბათ ის, რომ 28 აპრილს, 17 წლის გავხდი. ერთიორად გაიზარდა ჩემი პასუხისმგებლობა და დიდოობის განცდა. იმისდა მიუხედავად, რომ მთლად ისეც არ ჩაიარა ჩემმა დღეობამ, როგორსაც ვგეგმავდი, მაინც კმაყოფილი დავრჩი. იმდენი საჩუქარი მივიღე, მთელი 16 წლის განმავლობაში არ უჩუქნიათ ამდენი. ყელსაბამებისა და საყურეების კოლექცია მაქვს. რა ფერის, როგორი ფორმის, როგორი სტილის და როგორი ზომისაც გინდა. ზოგადად, არ მიყვარს ყვავილები, მაგრამ გურწიკუმ და ზაზამ იმხელაზე ლამაზი და გასაოგნებელი თაიგული მაჩუქა, შეუყვარებლობა არც გამოდიოდა და არც შეიძლებოდა.

მეორე ალბათ ის, რომ 17 მაისს ჩემმა კლასმა სკოლის ფეხბურთის ჩემპიონატი მოიგო და დირექტორმა საჩუქრად, ერთ დღიანი ექსკურსია გაგვიკეთა, 28 ივნისს. ჩვენი ასარჩევი იყო მარშრუტი. საბოლოოდ, რკონზე შევჩერდით. სურათები დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. იმედია, ფანტასტიურ დროს გავატარებთ.

მესამე ალბათ ის, რომ 2 ივნისს, ჩემი ბაჭიკოს დაბადების დღე რესტორან “სამ საუკუნეში” გადავიხადეთ. ამ ყველაფერს სურპრიზის სახე ჰქონდა, რა თქმა უნდა. ქეთოს ემოციებზე, სიმთვრალესა და უზომოდ მაგარი დროის გატარებაზე ცოტა მოგვიანებით ერთ გემრიელ პოსტს დავწერ. არა რა, მაინც რა მაგარი კლასი მყავს. ძალიან ერთიანი და ძალიან კარგი!

რა თქმა უნდა, ამათ გარდა კიდევ N რაოდენობით არის მოსაყოლი, თუმცა ამათ სხვა პოსტისთვის შემოვინახავ. მოსაყოლი და ასაჟიტირებელი ისევ ბევრი წუთი რომ მქონდეს. თუნდაც ის, რომ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. ჩემდა სამწუხაროდ, დავტოვე გლდანი, რომლის ჰაერიცა და წყალიც მთელი თბილისს მირჩევნია. ყოველდღე მეტ პლიუსს ვპოულობ გლდანში, როდესაც მასა და საბურთალოს ვადარებ.

ყველაზე მთავარი, რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა არის ის, რომ მე და ზაზა შევრიგდით. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წარმატება და აღდგენა უსურვა ჩვენს ურთიერთობას.

მე ძალიან ბედნიერი ვარ!

Advertisements
43 Comments leave one →
  1. ივნისი 23, 2012 3:54 PM

    ეეე, რაც დაწერე ყველაფერი ვიცოდი :/ მაგრამ კაია რო ახალი პოსტი დაწერე, გამეხარდა ❤ საბურთალოზე კერძოდ სად?

    • ივნისი 23, 2012 5:30 PM

      ასათიანზე. მეც გამიხარდა შენ რომ გაგიხარდა.. :*

  2. ივნისი 23, 2012 4:00 PM

    28ში მაქვს მეც დაბდღე:დ

  3. ივნისი 23, 2012 4:04 PM

    ჯერ ერთი გემრილად გამოგლანძღავ და მერე გეტყვი ,რომ კარგი პოსტი იყო 😐 !
    როგორ შეიძლება ასე დაკარგვა და ბლოგის მიგდება ,ჰა?
    შენ თავზე და ბლოგზე თუ არ ფიქრობ , ჩვენზე ,ბლოგის მკითხველებზე მაინც იფიქრე!
    რამდენჯერ შემოვედი და გულდამწვარი გავედი იმის გამო,რომ საუკუნის წინ დაწერილი პოსტი დამხვდა აქ!
    ჰმ. ცუდო შენ )))
    თან ჩემს ბლოგზეც რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ,ნეტავ იცოდე როგორ მოენატრა შენი ტკბიილი სიტყვები 😐
    პ.ს კარგი პოსტია ❤
    მომენატრე ^^

    • ივნისი 23, 2012 5:33 PM

      მარიამ, შენ ისევ შენს სტიქიაში ხარ და ისევ ძალიან მახარებ შენი დიდი და ლამაზი კომენტარებით! ❤ ძალიან კარგობა ხარ, ძალიან! ❤ :*

    • ივნისი 23, 2012 5:46 PM

      დამიჯერე, ეგ ფაქტი მე უფრო მაღელვებს/მაღელვებდა :)))

  4. ივნისი 23, 2012 6:01 PM

    macikoo .. ♥ giloocav isev sherigebas da Dzaan cudia ro postebs agar wer : ** (( ♥

  5. ივნისი 23, 2012 6:49 PM

    გენაცვაკე მაააც ❤ მომნატრდი და ძალიან მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ ❤

    • ივნისი 24, 2012 5:32 AM

      მეც ძალიან მომენატრე, ჯესიკო.
      მიყვარხარ ძალიან! ❤

  6. ივნისი 23, 2012 9:28 PM

    მაცო… თუ მარიამ..
    არა, ჩემთვის მაცო, მაციკო: )
    მგონი, ცოტა გაიზარდე… ან დიდი ხანია არ დაგიწერია.. თუ გაიზარდე… 😀

    მომავალ წელს აბარებ, ხომ? ჩემსავით არ გაბედო მოქცევა. თვალსა და ხელს შუა გადავიქეცი რობოტად 🙂

    ისე, საბურთალოზე გადმოხვედი და ახლოს ვართ, ხომ იცი (რა უნდა ვქნათ, ეგეც ხომ იცი) :))))))))

    • ივნისი 24, 2012 5:35 AM

      ნინიტო, მეც ვფიქრობ, რომ გავიზარდე. პოსტიც აღვნიშნე, დიდოობის განცდა მეტად დიდი მაქვს-მეთქი.
      რობოტად გადაქცევას ვინ ჩივის. მთავარია, რომ 100%-იანი გრანტი ავიღო.
      აუცილებლად. :* ❤

  7. ივნისი 24, 2012 4:37 AM

    მაცოოო ❤ რა ლამაზი ხარ, სურათები, რომ ვნახე გავგიჟდი ❤ და რა მაგრად წერ ❤

    • ივნისი 24, 2012 5:35 AM

      დიდი, დიდი მადლობა, ჩემო კარგო. გამახარა შენმა კომპლიმენტებმა. :*

  8. Nanako Ust permalink
    ივნისი 24, 2012 7:11 AM

    დიიიიდი, დიდი ხანი ველოდი ახალ და საინტერესო პოსტს და ეს იმედები გამართლდა !! ❤
    ძალიან კარგი ხარ და აღარ დაიკარგო ხოლმე! ❤

  9. ივნისი 24, 2012 5:20 PM

    ვაიმე პოსტიიი !!! ❤ როგორ გამიხარდი მააც ❤ ყველაფერს გილოცავ აბსოლიტნულუტნურად ❤ განსაკუთრებით კი ბოლოოს )))) ❤ საბურთალოზე სად გადმოხვედი კონკრეტულად? იქნებ წაგაწყდე სადმეეე (((( ❤

    • ივნისი 24, 2012 5:42 PM

      ანანოოო, რა კარგობა და საყვარლობა ხარ და როოოგორ მიყვარხარ! ❤
      ასათიანზე გადმოვედი, გოგო. წაწყდომა ვის რად უნდა. არ დავგეგმოთ რამე გოჭობა? ❤

      • ივნისი 24, 2012 5:43 PM

        ვაიმე დავგეგმოთ რააა ! ❤ როცა გინდა სადაც გინდა ❤ აწწწწწწწწწწ ❤

        • ივნისი 24, 2012 5:45 PM

          აი, მერე ჩვენ ვიცით სიყვარულობებით და ტკბილობების დადებები, ჰომ? ❤

  10. Anna permalink
    ივნისი 27, 2012 6:25 PM

    რა კარგია ახალი პოსტი 🙂 მიხარია რომ ბედნიერი ხარ, სულ ასე და მეტად ბედნიერი ყოფილიყავი 🙂 კარგი ქულები მიგიღია რას ერჩი 🙂 :* 😀

    • ივნისი 29, 2012 11:32 AM

      ანნა, დიდი, დიდი მადლობა. მეც მიხარია, რომ გიხარია.. =* ჰო, უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ არც ესენია ძალიან ცუდი.

  11. ივნისი 28, 2012 12:59 PM

    ძალიან მიხარია შენი ამბები მაც.
    მომენატრე :*

    • ივნისი 29, 2012 11:33 AM

      გვირილიკო, მეც მომენატრეეე.. ❤ მადლობა! :*

  12. ივნისი 28, 2012 2:41 PM

    ძალიან,ძალიან კარგი ბლოგუნია გაქვს^წარმატებებიიი!

    • ივნისი 29, 2012 11:33 AM

      დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მეც გისურვებ წარმატებებს. ))

  13. ივნისი 29, 2012 4:56 PM

    აუ მააც რა საყვარლად წერ .. აი უნიჭირესი ბლოგერი ხარ და შენი პროტონებით გაჟღენთილი პოსტები ყველას უუუუუდიდეს სიამოვნებას გვრის ❤
    ჰო და გამოცდების ჩაბარებასაც გილოცავ , რა გინდა კარგი ნიშნები გაქვს

    • ივნისი 30, 2012 7:29 AM

      გამაჟრჟოლა, მარიამ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის! ❤
      კი, არ ვარ უკმაყოფილო მაინცადამაინც ჩემი ნიშებით.
      გაიხარე! ❤

  14. ივლისი 5, 2012 6:52 PM

    მაც რა საყვარელი ხაააააააარ თან შენსავით საყვარელი პოსტები გაქვს. შენს ბლოგზე რომ შემოვდივარ ყოველთვის დადებითი ემოცია მოდის აი არვიცი იმდენად უნიჭირესი და მართლაც ”ზე” ხარ რო სიტყვებიც აღრ მყოფნის

    • ივლისი 7, 2012 8:00 AM

      ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!!! ❤ უზომოდ გამახარა შენმა კომენტარმა. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, სანამ შენს კომენტარს წავიკითხავდი და რომ წავიკითხე, იმის მერე, უუუუფრო მაგარ ხასიათზე დავდექი. გაიხარე, მარიამ! ❤

  15. ივლისი 6, 2012 8:28 PM

    ჰო და სულ დამავიწყდა გილოცავ ყველაფერს გამოცდების ჩაბარებასაც ზაზასთნ შერიგებასაც დაბადების დღესაც და უფრო უფრო უსასროლო ბედნიერებას გისურვებ ❤

    • ივლისი 7, 2012 8:01 AM

      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. ძალიან საყვარელი გოგონა ხარ, მარიამ! ❤ :* ❤

Trackbacks

  1. ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი – ახალი ამბების დასტა | საჯღაპნელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: