Skip to content

ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი – ახალი ამბების დასტა

ივლისი 25, 2012

გამარჯობა!

როგორ ხართ? როგორ გრძნობთ ამ სიცხეში თავს? უძლებთ ჩემსავით თბილისის ტვინისამატკიებელ და შემაწუხებელ სიცხეს, არა? რა ხდება თქვენთან პროტონებით გაჟღენთილი? 

იმისდა მიუხედავად, რომ ცივ წყალს ხშირად ვსვამ, მაინც სულ მცხელა და დღეებს ვითვლი, როდის მოვშორდები ამ სიცხე-პაპანაქებას. 

ახალი ამბები დამიგროვდა, არ ვიცი, რამდენად საინტერესო, მაგრამ სასიამოვნო და კარგი ნამდვილად. ჰომდა,

როგორც წინის წინა პოსტში გითხარით, სკოლის დირექტორმა ჩემს კლასს საჩუქარი გაუკეთა – ერთდღიანი ექსკურსია ნებისმიერი მარშრუტით. ისევ მეგი დამრიგებლის დახმარებით არჩევანი რკონსა და  ქვათახევზე შევაჩერეთ. ჩემი სოფელი ძალიან ჰგავს რკონს, თუმცა ეს უკანასკნელი ისეთი მწვანე, სუფთა, აღსაფრთოვანებელი და ლამაზი მაინც ვერასდროს იქნება, როგორიც ქვაბისხევია. მშვენიერი დრო გავატარეთ. ბევრი ვიცინეთ, ვისულელეთ, მოვილხინეთ. მართალია რკონში წვიმამ მოგვისწრო და ძალიან დაგვასველა, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ხიბლი – სხვა ტალღაზე გადავერთეთ გალუმპული ბავშვები. ნამდვილად ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდი სახლში!

წაიკითხე მეტი…

Advertisements

ორმაგი დაზღვევა

ივლისი 10, 2012

2008 წელი… აგვისტოს  მზით გამთბარ დღეს მე და ჩემი ოჯახი ტელევიზორს ვუყურებდით,  „ეს მშვენიერი ცხოვრება“ გადიოდა,  უცებ  ჩემი მეუღლის ტელეფონი აწკრიალდა. მობილურს დახედა, შეშფოთებულმა გამომხედა,  ძალდატანებით გამიღიმა და მეორე ოთახში გავიდა. დავიძაბე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.

– დეე,  ის მომენტია,  შენ და მამას რომ გიყვართ!

ორივე – კატოც და ლევანიკოც გულში ჩავიკარი.

სამი ხდებოდა, „კურიერზე“ გადავრთე.

– აუ, გადართეე!

– დედააააა.. ვიტირებ იცოდე!

კატო გაიბუშტა.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“  შესახებ გადიოდა რეპორტაჟი. დავმშვიდდი. დავითი შემოვიდა. ბავშვებს თვალი ჩაუკრა, მანიშნა გამოდიო.

– გამოძახება მაქვს, სერიოზული არაფერია.

– ოო, მერე შვებულება?!

გულდაწყვეტილმა სამხედრო ფორმა ჩამოვხსენი.

– სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ სამშობლო სამშობლოა!

მითხრა და ბავშვებთან გავიდა.  კატოს ტირილი და ლევანიკოს წუწუნი გავიგე:

– არ წახვიდე, რა!

გული  ტყვიასავით დამიმძიმდა. წასვლისას დავითმა მითხრა:

– ცუდი არაფერი მოხდება. ყველაზე მეტად მიყვარხარ, ძალიან ვამაყობ შენით!

გულში ღონივრად ჩამიკრა.  ვიგრძენი, როგორ გამათბო მისმა სიყვარულმა!

– აუუ, მეც, მეც…

დავითმა  ბავშვები ხელში აიყვანა.

– არ მინდა! – წავიჩურჩულე და  გული ამომიჯდა, ბავშვებიც ასლუკუნდნენ. დავითს არაფერი უთქვამს. ერთი  შეგვავლო ამღვრეული მზერა და კიბეებზე დაეშვა:

– მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით!

იმ დღეს არ დაბრუნებულა.

სამ დღეში სამჯერ დარეკა.

სულ ამას იმეორებდა:

– მიყვარხართ, თავს გაუფრთხილდით!

მეოთხე დღეს, ბავშვებს საუზმეს რომ ვუმზადებდი, ლევანიკომ დამიძახა:

– დეე,  უყურე, ჯარისკაცები. წაიკითხე მეტი…

ვერტიკალურ-ჰორიზონტალური, ანუ უსასრულო ბედნიერება

ივნისი 23, 2012

გამარჯობა!

როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი საქმეები? რა ხდება ახალი, კარგი, მშვენიერი და საინტერესო?

მე კარგად ვარ. იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე წინის წინა პოსტის გამოქვეყნების დროს ვიყავი. ურთიერთობები მეგობრებთან შეძლებისდაგვარად მოგვარებულია.  ცვლილებებიც განვიცადე, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით. ჰომდა,

ჩემი საქმეები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოცდებს ვგულისხმობ, კარგად მიდის. ჩემდა გასაკვირად, არც ისე ცუდი ნიშნები მივიღე შემაჯამებელში და არც მაინცადამაინც უცუდესი ნიშნები გამომყვა II სემესტრში.

63/70 გეოგრაფია – 9 — 9

35/40 ქიმია – 10 — 10

ინგლისური – 9 — 9

რუსული – 8 — 8

ქართული – კიდევ ერთხელ რომ არ მეტკინოს გული, ამიტომაც თავს შევიკავებ. — 8

ბიოლოგია – 9 — 10

ფიზიკა – 9 — 9

მათემატიკა – 8 — 8

45/50 ისტორია – 10 — 9

რომ გითხრათ, ქულებით დიდად კმაყოფილი ვარ-მეთქი არა, თავისუფლად შემეძლო აბსოლუტურად ყველაფერში უმაღლესი ნიშანი მიმეღო, თუმცა რაც იყო იყო. მთავარია, იქითა წელს, 8+1 გამოცდებზე რას ვიზამ. არა, არ იფიქროთ, რომ მეშინია. არავითარ შემთხვევაში. მზად ვარ ერთი წელი “სრულ ნეტარებაში” გავატარო. მთავარია, ისეთ დროს არ ჩამიქრეს ენთუზიაზმი, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდება, წლის დასაწყისს ვგულისხმობ.

ახალ, კარგს, მშვენიერსა და საინტერესოს რაც შეეხება, რომელიც ჩემთან ხდება, თუ მოხდა, ასეთი ბევრია. წაიკითხე მეტი…

პროტონებით გაჟღენთილი პოსტი

აპრილი 24, 2012

ჩემთვის უზომოდ ბევრს ნიშნავს ის, რომ ჩემს გარშემო ასეთი პიროვნებები არსებობენ. ლაშა სტიმულად იქცა თუნდაც წერის, რაღაც ახლის გაკეთების.. ახლა ძალიან ბედნიერი, გახარებული და გაციკროვანებული ვარ… ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სითბო და პროტონებიანობაა იმ დროს, როდესაც ასეთ ზე-შესანიშნავ სიტყვებს, ფრაზებსა, თუ წინადადებებს გეუბნებიან! ლაშუნა, კიდევ ერთხელ მადლობა – დიდზე უფრო დიდი! ❤

ვერტიკალური უსასრულობა

აპრილი 20, 2012


ქვეყანა – ქალაქი:

1. ავსტრია – ვენა

2. საფრანგეთი – პარიზი, მარსელი

3. გერმანია – ბერლინი

4. დიდი ბრიტანეთი – ლონდონი

5. ისლანდია – რეიკიავიკი

6. იტალია – ვენეცია, ნეაპოლი, ფლორენცია

7. ბრაზილია – რიო-დე-ჟანეირო

8. პორტუგალია – ლისაბონი

წიგნი:

1. ტრიუმფალური თაღი

2. ლამაზი მეგობარი

3. მონტესუმას ასული

4. მამის სახსოვარი

5. აგათა კრისტი

6. არტურ კონან დოილი

7. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

8. ნათლია წაიკითხე მეტი…

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე, რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე

აპრილი 10, 2012

“მეგობრობა ერთი დიდი განძია

უმეგობროდ ყველა ტიპი ბანძია.

მახსოვს, როდის გითხარი ეს ფრაზა. ისიც მახსოვს, შენ ბანძი არასდროს იქნებიო, თვალის ჩაპაჭუნებით და ჩახუტებით რომ მიჩურჩულე, თუმცა შეცდი. შეცდი, თუ მეგობრობას მხოლოდ შენით განვსაზღვრავ. ახლა “ბანძი” ვარ, რადგან შენ აღარ მყავხარ;  ჩემს ბედნიერებასა თუ უბედურებას ვეღარ გაგიზიარებ; ვეღარ ჩაგეხუტები ისე, მე როგორც მიყვარდა ხოლმე, ვერც ისე გიჩქმეტ და საერთოდაც, მე და შენ მეგობრები აღარ გვერქმევა. 

გუშინ პირველად დავდექი იმ დიდი ტკივილის წინაშე, მეგობრის დაკარგვა რომ ჰქვია. არ მძინებია ღამე… გულში ჩუმად ვიმეორებდი, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა იმის გააზრება, არა გააზრება არა, უფრო წარმოდგენა, რომ მე და შენ 24 საათი დღეში და 168 საათი კვირაში აღარ ვისაუბრებდით. შეიძლება, სულაც სისულელეებზე, თუმცა მაინც ჰომ ვუზიარებდით ბავშვობისა და თუ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს.

ვამაყობდი, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა. ბევრისგან მსმენია, თითით საჩვენებელი მეგობრობა გაქვთო, მეც ასე მეგონა.  ჩვენი ურთიერთობით ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობასაც ვამტკიცებდით და საკუთარ თავთან წკუპობანასაც. რომ გცოდნოდა, რამდენს ნიშნავდი ჩემთვის, იმის მეასედი მაინც რომ წარმოგედგინა, ასეთი მარტივი მიზეზისდა გამო არ  “გავბანძდებოდით”.

ყველა ოცნებით, სიკეთით სავსე

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე

რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე წაიკითხე მეტი…

ტრიშ ბიდლი | Trish Biddle

თებერვალი 24, 2012


ამ რამდენიმე დღის წინათ, ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქელი მეგობრის პროფილის სურათებს ვათვალიერებდი და ერთმა ძალიან მშვენიერმა სურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ძალიან მომეწონა და ვკითხე, ხომ არ იცოდა, თუ ვისი ნამუშევარი იყო. სამწუხაროდ, მისგან უარყოფითი პასუხი მივიღე.

რამდენიმე დღე  ვეძებდი ინტერნეტში. ხან როგორი აღწერა დავურთე სურათს, ხანაც როგორი, თუმცა მცდელობას შედეგი არ გამოუღია. ჩემს დას, ნიას იმდენი ვეწუწუნე, იქნებ, შენ მაინც გამირკვიო, თუ ვისი ნახატია-მეთქი, რომ მითხრა, აბა სურათს დააკვირდი, წარწერაც აქვსო. დაიმედებული დავაცქერდი სურათს. Ctrl+ ავაფეთქე. მივაახლოვე ზუმით, თუმცა მაინც ვერაფრით ამოვიკითხე. ჯერ მეგონა, რომ Teagh Biddle იყო, შემდეგ – Teash Biddle. ამ მონაცემების ადამიანი გუგლში სულ ვერ ვიპოვე. ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ არა ნიას დაკვირვებული ორი ლამაზი თვალი, მე მგონი, Trish Biddle წერია, აბა ნახეო. ჩავწერე გუგლში და ჩემი აღფრთოვანებული სახე უნდა გენახათ, როდესაც მისი პირადი გვერდი ამომიგდო.
სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს, ასეთივე ნამუშევრები აქვს.
ფერთა ფანტასტიური შეხამება… სილამაზე… სინაზე და რომანტიზმი.. სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული სურათები.
მინდა, რომ თქვენც ჩემსავით აღგაფრთოვანოთ ტრიშ ბიდლის ნამუშევრებმა. წინ დიდი სიამოვნება გელით ნამდვილად.

ძალიან გამიხარდება, თუ ერთ პატარა აღმოჩენას გააკეთებთ ნახატების დათვალიერების დროს და გამიზიარებთ.  წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: