შიგთავსზე გადასვლა

ჩემო ზა,

ივნისი 15, 2011

ზაზ, მახსოვს, ახალ სკოლაში პირველი დღე.

ისიც მახსოვს, კლასში რომ შემოხვედი, კლასელები განსხვავებულად მოგესალმნენ. რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ზედმეტად დიდ პატივს გცემდა ყველა.

პირველი ერთი კვირა ‘გამარჯობის; მეტი არც არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.

მახსოვს, ხუთშაბათი დღე იყო, ბიოლოგიის გაკვეთილი. მე და ქეთი გვერდიგვერდ ვისხედით, ჩვენს უკან კი შენ და ეკეკე.

-მას, შეიძლება, ორი წუთით გარეთ გავიდე?

მასწავლებელმა უხმოდ დაგიქნია თავი.

ქეთი ოხუნჯობის ხასიათზე მოვიდა. ხან ერთზე იხუმრა, ხან მეორეზე.. ბოლოს მერხებსა და სკამებს გადაწვდა. ბაჭია ახალი ხუმრობის სათქმელად რომ მოემზადა, ამ დროს კლაში შენ შემოხვედი.

-ბარეღამ მანდ ხარ და მიდი, გაკვეთილი მოყევი.

ქეთიმ ეშმაკურად გითხრა და “ვაჰაჰა”-თი გადავარდა უკან. მისმა სიცილმა მეც შემომიღუტუნა და ავყევი. შენ ძალიან გაბრაზდი. მახსოვს, გვითხარი:

– ვისი რა დასაცინი მჭირს.

ქეთი ამაზე უფრო გახალისდა. საბოლოოდ, შენ ყვირილზე გადახვედი, ქეთი –  “გოგო კი არა სახელი მაქვს, ზაზა.” საყვედურებზე, ხოლო მე “ქეთ, კაი რა შეეშვი.”-ზე. ჩემმა ფრაზამ დააგვირგვინა სიტუაცია, ვაიმე… არცერთს არ შეგვიმჩნევია, მაგრამ ორივეს შეგვეშინდა, ახლა რამე არ გვესროლოსო.

მერე მახსოვს, სადღაც ორი კვირა როგორ გლანძღავდი, მაგას თავი რა ჰგონია, სხვებს რომ აჩმორებს ჩემთან არფერი გამოუვა, დამაცადე მაგას რა ვუყო-მეთქი.. სიტყვები სიტყვებად რჩებოდა.

დედაჩემი რომ მეკითხებოდა, კლასში ვინ გაჩუმებსო, ყოველ ჯერზე ზაზა-მეთქი ვპასუხობდი.

მერე ანის დაბადების დღე იყო. მაშინ ისეთი დიდი ყურადღება გამოიჩინე, რომ მივხვდი, საშინლად შემიყვარდი.

მერე ნინის დაბდღე… ვაიმე.. ❤

თებერვალში ბაკურიანი.. უფუფუფ… იცი, ვერ ვიტყვი, რომ მე და შენ ძალიან ახლო მეგობრები ვყავით-მეთქი მაგ დროს, მაგრამ აი, რაღაცნაირად მედადებითებოდი და… მოკლედ, შენთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. შენი ხუმრობები და “ბოროტული” ფრაზები, რომელიც ჩემდამი იყო მომართული სკოლაში სიარულს უფრო მანდომებდა. რამდენჯერმე აღვნიშნეთ კიდეც ბავშვებმა, რომ:

-ზაზა როცა სკოლაში არ არის, საშინელი მოწყენილობაა კლასში.

ჩემს თვალში დღითიდღე იზრდებოდა შენდამი პატივისცემა. აქამდე სულ მიკვირდა, ბიჭებში ასეთი ავტორიტეტი როგორ აქვს-მეთქი, თუმცა ეს ყველაფერი მალევე დრომ განმიმარტა. მუდამ ვგიჟდებოდი იმაზე, ასეთი მაგარი მეგობრობა როგორ შეგეძლო. დღესაც, ჰო, მოგიყევი არა, კახაბრიშვილისა და ბერიაშილის ჩხუბზე.. კიდევ ის, ცუდი ინციდენტი. ეკეს რომ ამოუდიექით მხარში.. მოკლედ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვწერ.

ყველაზე ხშირად იცი, რა მახსენდება ხოლმე? აი, აჩმაჩუნას ნომერი რომ მომეცი, არადა ეკესიაო.. თუ ამ ცხოვრებაში რამდენიმე საშინლად უხერხული და იმავდროულად სასაცილო  სიტუაცია მექნება გასახსენებლი, იცოდე, რომ პირველ ადგილზე ეგ გავა.

ისე, ახლა გამახსენდა, დედაჩემი სულ ამბობს ხოლმე, აი, ზაზას ხომ არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარსო.

მერე მახსოვს, აპრილის თვეში შენი ტექსტური შეტყობინება, ჩემს დაბადების დღეს რომ ეხებოდა. და ის, ჩემი მესიჯიც:

-იმედია, შენზე წარმოდგენა არ შემეცვლება. მინდა, ისევ ისე ვფიქრდობდე, როგორც ადრე.

შენი მწარე კომენტარი და ჩემი 88-ჯერ დაწყებული ტექსტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც რომ არ გამოვგზავნე. ეს ფაქტი ისე მალე მიეცა დავიწყებას, რომ მეც გაკვრივებული დავრჩი.

სულ გეჩხუბობებოდი და გეწუწუნებოდი, ბოროტო და მწარე ენის პატრონნო, ნუ მიშლი ნერვებს-მეთქი, ხანდახან ენის გამოყოფითაც ვკმაყოფილდებოდი.

კიდე ის მახსოვს, მე ნერვების მოშლას რომ ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მერე შენ დამცინოდი..

მაისის დასაწყისში მივხვდი, რომ ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვიყავით. ხუმრობაში უფრო მეტად გახსნა შენც მოახერხე და მეც.  შენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის უკვე ძააალიან ძვირფასი ადამიანი იყავი იმ დროს.

წუწაობების სეზონი დაიწყო. შენი და კიდევ რამდენიმე ადამიანის წყალობით, ყოველდღე სველი მივდიოდი სახლში.

მერე სკოლის გამოცდები იყო. ჩემი წუწუნები და შენი სიტყვები…

შაბათი დღე… გურიკას პაროდია:

-აუუუ, ბავშვებოო, კაბა მაცვიაა… აუაუააუაუაუ… ზაზააა, არ შემასხლა.. აუუუ, კაბა მაცვია რა…

შენ ნაბეღლავს სვამდი.. ბოთლი ხელში შეათამაშე. ისე გამოგივიდა თითქოს მასხამდი, მაგრა, ნტ… დამინდე, თუმცა უცებ წაიკუზესავით და შენს უკან მდგომი ერეკლე ჰოლივუდური ღიმილით მომარჯვებული წყლიანი ბოთლის ჩემკენ ატრიალებს.. ერთი სახეზე ხელების აფარებაღა მოვახერხე.. სულ დავსველდი.. ბარეღამ სველი ხარ და აჰა, დაბეღლავიო… მოკლედ, ბევრი სიცილ-ხარხარი იყო..

გამოცდები დღეს დავამთავრეთ.. სკოლის ეზოში საკმაო ხანი ვიყავით… ბეევრი, ძაალიან ბევრი ისტორია გავიხსენეთ.. ყველა დამშვიდებული იყო. გვეგონა, გაგდებით არავის აგდებდნენ.. თქვენ, ბიჭები მალევე დაიშალეთ.. ჩვენ, გოგოები დავრჩით, აჰო, კიდე გოშკა.. მერე მეგი ვნახეთ და:

-სოფოს და ბერიაშვილს აგდებენ.

ოთხივეს სახეზე ფერი აღარ გვედო..

მერე სახლში წამოვედი. აი, რასაც ჰქვია, ჩამჟავებული ხასიათითურთ..

დაახლოებით ექვსზე დამირეკე.. არ მახსოვს, როგორ დაიწყე ლაპარაკი, მაგრამ სკოლიდან გადასვლა მიწევსო ეს კარგად გავიგე.. ჯერ ტელეფონზე საუბარისას კარგად ვღვარე ცრემლი… კარგა ხანია, ასე მწარედ არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა… და მერე რომ გავთიშეთ …

არ მინდა, რომ კლასიდან გადახვიდე. ყელაფერს ვფიცავარ… სკოლაში სიარული, შენი და რამდენიმე ადამიანის გამო მიხარია. როგორ უნდა გთხოვო, რომ ნოემბერში გამოცდები ჩააბარო, აღარ ვიცი.

არ მაინტერესებს სხვები. მე ყველაზე მეტად დამაკლდები, ყველაზე მეტად. ((( აქამდე არავისთან და არასდროს მითქვამს – იცი, რომ ორი წლის წინ ბიძაშვილი გარდამეცვალა, ზაზა ერქვა. იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც მისგან უნდა მიმეღო, ახლა შენგან ვიღებ. ვიცი, რომ ერთმანეთს არასდროს დავკარგავთ, მაგრამ… მიყვარხარ!

129 Comments leave one →
  1. ივნისი 15, 2011 7:49 PM

    მემატიანე ხარ, მაცო 🙂 რეები გახსოვს 🙂

  2. ივნისი 15, 2011 8:01 PM

    ვაჰ კარგი იყო,მიყვარს ასეთი ემოციებით და გრძნობებით გაჟღენთილი პოსტები ❤
    მე,რომ ზაზა ვიყო.. არვიცი…. კიარადა აუცილებლად დავრჩებოდი,შენთან კლასში ))

    • ივნისი 15, 2011 8:05 PM

      გულებიანო ანა, კარგი ხარ.. სულ იმაზე მწყდება გული, რომ ვერ დაგაფასე თავის დროზე,, (((
      ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ❤

      • ივნისი 16, 2011 6:30 PM

        მადლობ მაცო ❤ ძველი დრო,წარსულში დარჩეს.. ))
        შენც ძალიან კარგი ხარ. )

        • ივნისი 16, 2011 6:39 PM

          მინდა. ჰო, მეც მინდა, რომ ის ძველი ყველაფერი წარსულში დარჩეს. ^^
          დიდი მადლობა. :*

  3. ივნისი 15, 2011 8:03 PM

    vaimeeee 😦 guli amichuyda : (( isev chvetan iqneba chveni zaza me es vici : ) vici vici vici vici vici vici vici vici vici
    mec dzaan miyvars zaza : ))) ai xo sul pastebs misvamda da mere sul vbrazdebodi :X amis mere agar gavbrazdebi xolme 😀 :X

    • ივნისი 15, 2011 8:06 PM

      ჰო, სულ გწუწავდა და სულ გიჩეჩავდა თმას.. ჰო, სულ პასტებს გისვამდა და ნერვებს გიშლიდა..
      ზაზა უუუკარგესობაა. . ❤

  4. ივნისი 15, 2011 8:08 PM

    მაცო, ძალიან საყვარელი ხარ. 🙂

  5. ივნისი 15, 2011 8:37 PM

    ყოჩაღ მაცო აი მართლა ყოჩაღ ^^ ძალიან კარგი პოსტი იყო და ზაზას დზალიან გაუხარდება რო წაიკითხავს ^^ და არსადაც არ წავა ზაზა ესე ადვილად ვინ გაუშვებს ჩვენი კლასიდან ვინ? ;დ

    • ივნისი 15, 2011 8:40 PM

      გოოშკ, სშენი პირველი კომენტარი. გულს უხარია..
      დიდი მადლობა. ყვეეელაზე, ყველაზე მკიტხველი ხარ შენ ჩემი ბლოგისა.
      იმედია, არსადაც არ წავა. <2+1

      • ივნისი 16, 2011 1:16 PM

        ara exla es iseti posti iyo ro ardakomentareba ar sheidzleboda aranairad ^^ blogis ara wordpresis maco ^^ ;d <4-1

        • ივნისი 16, 2011 1:19 PM

          მმ, პოსტი ვის შესახებაც იყო, იმიტომ უნდა დაგეკომენტარებინა, ლალა.. ^^
          ჰოდა, ვერ გავიგე.. ვორდპრესი რა შუაშია, გოშკ? <8-5

    • ივნისი 15, 2011 8:55 PM

      waikitxa zazam ukve : )) erti vici me egre advilad ar gavushveb da bolodme vibrdzoleb ise vibrdzoleb rogorc arasdros aravistvis ar mibrdzolia 😀 : ) usamatobas ara sheveguebit : )

      • ივნისი 16, 2011 5:34 AM

        ჰო, მომწერა კიდეც.. ვიცოდი, მისი რეაქცია ასეთი რო იქნებოდა..
        დიახაც, დიახაც, დიახაც.. ❤

  6. ივნისი 15, 2011 8:39 PM

    მააც აიი ისე წერ რომ შეუძლებელია გულგრილად წაიკითხოს ადამიანმა… იმედია მართლაც გადააბარებს და ისევ შენთან ისწავლის ;)) მააც რა საყვარელი არსება ხარ..რა თბილი ❤ ლავ იუ აი ძალიან ძალიან ❤

    • ივნისი 15, 2011 8:41 PM

      დედა როგორც ამბობს, ბუნებრივად წერ და იმიტომაც მოსწონს ხალხსო, ეტყობა ამიტომ გამოდის ემოციური და როგორც ნიკა იტყოდა, დეპრესიულსუიციდიური. 😀
      დდიიდიდდიიდიდ მადლობა. მეც რომ ძალიან მიყვარხარ, ჰომ, იცი? :*

      • ივნისი 15, 2011 9:19 PM

        ai nou, iu nou, vi nou :))

        • ივნისი 16, 2011 5:35 AM

          ვაიმე, ჯესი, როგორ ძალიან მიყვარხაარ.. ❤

          • ივნისი 16, 2011 7:15 AM

            მეეეც რომ ძალიან ძალიან.. ეს თუ იცი შენა ❤

          • ივნისი 16, 2011 1:03 PM

            ki,
            ჯესიკო,
            ვიცი,
            რომ
            გიყვარვარ.

  7. ივნისი 15, 2011 10:37 PM

    ჩემი მაცო, ანერვიულეს 😦

    შეეცადე არ ინერვიულო, იქნებ მოახერხოს და არ წავიდეს. თუ წავა, მაინც ნახავთ ერთმანეთს ხშირად, კი, ყოველდღიურად რომ ნახულობდი უკეთესი იყო, მარა შეეგუები თანდათან. მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები ხართ და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნე 😉

    • ივნისი 16, 2011 5:36 AM

      ჰო, მაცო ანერვიულეს მასწავლებლებმა. ((
      მმ, მთლად ზაზაზეც არ არის დამოკიდებული.. მოკლედ, ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, აქ არ დავწერე უბრალოდ და…
      კი, მეც მაგის იმედი მაქვს… ❤

  8. sopo permalink
    ივნისი 16, 2011 4:31 AM

    :S:SS ;((((((((((((((((((( zazaass aravin gaushvebs ase advilad :*:*:*:* zazaaa yvelas dzalian gviyvarxarr :*:*:*:* <3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3

    • ივნისი 16, 2011 5:37 AM

      მმ, დარწმუნებული ვარ, ზაზა ყოველთვის გრძნობდა, რომ ბავშვებს ძალიან გვიყვარდა, თუმცა ასეთ დიდ სიყვარულსაც არ მოელოდა. :*

  9. ივნისი 16, 2011 5:37 AM

    Nini :*, შტერო, შტერო.. მალაზობავ.. ❤

  10. ივნისი 16, 2011 10:18 AM

    დამბურძგლა 😦 ძალიან მაგარია.იმედია არ გადავა 🙂

    • ივნისი 16, 2011 1:06 PM

      გოგონა, დიდი მადლობა. ❤
      დღეს დედამ დამირეკა, გოგო, რა პოსტებს დებ ბლოგზე, გინდა, რომ გული გამისკდეს? არ გეცოდება ეგ ბავშვი მაგას რომ წაიკითხავსო?
      მეეეც მაგის იმედი მაქვს.. დღეს ვნახე და…

      • ივნისი 16, 2011 5:00 PM

        კიდევ კარგი დედაჩემი არ კითხულობს ჩემს ვლოგს(მისი არსებობის შესახებაც არ იცის 🙂 )

        არ გადავა არა : )

        • ივნისი 16, 2011 5:20 PM

          მმ, ძალიანაც კარგი.
          თავისებურ დისკომფორტს მაინც გიქმნის.
          ისე ვერ დაწერ ყოველთვის, როგორც მოგინდება.
          ახლა ჩემი თითოეული პოსტი ჩარჩოებშია მოქცეული. ^^

          • ივნისი 16, 2011 5:46 PM

            ჰოდა მაგიტომაც არ ვეუბნები ბლოგი რომ მაქვს,ჯერ ის უნდა ავუხსნა ბლოგი რა არის მერე რატომ მაქვს და მოკლედ..მაგას ჯობს არ იცოდეს 🙂 =P

  11. ივნისი 16, 2011 11:08 AM

    argi da rogorc yoveltvis tbili posti iyo mac :* :*
    ise gemrielad yvebi rom tu daviwye vegar vcherdebi :d

    • ივნისი 16, 2011 1:08 PM

      ნიიი, ნიი, ნიი… ❤ ააამდენი კომპლიმენტი ვის გაუგია, გოგო? 😀
      კარგია, რომ ჩემს პოსტებში ხელოვნურობა არ იკიტხება. ეს მახარებს ყველაზე მეტად… ❤

  12. ივნისი 16, 2011 5:29 PM

    მაააცც ❤ რა საყვარელი ხააარ ^^^ უზომოდ უზომოდ ❤ ძალიან ემოციური, კეთილშობილური და ძალიან საყვარელი პოსტია.
    მე რომ ზაზა ვიყო არ გადავიდოდი :3 ❤

    • ივნისი 16, 2011 5:41 PM

      მააარიამ ❤ შენც როგორი საყვარელი ხააარ ^^ უსაშინლესად, უსაშინლესად…
      იმედია, ზაზა რო ზაზა იყოს არც ის გადავიდოდა.. ვნახოთ რა იქნება.
      აქ კიდევ ვერ დავწერე ისე.. აი, საშინლად მინდა, რომ დარჩეს.. საააააააშინლად.. ❤

      • ივნისი 17, 2011 4:17 PM

        უსაშინლესად საყვარელი ??? <3333 მმმმმ ❤ რაღაც მომეწონააა :*
        უზომოდ საყვარელი ხაარ შეენცაა :*

  13. ივნისი 16, 2011 5:56 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥, მმ, ისედაც დისკომფორტს შეგიქმნის. როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, მაინც ხომ არსებობს რაღაცები, რომლებსაც დედას არ უყვები, არა? ჰოდა… :*** მოკლედ, ხშირად ვიბოჭები და ჩარჩოებში ვექცევი. (((

    • ივნისი 16, 2011 6:12 PM

      არა,ეგ თავისთავად. ეგ კიარა,ხშირადაც არ ვლაპარაკობთ გულახდილად,თითქმის არაფერი იცის ჩემზე.თუმცა არ ვადანაშაულებ. მაინც არ მინდასავით ბლოგი რომ ნახოს.

      • ივნისი 16, 2011 6:19 PM

        მმ, ადრე მეც ეგრე ვიყავი, თუმცა ეს ბოლო სამი წელია, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი ინიციატივა იყო, სულ თავიდან, რომ მისთვის ჩემი ამბები მომეყოლა.. დღესდღეობით, ყოველ საღამოს ვიკრიბებით ხოლმე და სხვადასხვა თემებს განვიხილავთ. ^^

        • ივნისი 16, 2011 6:26 PM

          არა,ცუდი ურთიერთობა არ მაქვს,უბრალოდ ყველაფერი არ იცის. 🙂

          • ივნისი 16, 2011 6:38 PM

            არა, ჰჰო, მე დავწერე არასწორად.
            კრგ ურთიერთობაში გახსნილი რომ არის მშობელთან ეგ ვიგულისხმე.
            ანანო.. ❤

  14. ივნისი 17, 2011 8:06 AM

    Mallorie 🙂 ჰო გასაგებია 🙂

    • ივნისი 17, 2011 8:19 AM

      ანანო, ანანო, ანანო.. ❤
      დილამშვიდობისა.. :*

      • ივნისი 17, 2011 1:12 PM

        Heey =))) როგორ ხარ? = )) უკვე შუადღემშვიდობისა (თუ საღამომშვიდობისა?)

        • ივნისი 17, 2011 1:15 PM

          ჰეი, ჰეი, ანანო… ❤
          რავიცი, გოგო. ახლა მეგობარია ჩემთან და ვცანცარებთ. ხასიათი ცოტა გამომიკეთდა. :*
          არა, შუადღემშვიდობისა, ანანიკო. ❤
          შენ როგორ ხარ, გენცვა? :*

          • ივნისი 17, 2011 1:33 PM

            რავიცი ვარ რა =)) მე ძლივს გავაგდე ჩემი დაქალი =)) ჩვენც ვცანცარებდით,მაგრამ მერე დამღალა. წასვლის წინ დამიბარა I’ll Be Back-ო =D რაც სკოლა დამთავრდა ან სულ მე ვარ იმასთან,ან ის ჩემთან…

  15. ივნისი 17, 2011 9:44 AM

    sagol macaber aseti emociis nawershi gadmocema tu shesadzlebeli iyo ar megona

    • ივნისი 17, 2011 10:05 AM

      მადლობა, გიო. ^^
      გამიხარდა შენი შეფასება. ^^

  16. ივნისი 17, 2011 9:46 AM

    mara beqa beriashvilic agar aris chventan :(((((((

  17. ივნისი 17, 2011 12:11 PM

    რა გულისამაჩუყებელი ისტორიაა :(( ❤

    • ივნისი 17, 2011 1:02 PM

      მმ, მართლა? მერე, აჩუყდი? :*

      • ივნისი 17, 2011 1:13 PM

        პირადად მე კი =)))

        • ივნისი 17, 2011 1:15 PM

          ანანო, შენ ისეთი ემოციური ხარ..
          არა, მაინც რა ძალიან მომწონხარ..
          აი, საშინლად.. ❤

          • ივნისი 17, 2011 1:35 PM

            დიდი მადლობა =*** სასტიკად ემოციური ვარ. პატარა რომ ვიყავი დინოზავრებზე მულტფილმის ყურებისას ცრემლებად დავიღვარე(პატარა დინოზავრს ტირანოზავრი გამოეკიდა) =D

  18. ივნისი 17, 2011 1:04 PM

    აუუ მააც :შ
    რა ცუდიაა, ძალიან ცუდი მომენატია მართლა… 😦

    • ივნისი 17, 2011 1:11 PM

      კი, კიწ. რთულია და მტკივნეული..
      უკვე აღარ ვიცი..
      გუშინაც ვისაუბრეთ ბევრი და ვნახოთ რა, რა იქნება..
      მე მინდა, რომ ზაზამ თავისი გადაწყვეტილება არ ინანოს. თუ წასვლა ურჩევნია წავიდეს, რადგან ვიცი, ჩვენი მეგობრობა ამითი არ გაწყდება. :*

      • ივნისი 18, 2011 4:34 PM

        ესეც სოფელში წაფრატუნდა დღეს 😀 ნუ,თავს არ მომანატრებს,ხვალ ჩამოვა 😀

        • ივნისი 18, 2011 6:38 PM

          ისე, რა კარგია, როდესაც უუუუუუზეესი მეგობარი გყავს გვერდით, არა? ^^ :*

          • ივნისი 18, 2011 6:40 PM

            ჰო,მართლა მაგარია. თან ეს ზუსტად ეგეთია. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყო,მაინც გაგამხიარულებს თავისი უაზრო რეპლიკებით.

  19. ივნისი 17, 2011 2:02 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥ , აჰა.. ზუსტად ასე ვართ მე და ქეთიც.. მეორე დაქალი -ირინა, პოსტი ვისზეც მაქვს დაწერილი, ის დღეს წავიდა კახეთში.. გუშინ დამირეკა, ჩალაგდი, ხვალ მივდივართო, მაგრამ ექიმთან ვარ დაბარებული და ვერ ვახერხებ.. 30-0ის მერე მივდივარ.. ჭკუაზე არ ვარ.. 😀

    • ივნისი 18, 2011 4:35 PM

      ესეც სოფელში წაფრატუნდა დღეს:D ნუ,თავს არ მომანატრებს,ხვალ ჩამოვა 😀

      • ივნისი 18, 2011 6:45 PM

        უპს..
        ორჯერ დატოვე ერთი და იგივე კომენტარი? 😀

        • ივნისი 18, 2011 6:49 PM

          ჰო,სხვაგან დავარეფლაი-ე და მერე გამოვასწორე ჩემი ჭკუით 😀

          • ივნისი 18, 2011 6:53 PM

            რა კაი ტიპი ხარ.. 😀

  20. ივნისი 17, 2011 2:02 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥. vaime… etyoba, amitomac SevewyveT ase kargad… Tan raRaciT vgavarT erTmaneTs.. ^^
    genacvale.. ❤

    • ივნისი 18, 2011 4:35 PM

      Hoo..Sheidzleba =)) =**

      • ივნისი 18, 2011 6:38 PM

        ჰო, მე შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ხოლმე, რაღაც მომენტებში ჩემს თავს ვიჭერ. ^^

        • ივნისი 18, 2011 6:41 PM

          ვახ რა საინტერესოა. მაინც რომელ პოსტში ,,დაიჭირე შენი თავი?”

          • ივნისი 18, 2011 6:42 PM

            არა, პოსტს როდესაც ვკითხულობ, მაშინ რაღაც მომენტებში ვიჭერ საკუთარ თავს-მეთქი. ასე კონკრეტულად არ მახსოვს. იმდენჯერ გამიელვებს ხოლმე… ^^ თუმცა გადავხედავ ცოტახანში და მოგწერ. :*

  21. ივნისი 18, 2011 3:02 PM

    ამ პოსტს რომ ვკითხულობდი ერთი წიგნი გამახსენდა. კახაბერ სულუაშვილის “თბილისს ვტოვებ ალიონზე” ასე ქვია. ჩემი რჩევა იქნება წაიკითხო =]] მოგეწონება 🙂

    • ივნისი 18, 2011 6:37 PM

      მშვენიერია. გამიხარდა, რმ ჩემი სამიზნე წიგნი მირჩიე. ანუ სწორი გადაწყვეტილება მივირე თავის დროზე. მიხარის. ^^
      ამ დღეებში ვაპირებდი მაგის დაწყებას.. ადრე ამონარიდს წავაწყდი და ძალიან მომეწონა.
      გმადლობ რჩევისთვის. **

  22. ივნისი 18, 2011 6:43 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥, ეს უკვე მომწონს. მეც ეგეთი ვარ. ვინმეს თუ ვხედავ მოწყენილს, საშინლად ვბრაზდები და მერე ტექსტებით გამოვდივარ ხოლმე. ხანდახან ისეთ სულელობას ვამბობ.. :დ:დ:დ

    • ივნისი 18, 2011 6:51 PM

      სისულელეებს მე და ჩემი დაქალი რომ ვამბობთ იმას უნდა უყურო =)) მერე ჩვენ თავზე გვეცინება ხოლმე :დ :დ

      • ივნისი 18, 2011 6:54 PM

        აჰა, აი, ზუსტად.. ბოლოს იმ დონემდე მივალთ ხოლმე, ერთმანეთის შეხედვაზეც კი ცუდად ვხდებით.. გუშინ იმდენი ვიცინეთ, ქეთის მუცელი საშინლად ასტკივდა.. 😀

        • ივნისი 18, 2011 6:56 PM

          ho 😀 Chventanac egeti ponti iyo :d bolos ,,vintiliatorze” vgadaobdit 😀 ras gviberavs es uzrdelio da egetebi 😀

          • ივნისი 18, 2011 6:59 PM

            მმ, მე არ ვიცი, ყველგან ასე ხდება თუ არა, მაგრამ ფაქტია საშინლად ბევრი საერთოა უკვე..^^
            ჯერ სად ვართ.. ახლა გავიცანით ერთმანეთი.. 😀

  23. ივნისი 18, 2011 6:55 PM

    Mallorie
    madloba 😀 shenc =P

    • ივნისი 18, 2011 7:00 PM

      მმმ, კაი ტიპი ხარ, ძმაა? ^^
      ჰეჰე
      😀 😀

      • ივნისი 18, 2011 7:01 PM

        😀 ჰო,მარტლა ბევრი საერთო გვაქ. ქუჩაშიც თუ შემთხვევით შევხვდი ვირწმუნებ რომ რაღაც არსებობს 😀

        • ივნისი 18, 2011 7:04 PM

          მე ვიცი, როგორი ხარ გარეგნულად, შენც იცი.. ჰომდა, ამის მერე გაფაციცებით ვათვალიერებ ასფალტზე მოასიარულენი.. 😀 ისე, აქამდეც სულ ეგრე დავდიოდი.. ბლოგერებს და ფორუმელებს ვეძებ.. :დ

  24. ივნისი 18, 2011 7:18 PM

    ♥ Miss.Catalan.. ♥ …
    მმ, იქნებ, გადავაწყდეთ კიდევ ერთმანეთს.. :*

  25. ივნისი 19, 2011 3:00 PM

    გამოდის, რომ დარჩეს? : )
    მე ჩუმად ვკითხულობ ხოლმე, კომენტარების გარეშე და ახლა გულმა ვეღარ გამიძლო 🙂
    ძალიან გულწრფელი პოსტია: *

    • ივნისი 19, 2011 3:04 PM

      ნინიტო, გამოდის, რომ დარჩება..
      დღეს ვესაუბრე..
      რა გოჭია..
      აი, მართლა გოჭია.. ❤
      თბილი, ტკბილი…
      ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ადამიანია.. ❤
      ნინიტო, დიდი მადლობა.. ❤

      • ივნისი 19, 2011 7:55 PM

        დარწმუნებული ვარ: ))
        რის მადლობა, გაგიჟდი?
        არ ვიცნობ და ძალიან ძალიაააააან გამიხარდა მეც: )))

        • ივნისი 19, 2011 7:58 PM

          რისი მადლობა და რომ კითხულობ ჩემს პოსტებს და კიდევ.. ჰო, კარგი ხარ და იმიტომ.. ნუ ჩემს მიმართ რომ ხარ.. :*
          შენ სულ არ იცნობ ზაზას და გაგიხარდა.. :პპ მე ვიცნობ ზაზას და როგორ გამიხარდა, წარმოგიდგენია? :*

  26. Mampho permalink
    ივნისი 19, 2011 10:31 PM

    მე არ ვიცნობ და ვინმეს წარმოუდგენია როგორ არ აინტერესებს ეს ყველაფერი? 😦

    • ივნისი 20, 2011 5:35 AM

      სხვის მაგივრად ნუ საუბრობ.
      უკვე ძალიან ზედმეტებში გაადახვედი. აქამდე ვიცინეთ და ვიფხანეთ მუცლები, მაგრამ ახლა…
      არ გაქვს წარმოდგენა, ზოგადად ზაზას ეს პოსტი რომ წაეკითხა რა რეაქცია ექნებოდა.
      არც იმაზე გაქვს წარმოდგენა, ეს კომენტარები რომ წაეკითხა, მაშინ რას იგრძნობდა…
      აქამდე სხვის მაგივრად საუბარი არ გჩვეოდა.
      მოკლედ, ძალიან შეიაკავე თავი ასეთი კომენატრების დატოვებისგან.

  27. ივნისი 20, 2011 5:57 AM

    სხვის მაგივრად რატო ვსაუბრობ? ჩემს მაგივრად ვსაუბრობ ერთადერთი. ზედმეტებში ყოველთვის ვიყავი გადასული. ზოგადად არასდროს არ მქონია წარმოდგენა ვინ როგორ რეაგირებდა შენს პოსტებზე და სიმართლე რომ გითხრა დიდად არც მაღელვებს :ყეს:

    • ივნისი 20, 2011 6:07 AM

      სხვის მაგივრად საუბარია, აბა რა არის…. როდესაც ამბობ, რომ ვინმეს თუ წარმოუდგენია, მას როგორ არ აინტერესებსო და..
      არც არავის მოუთხოვია შენთვის, რომ ჩემი პოსტების მკითხველების რეაქციები გამოგეძიებინა, ან უბრალოდ დაინტერესებულიყავი.
      წინა შენს კომენტარს გადახედე, ნუ მამტკიცებინებ ერთსა და იმავეს.

  28. ივნისი 20, 2011 6:09 AM

    ა მემაპატიე ;ს მაინტერესებს უნდა დამეწერა :დ

    • ივნისი 20, 2011 6:12 AM

      ჰოდა, ეგრე, ბიჭო. 😛
      “მე არ ვიცნობ და ვინმეს წარმოუდგენია როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი?”
      შენ ბევრი რამ არ გაინტერესებს. მე სულ არ მაინტერესებს, შენ გაინნტერესებს თუ არა ეს ყველაფერი. ^^

  29. ივნისი 20, 2011 6:15 AM

    არა ვიცი რომ არ გაინტერესებს, უბრალოდ ზემოთ პოსტებში აღძრულ სიტუაციას ესადაგებოდა ეგ კომენტარი 😦

    • ივნისი 20, 2011 6:24 AM

      აღძრული…
      ოჰ, რა სიტყვა ვისწავლეთო.. ^^
      რა კარგია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებსაც ყველაფერი ადვილად ესმით.. ^^

      • ივნისი 20, 2011 6:31 AM

        სამწუხაროდ შენ მიმართებაშ ივერ ვიტყვი იგივეს :*

        • ივნისი 20, 2011 6:34 AM

          ჰო, ვიცი. ჩემი გაგეაბაც საკმაოდ რთულია.
          ქე იცი, რავარი კარიც, ხალისიანიც და ა.შ. არ უნდა ვჩანდე, მაინც არ შგიგნით რაღაც..
          მოკლედ, ვსო, იმოქმედა..: ს

          • ივნისი 20, 2011 6:37 AM

            ავარდნას ვერ დავარქმევთ ამას, მაგრამ დაგრუზვას კი :-დ

  30. ივნისი 20, 2011 6:45 AM

    Jónsi Mamphoria, ავარდნით უკვე კარგა ხანია ვერ ვვარდები.. ნერვების აშლაც კი მეზარება.. 😀
    ააააა… ადრე რა საშინელება ვიყავი… 😀

  31. ივნისი 20, 2011 6:49 AM

    ადრე უფრო მომწონდი ნერვებს მაინც გიშლიდი და ეხლა?

    • ივნისი 20, 2011 6:53 AM

      ჰაჰ, ბევრი მიზეზის გამო ადრე უფრო მოგწონდი.. ნუ, არა მარტო შენ, სხვა ძალიან ბევრ ადამიანსაც.. მაგრამ ვიცვლებით.. ^^ ჩემ შემთხვევაში, ერთი ბოლოდან მეორე გადავხტი.. ^^
      სულ არ მაღიზიანებს ასეთი ტავი, თუმცა მაინც სხვანაირი მერჩივნა..

      • ივნისი 20, 2011 6:55 AM

        არც მე მაღიზიანებს ;-დ რახან ასეთი გახდი ესეიგი საჭირო იყო :სუნ: თვარა მეც ქე შევიცვალე

        • ივნისი 20, 2011 6:57 AM

          მე კი მგონია, რომ გაღიზიანებს… ^^
          რა ვიცი, რომ ვუფიქრდები, მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაინც ვერ ვხვდები..
          შეილძლება, დროთაგანმავლობაში მობრძანდეს.. ^^

          • ივნისი 20, 2011 7:01 AM

            მარტლა არ მაღიზიანებს იცვლება ხალხი და არავინ არ რჩება იგივე და მაგაზე ნერვების შლას და ნერვიულობას აზრი არ აქვს :დ

  32. ივნისი 20, 2011 7:03 AM

    Jónsi Mamphoria, ნერვიულობა? ჰო, ზოგადად შეიძლება, მაგრამ ახლა ნაკლებად.. ^^

  33. ივნისი 20, 2011 7:06 AM

    არც ზოგადად არ შეიძლება

    • ივნისი 20, 2011 12:39 PM

      სეიძლება, არ შეიძლება ეს რა შუაშია..
      სასურველია, არასასურველია უფრო შეეფერება.. ^^

  34. ივნისი 20, 2011 1:42 PM

    რაც არუნდა არასასურველი იყოს არ შეიცვლება არაფერი ასე რომ არ აქვს აზრი.

    • ივნისი 20, 2011 1:47 PM

      მაშინ, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება, ტირილი არ არის საჭირო, მაინც ხომ ვერაფერს შეცვლი. რა ასეა?

      • ივნისი 20, 2011 1:50 PM

        ეგ სხვა პონტია მე უბრალო ცვლილებაზე ვსაუბრობ აი შენ როგორც შიეცვალე და სიკვდილი სხვა საკითხია ეგ უკვე ცხოვრებისეულ ცვლილებებში გადის და არა პიროვნებისეულ, ანუ იმას არ ვამბობ რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეს ადამიანის ცვლილება უბრალოდ აზრი არ აქვს სირბილს და იმის მტკიცებას რომ შიეცვალეო.

        • ივნისი 20, 2011 1:58 PM

          ჩვენ ნერვიულბაზე გვქონდა საუბარი და არა ადამიანის გადარწმუნებაზე. ^^
          არა, ჰო, ცოტა ცუდი შედარება მოვიყვანე მართალია, მაგრამ ზუსტად პირდაპირ რომ გავიხედოთ, მაინც არის რაღაც, რატომაც შეიძლება ამ ორს შორის პარალელი გაივლოს. არა?

  35. ივნისი 20, 2011 2:01 PM

    კი შეიძლება სუფტა ცხოველური პრინციპებით რომ ვიაზროვნოთ პრინციპში ორივე გამოუყენებელ მდგომარეობაში გადადის ანუ სიტყვაზე შენ შეიცვალე და ჩემთან აღარ გაქვს ძველი ურთიერთობა ანუ მე რამე რო გთხოვო ნაკლები შანსია შენ შეასრულო და სიტყვაზე ვიღაცა მოკვდა სულ რო ყურებზე გავიარო მაინც 0ია შანსი რო არმეს იზამს

    • ივნისი 20, 2011 2:04 PM

      არა, ეგ შედარება არ მიმაჩნია სწორად. 0 შანსსა და ნაკლებ შანსს შორის უუუზარმაზარი განსხვავებაა. ცხოველური პრინციპით აზროვნება კიდევ უფრო სხვა არის.

  36. ივნისი 20, 2011 2:06 PM

    ნუ უფრო გასაგებად ჟღერს :დ

    • ივნისი 20, 2011 2:12 PM

      გასაგებად? გასაგები შეიძლება იყოს, მაგრად რამდენად სწორი ეს სხვა თემაა. ^^

  37. ივნისი 24, 2011 6:36 PM

    genacvale ra sayvarlad wer… martla dzalian momewonaaa 🙂

    • ივნისი 25, 2011 11:16 AM

      კატო… დიდიდიდდიიდდიდი მადლობა.. :*
      გესტუმრები ახლავე. :*

  38. ივნისი 7, 2012 8:53 AM

    ეხლა რა ხდება, ჩააბარა? ))

Trackbacks

  1. Happy Birthday, Scribbly… cha, cha, cha! «

Leave a reply to sopo კომენტარის გაუქმება