ზაზ, მახსოვს, ახალ სკოლაში პირველი დღე.
ისიც მახსოვს, კლასში რომ შემოხვედი, კლასელები განსხვავებულად მოგესალმნენ. რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ზედმეტად დიდ პატივს გცემდა ყველა.
პირველი ერთი კვირა ‘გამარჯობის; მეტი არც არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.
მახსოვს, ხუთშაბათი დღე იყო, ბიოლოგიის გაკვეთილი. მე და ქეთი გვერდიგვერდ ვისხედით, ჩვენს უკან კი შენ და ეკეკე.
-მას, შეიძლება, ორი წუთით გარეთ გავიდე?
მასწავლებელმა უხმოდ დაგიქნია თავი.
ქეთი ოხუნჯობის ხასიათზე მოვიდა. ხან ერთზე იხუმრა, ხან მეორეზე.. ბოლოს მერხებსა და სკამებს გადაწვდა. ბაჭია ახალი ხუმრობის სათქმელად რომ მოემზადა, ამ დროს კლაში შენ შემოხვედი.
-ბარეღამ მანდ ხარ და მიდი, გაკვეთილი მოყევი.
ქეთიმ ეშმაკურად გითხრა და “ვაჰაჰა”-თი გადავარდა უკან. მისმა სიცილმა მეც შემომიღუტუნა და ავყევი. შენ ძალიან გაბრაზდი. მახსოვს, გვითხარი:
- ვისი რა დასაცინი მჭირს.
ქეთი ამაზე უფრო გახალისდა. საბოლოოდ, შენ ყვირილზე გადახვედი, ქეთი – “გოგო კი არა სახელი მაქვს, ზაზა.” საყვედურებზე, ხოლო მე “ქეთ, კაი რა შეეშვი.”-ზე. ჩემმა ფრაზამ დააგვირგვინა სიტუაცია, ვაიმე… არცერთს არ შეგვიმჩნევია, მაგრამ ორივეს შეგვეშინდა, ახლა რამე არ გვესროლოსო.
მერე მახსოვს, სადღაც ორი კვირა როგორ გლანძღავდი, მაგას თავი რა ჰგონია, სხვებს რომ აჩმორებს ჩემთან არფერი გამოუვა, დამაცადე მაგას რა ვუყო-მეთქი.. სიტყვები სიტყვებად რჩებოდა.
დედაჩემი რომ მეკითხებოდა, კლასში ვინ გაჩუმებსო, ყოველ ჯერზე ზაზა-მეთქი ვპასუხობდი.
მერე ანის დაბადების დღე იყო. მაშინ ისეთი დიდი ყურადღება გამოიჩინე, რომ მივხვდი, საშინლად შემიყვარდი.
მერე ნინის დაბდღე… ვაიმე.. <3
თებერვალში ბაკურიანი.. უფუფუფ… იცი, ვერ ვიტყვი, რომ მე და შენ ძალიან ახლო მეგობრები ვყავით-მეთქი მაგ დროს, მაგრამ აი, რაღაცნაირად მედადებითებოდი და… მოკლედ, შენთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. შენი ხუმრობები და “ბოროტული” ფრაზები, რომელიც ჩემდამი იყო მომართული სკოლაში სიარულს უფრო მანდომებდა. რამდენჯერმე აღვნიშნეთ კიდეც ბავშვებმა, რომ:
Continue reading →
41.709981
44.792998
Like this:
Like Loading...