Skip to content

ჩემი სიყვარული – მარად აყვავებული და მოუსვენარი

November 10, 2012

მშვენ-იდეალურია როდესაც გიყვარს!

ხვდები, რომ რჩეული ხარ..               დაჯილდოვებული!

უბედნიერესი ხარ!

ფიქრობ, რა საბრალოა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან ასეთი ზე-გრძნობის განცდის გარეშე მიდის, გებრალება იგი

და

თუმცა  საკუთარი სიყვარულით ტკბობას განაგრძობ.

სრულიად მოცული ჰყავხარ სიყვარულს.. ბედნიერებისგან ბრწყინავ, ანათებ!

გინდა, ხმამაღლა იყვირო, იხტუნაო, ათასნაირად ილაპარაკო და შენს გარშემო აბსოლუტურად ყველა შენივე სიხარულით გააბედნიერო!

აუხსნა მიმიკებით,  მოუყვე, დაუხატო, დაუწერო ის, თუ როგორი როგორი საოცარი რამ ხდება შენს თავს!!!

ფიქრობ, რომ “ჩვენ, ჩვენ, ჩვენ” საერთოდ სხვა ურთიერთობა გვაქვს, სხვა სიყვარულებისგან სრულიად განსხვავებული.. არა, ასეც არის, რადგან მსგავსი სიძლიერის გრძნობა ჯერ არ დაბადებულა და სრულიად გჯერა, რომ არც დაიბადება!

“გაიდიალებული გყავს!”

” ფრიადულად გიყვარს!” – გუშინდელ დღეზე მეტად და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად!

გადის დრო, ან არც გადის დრო!

უთანხმოებას კამათი რომ მოჰყვება და კამათს ჩხუბი, ჩხუბს კი დიდი გულისტკენა, მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ მსოფლიოში ყველაზე სულელი ყოფილხარ, რადგან საჩუქარს ვერ მოუფრთხილდი!

მერე იმასაც იაზრებ, რომ ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ წასულ ადამიანზე შესაბრალი ყოფილხარ, რადგან არსებული ვერ შეინარჩუნე, ხელი მაგრად არ ჩასჭიდე და წასვლის საშუალება მიეცი.. გული ამ დროს გტკივა ყველაზე მეტად!

სიყვარული პატარა ბავშვივითაა, დიდი მზრუნველობა,  მოფრთხილება, განებივრება და ზომიერი დატუქსვა  სჭირდება!

24 Comments leave one →
  1. QeTO permalink
    November 10, 2012 9:05 am

    macikoooo magariaaa :*:*:* dzaliaaan miyvarxaart <3<3<3:*:*

  2. November 10, 2012 9:07 am

    რა მაგარია❤

    • November 10, 2012 9:07 am

      გოგო, გოგო<3

      ქრისტი,ქრისტი<3

      • November 10, 2012 9:12 am

        მაცო❤

        • November 10, 2012 1:30 pm

          საყვარელი ხარ ძალიან!

          • November 10, 2012 1:32 pm

            შენც❤

          • November 10, 2012 1:32 pm

            შენ უფრო, დამიჯერე!!! არ შემეწინააღმდეგო,იცოდე. :პ :*

  3. November 10, 2012 9:42 am

    მაცო,მაცო,მაციკო!❤
    როგორი თბილი ხარ ,ნეტავ იცოდე!
    როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა! შენ ერთ-ერთი პირველი ხარ ვისი ბლოგის კითხვაც დავიწყე და ერთ-ერთი პირველი კომენტარების ავტორი ხარ ჩემს ბლოგზე❤
    ძააალიან მიყვარხარ! არ ვისვრი ხოლმე ამ სიტყვებს ასე ,ჰაერზე,მაგრამ მართლა ძალიან მიყვარხარ! იმიტომ ,რომ ასეთი კარგი ხარ❤
    ყველაფერი კარგად იქნება ,მთავარია სიყვარული შეგეძლოს!❤
    ძალიან მოენატრე ჩემს ბლოგს.აკლია შენი პროტონებიანი სიტყვები❤
    გამომიარე!❤

    • November 10, 2012 1:31 pm

      აუცილებლად,აუცილებლად გესტუმრები დღეს.
      დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, კომპლიმენტებისთვის და პოსტის შეფასებისთვის!
      გკოცნი ბევრს,ბევრს!❤ :*

  4. Nanako Ust permalink
    November 10, 2012 12:48 pm

    აი, არც კი ვიცი, ააარ, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ემოციები…
    მიხარიხარ, და კიდევ ერთხელ – მიხარიხარ!
    მიყვარხარ და მინდა, რომ სუულ, სულ, სულ, სულ ასეთი გახარებული, გაბედნიერებული, განათებული, გაიდიალებული და გახარებული იყო, მაც!❤
    მართალი ხარ, სრულიად გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ გავსაკუთრებით იმაში, რომ ჰმმ, დიიდი, დიდი მოფრთხილება სჭირდება სიყვარულს…
    გამოცდილი მაქვს, თან ძალიან კარგა გამოცდილი…
    მტკივა ხოლმე, ზოგჯერ ოღონდ, მარა ვცდილობ, სულ ვცდილობ, რომ არ შევიმჩნიო და ზედმეტად ხალხის თვალში არ მოვხვდე…
    ბედნიერი ვარ შენი ბედნიერებით!
    მიხარიხარ და ძალიან მიყვარხარ!

    • November 10, 2012 1:32 pm

      რა გემრიელი კომენტარია, მმ<3
      შენი და მარის კომენტარი რამდენჯერმე წავიკითხე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი<3
      ძალიან კარგი ხარ, ნანაკო, გამორჩეულად კარგი..
      დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის!!!
      ბევრი, ბევრი კოცნები!!!❤

  5. November 12, 2012 2:03 pm

    მააც !! რა კარგია .
    სულ იმის გავლენის ქვეშ ვარ თუ როგორ წერ პოსტებს, ყველა ემოცია იგრძნობა რომ კითხულობ და ისიც თუ რამხელა სიყვარული დევს მასში …❤
    ძალიან , ძალიან საყვარელი ხაარ !!❤❤

    • November 13, 2012 12:10 pm

      დიიდი,დიდი მადლობა!❤
      შენ ხარ ძალიან საყვარელი, თბილი და ყურადღებიანი!❤

  6. November 12, 2012 5:20 pm

    რაღაცნაირია…
    აი ისეთი. რავიცი; თბილი, სიყვარულიანი, სინანულიანი…
    ეს მუსიკაც…
    თუმცა მუდმივიც ხომ არაფერია…

    • November 13, 2012 12:11 pm

      გაიხარე, ჩემო კკარგო!
      გეთანხმები მუდმივი არაფერია!

  7. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    November 18, 2012 3:41 pm

    ჩემი მაციკო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: