Skip to content

მე და ჩემი საყვარელი სამსახური

November 25, 2013

keep-calm-and-love-your-job-46გამარჯობა, მეგობრებო!

ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს. 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.  

არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რომელიც ძალიან მომწონს.

ყველაზე კეთილ და მაგარ ორგანიზაციაში ვმუშაობ! ისეთ საოცარ და ტკბილ პროექტებს აკეთებენ, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო მათზე, მაშინვე სიამაყითა და პატივისცემით ვივსები.

იცით, რა საინტერესოა, როდესაც ღამე რამდენჯერმე გეღვიძება, საათს ამოწმებ, ადგომის დრო ჰომ არ არისო. ან იმდენად სწრაფად მიდიხარ ოფისისკენ, რომ იქ მისული უკვე იმდენად დაღლილი ხარ, სუნთქვის თავიც რომ არ გაქვს.

იცით, იმდენად მომწონს თანამშრომლები და გარემო,სადაც ჩემი იდეების კორიანტელი ტრიალებს,რომ ვერც კი წარმომიდგენია, თუ ოდესმე მათგან წასვლა მომინდება. 

მახარებს ისიც, რომ არავინ მექცევა, როგორც პირველ კურსელ,  გამოუცდელ, 18 წლის ახალგაზრდა გოგონას, არა, მართალია ზუსტად ასეთი ვარ, მაგრამ მაინც არავინ აღმიქვამს მსგავსად. მესაუბრებიან, როგორც უკვე დიდს, რჩევას მაძლევენ, როგორც უკვე გამოცდილს, მეპატიჟებიან, როგორც მათ ჩვეულებრივ თანამშრომელს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. 

ლექტორმა მთხოვა, ჯგუფელებისთვის გამეზიარებინა თუ რას ნიშნავს გქონდეს შენი საქმე და აკეთებდე იმას, რაც ყველაზე კარგად იცი. მეც დავიწყე და აღარ გავჩერდი…

სულაც არ ვიცი, რას შეიძლება ნიშნავდეს შენთვის არასასურველ და არამოსაწონ ადგილას მუშაობა, თუმცა ერთს კი ნამდვილად ვხვდები, რომ არაფერი სჯობს იმ წუთებს, როდესაც შენს ნაშრომს სხვებიც ხედავენ და ამ ყველაფერს ქმედებითა, თუ სიტყვებით გიფასებენ! 

38 Comments leave one →
  1. November 26, 2013 4:48 pm

    მიხარია,რომ ბედნიერი ხარ!
    წარმატებები❤

    • November 27, 2013 5:45 am

      დიდი,დიდი მადლობა, მარიი!<3

  2. qeto permalink
    November 27, 2013 8:23 am

    chemo chkvianiii gogo xar sheeen❤❤❤

  3. November 27, 2013 8:48 pm

    როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა? სად მუშაობ?❤ რა მაგარია ეგეთი სამსახური, მეც მინდა ^_^ იმას რა ჯობს შენი საქმის კეთება როცა გიხარია…❤

    • November 30, 2013 6:37 am

      კიწიიიი, როოგორ ხარ?❤
      სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში..:* :* ;*

  4. November 30, 2013 9:32 pm

    კარგად კარგად❤ ძალიან კარგია, მიხარია და მაინტერესებს შენი ამბები, ჩვენ ნაყინი რო უნდა გვეჭამა ერთად ხო არ დაგავიწყდა?:ს

    • December 8, 2013 3:57 pm

      კიწიიიიი, შენც გახსოოოოვს?<33333333333 რა საყვარელი ხარ.. მაგას რა დამავიწყებს.. :* :*
      ჩემს ამბებს რაც შეეხება, ყველაზე მთავარი არის ის, რომ გავიზარდე.. ოღონდ მართლა გავიზარდე და არ ვიცი, გაზრდილი მაცო კარგია, თუ ცუდი.. მუდამ დაღლილი ვარ და არაფრის თავი არ მაქვს, მხოლოდ ძილი და ჩემს ბიჭთან ურთიერთობა მინდა.. ხანდახან მეცინება, სამ თვეში როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ((

      • January 29, 2014 10:23 am

        კიკი, ხდება ეგრე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს❤ მეც რა დამავიწყებს მაგას, ცხადია მახსოვს
        ფბ–იდანაც რატო გაქრი?<3 :ს

        • February 1, 2014 6:43 pm

          FB-დან ერთი დიდი მიზეზის გამო გავქრი და არ მგონია,რომ ოდესმე ისევ დავუბრუნდე.
          როგორ ხარ, კიწიი?რა ხდება შენკენ კარგი,ახალი და საინტერესო?:*

          • February 11, 2014 9:23 pm

            იმდღეს შევხედე იყავი:შ მეილზე მაინც დამეკონტაქტე )) ჩემი სახელი მერე წერტილი მერე გვარი )) @იაჰუ.ქომ )) ფბ-ზე როგორც მაქვს ))❤ რავიცი, ყველაფერი მწყობრშია, "პადრობნასწი" ცალკე ^^

          • February 16, 2014 4:38 pm

            2 წამშივე გავქრი, კიწი. . :* khachapuridzemariam@yahoo.com ეს კი ჩემი მეილია.. :*

  5. December 8, 2013 7:24 pm

    ” მხოლოდ ძილი და ჩემს ბიჭთან ურთიერთობა მინდა”- შენი ბიჭი ვინ არის?

    • December 9, 2013 8:54 am

      მსოფლიოში ყველაზე კეთილი, საყვარელი და.. მოკლედ, საუკეთესო პიროვნება!!!
      მიწერია მასზე რამდენიმე პოსტი. ))

  6. December 9, 2013 8:22 am

    მიხარია,რომ ასეთი საინტერესო,შენთვის საყვარელ სამსახურში ხარ დაკავებული :*** ყოველგვარ წარმატბას გუსურვებ❤

    • December 9, 2013 8:55 am

      ქეთუსი, დიდი მადლობა. :*❤ :* მეც გისურვებ წარმწატებებს!!!!❤

  7. December 9, 2013 4:28 pm

    აჰ, დავინტერესდი ვინაობით ))

  8. December 10, 2013 5:43 pm

    არ გამანდობ? ^_^

  9. December 11, 2013 6:44 pm

    ძალიან საინტერესო იყო <3, თუმცა მე შენი გრძნობები არ მიგულისხმია..
    ” მხოლოდ ძილი და ჩემს ბიჭთან ურთიერთობა მინდა”- შენი ბიჭი ვინ არის?

    • December 12, 2013 7:39 pm

      საუკეთესო პიროვნება!

  10. December 13, 2013 4:57 pm

    კარგი, ესეც საინტერესოა, თუმცა დახასიათება კი არა, ვინაობა გკითხე?! -_-

  11. December 14, 2013 5:15 pm

    სრულყოფილებას მარილი აკლია ))

    • December 15, 2013 7:36 am

      ისწრაფვი სრულყოფილებისკენ?

  12. December 15, 2013 4:41 pm

    შენ უნდა ისწრაფვოდე!

    • December 20, 2013 6:21 pm

      ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ. ))

  13. December 22, 2013 6:41 pm

    ნუ, ისე მკითხე რომ… )))

  14. December 28, 2013 5:50 pm

    ნწ! ))))

  15. January 7, 2014 10:59 pm

    khachapuridzemariam@yahoo.com თუ შეძლებ ეს მეილი შეამოწმე🙂

  16. January 25, 2014 8:31 am

    ეეე როგორ გამიხარდა
    მომენატრე გოგო!

    • January 28, 2014 8:10 pm

      ნინიტოოოოოოოოოოოოოოოო<3333333
      როგორ ხაააააააარ ? :************

      • February 1, 2014 1:33 am

        კარგად კარგად❤ შენ? :3
        გნახო ერთი, თებერვალში 1 დღე გამოყავი იცოდე!

        • February 1, 2014 6:44 pm

          მეე ვარ რა,არამიშავს..(( მაშ,მაშ,მაშ.. შენც ისვენებ,ჰო?:*

  17. Tati permalink
    March 31, 2014 5:16 pm

    Chemi chkviani gogoo❤ dzalian mixaria, rom bednieri xar da kidev upro did bednierebas gisurveb❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: