Skip to content

მომილოცეთ! მე სტუდენტი ვარ!

აგვისტო 31, 2013

Image

გამარჯობა, მეგობრებო!!!

სასწაული ამბავი მინდა გითხრათ.

გათენებული ღამეების, ნერვიულობის, უიმედობის და მოკლედ, ყველანაირი იდიოტური და საშინელი დღეების შემდეგ, როგორც იქნა გავიგე შედეგები და მინდა გახაროთ, რომ მოვხვდი იქ, სადაც მინდოდა, ანუ ჯავახიშვილში, სოც-პოლიტიკურზე, 70%-იანი გრანტით. ძალიან ბედნიერი ვარ, სასწაულად!!!

და ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის?

მოკლედ, ქართულში მივიღე 61. ნორმალური ქულაა, არც დაბალი, არც მაღალი. ჰოდა, ახლა ქულებს გადავხედე. 11 მიწერია თხზულებაში მაშინ, როდესაც 20-ზე ნაკლები ბოლო თვეების განმავლობასში არცერთხელ მიმიღია. მაშინვე მასწავლებელს გადავურეკე, ვაჩვენე ჩემი თხზულება და მითხრა, აუცილებლად უნდა გაასაჩივროო. მეც მეტი რა მინდოდა.

მოკლედ, დედასთან ავედი სამსახურში, გავხსენი აპელაციისთვის განკუთვნილი გვერდი და აღმოვაჩინე, რომ შემეძლო თხზულებაც და ესეც ერთდროულად გამესაჩივრებინა. დედაჩემმა არავითარ შემთხვევაში არ გაასაჩივრო, რა იცი რა ხდება, როგორც გითხრა მასწავლებელმა ისე მოიქეციო. ჩემი კუდიანების ამბავი რომ ვიცი, გული ამიფანცქალდა და ესეც და თხზულებაც გავასაჩივრე. რამდენიმე დღის მერე დედა მირეკავს, დედიკო 1 ქულა მოგიმატესო. იმისთანა გახარებული ვიყავი, მტრისას. მეც მინდოდა ჩემი თვალით მენახა ეს გრანდიოზული ამბავი და შევედი შედეგების სანახავად. აბა თუ იცით, ქულა რაში მომიმატეს? -რაში და ესეში. დედაჩემმა იმ დღეს იმდენი მაქო, მთელი ცხოვრების განმავლობაში მაგდენჯერ არ ვუდიდებივარ.
ჰოდა, ახლა შედეგებიც დაიდოო. და რა აღმოვაჩინე, იცით? ნოლი მთელი რაღაც ქულით გადავასწარი 50%-იან გრანტს. ანუ მე რომ ესე არ გამესაჩივრებინა, 50% გრანტს დავჯერდებოდი.

მოკლედ, ჩემი კუდიანები მუდამ ჩემს გვერდში არიან. ასეთი ყოჩაღი აღმოვჩნდი. : P

პ.ს. ბლოგზე აღარ ვპოსტავ, ანუ აღარ ვბლოგერობ, მაგრამ ისეთი კარგი ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ არ დამეწერა, არ შეიძლებოდა.

აბა ჰეთ და აბა ჰოთ! :*

Advertisements
36 Comments leave one →
  1. ვითომ ბლოგერი permalink
    აგვისტო 31, 2013 3:25 PM

    ვიზიარებ 😐

    • სექტემბერი 1, 2013 11:34 AM

      რას იზიარებ?

      • ვითომ ბლოგერი permalink
        სექტემბერი 1, 2013 4:57 PM

        სტუდენტი რომ ხარ და ჩააბარე

        • სექტემბერი 4, 2013 11:32 AM

          😀 ალბათ, გინდოდა გეთქვა ჯავახიშვილის სტუდენტი რომ გავხდი, არა? :დ:დ:დ
          უკვე ვიგრძენი სად მოვხვდი და წინ კიდე რა მელის. დამაწყვიტეს ნერვები. :დ:დ

          • ვითომ ბლოგერი permalink
            სექტემბერი 4, 2013 11:58 AM

            საქართველოში მეტნაკლებად ერთი სიტუაციაა ყველგან რავიცი ისე გაგიხარდა და ისე გილოცავდნენ გამეცინა 😀

          • სექტემბერი 6, 2013 5:10 PM

            სახელწმიფოებს შორის საუკეთესოა ჯავახიშვილი. იმ ცოდნასა და განათლებას მომცეს, რომელიც მე მჭირდება. ყველგან არის გარკვეული პრობლემები, თუმცა.. მაინც დიდწილად ჩემზე არის დამოკიდებული.
            პ.ს. იმედია, გამართლდება ჩემი სიტყვები. :დ

          • ვითომ ბლოგერი permalink
            სექტემბერი 7, 2013 9:31 AM

            😀 ოკ ოკ

          • სექტემბერი 8, 2013 7:23 AM

            )) 😀

  2. აგვისტო 31, 2013 4:32 PM

    აბა, წარმატებები შენი ცხოვრების სტუდენტურ მონაკვეთში! 🙂

  3. აგვისტო 31, 2013 5:12 PM

    gilocavvvv :*

  4. აგვისტო 31, 2013 5:35 PM

    გილოცავ 🙂

  5. სექტემბერი 1, 2013 3:03 AM

    ძალიან, ძალიან გამიხარდა მაც :-* წარმატებები ♥

    • სექტემბერი 1, 2013 11:35 AM

      გვირილიკუნა, დიდი მადლობა. :* მენატრები. მიყვარხარ! :* :*

  6. სექტემბერი 1, 2013 9:46 PM

    გილოცავ :*
    ძალიან მაგარი ამბავია!
    წარმატებები და შემოგვიარე ხოლმე რა ხანდახან ❤
    მოგვენატრე ((((

    • სექტემბერი 4, 2013 11:27 AM

      დიდი მადლობა, მარი. :**********აუცილებლად შემოგივლით ხოლმე! :პპპ :*

  7. სექტემბერი 2, 2013 9:26 PM

    ibogere raa… ar datovo sajgapneliii :((((

    • სექტემბერი 4, 2013 11:28 AM

      ჯერ ფიქრის პროცესში ვარ. რაზე ვწერო არ ვიცი. პირადი პოსტები?? არ ვიცი, რა ვიცი…
      პ.ს. დიდი მადლობა!!! :*

      • სექტემბერი 4, 2013 1:34 PM

        Ui martla,gilocav.ise viyavi sheni arablogerobis ambit gulnatkeni sul damaviwyda.. piradi postebic ar iqneboda urigo…:) dabrundii.ar gaxsovar albat,miss.catalan-i var 🙂

        • სექტემბერი 6, 2013 5:13 PM

          = 0
          მერე გეთქვა, ეგოგო, ვინც იყავი… დაგიოფიციალურდი უცებ. :პპპ
          როგორ ხარ, როგორ? :*******************
          მადლობა, მადლობა.. :* :* :* ვნახოთ, რა ჯერ წინაა ყველიფერი. :პ

  8. Nanako Ust permalink
    სექტემბერი 3, 2013 2:29 PM

    ჩემო ლამაზო და საყვარელო გოგო, გილოცავ, ეჭვიც არ მეპარებოდა!!! ❤ ❤ ❤ ბოლო წინადადებამ ცოტა გული დამწყვიტა, აღარ ვწერ ბლოგზეო, მარა რას ვიზამთ… მეც მელის ეგ ამბები 1-2 წელში და სანამ გვიან არ არის, ჯობს, ცოტა ხანს აქ "არსებობა" მეც შევწყვიტო, რა თქმა უნდა, კარგი საქმეებისთვის ❤
    გკოცნი და მიყვარხარ ძალიან!

    • სექტემბერი 4, 2013 11:29 AM

      ნანაკო, რა საყვარელი ხააააააარ!!! ❤ ძალიან მიყვარხარ მეც, მეც, მეც!!! აბა შენ იცი… სუყველაფერშჲ წარმატებები და დიდიდიდ მადლობა, ასეთი ტკბილი მოლოცვისთვის. :*

  9. სექტემბერი 11, 2013 2:26 AM

    უუუუ როგორ გამიხარდა! უმაგრესი გოგო ხარ :3

    • სექტემბერი 11, 2013 2:46 PM

      ninitoooooooooooooooooooooooooooooo<3როგორორორორორორო მომომომენატრეეეეეეეეეე!!!!!!!!!
      როგორ ხარ? :*
      ვიცი,რო გაგიხარდა.. :* მიხარია. :პ

  10. სექტემბერი 12, 2013 9:31 PM

    მაცოოოოოოოოოოო ^^ ძველი პოსტებისთვის თვალის გადასავლებად შემოვედი და ახალი რომ დავინახე ისე გამიხარდა ავკივლდი. და თან როგორი ახალი?! უმაგრესი!!! გილოცავ საყვარელო, ძალიან ძალიან გამიხარდა.
    პ.ს. რომ არ მიგეწერა უფრო გამიხარდა, ძალიან მენატრებით შენ და შენი პოსტები :(((

    • სექტემბერი 17, 2013 8:37 AM

      naTiiiii, დიდიდ,დიდი,დიდიდიდიდიდიდ მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის!! და დიდიდიდიდი მადლობა მოლოცვისთვის.. :* მეც ძალიან მომენატრეთ სუყველა, თქვენთან ჭორაობა და ა.შ. :* :* :*

  11. ოქტომბერი 3, 2013 8:55 PM

    ❤ მაციკო გილოცაავ

  12. ოქტომბერი 11, 2013 2:12 PM

    წარმატებები ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: