Skip to content

მე, ბლოგერების კონკურსი და მარცხი

September 3, 2012

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი-სი-აიმ ბლოგერების კონკურსი ჩაატარა, თემა დაზღვევა იყო. პირველად მივიღე ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობა. მოკლედ, ვერ გავიმარჯვე. არა, გული ძალიან არ მწყდება.

ჩემდა გასაკვირად, ისეთმა ადამიანებმა მისცეს ჩემს საკონკურსო პოსტს “საშინელი” შეფასება, რომელთაგანაც ქება-დიდებას ველოდი, თუმცა ვერც ამაში ვხედავ დიდ პრობლემას. აბსოლუტურად ყველა ვერ იქნება ჩემი შემოქმედების გულშემატკივარი და მომწონებელი.

არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, რომ არა ფრაზები, რომელიც ორმაგი დაზღვევის შეფასებისას გაჟღერდა. ზოგმა არ შეიძლება ასეთი თემებით მანიპულირებაო, ზოგმა ნამდვილი არ არისო, ერთმა კი ჩემი პოსტი, როგორც ნიჭიერის გამარჯვებული ნონას ნახატების ბეჭდური ვარიანტი, ისე მონათლდა. რამდენიმე შეფასეფაზე ძალიან დამწყდა გული, კონკურსიდან პოსტის მოხსნაც დავაპირე, თუმცა… საოცრად თბილი და გულისამაჩუყებელი კომენტარი დამიტოვა მრავალმა ადამიანმა საკონკურსო პოსტზე.

საოცარი სიყვარული ვიგრძენი ამ ადამიანებისგან. სითბოთი და პროტონების რაოდენობით არცერთი კომენტარი არ ჩამოუვარდება ერთმანეთს. ახლა რომ ვკითხულობ, ისევ ჟრუანტელი მივლის. ანდაც როგორ გინდა, რომ მშვიდად წაიკითხო თამო ჯელიას შეფასება:

“შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ მართლა ვიტირე, სულ ჟრუანტელი მივლიდა,ჩემი ძმაც ომში იყო და ამ ყველაფერს ძალიან მძაფრად განვიცდი.
ახლა ორივე ძმა ჯარშია, ერთი ახლახან ჩამოვიდა ავღანეთიდან, ერთი კიდევ ეხლა მიდის..
ასეთ თემებზე რომ ვკითხულობ პოსტებს სულ მეტირება, ალბათ რამე ცუდი რომ მოხდეს, თავსაც არ ვიცოცხლებ..
ძალიან კარგად წერ❤
უკვე შემიყვარდი <3″

ვერ მოვითმინე და თამოს პასუხად ის მივწერე, რაც კარგა ხანი მაწუხებდა:

თამო, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩემს თვალწინაც იტირა რამდენიმე ადამიანმა.
იცი, თამო, პოსტის წერა რომ დავამთავრე და გამოქვეყნების დროც მოვიდა, შემეშინდა. ძალიან რთული და ფაქიზი თემაა ომიანობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელნიც იბრძოდნენ, ან რომელთა ნათესავებიც ფრონტზე იყვნენ.
პოსტის გამოქვეყნებამდე, მეგობარს გადავუგზავნე, წაიკითხე-მეთქი, 2008 წელს მამამისი ომში იყო. როდესაც მითხრა, კარგია, ზედმეტი არაფერია ნამდვილადო, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა და მაშინვე Publish-ს მივაწკლიპურტე. თითქოს დამშვიდებული მაინც ვგრძნობდი როგორ გაუდიოდა გულს ბაგა-ბუგი. ჩემდა გასაკვირად, სწორედ იმ ადამიანმა შეაფასა ჩემი პოსტი, როგორც ნიჭიერის გამარჯვებული ნონას ნახატების ბეჭდური ვარიანტი, რომლისგანაც დიდ შექებას ველოდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, ბოლოს ისიც კი მოაყოლა, იცი, როგორი პოსტია? გამარჯვება რომ გინდა და გულსაკლავ თემას ირჩევო. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ აი, ნონას ბეჭდურმა ვარიანტმა მაფიქრებინა, პოსტი ჰომ არ მომეხსნა კონკურსიდან, თუმცა ორდღიანი ფიქრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა ჩემი კეთილმოსურნე არ არის. ამიტომაც პოსტი ისე დავტოვე, როგორც არის.
დიდი მადლობა კომენტარისთვის. ყველაზე კარგად შენ იგრძნობდი პოსტში რამე ზედმეტი რომ ყოფილიყო, რადგან ეს ტკივილები, განცდები და ნერვიულობა საკუთარ თავზე გაქვს გადატანილი. გკოცნი ძალიან ბევრს!

არ გასულა რამდენიმე კვირა, იკა მიტოვებს საოცარ კომენტარს, ისეთს რომ ვერ მოითმენ ადამიანი და ფეისბუქზე დააშეარებ სასწრაფო წესით:

ნუუუ არ ვიიციიი რაა❤ ესეიგი აქ გოგოეების 99% ატირდა. მინდა მოგილოცო შენ ბიჭიც აატირეე. ნუუ საოცრებაა ჩემთან ახლოს რომ იყო ჩემ ქინდლს გაჩუქებდიი აიი მართლააა ყოოჩაღ შეენ რაა :* ნუ აი რა შეუძლია ერთ პოსტს აი შენში აღმოვაჩინე ისეთი „რაღაცა“ რაც მე მაქვს … აქამდე სხვათაშორის მეგონა მარტო მე მქონდა! აუცილებლად გაიმარჯვებ! დღეიდან ჩემი ტყუპისცალი იქნეებიიი :*❤

უთბილესი შეფასება მოვისმინე ამ ადამიანებისგან, თუმცა მარიამის კომენტარმა ამატირა, ისედაც ტირილის ხასიათზე მყოფი. ვიჯექი და კარგა ხანი ვკითხულობდი თავიდან და თავიდან და თავიდან:

❤❤ იცი პირველად რო შემოვედი შენ ბლოგზე პოსტი რომელიც წავიკითხე ძაან მომეწონა და ერთ ერთ კომენტარს მოვკარი თვალი სადაც ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვები ეწერა რომ გამიკვირდა მეთქი რატომ გიჟდებიან ასე , თითქმის ყველა ბლოგერი ხომ ძაან კარგად წერს თქო მაგრამ შენი პასუხები რომ წავიკითხე მეც ვიგრძენი რო რაღაც სულ სხვანაირი იყავი და იმის მერე არ არსებობს დღე რო შენს ბლოგზე არ შემოვიდე…. და ამ დროის განმავლობაში მეც სხვებივით ძაან შემიყვარდი პროტონებით გაჟღენთილოოოოო❤❤❤ ვაი რამხელა კომენტარი გამომივიდა

აი, რატომაც არ მწყდება ძალიან გული, კონკურსში რომ ვერ გავიმარჯვე. იცით, 26 აგვისტოდან მოყოლებული, ყველაფერს ბევრად უფრო მარტივად ვუყურებ, არა, ბევრად არა.. საოცრად მარტივად!

გადახედეთ ორმაგი დაზღვევის კომენტარებს და ჩემი ბედნიერება გაიზიარეთ!

ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!

და ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა, ძალიან დაგვწყდა გული კონკურსში რომ ვერ გაიმარჯვე, პრიზი ნამდვილად შენ გეკუთვნოდაო. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა, არ ვიცი!

44 Comments leave one →
  1. Nanako Ust permalink
    September 3, 2012 4:53 pm

    აი, არ ვიცი! არ ვიცი! შენ ხარ ძაალიან, ძალიან, ძალიან კარგი! ახლაც წავიკითხე ის პოსტი და მაშინდელივით, გავითიშე! შენ იმსახურებდი, რომ მოგეგო ის კონკურსი, მაგრამ მთავარია, რომ იმ ადამიანებს არ მიაქციო ყურედღება, რომლებსაც უბრალოდ არ “ევასები”! მაც, შენ ხარ ძალიან ძალიან ძალიან კარგი და არ ვიცი, სიტყვებით აუღწერელი ადამიანი! შენ ხარ ძალიან კარგი, უბრალოდ იმითაც კი, რომ წერ ასე კარგად! პირველივე დღიდან, რაც შენ ბლოგზე შემოვედი, მე ვივსები აი, ძალიან ძალიან დადებითი ემოციებით ყოველი შენი პოსტის წაკითხვის დროს! მიყვარხარ და გკოცნი, ძალიან, ძალიან ბევრს !!! :* :* :*

    • September 4, 2012 7:05 am

      ნანაკო, როგორც ყოველთვის, საოცრად თბილი, ტკბილი და გემრიელად საყვარელი ხარ! სად გეტევა მაგ პატარა გულში ამდენი სითბო, ოდესმე ამიხსნი ამას? აგერ უკვე მეორე დღეა ვკითხულობ შენს კომენტარს, ყოველ რვა წუთში ერთხელ. ეს რა მიქენი… ლამის შენი კომენტარი საარსებო წყაროდ გადამექცა. :* ვაიმე, რა საყვარელი ხარ.. უზომოდ, უდოზოდ..:*<3
      აბა მე მკითხე შენი ბლოგითა და კომენტარებით როგორ ვივსები… ვამაყობ ნანაკოთი! ძალიან გაფასებ, ძალიან მიყვარხარ! დიდი სიამოვნებით ჩაგიკრავდი ახლა გულში და ბევრს გაკოცებდი მაგ ლამაზ ლოყებზე!❤ :*
      დიდი მადლობა შენ გულშემატკივრობისთვის!❤ :*

      • Nanako Ust permalink
        September 4, 2012 8:25 am

        არაფრის, ჩემო საყვარელო❤ !! ძალიან მიყვარხარ და ასევე – ძალიან გაფასებ! :**

        • September 4, 2012 8:31 am

          მმმ.. ჩემი ნანაკო<3

          • Nanako Ust permalink
            September 4, 2012 3:16 pm

            ჩემი მაცო❤❤

          • September 4, 2012 5:49 pm

            მმმ.. ნანაკო<3

  2. September 3, 2012 5:03 pm

    ოხ მახო მახო, ეხლა გაიგო და მიხვდი იმსა რომ ყველა შენი კეთილმოსურნე არ არის?? რამდენი ბოღმიანი და შურიანი თვალებიით დააბოტებს!!😐 მარტო შენ არ ხარ მასე😉

    • September 4, 2012 7:00 am

      მახო და ის კიდე.. გაიხარე, კახი.. :*❤

      • September 4, 2012 7:25 am

        უიიი😀 :დდ❤ არაფრიის :დ

        • September 4, 2012 7:27 am

          გაიხარეზე არაფრის ეუბნებიან ხოლმე, კახი? :დ
          დაბნეული მეჩვენები რაღაც. :*

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    September 3, 2012 6:45 pm

    სწორად მოიქეცი პოსტი რომ არ მოხსენი )) რამდენი შენი მოწინააღმდეგე გამოჩნდება,სულ რომ დანებდე,ასე ხომ ვერაფერს მიაღწევ? ამიტომ მიყვარხარ და გაფასებ ძალიან,რომ არასდროს იხევ უკან და იბრძვი❤ მააც,შენ ადამიანი ხარ❤ მგრძნობიარე,საყვარელი და თბილი❤ ადამიანობა კი ადვილი სულაც არაა )) ,,იყო ადამიანი-ნიშნავს იყო მებრძოლი'' :* არასდროს დანებდე და გახსოვდეს,რომ სულ მცირე,ერთი ადამიანი მუდამ შენს გვერდით ვარ :*❤

    • September 4, 2012 6:59 am

      ანანო, ზე ხარ, ზე.. ძალიან მიყვარხარ! შემთხვევა არ მახსოვს, ცუდად ყოფნისას არ მოსულიყავი და უამარავი თბილი და ზეური სტყვა თუ ფრაზა არ გეთქვას. გაფასებ, ჩემო საყვარელო ადამიანო! მიხარია, რომ შენი სახით ასეთი კარგი მეგობარი მყავს. :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        September 4, 2012 7:04 am

        მეც როგორ ძალიან მიყვარხარ ხომ არ იცი❤

        • September 4, 2012 7:06 am

          აუჰ, ვინ გითხრა რომ არ ვიცი.. ვიცი, თან ძალიანაც კარგად! :*❤

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            September 4, 2012 7:08 am

            ჰოდა მაგას რა ჯ ობია😀❤❤ :*:*:*

          • September 4, 2012 7:09 am

            იეს.. :პ❤ :*

  4. September 3, 2012 7:56 pm

    არა უშავს.. ცხოვრება წინაა

    • September 4, 2012 6:59 am

      კევანა, სრულიად გეთანხმები. მადლობა კომენტარისთვის. :*

  5. commercial idiot permalink
    September 4, 2012 7:41 am

    მართლა, ვინ გაიმარჯვა მაგ კონკურსში?

    • September 4, 2012 7:45 am

      სოფო გოგიტაძემ.

      • commercial idiot permalink
        September 4, 2012 7:46 am

        არაუშავს, მთავარია მონაწილეობა . თან დიდი არაფერი იყო ეგ ქინდლი ;დ🙂

  6. September 4, 2012 9:17 am

    მარცხისგან ღმერთმა დაგიფაროს, ეს არაფერია:)

    • September 4, 2012 5:52 pm

      გეთანხმები. მმ, გაიხარე! ))

  7. September 4, 2012 9:52 am

    გული არ გაიტეხო, ყველაფერი წინაა )) მაინტერესებს, ამ კონკურსების შესახებ ინფორმაციას საიდან იღებთ? ანუ, რამე ბლოგი არსებობს? ))

    • September 4, 2012 3:45 pm

      ფეისბუქიდან🙂

      • September 5, 2012 8:48 am

        უფრო კონკრეტულად, რომ მითხრა?😀 ლინკი რომ დადო არ შეგიძლია? )) ნუ თუ მეგობარმა არ გითხრა ფეისბუქში რა თქმა უნდა😀

        • September 5, 2012 9:00 am

          მე აღარ ვარ ფეისბუქზე.🙂
          ისეკი ალდაგმა თავის ფეიჯზე გამოაცხადა ეგ კონკურსი.
          და ერთი 10 ჯგუფი მაინც იყო ქართველი ბლოგერების ფეისბუქზე. მაგ ჯგუფებშიც შეარდება ნიუსები. თუ ხარ ფეისბუქზე – დაალაიქე ქართული კომპანიების გვერდები და ერთი-ორ ჯგუფშიც გაერთიანდი და ეგაა.🙂

          • September 5, 2012 9:33 am

            wow😀 ასეთი რა გადაგხდა ფბ რომ გააუქმე😀 კაი, მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის ^^

    • September 4, 2012 5:48 pm

      ძირითადად ბლოგერების ჯგუფებში შეარდება ხოლმე.

  8. September 4, 2012 3:44 pm

    როგორც ერთმა ძველმა ბლოგერმა თქვა, რაც არ გვკლავს, უფრო გვაძლიერებსო…

    მაშ გაიცა ქინდლი ალდაგიდან?🙂 ვიღაცა მაგრად გაიხარებდა.

    • September 4, 2012 5:51 pm

      კი, სოფო გოგიტაძემ გაიხარა ძალიან.

      • September 4, 2012 6:34 pm

        ჰოოო… კაი საჩუქარია🙂 არ ვიცოდე მაინც რაა.
        მაგრამ 6 სექტემბერს 2 ახალი მოდელი გამოდის ასე რომ ყველაფერი წინაა🙂

        • September 4, 2012 6:38 pm

          უჰ, მშვენიერი. ცოტაც მოეცადათ ალდაგის წარმომადგენლებს, რა იქნებოდა..

  9. September 14, 2012 7:28 pm

    მაცო,მაცო ,მაციკოო❤
    როგორ მიყვარხარ!

    • September 15, 2012 6:56 am

      მარიამ, მეც მიყვარხარ!<3333333

  10. September 15, 2012 4:48 pm

    არაფერია მაც !!! ჩვენ თვალში ხომ იცი რომ მაინც შენ ხარ გამარჯვებული .
    ძაან მიყვარხარ❤❤

    • September 15, 2012 5:51 pm

      დიდი მადლობა, მარიამ!❤ :*

  11. Eloo permalink
    September 21, 2012 2:50 pm

    mec mainteresebs sheni postis wakitxva xoda sad vnaxo ? damilinket ra :S simartle gitxra mec xshirad vstumrob am blogs😛

  12. November 3, 2012 5:51 pm

    მაცო❤ უბრალოდ ზედმეტად საყვარელი ხარ და ძალიან მიყვარხარ<3 მართლა ხომ იცი რომ ძალიან გამიხარდებიდა შენ რომ მოგეგო❤ ახლა ის მოგებული ქინდლი სახლში მიდევს ,რა თქმა უნდა გამიხარდა რომ მოვიგე .მაგრამ შენ რომ მოგეგო დამერწმუნე იგივენაირად განვიცდიდი როგორც ჩემს თავზე<3 ~მიყვარხარ<3
    აი იმ შურიან ადამიანებზე ბევრჯერ მითქვამს შენთვის …დაანებე თავი ყველაფერი გამოწვეული ბოღმისგან❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: