Skip to content

ორმაგი დაზღვევა

July 10, 2012

2008 წელი… აგვისტოს  მზით გამთბარ დღეს მე და ჩემი ოჯახი ტელევიზორს ვუყურებდით,  „ეს მშვენიერი ცხოვრება“ გადიოდა,  უცებ  ჩემი მეუღლის ტელეფონი აწკრიალდა. მობილურს დახედა, შეშფოთებულმა გამომხედა,  ძალდატანებით გამიღიმა და მეორე ოთახში გავიდა. დავიძაბე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.

– დეე,  ის მომენტია,  შენ და მამას რომ გიყვართ!

ორივე – კატოც და ლევანიკოც გულში ჩავიკარი.

სამი ხდებოდა, „კურიერზე“ გადავრთე.

– აუ, გადართეე!

– დედააააა.. ვიტირებ იცოდე!

კატო გაიბუშტა.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“  შესახებ გადიოდა რეპორტაჟი. დავმშვიდდი. დავითი შემოვიდა. ბავშვებს თვალი ჩაუკრა, მანიშნა გამოდიო.

– გამოძახება მაქვს, სერიოზული არაფერია.

– ოო, მერე შვებულება?!

გულდაწყვეტილმა სამხედრო ფორმა ჩამოვხსენი.

– სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო სამშობლოა!

მითხრა და ბავშვებთან გავიდა.  კატოს ტირილი და ლევანიკოს წუწუნი გავიგე:

– არ წახვიდე, რა!

გული  ტყვიასავით დამიმძიმდა. წასვლისას დავითმა მითხრა:

– ცუდი არაფერი მოხდება. ყველაზე მეტად მიყვარხარ, ძალიან ვამაყობ შენით!

გულში ღონივრად ჩამიკრა.  ვიგრძენი, როგორ გამათბო მისმა სიყვარულმა!

– აუუ, მეც, მეც…

დავითმა  ბავშვები ხელში აიყვანა.

– არ მინდა! – წავიჩურჩულე და  გული ამომიჯდა, ბავშვებიც ასლუკუნდნენ. დავითს არაფერი უთქვამს. ერთი  შეგვავლო ამღვრეული მზერა და კიბეებზე დაეშვა:

– მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით!

იმ დღეს არ დაბრუნებულა.

სამ დღეში სამჯერ დარეკა.

სულ ამას იმეორებდა:

– მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით!

მეოთხე დღეს, ბავშვებს საუზმეს რომ ვუმზადებდი, ლევანიკომ დამიძახა:

– დეე,  უყურე, ჯარისკაცები.

დავიძაბე, ტელევიზორთან მივედი.

– წუხელ, გამთენიისას, რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ…

ზარის რეკვასავით ჩამესმა დიქტორის ხმა.

ხუთ დღეში ომი დამთავრდა.  მე და ჩემი შვილები ტელევიზორს არ მოვშორებივართ. რამდენი დაჭრილი,  დაკარგული,  დაღუპული… დავითი?

ზარმა დარეკა. გიორგი იყო, დავითის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი.

– მარტო ვარ.

დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი.

– შემოდი.

გიორგი დიდხანს დუმდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:

– ათკაციანი რაზმიდან ხუთნი გადავრჩით. დავითი  შედარებით მსუბუქად დაიჭრა.  ალყაში ვიყავით. მტრის ხელში ცოცხლად ჩავარდნას სიკვდილი სჯობდა. ალყის გარღვევა გადავწყვიტეთ. რომელიმე ჩვენგანი წინ უნდა წასულიყო, გზა ენახა. დავითმა, მე წავალო.  არ ვუშვებდი,  მაგრამ  სხვა გამოსავალიც არ ჩანდა. ერთი შემოგვძახა სიცილით, დამაზღვიეთ, ბიჭებო, დამაზღვიეთ.. თქვენც მაზღვევთ და სადაზღვევო კომპანიაც,  რისი უნდა მეშინოდესო.  ორნი გადავრჩით. დავითმა გადაგვარჩინა… თავად კი…

ეს თქვა და თავი ჩახარა. გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, ლევანიკო და კატო თავზე მადგნენ.

ლევანიკომ ყურში მიჩურჩულა:

– მამიკო მართლა ანგელოზებმა წაიყვანეს?

ვერაფერი ვუპასუხე.

გიორგი მალევე წავიდა. დავრჩით მე, კატო და ლევანიკო, სამნი, მამიკოს გარეშე.

ბავშვობაში ღმერთს ვევედრებოდი, ჩემს მეუღლეს არაფერი დაემართოს და ბავშვები ჩემსავით, უმამოდ არ გაიზარდონ, მამის სითბო და ალერსი არ მოაკლდეთ-მეთქი. ვიცოდი, ვერასდროს ვიქნებოდი დედაჩემივით ძლიერი,  ჩემს შვილებს უმამობა რომ არ  ეგრძნოთ.

ერთ  დღეს  ვიღაც ქალი და კაცი გვესტუმრა.

– გამარჯობა, ჩვენ სადაზღვეო კომპანია „ალდაგი ბისიაიდან“ ვართ.

დავიბენი, დაზღვეულები კი ვიყავით, მაგრამ მაინც…

– თქვენი მეუღლე..

– აა, მობრძანდით.

დავითზე ყველაფერი მაინტერესებდა.

– ძალიან ვწუხვართ თქვენი მეუღლის გამო. არაჩვეულებრივი ვაჟკაცი იყო. არც კი ვიცით, როგორ განუგეშოთ! იმის სათქმელად მოვედით, რომ ჩვენი კომპანია გარკვეულ თანხას  გადმოგცემთ  კომპენსაციის სახით, რითაც თქვენი შვილების მომავალი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ, ლევანიკო კარგა ხანს დუმდა, ფანჯარაში იყურებოდა. უცებ მკითხა:

– დეე, ვინ იყვნენ, ფულს  რატომ გვჩუქნიან?

სადაზღვევო კომპანიიდან იყვნენ, თქვენი მამიკოს გმირობის შესახებ გავიგეთ და გვინდა, ფული გადმოგცეთ, ლევანიკო და კატო ჯანმრთელები რომ გაიზარდონო.

– მამიკოს სახელით გვჩუქნიან?

– მამიკოს სახელით!

– დე.. აქამდე  ჯარისკაცობა მინდოდა, მამიკოსავით, ახლა ვიფიქრე, სადაზღვევო კონპანიაში ხომ არ ვიმუშაო იმ ქალივით და კაცივით?  მეც ასე ვაჩუქებ ხოლმე  ხალხს ფულებს. ჰო, დეე?

– ჰო, დეე.

87 Comments leave one →
  1. July 10, 2012 12:33 pm

    არაჩვეულებრივი იყო❤❤

    • July 10, 2012 12:38 pm

      დიდი მადლობა, ჩემო კარგო. გამიხარდა ძალიან.. =*❤

  2. July 10, 2012 1:11 pm

    რა თბილი ხარ მაც ::* სევდიანი მაგრამ ძალიან თბილია

  3. July 10, 2012 1:45 pm

    ძალიან მომეწონაა.. კარგიი იყოო:((( ეეჰ

  4. July 10, 2012 2:02 pm

    მააც,ეს რა მიქენი😦
    დამბურძგლა კითხვისას,ცრემლები წამომივიდა და ათასი რამ,თან მუსიკამაც იმოქმედა..
    ყოჩაღ,იმსახურებ ქინდლს :*

    • July 10, 2012 2:04 pm

      ნიი, ძალიან გამახარე…ნი, შენი კომპლიმენტები ჰომ იცი, ყოველთვის ძააააალიან მოქმედებს ჩემზე… ძალიან მიყვარხარ!❤

      • July 10, 2012 3:04 pm

        მეც ძალიან მიყვარხარ❤
        წარმოგიდგინე ახლა ქინდლით ხელში ^^

        • July 10, 2012 5:58 pm

          ნიიი…. გკოცნი ბევრს, ბევრს, ბევრს!!❤

  5. Nanako Ust permalink
    July 10, 2012 2:13 pm

    უკომენტაროდ!!
    დამთბა… გავითიშე..
    ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად წერ, მაცო!!!
    დამაჟრიალა!

    • July 10, 2012 2:14 pm

      ძალიან დიდი მადლობა, ჩემო უუსაყვარლესო ადამიანო!❤ გკოცნიი!❤

      • Nanako Ust permalink
        July 10, 2012 2:15 pm

        ❤❤❤❤❤❤❤

        • July 10, 2012 2:17 pm

          ნანაკო, ნანაკო.. შენი კომენტარები ჩემს ბლოგზე ერთხელ უნდა გავაბოლდო..❤ :*

          • Nanako Ust permalink
            July 10, 2012 2:20 pm

            გენაცვალე!!! <3<3

          • July 10, 2012 2:21 pm

            ნანაკო, რატომ არ იღებ კონკურსში მონაწილეობასს?

          • Nanako Ust permalink
            July 10, 2012 2:22 pm

            კაი, რა, მეღადავები? რა მინდა მე კონკურსში :))

          • July 10, 2012 2:35 pm

            და რატომ არ გინდა? წერა არ შეგიძლია, თუ კრეატივი გაკლია?

          • Nanako Ust permalink
            July 10, 2012 2:37 pm

            რავიცი, ეგრეც არ ვწერ, რომ ასეთ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა🙂

          • July 10, 2012 6:02 pm

            იცი, სანამ პოსტს დავწერდი, აი, ასე ხუთი წუთით ადრე, რატომღაც ზეურად ვიყავი დარწმუნებული, რომ საშინელება გამომივიდოდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, არც მაინცადამაინც მარაზმი არ არის.. :*

  6. July 10, 2012 8:51 pm

    kindle shenia mac :* ♥

  7. July 11, 2012 6:57 am

    :*

    • July 11, 2012 7:53 am

      Gviriliko, dzaalian miyvarxar da menatreba shentan saubari..<3

  8. July 11, 2012 9:30 am

    წარმატებები მაცო :*:*

  9. July 11, 2012 9:42 am

    რომ არ მოიგო, მეწყინება

    • July 11, 2012 10:02 am

      იბი, ძააალიან დიდი მადლობა.. გამახარე ძააალიან, ძაააალიან, ძააალიან. გკოცნი ბევრს!!!❤

  10. July 11, 2012 10:29 am

    მოკლე, არაჩვეულებრივი და სევდიანი პოსტია. რაც მთავარია ძალიან კარგი

    • July 11, 2012 2:00 pm

      გრიო, უღმესი მადლობა! : )))

  11. July 11, 2012 9:14 pm

    არაჩვეულებრივი იყო,საოცარი.. ^^ წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ,რომ გაიმარჯვებ! ♥♥♥ :*

    • July 12, 2012 6:32 am

      ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო.. ძალიან გამახარე!❤ :*

  12. July 13, 2012 8:59 am

    დამბურძგლა..

    • July 13, 2012 4:49 pm

      ძააალიან სასიამოვნოა, როდესაც ხვდები, რომ პოსტმა თავისი მისია 50%-ით შეასრულა. რადგანაც გულებიან ანნას ჟრუანტელი მოჰგვარა, მაშ ბედნიერი ვარ!🙂 მიხარია, რომ ისევ ანათებს შენი გულები ჩემს ბლოგზე.❤

      • July 14, 2012 10:56 am

        მთავარია 100%-ით შეასრულოს და გაიმარჯვო,წარმატებები!

        • July 16, 2012 9:21 am

          დიდი მადლობა, გულებიანო ანნა!

  13. TtiiiNniii permalink
    July 13, 2012 9:35 am

    ra Tbili da amave dros sevdiani iyo, gulii gamitba da seevda momawvaa, Me sheenit vamayooob ❤

    • July 13, 2012 4:49 pm

      ჩეეემო ლამაზუნა, ძააალიან მიხარია, რომ მოგეწონა და უფრო მეტად მიხარია, რომ ამაყობ.. მიყვარხააარ!❤

  14. Nata Akhaladze permalink
    July 13, 2012 5:15 pm

    yochag maco ! dzalian kargia ! giwinaswarmetyveleb did samwerlo asparezss! shen es gamogiva .

    • July 13, 2012 5:17 pm

      დიდი, დიდი მადლობა. ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი სიტყვები ჩემთვის. ახლა დედა იცინის, რამ გაგმართა ასე ამაყად წელშიო. = D მიყვარხართ ძალიან!❤

  15. July 14, 2012 10:34 am

    არაჩვეულებრვიი პოსტი იყო ♥ ცრემლები წამომივიდა ♥

    • July 15, 2012 4:47 pm

      ძალიან დიდი მადლობა! გაიხარე. :*

  16. July 14, 2012 4:55 pm

    მაც შეუდარებელო იყო .. ყოჩააააააააააღ …გისურვებ წარმატებებსსსსსსსსს

    • July 15, 2012 4:46 pm

      დიდი, დიდი მადლობაააა… :*❤ გკოცნი ბევრს. :*

      • July 15, 2012 5:09 pm

        ❤❤ იცი პირველად რო შემოვედი შენ ბლოგზე პოსტი რომელიც წავიკითხე ძაან მომეწონა და ერთ ერთ კომენტარს მოვკარი თვალი სადაც ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვები ეწერა რომ გამიკვირდა მეთქი რატომ გიჟდებიან ასე , თითქმის ყველა ბლოგერი ხომ ძაან კარგად წერს თქო მაგრამ შენი პასუხები რომ წავიკითხე მეც ვიგრძენი რო რაღაც სულ სხვანაირი იყავი და იმის მერე არ არსებობს დღე რო შენს ბლოგზე არ შემოვიდე…. და ამ დროის განმავლობაში მეც სხვებივით ძაან შემიყვარდი პროტონებით გაჟღენთილოოოოო❤❤❤ ვაი რამხელა კომენტარი გამომივიდა

        • July 15, 2012 6:13 pm

          მარიამ, ამატირე!
          ისედაც ტირილის ხასიათზე ვიყავი და ახლა ეს რომ წავიკითხე.. გული ამომიჯდა!
          ალბათ, ვერ წარმოიდგენ რამხელა რამეს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის.
          მე კი გპირდები, ყოველდღე იმისათვის შემოვალ ბლოგზე, რომ პირველი ეს კომენტარი წავიკითხო და ის სითბო და სიყვარული ვიგრძნო, რომელიც შენ დაატრიალე!
          დიდი მადლობა, უღრმესი!❤

  17. August 1, 2012 6:30 pm

    ყველაზე მეტად მომეწონა ^^

    • August 2, 2012 3:11 pm

      დიდი მადლობა. ძაააალიან გამახარე!❤

  18. August 4, 2012 1:44 pm

    sheidzleba ar daijero magram martla vitire,sul jruanteli mivdlida,
    chemi dzmac omshi iyo da am yvelapers dzalian mdzprad ganvicdi.
    axla orive dzma jarshia,erti axlaxan chamovida avganetidan erti kdeiv exla midis…
    ase temedze rom vkitxulob postebs sul metireba,albat rame cudi rom moxdes tavsac ar vicocxleb..
    dzalian karagd wer❤
    ukve shemiyvardi❤

    • August 6, 2012 8:21 am

      თამო, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩემს თვალწინაც იტირა რამდენიმე ადამიანმა.
      იცი, თამო, პოსტის წერა რომ დავამთავრე და გამოქვეყნების დროც მოვიდა, შემეშინდა. ძალიან რთული და ფაქიზი თემაა ომიანობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელნიც იბრძოდნენ, ან რომელთა ნათესავებიც ფრონტზე იყვნენ.
      პოსტის გამოქვეყნებამდე, მეგობარს გადავუგზავნე, წაიკითხე-მეთქი, 2008 წელს მამამისი ომში იყო. როდესაც მითხრა, კარგია, ზედმეტი არაფერია ნამდვილადო, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა და მაშინვე Publish-ს მივაწკლიპურტე. თითქოს დამშვიდებული მაინც ვგრძნობდი როგორ გაუდიოდა გულს ბაგა-ბუგი. ჩემდა გასაკვირად, სწორედ იმ ადამიანმა შეაფასა ჩემი პოსტი, როგორც ნიჭიერის გამარჯვებული ნონას ნახატების ბეჭდური ვარიანტი, რომლისგანაც დიდ შექებას ველოდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, ბოლოს ისიც კი მოაყოლა, იცი, როგორი პოსტია? გამარჯვება რომ გინდა და გულსაკლავ თემას ირჩევო. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ აი, ნონას ბეჭდურმა ვარიანტმა მაფიქრებინა, პოსტი ჰომ არ მომეხსნა კონკურსიდან, თუმცა ორდღიანი ფიქრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა ჩემი კეთილმოსურნე არ არის. ამიტომაც პოსტი ისე დავტოვე, როგორც არის.
      დიდი მადლობა კომენტარისთვის. ყველაზე კარგად შენ იგრძნობდი პოსტსში რამე ზედმეტი რომ ყოფილიყო, რადგან ეს ტკივილები, განცდები და ნერვიულობა საკუთარ თავზე გაქვს გადატანილი. გკოცნი ძალიან ბევრს!

      • August 8, 2012 12:48 pm

        არავითარ შემთხვევაში არ წაშალო პოსტი სხვისი სურვილისამებრ.
        ეს შენი ბლოგია,შენი…
        რა თემას აირჩევ შენი გადასაწყვეტია,შენ შენი მკითხველი გყავს და მოღცა.
        ამ ქვეყნად ყველას მოსაწონს ვერაფერს გააკეთებ..
        ინდივიდუალურობა და დამოუკიდებლობა ამ საქმეში არ უნდა დაკარგო.
        რას ქვია ამ ტემის სპეციალურად არჩევა..
        შენ ძალიან საპასუხისმგებლო თემას მოკიდე ხელი და..ეს ყველაფერი მშვენივრად გამოგივიდა..
        ყველას გვინდა “ჰეფი ენდები”პოსტის,კინოს თუ წიგნის ბოლოს მაგრამ ცხოვრებაში სხვაგვარად ხდება ხოლმე…
        ეს იყო პოსტი რეალობასტან ყველაზე ახლოს,რომელიც მთლიანად გავისისხლხორჩე და შევიგრძენი..
        წარმეტებები.
        მეც გკოცნი ბევრს❤

        • August 10, 2012 7:32 am

          თამო, ძალიან დიდი მადლობა პოსტი რომ მოგეწონა და კომპლიმენტის თქმა არ დაგეზარა!
          მიხარია, რომ ჩემი გესმის და “მამხნევებ”. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი დიდი, ლამაზი და თბილი კომენტარები.
          იცი, თავიდან პოსტის წერა რომ დავიწყე, მინდოდა, დაახლოებით მეხუთე საუკუნეში განვითარებული სიტუაცია აღმეწერა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ არც მთლად იმდენი ზოგადი განათლება მქონდა და ცოდნა იმ დროზე, როგორც ზეურ მწერლებს, რომელნიც ფანტასტიურად წერენ ომიანობაზე.
          გაიხარე, ჩემო კარგო!

  19. August 6, 2012 12:17 am

    ძაალიან მომეწონა., ცრემლებიც კი გადმომცვივდა.

    • August 6, 2012 8:23 am

      ფაიფურის ანგელოზო, დიდი, დიდი მადლობა. მიხარია შენი ჩემს ბლოგზე გამოჩენა. :*

  20. August 11, 2012 6:27 am

    კიდევ ერთხელ წავიკითხე და საოცრებააა❤ თან ეს მუსიკაც ძალიან მოუხდაა ♥

    • August 11, 2012 6:31 am

      ანჩო, დიდი დიდი მადლობა!❤

  21. ikkkkkk permalink
    August 11, 2012 7:28 pm

    ნუუუ არ ვიიციიი რაა❤ ესეიგი აქ გოგოეების 99% ატირდა. მინდა მოგილოცო შენ ბიჭიც აატირეე😦 ნუუ საოცრებაა ჩემთან ახლოს რომ იყო ჩემ ქინდლს გაჩუქებდიი აიი მართლააა ყოოჩაღ შეენ რაა :* ნუ აი რა შეუძლია ერთ პოსტს აი შენში აღმოვაჩინე ისეთი „რაღაცა“ რაც მე მაქვს … აქამდე სხვათაშორის მეგონა მარტო მე მქონდა! აუცილებლად გაიმარჯვებ! დღეიდან ჩემი ტყუპისცალი იქნეებიიი :*❤

    • August 13, 2012 7:15 am

      იმდენად ავჟიტირდი, ვეღარ მოვითმინე და თქვენი კომენტარი Facebook-ზე დავაშეარე, გვერდით მყოფ ბიცოლას წავაკითხე და ამ ყველადრის შემდეგ, ათჯერ სიტყვა-სიტყვით შევისწავლე თავიდან.
      უზომოდ დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! აქაც გავიმეორებ და გეტყვით, რომ თქვენი კომენტარისთვის ნამდვილად ღირდა ამ პოსტის დაწერა. უზომოდ დიდი მადლობა! საოცრად გახარებული და ბედნიერი გწერთ ახლა! გაიხარეთ!❤ :*

      • ikkkkkk permalink
        August 13, 2012 9:06 am

        მადლობა მარი, რომ ასე გაგამხნევა ჩემმა კომენტარმა :)))) მეც გამამხნევა შენმა პოსტმა და ხელებმა სულ თავისით დაწერე :))) მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ :))) კიდევ ერთი „თქვენობით“ ნუ მომმართავ !😀 რამდენის ვარ რო იცოდე მოკვდები სიცილით :დ

        • August 13, 2012 9:32 am

          გაიხარე! არ მოვკვდები სიცილით. მთლად 2 წლის რომ იყო, არც მაშინ მექნება განსხვავებული ემოცია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ზე-კომენტარებისთვის!❤

  22. August 13, 2012 8:44 am

    posti xo ze postia,mere komentarebi da mokled arvici ra guli gamitba:* kai gogo xar ,dzaan magrad wer da ase gaagrdzele:*

    • August 13, 2012 9:30 am

      დიდი მადლობა! გაიხარე, ჩემო კარგო. ) :*

  23. August 13, 2012 9:25 am

    ძალიან მაგარი პოსტია და მართლა ძალიან მომეწონა. შენს ბლოგზე ერთი პოსტი წავიკითხე და მას შემდეგ ვეღარ ვწყდები :** ძალიან, ძალიან მაგარი ხარ

    • August 13, 2012 9:31 am

      დიდი მადლობა, მარიამ! ძალიან მიხარია, საჯღაპნელს თუ ვერ წყდები. ძალიან მსიამოვნებს თქვენი კომპლიმენტები, ძალიან!

  24. qettto permalink
    August 14, 2012 5:47 am

    meamayebi bachikooo❤

  25. buta permalink
    August 14, 2012 1:56 pm

    ეს რეალური ამბავია??? თუ რაიმე მისიით დაწერილი?

    • August 15, 2012 6:12 am

      სადაზღვევო კომპანია ატარებს ბლოგერების კონკურსს და იქ ვიღებ მონაწილეობას, ანუ საკონკურსო პოსტია.

  26. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    August 24, 2012 6:19 pm

    ამ სიცხეშიც კი დამბურძგლა და ჩემი კლავიატურა პირველად სამი თვის მანძილზე დაიფარა ცრემლებით..

    • August 26, 2012 9:26 am

      ანაანო, ძალიან მიხარია, რომ პოსტმა გაამართლა!
      გკოცნი! :*

  27. September 3, 2012 6:07 pm

    ვაი მეეე მაცაცუუნ (ეს ახლა გამოვიგონე:დ) ამ პოსტზე ვინ რა თქვაა ერთი ზედმეტიი, სად დაინახეს აქ რამით მანიპულირება?? ჰმ რას არ გაიგებს ადამიანი რაა :*:*

    • September 4, 2012 6:57 am

      რა საყვარელი ხარ, ძააააალიან! გკოცნი უზომოდ ბევრს.. ძალიან გამიხარდა შენი საყვარელი ავატარის ჩემს ბლოგზე დაფიქსირება. :*

  28. September 4, 2012 9:19 am

    მშვენიერია, მე მომწონს

    • September 4, 2012 5:53 pm

      მიხარია, მიხარია.. დიდი მადლობა! :*

  29. September 10, 2012 5:31 pm

    ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად წერ!

    • September 10, 2012 7:31 pm

      უღრმესი მადლობა, ქეთი! გამახარა თქვენმა კოპლიმენტმა.

  30. sofojaniashvili10 permalink
    September 11, 2012 6:54 am

    დამბურძგლა, რა კარგი პოსტია, არ მიკვირს ამდენი ადამიანი რომ აატირა❤
    წარმატებები!

    • September 12, 2012 1:22 pm

      დიდი მადლობა, სოფო. გამახარა შენმა კომენტარმა. სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე!

      • sofojaniashvili10 permalink
        September 12, 2012 1:39 pm

        ჩემთვის გაიმარჯვე❤

        • September 12, 2012 4:28 pm

          რა საყვარელი ხარ, სოფო! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!❤

  31. November 11, 2012 10:41 am

    ძალიან კარგი იყო. დამბურძგლაა ^_^ ზოგჯერ დამარცხებას უფრო დიდი წარმატება მოაქვს ..

    • November 11, 2012 3:24 pm

      გაიხარე, დეა, დიდი მადლობა! :*

Trackbacks

  1. მე, ბლოგერების კონკურსი და მარცხი | საჯღაპნელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: