Skip to content

ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი – ახალი ამბების დასტა

July 25, 2012

გამარჯობა!

როგორ ხართ? როგორ გრძნობთ ამ სიცხეში თავს? უძლებთ ჩემსავით თბილისის ტვინისამატკიებელ და შემაწუხებელ სიცხეს, არა? რა ხდება თქვენთან პროტონებით გაჟღენთილი? 

იმისდა მიუხედავად, რომ ცივ წყალს ხშირად ვსვამ, მაინც სულ მცხელა და დღეებს ვითვლი, როდის მოვშორდები ამ სიცხე-პაპანაქებას. 

ახალი ამბები დამიგროვდა, არ ვიცი, რამდენად საინტერესო, მაგრამ სასიამოვნო და კარგი ნამდვილად. ჰომდა,

როგორც წინის წინა პოსტში გითხარით, სკოლის დირექტორმა ჩემს კლასს საჩუქარი გაუკეთა – ერთდღიანი ექსკურსია ნებისმიერი მარშრუტით. ისევ მეგი დამრიგებლის დახმარებით არჩევანი რკონსა და  ქვათახევზე შევაჩერეთ. ჩემი სოფელი ძალიან ჰგავს რკონს, თუმცა ეს უკანასკნელი ისეთი მწვანე, სუფთა, აღსაფრთოვანებელი და ლამაზი მაინც ვერასდროს იქნება, როგორიც ქვაბისხევია. მშვენიერი დრო გავატარეთ. ბევრი ვიცინეთ, ვისულელეთ, მოვილხინეთ. მართალია რკონში წვიმამ მოგვისწრო და ძალიან დაგვასველა, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ხიბლი – სხვა ტალღაზე გადავერთეთ გალუმპული ბავშვები. ნამდვილად ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი სახლში!

5 ივლისს,  ანიკოს, კლასელი გოგოები ვესტუმრეთ რუსთავში. ნამდვილად არ მეგონა, ოდესმე, ასეთი ჭრელი, ლამაზი და ნათელი თუ გახდებოდა რუსთავი. ბავშვობიდან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ჩემს ბიძაშვილებთან, მაგრამ ასეთი კარგი არასდროს ყოგილა. ძალიან კარგად გავერთეთ. მხოლოდ გოგოები, ბევრი ჭორაობა, სიცილი და თამაშები. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ყველა, მაგრამ ფაქტია, “რვაეული” შედგა. ანიკოს და გავიცანით, თამარი. ძალიან საყვარელი გოგონა წყალში მხტომი აღმოჩნდა, თან უბრალოდ მხტომი კი არა, “ჩემპიონურად მხტომი”. უამრავი ოქროსა და ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, რომელი ქვეყნის ჩემპიონი არ არის, თქვენ ეს იკითხეთ.  არც ჩემი კლასელი, ანიკო ჩამოუვარდება. ხელ-ფეხ შეკრულმა თბილისის ზღვა გადაცურა, მაშ! მინდა გახაროთ – მე როლიკებზე კატაობა ვისწავლე! უჰ, როგორი ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. 

მართალია, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი ნიჭიერიების გამო მალევე ავუღე ალღო და ჰაიდაა, სულ სრიალ-სრიალით შემოვიარე რუსთავის ლამაზი ქუჩები. იამაყეთ, ერთხელაც არ დავცემულვარ! 

 15 ივლისს კლასელები შევიკრიბეთ. ჯერ “თბილისი ცენტრალში” არსებული ბოულინგით დავიტკბეთ გულები, შემდეგ კი ბილიარდი ვითამაშეთ. რა მაგარი იყო!  პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ზედა არა სასმლით, ანდაც პიცით დავისვარე, არამედ ბილიარდის თამაშის დროს, სრულიად შემთხვევით მივხატ-მოვხატე ცარცით. კი ვცადე მოშორება, მაგრამ… აქ უკვე კლუბურ-რესტორან “Click”-ში ვართ. საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო, მშვენივრად გავერთეთ. ბევრიც ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. რამდენიმეჯერ ზედმეტად უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდით მე და ჩემი ტურფა – ბაჭიკო, თუმცა ამ ყველაფერს ასე საჯაროდ ვერ მოვყვები(რომ ვიხსენებ, საკუთარ თავთან მრცხვენია ხოლმე). ამ დღეს სალომე გავიცანი, მანჩოს დეიდაშვილი. ყურადღებიანი გოგოა. ოდნავი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მაცო-მაცოს ძახილში იყო, საყვარელი!❤ ასეთი ფანტასტიური დრო არსად გამიტარებია!

ესეც ასე,  ამ პოსტში ახალი ამბების ნახევარი ჩავატიე. ბევრად საინტერესო შემდეგ პოსტებში იქნება. წინის წინა პოსტის შემდეგ, ერთი თვე და ორი დღე გავიდა, ამ დროის განმავლობაში ვარჯიში დავიწყე. რომ გითხრათ, შედეგი უკვე სახეზეა-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა წელის გარშემო სამი სანტიმეტრი მოვიშორე, რამდენიმე კილოგრამიც მექნება მოკლებული. არა, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ვარჯიშით, შეძლებისდაგვარად სწორი კვებითაც არის განპირობებული – რაციონიდან ცომეულის ამოღებასა და 7 საათის მერე უჭმელობას ვცდილობ. რამდენად გამომივდა, ამ ყველაფერს სულ მალე გაიგებთ, შედეგი ჰომ სახეზე იქნება.

14 Comments leave one →
  1. July 25, 2012 2:01 pm

    ვვამაყობ შენით!😀
    მე გუშინ ჩამოვედი ბანაკიდან (ბაკურიანიდან) და ცუდად ვარ, ვერ ვძლებ აქ..

    • July 25, 2012 2:03 pm

      მიხარია!
      როგორი დრო გააატრეე ბანაკში? კმაყოფილი ხარ?

      • July 25, 2012 2:07 pm

        კმაყოფილი რო არ ვიყო სულ ბაკურიანზე ვიფიქრებდი?!

  2. July 26, 2012 9:36 am

    გართობა კარგიაა : ))

    • July 26, 2012 4:53 pm

      ძალიან, ძალიან კარგია კართობა!❤

  3. Nanako Ust permalink
    July 26, 2012 10:32 am

    მაციკო..❤ მაციკოო..❤ მომენატრე!
    მიხარიხარ, ძალიან!
    და ისიც მიხარია, რომ ამ დროის განმავლობაში, ასეთი კარგი დრო ატარე❤

    • July 26, 2012 4:54 pm

      ნანაკო, ძალიან მიყვარხარ! გაიხარე. :*

  4. July 26, 2012 10:47 am

    ra sayvarelii xar, mshvenieriaa gartoba, mec mshvenivrad vatareb zapxuls da arc sicxlee mawuxebs suramshii:)):D

    • July 26, 2012 4:54 pm

      დიდი მადლობა, სალი. გართობას რა სჯობს. )) =*

  5. August 4, 2012 1:40 pm

    mshvenieria chem rustavshi yopilxar :))
    mixaria rom mogewona aqauroba :))
    tu kidev chamoxval iqneb gavicnot ertmaneti❤

    • August 6, 2012 8:08 am

      კი, თამო, ნამდვილად ძალიან მომეწონა შენი რუსთავი. გალამაზეული და გამშვენიერებული დამხვდა!❤ აუცილებლად. :*

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    August 24, 2012 6:15 pm

    ბოლო აბზაცს მეც ვაპირებ ) გამიხარდა შენი პოსტი :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: