Skip to content

ჩვენი ჰაერი უკიდეგანო სიყვარულითაა გაჟღენთილი

September 23, 2012

მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! დიახაც, რვაჯერ მიყვარს!

ძალიან ბედნიერი ვარ!

ვბრწყინავ, ვანათებ! დღითიდღე იზრდება და იზრდება, ტკბება და ტკბება, ლამაზდება და ლამაზდება ჩვენი სიყვარული!

რა თქმა უნდა, ჩემს გრძნობებსა და ემოციებზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ, რომ საჯღაპნელის ავტორი გინდ მარიამი, გინდ მაცო – უზომოდ, საოცრად, გასაგიჟებლად ბედნიერია!

პირველად მიყვარს ასე ჩემ სიცოცხლეში!

იცით, რაზე ვოცნებობ? -მასთან ერთად ცისკიდურის გაფართოებასა და გაფურჩქვნას ვუმზირო!

იცით, რა მაგარია, როდესაც გიყვარს? -გასაოცრად ზეა! მუცელში პეპლების ფარფატიც რა ზეობაა თურმე.. მისი დანახვისას ჟრუანტელის დავლა რა მაგარია თურმე.. მისი სთბო რომ გივლის სხეულში რა ტკბილია თურმე.. სიყვარული მართლა რამხელა ბედნიერებაა თურმე! დიდი, დიდი, უდიდესი ბედნიერება!

იცით, რა არის ყველაზე ლამაზი ჩვენს ურთიერთობაში? -აი, ის ბავშვურობა და სილაღე! ერთმანეთის ცქერისას ყურებამდე რომ ვიკრიჭებით, სიცილი გვიტყდება და ხმის ამოუღებლად რომ ვაგრძელებთ გზას!

იცით, რა არის ყველაზე გასაოცარი ჩვენს ურთიერთობა? -ერთად ყოფნისას, ჰაერი უკიდეგანო სითბოთი და სიყვარულით რომ იჟღინთება!

იცით, რა არის ყველაზე ზე ჩვენს ურთიერთობაში? -ერთად ყოფნისას, მარად აყვავებული და მოუსვენარი სიცოცხლის არათანაბრად ძლიერი სუნთქვა რომ გვესმის!

მე მიყვარს! ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს!

ყველაზე კარგად ვარ ახლა, მთელი 17 წლის მანძილზე!

იცით, რას მივხვდი? აქამდე რომ მეგონა, სიყვარულს გარკვეული “კანონები” ჰქონდა, თურმე ვცდებოდი. სისულელე ყოფილა როდესაც ამბობ, ასე თუ მოიქცევა, ე.ი. არ ჰყვარებიაო.. მოგონილი ყოფილა – სიყვარულს ბედნიერებაზე მეტი, უბედურება მოაქვსო, დიდი ტყუილი ყოფილა, დიდი!

მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! დიახაც, რვაჯერ მიყვარს!

მიყვარს ეს განცდა, შენი ჩუმი ნაბიჯიც მიყვარს,
მიყვარს მოხვევა, ზიარება შენს ბაგეს, მიყვარს,
ოცნებას ვფიცავ, შენი თვალების სინათლე ვიცან,
ეს გული მიყვარს, ტყვედ ჩავარდნილი, უზომოდ მიყვარს…

30 Comments leave one →
  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    September 23, 2012 4:32 pm

    შენ მე მკითხე შენი ბედნიერება როგორ მიყვარს ^^❤ სულ ასე გყვარებოდეს და ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი მუდამ ^^❤

    • September 23, 2012 4:33 pm

      ანაანო, დიდი მადლობა, რომ ჩემი ბედნიერება გიყვარს! ლალალა<3 :*

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
        September 23, 2012 4:38 pm

        :*❤

        • September 23, 2012 4:41 pm

          ანანოოოოოო<3 ძალიან მიყვარხარ!

          • ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
            September 23, 2012 8:12 pm

            მეც ძალიან :*❤

          • September 24, 2012 6:26 pm

            ოპაა<3

  2. September 23, 2012 4:34 pm

    ძალიან, ძალიან მიხარია მაც! სხვა არ ვიცი რა გითხრა… მე ვიცი რას ნიშნავს ეს და ისიც ვიცი რას გრძნობ. ხოდა, ყველაზე დიდ ბედნიერებას გისურვებ, რაც კი არსებობს.

    • September 23, 2012 4:36 pm

      გვირილიკო, მეც ვიცი, რომ იცი, რასაც ვგრძნობ და ისიც ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი შენ რასაც გრძნობ! მეც, მეც გისურვებ უუზომოდ დიდ ბედნიერებას!❤

  3. September 23, 2012 4:57 pm

    მიხარია მაც❤
    გისურვებ დიდხანს გაგარძელდეს ეს ბედნიერება :))❤ :**

    • September 23, 2012 4:57 pm

      მარიამ, მეც მიხარია, რომ გიხარია!
      დიდი მადლობა! :* გაიხარე!

  4. September 23, 2012 5:05 pm

    რა კარგია. ვკითხულობ და ბედნიერება ჩემზეც გადმოდის:)) ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს🙂

    • September 24, 2012 6:25 pm

      დიდი მადლობა, სალომე! ბედნიერებას გისურვებ, გაიხარე! :*

  5. September 23, 2012 5:34 pm

    გილოცავ, ძალიან მიხარია🙂

  6. QeTO permalink
    September 23, 2012 6:21 pm

    dzaliaaan mixariaaa asetii bednierii rom xar chemoo yvelazeeee lamazooo da kargooo bachiko.mindaa rom sul asetii bedniereebii iyoO,suuul.sigijemdee miyvarxaaart orivee…….:*:*:*. ******M*E*A*M*A*Y*E*B*I*T****** ***G*O*CH*E*B*O*** <3<3<3<3<3<3<3<3

    • September 24, 2012 6:26 pm

      ქეთო, მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან!

  7. September 24, 2012 10:54 am

    გენაცვალეეეე❤ რა ტკბილი ტკბილი ტკბილი პოსტია, და როგორ გამეღიმა, ღმეთმა ქნას სულ მასეთი ბედნიერი და გახარებული გნახოთ :))) ძალიან კარგი ხარ :*:*❤❤

    • September 24, 2012 6:27 pm

      ჯესიკო, დიდი მადლობა.. ძალიან ბევრს გკოცნი!! გაიხარე. :* დიდ ბედნიერებას გისურვებ! :*

  8. September 25, 2012 11:46 pm

    გამათბო პოსტმა <3<3<3
    საოცრად

  9. Nanako Ust permalink
    September 26, 2012 4:39 pm

    ვაიმე, ვაიმე და კიდევ ერთხელ ვაიმე!!
    რა კარგი ხარ, რაააა კარგიი, მააც..!
    მიხარია, აი, არ ვიცი, ძალიან მაგრად! :*:*
    ამ პოსტს რომ ვკითხულობდი, ძველი დრო გამახსენდა, რომელსაც საერთოდ, არ ვიხსენებ ხოლმე, და არც მაქვს ხოლმე სურვილი, მარა იმდენად კარგად გამახსენა ამ პოსტმა ის დრო, რომ აი, ჯერ მარტო ამისთვის გიხდი დიდ მადლობას!
    მიყვარხარ და მეამაყები!
    გილოცავ და დიიიიიიდ, დიდ ბედნიერებას გისურვებ, მაცი <3<3

    • September 27, 2012 4:43 pm

      ჩემო ტკბილო ნანაკო, შენი კომენტარები, როგორც ყოველთვის ახლაც გულის ამაჩუყებელი, პროტონებიანი და საოცრად მაგარია!
      დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო, ასეთი საოცარი სიტყვებისთვის! დიდ ბედნიერებას გისურვებ<3 გკოცნი!❤ :* მიყვარხარ!

  10. September 28, 2012 1:56 pm

    გილოცავ მაც !!! ძალიან კარგია, პოსტი ასე უმაგრესად აღწერილი სიყვარულზე ჯერ არცერთ ბლოგზე არ წამიკითხავს ❤❤ ❤ ძალიან ძალიან მიხარია და
    გისურვებ ბედნიერებას..

    • September 28, 2012 5:07 pm

      მმ..<3მართალია თავიდან ვთქვი, არ ვაპირებ საუბარს-მეთქი, მაგრამ რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი.. გააამახარე!❤ :*

  11. October 12, 2012 6:51 pm

    მაც ახალი პოსტი აღარ უნდა დაწერო?

    • Mallorie permalink*
      October 14, 2012 11:36 am

      უახლოეს მომავალში ვაპირებ!!!❤ :*

  12. October 27, 2012 7:30 pm

    მუცელში პეპლების ფარფატიც რა ზეობაა თურმე.. მისი დანახვისას ჟრუანტელის დავლა რა მაგარია თურმე.. მისი სთბო რომ გივლის სხეულში რა ტკბილია თურმე.. სიყვარული მართლა რამხელა ბედნიერებაა თურმე! დიდი, დიდი, უდიდესი ბედნიერება!

    მართლაც♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: